სიხარულით ვმადლობდეთ ღმერთს მადლისთვის
Мирза Бадиаури |
A A 585 |
საკვანძო მუხლები: ეფესელთა მიმართ 1:6; 2 თესალონიკელთა მიმართ 1:12; მათეს სახარება 15:36; ლუკას სახარება 17:16; ლუკას სახარება 22:17; იოანეს სახარება 6:11; მოციქულთა საქმეები 27:35; მოციქულთა საქმეები 28:15; 1 კორინთელთა მიმართ 11:24; 1 თესალონიკელთა მიმართ 3:9; ოსია 3:5; ფსალმუნები 41:5; ფსალმუნები 68:31; ზაქარია 4:7; 2 კორინთელთა მიმართ 4:15; 2 კორინთელთა მიმართ 9:11-12; ფილიპელთა მიმართ 4:6; კოლასელთა მიმართ 2:7; კოლასელთა მიმართ 3:15-16; კოლასელთა მიმართ 4:2; 1 თესალონიკელთა მიმართ 5:18; 1 ტიმოთეს მიმართ 1:12; 1 ტიმოთეს მიმართ 2:1; 1 ტიმოთეს მიმართ 4:3-4; იერემია 33:11; მოციქულთა საქმეები 11:23; რომაელთა მიმართ 1:8; რომაელთა მიმართ 6:17; 1 კორინთელთა მიმართ 1:4; 2 კორინთელთა მიმართ 1:11; 2 კორინთელთა მიმართ 8:1-2; გალატელთა მიმართ 9:14; კოლასელთა მიმართ 1:12;
3.9.3. __
ფს.41,5; 44,3; 68,31 იერ.33,11 ზაქ.4,7 საქ.11,23 რომ.1,[8]; 6,17; 1კორ.1,[4]; 2კორ.1,11; 4,15; 8,1.2; 9,11.12.[14] ფლპ.4,6 კოლ.1,12; 2,7; 3,15.16; 4,2; 1თეს.5,18; 1ტიმ.1,12; 2,1; 4,3.4
- მადლის შეწირვა მათ.15,36 ლუკ.17,16; 22,17.19 ინ.6,11.23 საქ.27,35; 28,15; 1კორ.11,24; 1თეს.3,9
- არ შესწირეს მადლი რომ.1,21
- მოწიწება ღვთის მადლის წინაშე ოს.3,5
- ღვთის მადლის ქება ეფ.1,6; 2თეს.1,12
ბიბლიის მუხლები
ფსალმუნი 41
5. ამის გახსენებაზე სული მეღვრება, რადგან ვიდოდი ხალხის გროვაში, მათთან ერთად მივდიოდი უფლის სახლამდე მოზეიმე გუნდის მხიარულებისა და მადლიერების ხმით.
ფსალმუნი 44
3. ადამის ძეთა უმშვენესი ხარ, მადლი იღვრება შენთა ბაგეთაგან, ამიტომ გაკურთხა ღმერთმა უკუნისამდე.
ფსალმუნი 68
31. ვაქებ ღმერთის სახელს; გალობით განვადიდებ, მადლიერებით.
იერემია 33
11. ხმა სიხარულისა და ხმა შვებისა, ხმა სიძისა და ხმა პატარძლისა, ხმა, რომელიც იტყვის: მადლი მოახსენეთ ცაბაოთ უფალს, რადგან კეთილია უფალი და მადლი მისი სამარადისო! და მიიტანენ სამადლობელ მსხვერპლს უფლის სახლში, რადგან დავაბრუნებ ქვეყნიდან წარტყვენილებს, როგორც თავიდანვე იყვნენ, ამბობს უფალი.
ოსია 3
5. მერე მოიქცევიან ისრაელიანები და ძებნას დაუწყებენ უფალს, თავიანთ ღმერთს, და დავითს, თავიანთ მეფეს, და მოწიწებით განიმსჭვალებიან უფლისა და მისი მადლის წინაშე უკანასკნელ დღეებში.
