• georgian flag
  • english flag

არწივივით განვახლდეთ ჩვენი უძლურებიდან


author
Мирза Бадиаури
A A       1058

საკვანძო მუხლები: იობი 17:9; 1 მეფეთა 2:4; იობი 33:25; ფსალმუნები 26:14; ფსალმუნები 91:13; ფსალმუნები 102:5; ფსალმუნები 137:3; ესაია 40:31; გოდება იერემიასი 3:26; რომაელთა მიმართ 8:25-26; 2 კორინთელთა მიმართ 4:10; 2 კორინთელთა მიმართ 12:9-10; ებრაელთა მიმართ 12:1; გამოცხადება 2:3;

3.46.15.__

- განვახლდეთ, როგორც არწივი იახლებს თავის უძლურებაში მოძველებულ ფრთებს, ნისკარტსა და ბრჭყალებს 1მფ.2,4 იობ.33,25 ფს.102,[5] ეს.40,[31]
- საჭიროა მოვცილდეთ ცოდვას იობ.17,9 ფს.91,13 ებრ.12,1
- ვიქონიოთ მოთმინება და უთქმელი ოხვრა რომ.8,25.26 გმცხ.2,3
- თან ვატარებდეთ სხეულით იესოს სიკვდილს, რათა იესოს სიცოცხლე გაცხადდეს ჩვენს სხეულში 2კორ.4,10; 12,9.10
- არ ვიტეხდეთ გულს, როდესაც გარეგანი კაცი იხრწნება და დღითიდღე ახლდება შინაგანი კაცი 2კორ.4,16
- უძლურსა და მასზე მინდობილს ძალას აძლევს უფალი ფს.26,14; 137,3 გოდ.3,26

ბიბლიის მუხლები

1მეფეთა 2
4. ძლიერთა მშვილდი დალეწილია, უძლურნი ძალას შემოისარტყლავენ.

იობი 17
9. მართალი თავის გზას დაიჭერს და ხელწმიდა კაცი ძალას მოიცემს

იობი 33
25. განუახლდება ხორცი ადრინდელზე უფრო და სიყმაწვილის ხანას დაუბრუნდება.

ფსალმუნი 26
14. მიენდე უფალს, გამხნევდი და გაამაგრე შენი გული და გქონდეს უფლის იმედი.

ფსალმუნი 91
13. წმიდანი ფინიკივით გაიფურჩქნება, ლიბანის კედარივით წამოიმართება.

ფსალმუნი 102
5. სიკეთით ამვსები შენი გულისთქმისა, არწივის მსგავსად განმაახლებელი შენი სიჭაბუკისა.

ფსალმუნი 137
3. რომელ დღესაც მოგიხმე, მიპასუხე, მხნეობად მიეც ჩემს სულს სიძლიერე.

ესაია 40
31. უფლის მოსავნი კი განიახლებენ ძალას, არწივივით გაშლიან ფრთებს, გაიქცევიან და არ დაიღლებიან, ივლენ და არ დაიქანცებიან.

გოდება იერემიასი 3
26. კარგია, როცა კაცი მდუმარედ მოელის ხსნას უფლისაგან;

რომაელთა 8
25. ხოლო იმის მსასოოვარნი, რასაც ვერ ვხედავთ, მოთმინებით მოველით მას.
26. ასევე სულიც შეეწევა ჩვენს უძლურებას, ვინაიდან არ ვიცით, რისთვის ან როგორ ვილოცოთ, მაგრამ თვით სულია ჩვენი მეოხი უთქმელი ოხვრით.

2კორინთელთა 4
10. ყოველთვის თან დავატარებთ სხეულით იესოს სიკვდილს, რათა იესოს სიცოცხლეც გაცხადდეს ჩვენს სხეულში.
16. ამიტომაც არ ვიტეხთ გულს, რადგან თუ ჩვენი გარეგანი კაცი იხრწნება, დღითი დღე ახლდება შინაგანი.

2კორინთელთა 12
9. მომიგო: „შენთვის საკმარისია ჩემი მადლიც, რადგანაც ჩემი ძალა უფრო სრულად ვლინდება უძლურებაში“. ამიტომაც მეტი ხალისით დავიქადი ჩემს უძლურებას, რათა ქრისტეს ძალა დამკვიდრდეს ჩემში.
10. მიტომაც ვტკბები უძლურებით, შეურაცხყოფით, გაჭირვებით, დევნითა და შევიწროებით, რადგან როცა უძლური ვარ, მაშინა ვარ ძლიერი.

ებრაელთა 12
1. ამიტომ ჩვენც, რაკიღა ღრუბელივით გარს გვახვევია ესოდენ მრავალი მოწმე, ჩამოვიშოროთ ყოველგვარი სიმძიმე თუ ხელ-ფეხ შემკვრელი ცოდვა და მოთმინებით გავლიოთ ჩვენს წინაშე მდებარე სარბიელი.

გამოცხადება 2
3. მომთმენი ხარ და ბევრი რამ იტვირთე ჩემი სახელის გულისთვის, მაგრამ არ დაქანცულხარ.

__თემაზე წერდნენ__
***
ამბობენ, რომ არწივს 70 წლამდე შეუძლია ცხოვრება,
მაგრამ ამ ასაკამდე მისაღწევად მან რთული გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.
40 წლის ასაკში მის გრძელ და დრეკად ბრჭყალებს აღარ ძალუძს, ჩაეჭიდოს ნადავლს, რომელსაც საკვებად იყენებს.
მისი გრძელი და ბასრი ნისკარტი იღუნება.
ბუმბული ძველდება, სქელდება და მძიმდება.
სქელი და მძიმე ბუმბული მკერდზე ეკვრის და ფრენას ურთულებს.
არწივს მხოლოდ ორი არჩევანი რჩება: მოკვდეს ან გაიაროს მტკივნეული პროცესი ცვლილებისა.
პროცესი მოითხოვს, რომ არწივი მთის მწვერვალზე აფრინდეს და თავის ბუდეზე დაჯდეს.
შემდეგ ნისკარტს ურტყამს ქვას, სანამ არ მოიძრობს,ელოდება და როცა ახალი ნისკარტი ამოუვა, იწყებს ბრჭყალების მოძრობას. მას შემდეგ, რაც ახალი ბრჭყალები გაეზრდება, იწყებს დაძველებული ბუმბულის მოცილებას.
ცვლილება, რომელიც ღირს ტკივილის ატანად.
და ამ ყველაფრის შემდეგ…
არწივი ასრულებს თავის ცნობილ, ხელახლა დაბადების ფრენას და ცოცხლობს კიდევ 30 წელს.
რატომ იყო ცვლილება საჭირო?
გადარჩენისა და სიცოცხლისთვის.
ჩვენც უნდა დავიწყოთ ცვლილებების პროცესი.
არწივისგან განსხვავებით, ჩვენ უნდა მოვიცილოთ უსიამოვნო მოგონებები, უარყოფითი ჩვევები და დასაზღვრული აზროვნება.
მხოლოდ წარსულის ტვირთისგან გათავისუფლებულებს შეგვიძლია აწმყოსგან სარგებლის მიღება.
იმისათვის, რომ დაიწყო ახალი მოგზაურობა მომავალში, გაუშვი უარყოფითი, შემზღუდველი წარმოდგენები.
განიახლე გონებადა ნება მიეცი შენს თავს, გაფრინდე ხელახლა, არწივის მსგავსად.
__facebook/ქრისტიანული არხი__

არწივის გარდაქმნის ამბავი