ლინგვისტური განსხვავებული წაკითხვები თარგმანებში
Мирза Бадиаури |
A A 599 |
საკვანძო მუხლები: მათეს სახარება 6:13; მათეს სახარება 17:21; მათეს სახარება 18:11; მათეს სახარება 19:16-17; მათეს სახარება 23:14; მათეს სახარება 24:36; მათეს სახარება 25:46; მარკოზის სახარება 1:34; მარკოზის სახარება 7:8; მარკოზის სახარება 9:29; მარკოზის სახარება 10:21; მარკოზის სახარება 11:26; მარკოზის სახარება 14:24; მარკოზის სახარება 15:28; მარკოზის სახარება 16:9; ლუკას სახარება 1:28; ლუკას სახარება 4:8; ლუკას სახარება 9:54-56; ლუკას სახარება 17:36; ლუკას სახარება 23:17; იოანეს სახარება 5:4; მოციქულთა საქმეები 8:37; მოციქულთა საქმეები 15:20; მოციქულთა საქმეები 18:21; მოციქულთა საქმეები 24:7; მოციქულთა საქმეები 28:28; 1 პეტრეს წერილი 2:13; 1 პეტრეს წერილი 4:14; 1 იოანე 5:7-8; რომაელთა მიმართ 8:1; რომაელთა მიმართ 11:6; რომაელთა მიმართ 15:24-27; რომაელთა მიმართ 16:24; 1 კორინთელთა მიმართ 7:5; 1 კორინთელთა მიმართ 10:28; 1 კორინთელთა მიმართ 11:24; 1 ტიმოთეს მიმართ 3:16; 1 ტიმოთეს მიმართ 6:5; გამოცხადება 1:10;
1.1.32.__
__თემაზე წერდნენ__
***
ბიბლია , ქართულ ენაზე ნათარგმნი ძველი და თანამედროვე ქართულით გამოიცემოდა , როგორც სრული ასევე ცალკეული წიგნები. მთარგმნელების დიდი მონდომებისა და ზრუნვის მიუხედავად, დედანთან მისი სრული თანხვედრა ვერ იქნა მიღწეული. ამიტომ ძნელია მიანიჭო რომელიმე თარგმანს უპირატესობა, ყველა თარგმანში იგრძნობა მთარგმნელების რწმენის საფუძვლები. ამ მიზნით მრავლადაა ჩამატებული აზრები მთარგმნელის მიერ, ზოგგან კი გაუკუღმართებულადაა.
ბერძნულ ორიგინალთან შედარებით რა განსხვავებებს ვნახავთ , ბიბლიის ქართულ ვერსიებში.
_მათ. 6; 13. და ნუ შეგვიყვან ჩვენ განსაცდელში, არამედ გვიხსენ ჩვენ ბოროტისაგან. <რადგან შენია სუფევა და ძალა და დიდება საუკუნეთა მიმართ. ამინ. >
ჩამატებულია, რადგან შენია სუფევა და ძალა და დიდება საუკუნეთა მიმართ, ამინ. ბერძ. ორიგ. არაა.
_მათ. 17; 21.< ეს მოდგმა კი მხოლოდ ლოცვითა და მარხვით განიდევნება. > ჩამატებულია მთარგმნელის მიერ. ბერძნულ ორიგინალში არ არის.
_მათ. 18; 11.<რადგან ძე კაცისა მოვიდა, რათა იხსნას დაკარგულნი .> ჩამატებულია მთარგმნელის მიერ. ბერძნულ ორიგინალში არ არის.
_მათ; 19: 16. და აჰა, მივიდა მასთან ვიღაც და უთხრა:< კეთილო> მოძღვარო, რა სიკეთე ვქმნა, რომ საუკუნო სიცოცხლე მქონდეს? < კეთილო> ჩამატებულია. ბერძ. ორიგ. მოძღვარო რა კარგი საქმეები უნდა გავაკეთო, მარადიული სიცოცხლე რომ მივიღო?