ზაქარია 4
7. რა ხარ შენ, დიდო მთაო? ზერუბაბელის წინაშე გასწორდები! გამოიტანს მთავარ ლოდს და შესძახებენ: მადლი, მადლი მას!
მათე 15
36. აიღო შვიდი პური და თევზი, მადლი შესწირა, დატეხა და მისცა თავის მოწაფეებს, ხოლო მოწაფეებმა - ხალხს.
ლუკა 17
16. იესოს ფერხთით დაემხო და მადლი შესწირა; და იყო იგი სამარიელი.
ლუკა 22
17. აიღო სასმისი, მადლი შესწირა და თქვა: მიიღეთ და გაიყავით ერთმანეთს შორის.
19. აიღო პური, მადლი შესწირა, გატეხა, მისცა მათ და თქვა: ეს არის ჩემი ხორცი, რომელიც მოგეცათ თქვენ. ეს ჰყავით ჩემს მოსახსენებლად.
იოანე 6
11. აიღო პურები იესომ, მადლი შესწირა და მისცა მოწაფეებს, ხოლო მოწაფეებმა ჩამოურიგეს მსხდომარეთ; ასევე თევზიც, ვისაც რამდენი სურდა.
23. ხოლო ტიბერიადიდან სხვა ნავებიც მიადგნენ იმ ადგილს, სადაც პური ჭამეს მას შემდეგ, რაც უფალმა მადლი შესწირა.
საქმეები 11
23. როცა მივიდა, იხილა მადლი ღვთისა, გაიხარა და ყველას შეაგონებდა, წრფელი გულით დამკვიდრებულიყვნენ უფალში.
საქმეები 27
35. ეს რომ თქვა, პური აიღთ, ყველას წინაშე მადლი შესწირა ღმერთს, გატეხა და ჭამა დაიწყო.
საქმეები 28
15. ჩვენი ამბავი რომ გაეგოთ, იქაური ძმები აპიუსის მოედანსა და სამ ფუნდუკამდე გამოგვეგებნენ; მათი დანახვისას პავლემ მადლი შესწირა ღმერთს და გამხნევდა.
რომაელთა 1
8. უპირველესად, ყოველი თქვენგანისათვის ვმადლობ ღმერთს ჩემსას იესო ქრისტეს მეოხებით, რადგანაც თქვენი რწმენა ეხარება მთელ ქვეყანას.
21. რაკი შეიცნეს ღმერთი, მაგრამ არ ადიდეს, როგორც ღმერთი, და არც მადლი შესწირეს არამედ ამაონი იქმნენ თვიანთი ზრახვით და დაბნელდა მათი უგონო გული;
რომაელთა 6
17. მადლობა ღმერთს, რომ ოდესღაც ცოდვის მონები, გულით დაემორჩილეთ იმ მოძღვრებას, რომელსაც უძღვენით თავი.
1კორინთელთა 1
4. მარადჟამ ვმადლობ ღმერთს თქვენს გამო ღვთის მადლისათვის, ქრისტე იესოში რომ მოგეცათ.
1კორინთელთა 11
24. მადლი შესწირა, გატეხა და თქვა: მიიღეთ და ჭამეთ; ეს არის ჩემი სხეული, თქვენთვის დამტვრეული; ეს ჰყავით ჩემს მოსახსენებლად
2კორინთელთა 1
11. რაშიაც თქვენც შეგვეწევით თქვენი ლოცვებით, რათა ამდენი ხალხის მეოხებით მიღებული მადლისათვის მრავალმა მოგვაგოს მადლი.
2კორინთელთა 4
15. ვინაიდან ყველაფერი თქვენთვისაა, რათა მადლის სიუხვე მრავალთა მადლიერებად გადმოიფრქვეს ღვთის სადიდებლად.
2კორინთელთა 8
1. ახლა კი გაუწყებთ, ძმანო, ღვთის მადლს, რომელიც მიეცა მაკედონიის ეკლესიებს.
2. ვინაიდან, დიდი ჭირნაცადობის მიუხედავად, მათი სიხარულის სავსება და მათი სიღატაკის სიღრმე მოჭარბებულად გამოჩნდა მათივე სიწრფელის სიუხვით.
