• georgian flag
  • english flag

ვმოქმედებდეთ თანახმად ღვთის მადლისა


author
Мирза Бадиаури
A A       521

საკვანძო მუხლები: 1 პეტრეს წერილი 4:10; რომაელთა მიმართ 1:5; რომაელთა მიმართ 15:16; 2 კორინთელთა მიმართ 3:6; ეფესელთა მიმართ 1:19; ეფესელთა მიმართ 3:7; ფილიპელთა მიმართ 1:7; კოლასელთა მიმართ 1:23; 1 თესალონიკელთა მიმართ 2:13; 1 ტიმოთეს მიმართ 1:13-14; ებრაელთა მიმართ 13:21;

3.40.42. __

- გავხდეთ სახარების მსახურნი რომ.15,16; 2კორ.3,6 ეფ.3,[7] კოლ.1,23

- მისი სახელით სარწმუნოებას დავუმორჩილოთ ყოველი ხალხი რომ.1,5

- იყოს განუზომელი ღვთის ძალმოსილების სიდიადე ჩვენში ეფ.1,19; 3,20 კოლ.1,29

- სრული იმედი გვქონდეს მადლისა 1პეტ.1,13

- ნებას ვრთავდეთ ღვთის სიტყვას მოქმედებდეს ჩვენში 1თეს.2,13; 1ტიმ.1,13.14

- რათა სრულგვყოს უფალმა მისი ნებისამებრ ებრ.13,21

- ვიყვნეთ მადლის თანაზიარნი ფლპ 1,7

- ღვთის მრავალფეროვანი მადლის კეთილი მნენი 1პეტ.4,10

ბიბლიის მუხლები

1პეტრე 1
13. მაშ, მოისარტყლეთ თქვენი გონების წელი, იფხიზლეთ და სრული იმედი გქონდეთ მადლისა, რომელიც მოგენიჭებათ იესო ქრისტეს გამოცხადებით.

1პეტრე 4
10. თვითეული თქვენგანი იმ ნიჭით ემსახუროს დანარჩენთ, რაც მიუღია, როგორც შეშვენის ღვთის მრავალფეროვანი მადლის კეთილ მნეს.

რომაელთა 1
5. ვისი მეოხებითაც მივიღეთ მადლი და მოციქულობა, რათა მისი სახელით სარწმუნოებას დავუმორჩილოთ ყოველი ხალხი,

რომაელთა 15
16. რათა ვყოფილიყავი იესო ქრისტეს მსახური წარმართთა შორის და ღვთის სახარების მღვდელმოღვაწე, რომ წარმართთა შენაწირი კეთილსასურველი ყოფილიყო ღვთისათვის, გაწმენდილი სული წმიდის მიერ.

2კორინთელთა 3
6. არა, ღმერთმა მოგვცა იმისი ძალა, რომ ახალი აღთქმის მსახურნი ვიყოთ; არა ასოსი, არამედ სულისა, ვინაიდან ასო კლავს, ხოლო სული აცოცხლებს.

ეფესელთა 1
19. ან რარიგ განუზომელია მისი ძალმოსილების სიდიადე ჩვენში, რომელთაც გვწამს მისი მძლეთამძლე ძალის წყალობით,

ეფესელთა 3
7. სწორედ ამ სახარების მსახური გავხდი, თანახმად ღვთის მადლისა, რომელიც მომეცა მისი ძალისხმევით.
20. ხოლო მას, ვისაც ჩვენში მოქმედი ძალით განუზომლად მეტის ქმნა ძალუძს, ვიდრე ჩვენ ვთხოვთ, ანდა გვგონია, -

ფილიპელთა 1
7. რადგანაც გულში მყავხართ ყველანი, ჩემი ტყვეობისას თუ სახარების დაცვისას და განმარტებისას, როგორც ჩემი მადლის თანაზიარნი.

კოლასელთა 1
23. მაგრამ ამისთვის საჭიროა, რომ რწმენით დამკვიდრებულნი და განმტკიცებულნი არ განეშოროთ სასოებას სახარებისას, რომელიც გსმენიათ, ცისქვეშეთის ყველა ქმნილებისთვის ქადაგებული, და რომლის მსახურიც გავხდი მე, პავლე.

1თესალონიკელთა 2
13. ამიტომ ჩვენც განუწყვეტლივ მადლს ვწირავთ ღმერთს, რადგანაც მიიღეთ სიტყვა, ჩვენი წყალობით რომ ისმინეთ, და კაცთა სიტყვად კი არ აღიქვით იგი, არამედ მისი ნამდვილი სახით, ესე იგი, ღვთის სიტყვად, რომელიც კიდეც მოქმედებს თქვენში, მორწმუნენო.

1ტიმოთე 1
13. მე, რომელიც უწინ ვიყავი მგმობელი, მდევნელი და მაგინებელი, მაგრამ შეწყაღებულ ვიქენ, რადგანაც ასე ვიქცეოდი უმეცრებით, ურწმუნოების გამო.
14. ხოლო ჩვენი უფლის მადლმა უფრო მეტად იმრავლა რწმენითა და სიყვარულით ქრისტე იესოში.

ებრაელთა 13
21. დაე, სრულგყოთ თქვენ, რათა მისი ნებისამებრ აღასრულოთ ყოველი კეთილი საქმე, და იესო ქრისტეს მეოხებით ჩაგინერგოთ ის, რაც სათნო ჩანს მის წინაშე, ვისიცაა დიდება უკუნითი უკუნისამდე. ამინ.