_მათ.19: 17. ხოლო მან მიუგო: რად მეკითხები სიკეთის გამო?< არავინაა კეთილი, გარდა ერთი- ღმერთისა, > ხოლო თუ გსურს შეხვიდე სიცოცხლეში, დაიცავი მცნებანი.
_მათ.19:17. ბერძნული ორიგინალი: მე მეკითხები კარგზე (სიკეთეზე)? ერთი არის მხოლოდ კარგი. თუ სიცოცხლის მიღება გსურს მცნებები დაიცავი. ბერძნულ დედანში არაა-- არავინაა კეთილი, გარდა ერთი ღმერთისა.
_მათ. 23: 14.<ვაი თქვენ, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, ვინაიდან გადაჭამთ ქვრივთა სახლებს და მოსაჩვენებლად დიდხანს ლოცულობთ; ამისთვის უფრო მკაცრად დაისჯებით. >
ბერძნულ ორიგინალში , ეს საერთოდ არ არის. ჩამატებულია მთარგმნელის მიერ.
_მათ. 24: 36. მაგრამ ის დღე და საათი არავინ იცის: არც ციურმა ანგელოზებმა,--------------არამედ მხოლოდ მამამ. აქ არის ამოღებული არც ძემ. (შვილმა)საპატრ. თარგ. ეს მოძღვრების შედეგია, ძემ იგივე იცის რაც მამამ.
-მათ.25: 46. და წავლენ ესენი საუკუნო სატანჯველში, ხოლო მართალნი საუკუნო სიცოცხლეში . ბერძნულ ორიგინალში. და წავლენ ესენი სამუდამო სასჯელში. ხოლო მართალნი საუკუნო სიცოცხლეში.
_მარკ.1:34 და განკურნნა ყოველნი ბოროტთაგან სენთა და თითო-სახეთაგან სნეულებათა და ეშმაკნი მრავალნი განასხნა და არა უტევებდა სიტყვად ეშმაკთა მათ, რამეთუ იცოდეს იგი, ვითარმედ ქრისტე არს. მცხეთურ ხელნაწერში ჩამატებულია . ასევე ახალი ქვეყნიერების თარგმანში. რომ ის ქრისტე იყო.
_მარკ. 7:8. ღმერთის მცნებანი მიატოვეთ და ადამიანთა გადმოცემებს იცავთ-< სასმისების, თასების გამორეცხვასა და მრავალ ამდაგვარს, რასაც აკეთებთ.> ახალი გადამუშავებული თარგმანი და ასევე საპატრიარქოს გამოშვება. ჩამატებულია, სასმისების, თასების გამორეცხვასა და მრავალ ამდაგვარს, რასაც აკეთებთ. ბერძნულ ორიგინალში არ არის.
_ მარკ. 7:16.ვისაც ყური აქვს სმენად, ისმინოს:> ჩამატებულია. ბერძნულ ორიგინალში არ არის.
_მარკ. 7:19. ვინაიდან მის გულში კი არ შედის, არამედ მუცელში, და გარეთ გამოდის, ასე გაწმინდა ყოველგვარი საზრდო.
ვნახოთ ეს ადგილი ბერძნულ ორიგინალში როგორ არის. ?
_ მარკ. 7: 19. იმიტომ რომ არ შედის მის გულში - არამედ ნაწლავებში და იქედან გამოდის მოსაქმების ადგილას,(ორმო) გამწმენდი ყოველგვარი საჭმელის(ნაჭამის).
_მარკ. 9: 29 და უთხრა მათ: ამ მოდგმას ვერაფრით ვერ განდევნი, თუ არა ლოცვით . <და მარხვით > დამატებულია - და მარხვით. - ბერძნულ ორიგინალში არ არის.
_მარკ. 9:44.<სადაც ულევია მათთვის მატლი და უშრეტი-ცეცხლი.> ბერძ. ორიგინალში საერთოდ არაა.
_მარკ. 9: 46.< სადაც მათი მატლი არ კვდება და ცეცხლი არ ნელდება.>ბერძ. ორიგინალში არ არის.
