• georgian flag
  • english flag

რა მოხდა დაბადების 1 თავის 1 და 2 მუხლებს შორის


author
Мирза Бадиаури
A A       762

საკვანძო მუხლები: დაბადება 1:1-2; გამოსვლა 10:21-22; იობი 9:5-7; იობი 38:4-7; ესაია 24:1; ესაია 28:15-18; ესაია 34:11; ესაია 45:18; იერემია 4:23; გამოცხადება 16:10;

2.1.18. __

- დაბ.1,1.2 გრამატიკული წყობა (ებრაული კავშირი ხოლო) მიუთითებს ორი მოვლენის დაპირისპირებულობაზე. ზოგ თარგმანში ვხედავთ სიტყვა ''იყოს'' მაგიერ ''იქცას'', რაც შეესატყვისება ებრაულ ორიგინალს: ხაიახ - იქცა. ეს მოწმობს იმაზე, რომ იყო რაღაც მიზეზი, თუ რატომ იქცა (თუნდაც იყო) მიწა უსახურად და უდაბურად.
- იობ.38,4-7; ეს.45,18 თანახმად ღმერთს არ შეუქმნია მიწა უსახოდ და უდაბურად. განა ანგელოზები სიხარულით იყიჟინებდნენ დაბ.1,2 შემხედვარე? ეს ნიშნავს, რომ მუხლებს შორის რაღაც მოხდა.
- რა თქმა უნდა შესაძლებელია იობ.38,7 ''ჩავსვათ'' დაბ.1,31- თან (ესეც ერთერთი თვალსაზრისია), მაგრამ განვიხილოთ კიდევ რამდენიმე მომენტი.
- დაბ.1,1 და 2 შორის იყო სამსჯავრო. მსჯავრზე მიუთითებს უფსკრული და უდაბური. როცა ეს ორი სიტყვა იხსენიება ძვ.აღთქმაში, ყოველთვის მიანიშნებს მსჯავრის შედეგზე ეს.24,1; 34,11 იერ.4,23. ყველაფერი, რაც ღმერთმა განსაჯა, იქცევა გამოუსადეგრად და უდაბურად.
- მეორე მხრივ მსჯავრზე მიუთითებს სიბნელე. გამ.10,21.22 გმცხ.16,10 ნაჩვენებია სიბნელე, როგორც ღვთის მსჯავრის შედეგი.
- მესამე, მსჯავრზე მიუთითებს, რომ მიწა დაფარულია წყლით (უფსკრული მიანიშნებს წყლის სიღრმეებს) მიწა სიკვდილის პირასაა და ამ დროს შემოდის ღმერთი!
- როგორც ჩანს მსჯავრი ღმერთმა მოაწია სატანას და განსჯილ სამყაროს. ცა და მიწა შებღალულ იქნა სატანის ჯანყისგან იობ.9,5-7 ეზ.28,15-18. ღმერთმა გადააბრუნა მთები თავისი რისხვით, მიწა გადაადგილა, მზეს უბრძანა არ ამოსულიყო, ხოლო ვარსკვლავებს დაადო ბეჭედი. როდის ქმნა ეს ღმერთმა? ჩვენ არ შეგვიძლია ვიპოვოთ ეს მომენტი კაცობრიობის ისტორიაში. ეს უნდა მომხდარიყო დაბ.1,1 და 2 შორის.

ბიბლიის მუხლები
დაბადება 1
1. თავდაპირველაღ ღმერთმა შექმნა ცა და მიწა.
2. მიწა იყო უსახო და უდაბური, ბნელი იდო უფსკრულზე და სული ღვთისა იძვროდა წყლებს ზემოთ.
31. დაინახა ღმერთმა ყოველივე, რაც გააჩინა, და აჰა, ძალიან კარგი იყო. იყო საღამო, იყო დილა - მეექვსე დღე.

გამოსვლა 10
21. უთხრა უფალმა მოსეს: ცისკენ შემართე ხელი და ჩამოწვება წყვდიადი ეგვიპტის ქვეყანაში, ხელით შესაგრძნობი წყვდიადი.
22. ცისკენ შემართა ხელი მოსემ და ჩამოწვა უკუნი წყვდიადი მთელს ეგვიპტის ქვეყანაში, და იდგა სამ დღეს.

იობი 9
5. მან შეძრა მთები ისე, რომ არავინ უწყის; მან დაამხო ისინი თავისი რისხვით;
6. მან მოარყია დედამიწა თავისი ადგილიდან და ირხევიან მისი სვეტები;
7. ეტყვის მზეს და არ ამოდის, ვარსკვლავებს ეფარება;

იობი 38
4. სად იყავი, როცა დედამიწას ვაფუძნებდი? ამიხსენი, თუ გაქვს გაგება.
5. ვინ დასაზღვრა მისი ზომები, თუ იცი? მასზე ბაწარი ვინ გადაჭიმა?
6. რაზე დგას მისი საძირკვლები ან ვინ დადო მისი ქვაკუთხედი,
7. როცა გალობდნენ დილის ვარსკვლავები და ყიჟინობდნენ
ღვთისშვილები?

ესაია 24
1. აჰა, გააპარტახებს უფალი მიწას და გააცამტვერებს, დაკრუნჩხავს მის ზედაპირს და გაფანტავს მის მცხოვრებთ.

ესაია 28
15. რადგან ამბობთ: აღთქმა გვაქვს დადებული სიკვდილთან და კავშირი შევკარით შავეთთან; როცა წარმხოცელი შოლტი ჩამოივლის, ვერ მოგვწვდება, რადგან სიცრუე გავიხადეთ თავშესაფრად და ტყუილი - საფარველად.
16. ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: აჰა, ქვა დავდგი სიონზე საძირკვლად, ქვა გამონაცადი, ძვირფასი ქვაკუთხედი, მყარი საძირკველი; მასზე დანდობილი, არ აჩქარდება.
17. დავდებ სამართალს ლარად და სიმართლეს - შვეულდ, და სეტყვა წარხოცავს სიცრუის თავშესაფარს და წყალი წაიღებს ტყუილის საფარველს.
18. გაცუდდება თქვენი აღთქმა სიკვდილთან და თქვენი კავშირი შავეთთან ვერ გაძლებს; როცა წარმხოცელი შოლტი ჩამოივლის, მისი გასათელი შეიქნებით.

ესაია 34
11. ჭოტი და ზღარბი დაიმკვიდრებენ მას, ბუკიოტი და ყორანი დაიბუდებენ მასში; გასჭიმავს მასზე უსახურობის ლარს და უდაბურობის შვეულს.

ესაია 45
18. რადგან ასე ამბობს უფალი, ცათა შემოქმედი (ის არის ღმერთი, რომელმაც მიწა გამოსახა და შექმნა; მან დაამყარა იგი, საუკაცრიელოდ არ შეუქმნია, დასასახლებლად გამოსახა): მე ვარ უფალი და მეტი არავინაა.

იერემია 4
23. შევხედე ქვეყანას და, აჰა, უსახური და უდაბურია; ცას და - არა აქვს ნათელი.

გამოცხადება 16
10. მეხუთემ თავისი თასი დასთხია მხეცის ტახტზე და დაბნელდა საუფლო მისი, და სიმწრისაგან იკვნეტდნენ თავიანთ ენებს.