• georgian flag
  • english flag

სამადლო, უანგარო საქმე


author
Мирза Бадиаури
A A       707

საკვანძო მუხლები: 2 კორინთელთა მიმართ 4:15; 2 კორინთელთა მიმართ 1:15; 2 კორინთელთა მიმართ 9:4-7; მოციქულთა საქმეები 18:27; 1 პეტრეს წერილი 4:10; 2 კორინთელთა მიმართ 9:5; 2 კორინთელთა მიმართ 12:18; ფილიპელთა მიმართ 4:18;

3.42.5. __

1პეტ.4,10; 2კორ.8,4-[6].7.19; 9,5; 12,18 ფლპ.4,18

- მადლით შეწევნა საქ.18,27; 2კორ.1,15

- უანგარო საქმეთა სიუხვე გვქონდეს 2კორ.4,15

ბიბლიის მუხლები

საქმეები 18
27. აქაიას წასვლა რომ დააპირა, ძმებმა გაამხნევეს და მოწაფეებს მისწერეს, რომ კარგად მიეღოთ; ხოლო როდესაც მივიდა, დიდად შეეწია მორწმუნეებს მადლით.

1პეტრე 4
10. თვითეული თქვენგანი იმ ნიჭით ემსახუროს დანარჩენთ, რაც მიუღია, როგორც შეშვენის ღვთის მრავალფეროვანი მადლის კეთილ მნეს.

2კორინთელთა 1
15. ამაში დარწმუნებული ჯერ თქვენთან ვაპირებდი მოსვლას, რათა მეორედაც მიგეღოთ მადლი;

2კორინთელთა 4
15. ვინაიდან ყველაფერი თქვენთვისაა, რათა მადლის სიუხვე მრავალთა მადლიერებად გადმოიფრქვეს ღვთის სადიდებლად.

2კორინთელთა 8
4. თვითონვე დაჟინებით გვთხოვეს მადლი და მონაწილეობის ნება წმიდათა მსახურებაში.
5. და არა მარტო ის, რისი იმედიც გვქონდა, არამედ თავიანთი თავი მისცეს ჯერ უფალს და მერე ჩვენც, ღვთის ნებით.
6. ამიტომაც ვთხოვეთ ტიტეს, როგორც დაიწყო, ასევე დაესრულებინა ეს სამადლო საქმე თქვენს შორის.
7. და რაკი უხვად გაქვთ ყველაფერი: რწმენა და სიტყვა, ცოდნა და გულმოდგინება, ისევე, როგორც ჩვენმიერი სიყვარული თქვენში, მაშ, უხვად გქონდეთ ეს მადლიც.
19. მეტიც, ეკლესიების მიერვე არჩეულ იქნა ჩვენს თანამგზავრად ამ სამადლო საქმეში, რომელსაც ვემსახურებით უფლის სადიდებლად და ჩვენი კეთილი ზრახვის აღსასრულებლად.

2კორინთელთა 9
5. ამიტომ საჭიროდ მივიჩნიე მეთხოვა ძმებისთვის, რომ მოსულიყვნენ და გაემზადებინათ თქვენს მიერ აღთქმული ძღვენი, რათა მზად - ყოფილიყო, როგორც ძღვენი და არა როგორც ანგარება.

2კორინთელთა 12
18. ვთხოვე ტიტეს, თქვენთან მოსულიყო, და ერთი ძმაც გამოვაყოლე: ან ტიტე თუ გამოგრჩათ რასმე? განა ერთი სულით არ ვმოქმედებდით? განა ერთ გზას არ ვადექით?

ფილიპელთა 4
18. ყველაფერი მივიღე და ბლომადაც მაქვს, სავსე ვარ იმით, რაც ეპაფროდიტოსის ხელით გამომიგზავნეთ: კეთილსურნელება, საამო შეწირულება, ესოდენ სასურველი ღვთისათვის.

_____________________________

3. რწმენა მოქმედებაში
3.42. რწმენა და საქმე
3.42.5__