_მარკ. 9:47თუ შენი თვალი გაცდუნებს, ამოითხარე იგი: გირჩევნია ცალი თვალით შეხვიდე ღმერთის სამეფოში, ვიდრე ორი თვალი გქონდეს და <ჩაუქრობელ ცეცხლის > გეენაში იქნეს ჩაგდებული. ჩაუქრობელ ცეცხლის - ჩამატებულია . ახალ გადამუშავებულ თარგმანში.
ბიბლიის თარგმანის ინსტიტუტის გამოცემაში= გეენას = ადგილას წერია . ჯოჯოხეთში ჩაგაგდონ.
_მარკ. 10:21. ხოლო იესუ მიჰხედა და შეუყვარდა იგი და რქვა მას: უკეთუ გნებავს სრულ ყოფაი, ერთიღა გაკლს შენ: წარვედ და, რაოდენი გაქვს, განყიდე და მიეც გლახაკთა და გაქუნდეს საუნჯე ცათა შინა, აღიღე ჯუარი, მოვედ და და შემომიდეგ მე.
მცხეთ. ხელნ. აღიღე ჯვარი ჩამატებულია.
_ასევეა ადიშის ოთხთავში. აღიღე ჯვარი. ჩამატებულია , მთარგმნელის რწმენიდან გამომდინარეობს.
_მარკ. 11:26.< ვინაიდან, თუ თქვენ არ მიუტევებთ, არც თქვენი მამა, რომელიც ზეცაშია, არ მოგიტევებთ თქვენს ცოდვებს. > ბერძ. ორიგინალში საერთოდ არ არის. ეს მთარგმნელის მიერაა ჩამატებული.
მარკ. 14:24. და ჰრქვა მათ: ესე არს სისხლი ჩემი ახლისა შჯულისაი, მრავალთათვის დათხეული.
მცხ. _ბერძ. ორიგ. ეს არის (ნიშნავს) სისხლი ჩემი შეთანხმების დასაღვრელს მრავალთათვის.
_მარკ. 15:28. <და აღსრულდა წერილი, რომელშიც ნათქვამია: ავაზაკთა შორის შეირაცხა.> ჩამატებულია მთარგმნელის მიერ . ბერძნულ ორიგინალში საერთოდ არ არის.
_მარკ.16:9 დან 20 მდე ბერძნულ დედანში საერთოდ არ არის .
ლუკ.1:28. შევიდა ანგელოზი მასთან და უთხრა: გიხაროდეს მადლით მოსილო: უფალი შენთანაა: კურთხეული ხარ დედათა შორის ,
მიმატებულია კურთხეული ხარ დედათა შორის
ბერძ. ორიგინალში. 1: 28 შესულმა მასთან უთხრა გიხაროდეს მადლმოსილო უფალი(იახვე) შენთანაა.
_ლუკ.4:8.მიუგო იესომ და უთხრა მას: < გამშორდი, სატანა,> რადგანაც დაწერილია:უფალს ღმერთს შენსას თაყვანი ეცი და მხოლოდ მას ემსახურე.
საპატრიარქოს ბიბლია. ჩამატებულია,< გამშორდი სატანა.> ბერძნულ ორიგინალში არ არის.
_ლუკ.9:54.ეს რომ მისმა მოწაფეებმა, იაკობმა და იოანემ დაინახეს, უთხრეს: უფალო, გინდა, ვიტყვით, რომ ცეცხლი ჩამოვიდეს ციდან და მოსპოს ისინი. <როგორც ელიამ გააკეთა >.
ბერძ. ორიგინალში არ არის < როგორც ელიამ გააკეთა.>მთარგმნელის მიერაა ჩამატებული.
_ლუკ.9:55. მაგრამ ის მიბრუნდა მათკენ, გაუჯავრდა და უთხრა: არ იცით, ვისი სულისანი ხართ!
ბერძნულ ორიგინალში ვკითხულობთ, შემობრუნებულმა დაუშალა და ისინი წავიდნენ სხვა სოფელში.
