• georgian flag
  • english flag

ბიბლია ალექსანდრე მაკედონელის შესახებ


author
Мирза Бадиаури
A A       1078

საკვანძო მუხლები: დანიელი 7:6; დანიელი 8:5-9-21; დანიელი 11:3; ზაქარია 8:1-8;

1.1.39__
- იყო ნაწინასწარმეტყველები დან.7,6; 8,5-9.21; 11,3 ზაქ.8,1-8
- აღსრულდა 1მაკ. 1,[1]-7; 6 [2]

ბიბლიის მუხლები

დანიელი 7
6. ამის შემდეგ ვიხილე და, აჰა, გამოჩნდა ავაზის მსგავსი მხეცი, ზურგზე ოთხი ფრთა ჰქონდა, ფრინველისა. ოთხი თავი ჰქონდა ამ მხეცს და ხელმწიფება მიეცა მას.

დანიელი 8
5-9. როდესაც მე ამას ვუკვირდებოდი, აჰა, დასავლეთიდან ერთი ვაცი მოდიოდა, მთელი დედამიწის ზურგზე გამოექანა, მიწას ფეხს არ აკარებდა; ვაცს თვალებს შუა საჩინო რქა ჰქონდა. მოვიდა იგი იმ ორრქიან ერკემალთან, მდინარის პირას მდგომი რომ ვნახე, და თავისი ძალის მრისხანებით მიეჭრა მას. დავინახე, იგი მიუახლოვდა ერკემალს, რისხვა აეშალა მასზე, დაეტაკა ერკემალს და ორთავე რქა მოსტეხა. ძალა არ ეყო ერკემალს, რომ წინაღდგომოდა. მან მიწას დაანარცხა იგი და გაქელა, და არავინ იყო ერკემლის მხსნელი მისი ხელიდან. მაშინ ძალზე განდიდდა ვაცი. როდესაც გაძლიერდა, მაშინ მოსტყდა მას დიდი რქა და მის ადგილზე ოთხი საჩინო რქა ამოუვიდა ზეცის ოთხი ქარის მიმართულებით. ერთ-ერთი მათგანიდან ერთი მომცრო რქა ამოვიდა, რომელიც მეტისმეტად გაიზარდა სამხრეთის, აღმოსავლეთისა და მშვენიერი ქვეყნის მიმართულებით.
21. ხოლო ის ფაჩვნიერი ვაცი იავანის მეფეა; თვალებს შუა ამოსული დიდი რქა მისი პირველი მეფეა.

დანიელი 11
3. დადგება იქ ძლიერი მეფე, დიდ ხელმწიფებას მოიხვეჭს და, რასაც მოისურვებს, იმას გააკეთებს.

ზაქარია 8
1. იყო ცაბაოთ უფლის სიტყვა ნათქვამი.
2. ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: დიდი შურითა და დიდი რისხვით ვარ აღძრული მის მიმართ.
3. ასე ამბობს უფალი: დავბრუნდები სიონში და დავივანებ შუაგულ იერუსალიმში; დაერქმევა იერუსალიმს რწმენის ქალაქი და ცაბაოთ უფლის მთას - მთაწმიდა.
4. ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: კვლავ ისხდებიან ბერიკაცები და დედაბრები იერუსალიმის ქუჩებში, ყველას არგანი ეჭირება ხელში დღეთა სიმრავლის გამო.
5. ქალაქის მოედნები სავსე იქნება ბიჭებით და გოგონებით, ითამაშებენ მის მოედნებზე.
6. ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: თუ ეს შეუძლებელია ხალხის ნატამალის თვალში იმ დღეებში, განა ჩემს თვალშიც შეუძლებელია? ამბობს ცაბაოთ უფალი.
7. ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: მე დავიხსნი ჩემს ერს აღმოსავლეთის ქვეყნიდან და მზის დასავლეთის ქვეყნიდან;
8. მივიყვან მათ და დავასადგურებ შუაგულ იერუსალიმში; ჩემი ერი იქნებიან ისინი და მე მათი ღმერთი ვიქნები რწმენაში და სიმართლეში.

1მაკაბელთა 1
1. გამოჩნდა ალექსანდრე მაკედონელი, ფილიპეს ძე, რომელიც გამოვიდა ხეთელთა ქვეყნიდან და დაამარცხა დარიოსი, სპარსთა და მიდიელთა მეფე და გამეფდა მის ნაცვლად, თავდაპირველად საბერძნეთზე.
2. გადაიხადა მრავალი ომი, დაიპყრო ციხე-სიმაგრენი და გაწყვიტა ქვეყნის მეფენი.
3. მიაღწია ქვეყნის კიდემდე და აკრიფა დიდძალი ხარკი ხალხებისაგან. როცა დაცხრა ქვეყანა მის წინაშე, აღზევდა იგი და გადიდგულდა.
4. შეკრიბა დიდძალი ჯარი და განაგებდა ქვეყნებს, ხალხებს და ხელმწიფეებს, და იქცნენ მის მოხარკეებად.
5. ამის შემდეგ ჩავარდა იგი ლოგინად და მიხვდა, რომ კვდებოდა.
6. მოუხმო თავის დიდებულებს, ყმაწვილობიდანვე მასთან გამოზრდილთ, და გაუყო მათ თავისი სამეფო ჯერ კიდევ თავის სიცოცხლეში.
7. იმეფა ალექსანდრემ თორმეტი წელი და მიიცვალა.

1მაკაბელთა 6
2. რომ არის იქ ტაძარი, ძალზე მდიდარი, სადაც ინახება ოქროს ფარები, თორები და საჭურველი, რომელიც დატოვა მაკედონიის მეფემ, ალექსანდრე ფილიპეს ძემ, საბერძნეთის მეფე რომ იყო თავდაპირველად.

biblesimfony.jimdo.com
1.1.39