დასაბამად (-ით), დასაწყისში, თავდაპირველად
Мирза Бадиаури |
A A 697 |
საკვანძო მუხლები: დაბადება 1:1; ესაია 41:4; მარკოზის სახარება 13:19; იოანეს სახარება 1:1-2; 2 პეტრეს წერილი 3:5; 1 იოანე 1:1; რომაელთა მიმართ 1:20; გამოცხადება 3:14;
2.1.15.__
დაბ.1,[1] ზირ.16,26; ეს.41,4; 3ეზრ.6,38 მარ.13,19 ინ.1,1.2; 2პეტ.3,5; 1ინ.1,1 რომ.1,20 გმცხ.3,14
ბიბლიის მუხლები
დაბადება 1
1. თავდაპირველაღ ღმერთმა შექმნა ცა და მიწა.
სიბრძნე ზირაქისა 16
26. დასაბამითვეა მისი საქმეები და როცა შექმნა ისინი, დაჰყო ნაწილებად.
ესაია 41
4. ვინ ჩაიდინა ეს, ვინ მოიმოქმედა? თაობათა გამომხობმა დასაბამით. მე ვარ უფალი - პირველი და უკანასკნელი. მე ვარ იგი.
3ეზრა 6
38. ვთქვი: უფალო, როცა ამეტყველდი შესაქმის დასაბამიდან, პირველ დღეს წარმოთქვი: იყოს ცა და მიწა, და აღასრულა საქმე შენმა სიტყვამ,
მარკოზი 13
19. რადგან იქნება იმ დღეებში ჭირი, რომლის მსგავსი არ ყოფილა ქვეყნის დასაბამიდან, რომელიც შექმნა ღმერთმა, დღევანდელ დღემდე, და არც იქნება.
იოანე 1
1. დასაბამიდან იყო სიტყვა, და სიტყვა იყო ღმერთთან და ღმერთი იყო სიტყვა.
2. ის იყო დასაბამიდან ღმერთთან.
2პეტრე 3
5. რადგანაც საკუთარი ნებასურვილით ივიწყებენ, რომ ცა და მიწა თავდაპირველად წყლისაგან და წყალთა შუა შეიქმნა ღვთის სიტყვით.
1იოანე 1
1. რომელიც იყო დასაბამიდან, რომელიც ვისმინეთ და ჩვენი თვალით ვიხილეთ, რომელსაც ვჭვრეტდით და ჩვენი ხელით ვეხებოდით სიცოცხლის სიტყვას;
რომაელთა 1
20. და მართლაც, მისი უხილავი სრულყოფილება, წარუვალი ძალა და ღვთაებრიობა, ქვეყნიერების დასაბამიდან მისსავ ქმნილებებში ცნაურდება და ხილული ხდება: ასე რომ, არა აქვთ პატიება.
გამოცხადება 3
14. ხოლო ლაოდიკიის ეკლესიის ანგელოზს მისწერე: ამას ამბობს ამინი, მოწმე სარწმუნო და ჭეშმარიტი, დასაბამი ღვთის ქმნილებისა.