_ლუკ. 9: 56.<ვინაიდან, ძე კაცისა ადამიანთა სულების დასაღუპად კი არა, სახსნელად მოვიდა> და წავიდნენ მეორე სოფელში.
ლუკ. 9: 56. ბერძნულ ორიგინალი: ისინი სხვა სოფელში წავიდნენ. {დანარჩენი ჩამატებულია.
_ლუკ. 17: 36. ორნი იქნებიან ველად: ერთი წარიტაცება, მეორე კი დარჩება. მთარგმნელის მიერაა ჩამატებული . ბერძნულ ორიგინალში საერთოდ არაა.
_ლუკ.23:17.<სადღესასწაულოდ უთუოდ უნდა გაეთავისუფლებინათ ერთი პატიმარი.> ჩამატებულია , ბერძნულ ორიგინალში საერთოდ არ არის.
_ იოან. 5: 4.< დროდადრო ანგელოზი ეშვებოდა აუზში და წყალს ამღვრევდა, წყალი რომ აიმღვრეოდა, ვინც პირველი ჩავიდოდა, რა სენითაც არ უნდა ყოფილიყო შეპყრობილი, განიკურნებოდა>.
ჩამატებულია მთარგმნელის მიერ. ბერძნულ ორიგინალში საერთოდ არ არის.
_საქ.8:37.<ფილიპემ უთხრა: თუ მთელი გულით გწამს, შეიძლება. მან კი მიუგო: მწამს, რომ იესო ქრისტე ღვთის ძეა>.
საერთოდ არაა ბერძნულ ორიგინალში. ჩამატებულია მთარგმნელის მიერ.
_საქ. 8:39.და ვითარცა აღმოხდეს წყლით, <სული წმიდაი მოვიდა საჭურისსა მას ზედა:> და სულმან უფლისამან წარიტაცა ფილიპე და მერმე არღარა იხილა იგი საჭურისმან მან, და ვიდოდა გზასა თვისსა სიხარულით. ჩამატებულია : _სული წმიდა მოვიდა საჭურისსა მას ზედა. _ მცხეთ. ხელნ. ბიბლიაში.
_საქ. 15:20. არამედ მივწეროთ მათ, რომ თავი შეიკაონ კერპების მიერ შებილწულისაგან, სიძვისაგან მოშთობილისა და სისხლისაგან.<და რომ სხვას არ გაუკეთონ ის რაც თავისთვის არ უნდათ. > ჩამატებულია.< და რომ სხვას არ გაუკეთონ ის რაც თავისთვის არ უნდათ>
ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტის გამოცემაში.იგივეა ჩამატებული საქ.15: 29 ში.
_საქ. 15:34.< სილამ იქვე ინება დარჩენა> ჩამატებულია მთარგმნელის მიერ. ბერძ. ორიგინალში . არ არის.
_საქ. 18:21.არამედ დაემშვიდობა და უთხრა მათ< მოახლოებულ დღესასწაულზე უთუოდ იერუსალიმში უნდა ვიყოთ;>
თუ ღმერთმა ინება , კვლავ დავბრუნდები თქვენთანო;და ეფესოდან გაემგზავრა. საპატრიარქოს გამოშვება ბიბლიაში ჩამატებულია ; მოახლოებულ დღესასწაულზე უთუოდ იერუსალიმში უნდა ვიყოთ. ბერძ. ორიგინალში არ არის.
_საქ. 24:7. მაგრამ მოვიდა ათასისთავი ლისია, ძალით გამოგვტაცა ხელიდან და შენთან გამოგზავნა. საპატრიარქოს ბიბლიში ეს ჩამატებულია. ბერძ. ორიგ. საერთოდ არაა.
_საქ.28:29. < ეს რომ თქვა, იუდეველები წავიდნენ და ცხარედ დაობდნენ ერთმანეთში . > ჩამატებულია ბერძნულ ორიგინალში საერთოდ არაა.