2კორინთელთა 9
11. რათა ყველაფრით გამდიდრდეთ ყოველგვარი გულუხვობისთვის, ჩვენი მეშვეობით რომ გადებს მადლიერებას ღვთის მიმართ.
12. რადგანაც ამ საქმის სამსახური არა მარტო შეავსებს წმიდათა ნაკლულებას, არამედ ღვთის მიმართ მადლიერებასაც ამრავლებს,
14. და თქვენზე მლოცველნი თავიანთ სიყვარულს არ მოგაკლებენ ღვთის მადლის გამო, ესოდენ უხვად რომ გადმოსულა თქვენზე.
ეფესელთა 1
6. რათა გვექო დიდება მისი მადლისა, რომელიც მოგვმადლა თავის საყვარელ ძეში,
ფილიპელთა 4
6. ნუ შეგაურვებთ ნურავითარი საზრუნავი, არამედ ლოცვა-ვედრებისას თქვენი სათხოვარი მადლიერებით გაუმჟღავნეთ ღმერთს.
კოლასელთა 1
12. სიხარულით ჰმადლობდეთ ღმერთსა და მამას, რომელმაც იმის ღირსნი გვყო, რომ წმიდათა ხვედრს ვზიარებოდით ნათელში;
კოლასელთა 2
7. რადგანაც მის მიერ ხართ დამკვიდრებულნი, მასში ფესვგადგმულნი და, როგორც გისწავლიათ, რწმენით განმტკიცებულნი. მასშივე იზარდეთ მადლიერებით.
კოლასელთა 3
15. დაე, სუფევდეს თქვენს გულებში ქრისტეს მშვიდობა, რის მიმართაც ერთ სხეულად ხართ ხმობილნი; და მადლიერნი იყავით.
16. დაე, ქრისტეს სიტყვა მთელი სიბრძნითა და სიუხვით დაემკვიდროს თქვენში; ფსალმუნებით, საგალობლებითა და სულიერი შესხმით ასწავლეთ და შეაგონეთ ერთმანეთს; მადლიერებით უგალობეთ უფალს თქვენს გულებში.
კოლასელთა 4
2. გულმოდგინედ ილოცეთ და იფხიზლეთ მასში მადლიერებით.
1თესალონიკელთა 3
9. რა მადლი შეგვიძლია შევწიროთ ღვერთს თქვენი გულისთვის, იმ სიხარულის სანაცვლოდ, რომლითაც ვხარობთ ჩვენი ღმერთის წინაშე თქვენი მეოხებით?
1თესალონიკელთა 5
18. მადლიერნი იყავით ყველაფრისათვის, რადგანაც ესაა თქვენს მიმართ ნება ღვთისა ქრისტე იესოში.
2თესალონიკელთა 1
12. რათა იდიდოს ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელი თქვენში, ხოლო თქვენ - მასში, ჩვენი ღმერთისა და უფალ იესო ქრისტეს მადლით.
1ტიმოთე 1
12. მადლიერი ვარ მისი, ვინც მომცა ძალა, - ჩვენი უფლის იესო ქრისტესი, სარწმუნოდ რომ შემრაცხა და მსახურად დამადგინა,
1ტიმოთე 2
1. უწინარეს ყოვლისა, შეგაგონებ აღასრულო ყოველგვარი ლოცვა, თხოვნა, ვედრება და მადლიერება ყველა კაცისთვის,
1ტიმოთე 4
3. რომელნიც კრძალავენ ქორწინებას და იმის ჭამას, რაც შექმნა ღმერთმა, რათა მორწმუნენი და ჭეშმარიტების მცოდნენი მადლიერებით ჭამდნენ.
4. რადგანაც კეთილია ღმერთის ყოველი ქმნილება და არ არის უარსაყოფი, თუკი მიიღება მადლიერებით,
_________________________
3. რწმენა მოქმედებაში
3.9 განდიდება და მადლიერება
3.9.3__