_1პეტ.2:13.დაემორჩილეთ ყოველ ადამიანურ მართველობას უფლის გულისათვის, იქნება ეს მეფე, როგორც უმაღლესი მმართველი.
ბერძ. ორიგინალში . დაემორჩილეთ ყოველ ადამიანურ დადგენილებას, უფლის გულისთვის, იქნება ეს მეფე, როგორც უმაღლესი მმართველი.
_ 1პეტ.4:14.თუ ქრისტეს სახელისათვის გაილანძღებით, ნეტარნი ხართ, ვინაიდან დიდების სული-ღმერთის სული ეშვება თქვენზე, <მათით იგმობა, თქვენით კი დიდდება. >
ჩამატებულია _ მათით იგმობა , თქვენით კი დიდდება._ ბერძ ორიგინალში არ არის.
_1იოან. 5:7.რადგან სამნი მოწმობენ ცაში-მამა, სიტყვა და სულიწმინდა, და ეს სამი ერთია. მთარგმნელის მიერაა ჩამატებული.
1იოან.5:7. ბერძნულ ორიგინალში -- მხოლოდ სამი მოწმობენ.
_1იოან. 5:8.<და სამნი მოწმობენ დედამიწაზე;> სული, წყალი და სისხლი, და ეს სამი ერთშია. და სამნი მოწმობენ დედამიწაზე , ჩამატებულია მთარგმნელის მიერ, ბერძ. ორიგ. არ არის.
_რომ.8:1. ამიტომ ახლა არავითარი მსჯავრი არ არის მათზე, რომლებიც ქრისტე იესოში< ცხოვრობენ არა ხორციელად არამედ სულიერად.> -ცხოვრობენ არა ხორციელად არამედ სულიერად- ჩამატებულია მთარგმნელის მიერ.ბერძნულში არაა.
_ რომ.11:6. ხოლო თუ მადლით, უკვე არა საქმეებით, თორემ მადლი აღარ იქნებოდა მადლი,< ხოლო თუ საქმეებით იყო, ეს უკვე მადლი აღარ არის,> თორემ საქმე აღარ არის საქმე.
ბერძნულ დედანში საერთოდ არ არის-- ხოლო თუ საქმეებით იყო ეს უკვე მადლი აღარ არის,-
_ რომ.15: 24, 25, 26, აქ რაც წერია , ორიგინალში ამ ადგილას არაა, აქ ჩამატებულია, ეს უნდა იყოს
_ რომ. 16 თავის ბოლოში.
_რომ.16:24< ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს მადლი ყოველ თქვენგანთან.> ეს ბერძნულ ორიგინალში არ არის. მთარგმნელის მიერ არის ჩამატებული.
16 თავს ზოგიერთ თარგმანს აკლია 25, 26, 27. რომლებიც მე-14 თავის ბოლოსაა განთავსებული. ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტის , თარგმანში.
_1კორ. 7:5 ნუ განშორდებით ერთმანეთს , თუ არა შეთანხმებით და ისიც დროებით, რომ ლოცვა -<მარხვისთვის > მოიცალოთ, რათა სატანამ არ გამოგცადოთ თქვენი თავშეუკავებლობით>.
აქ ჩამატებულია მარხვისთვის, ბერძნულ ორიგინალში არ არის.
_1კორ. 10:28.მაგრამ თუ ვინმე გეტყვის; ეს კერპთათვის შენაწირიაო, ნურც მის გამო შეჭამთ, ვინც გეტყვით, და ნურც სინდისის გამო,< რადგანაც უფლისაა დედამიწა და სავსება მისი. >
ჩამატებულია საპატ. თარგ. რადგანაც უფლისაა დედამიწა და სავსება მისი. ბერძ. ორიგ. არ არის.
_1კორ. 11:24. მადლი შესწირა, გატეხა და თქვა;< მიიღეთ და ჭამეთ; >ეს არის ჩემი სხეული, თქვენთვის <დამტვრეული> ეს ყავით ჩემს მოსახსენებლად. მთარგმნელის მიერ ჩამატებულია ; მიიღეთ და ჭამეთ. ასევე < დამტვრეული.. ბერძ. ორიგ. არ არის.
_ 1ტიმ.3:16. უცილობლად დიდია ღვთისმოსაობის საიდუმლო; ღმერთი გამოჩნდა ხორცით, გამართლდა სულით, ეჩვენა ანგელოზებს, ქადაგებულ იქნა წარმართთა შორის, სარწმუმო იქნა საწუთროსათვის და ამაღლდა დიდებით.
3:16 .ბერძნული დედანი:. და საყოველთაოდ ცნობილია დიადი ღვთის მოსაობის საიდუმლო. რომელიც გამოჩნდა ხორცში გამართლებულ იქნა სულში, დანახუი შეიქნა ანგელოზების მიერ, ნაქადაგები იქნა ყველა ხალხში. ირწმუნეს ქვეყნიერებაში და აყვანილ იქნა დიდებაში.
_1ტიმ. 6:5.ფუჭი კამათი გარყვნილი გონების მქონე და ჭეშმარიტებას მოკლებულ კაცთა შორის, რომელთაც ღვთისმოსაობა მოსახვეჭი რამ ჰგონიათ.< ერიდეთ ასეთ ადამიანებს. >
ბერძ. ორიგ. არ არის ერიდეთ ასეთ ადამიანებს. მთარგმნელის მიერაა ჩამატებული.
_ გამოცხ.. 1: 10.ვიყავი სულით,< კვირა დრეს,> და მომესმა უკნიდან მგრგვინავი ხმა, საყვირის ხმის მსგავსი. ბერძნულ ორიგინალში ვკითხულობთ; მე ვიყავი სულში უფლის დღეს და ზურგსუკნიდან შემომესმა ძლიერი ხმა როგორც საყვირისა.>
საპატრიარქოს ბიბლიის მთარგმნელმა უფლის დღე , შეცვალა კვირა დღით.
__შალვა სხილაძე__
***
*** ეხება რა ძველი ქართული ლიტერატურის მთარგმნელობით მეთოდს კ. კეკელიძე მრავალ საგულისხმო დაკვირვებას და მოსაზრებას გვიზიარებს. (კ. კეკელიძე. ეტიუდები. ტ.1)
მისი აზრით: „ქართველებმა ახალი რელიგიური სისტემა ძველ წარმართულ სარწმუნოებაზე დაამყნეს... ბიბლიური წიგნების მთარგმნელნი იძულებული ხდებოდნენ შეეგუებიათ თავიანთი თარგმანი წარმართული აზროვნებისთვის, რამდენადაც კი ეს მოსახერხებელი იყო, და გამოეყენებინათ მარაგი წარმართული საკრალური ენისა.“
ამის გამო, „ახალი იდეები, ახალი აზრები, ახალი ფილოსოფიურ-რელიგიური და მორალური შეხედულებანი ხშირად გადმოიცემიან ამ თარგმანში ისეთი სიტყვებითა და ტერმინებით, რომელნიც უშუალოდ წარმართული წყაროდან მოდიანო.“
შემდგომი დროის რედაქციების მიზანი იყო ძველი თარგმანები განეტვირთათ წარმართული აზროვნებისა და გამოთქმების გადმონაშთებისგან: „პროცესი ბიბლიური წიგნების სწორებისა, რომელსაც ადგილი აქვს საუკუნეთა განმავლობაში, მიზნად ისახავდა ქართული ტექსტის ბერძნულ დედანთან დაახლოებას, პირველყოვლისა იმ მიზნით, რათა ქართული თარგმანიდან განდევნილი ყოფილიყო წარმართული ელემენტები.“
მაგრამ ეს გიორგი მთაწმინდელსა და ეფრემ მცირესაც კი ვერ მოუხერხებიათ. ეფრემ მცირეს უთქვამს: ზეპირად ვიცოდი ძველი თარგმანები და ძალაუნებურად მეპარებოდა ჩემს თარგმანებში ძველი სიტყვები და წინადადებებიო.
__გიორგი შატბერაშვილი__