• georgian flag
  • english flag

ვმართლდებით არა რჯულის საქმეეებით, არამედ რწმენის (სიცოცხლის) რჯულის უსასყიდლო მადლით


author
Мирза Бадиаури
A A       1167

საკვანძო მუხლები: ეზეკიელი 16:62-63; მარკოზის სახარება 2:17; ლუკას სახარება 18:11-12; მოციქულთა საქმეები 13:39; იაკობის წერილი 2:10; რომაელთა მიმართ 3:19-26; რომაელთა მიმართ 4:4-6; რომაელთა მიმართ 5:1; რომაელთა მიმართ 8:1-3; რომაელთა მიმართ 11:5-6; გალატელთა მიმართ 1:6; გალატელთა მიმართ 2:16; გალატელთა მიმართ 3:2-3; გალატელთა მიმართ 4:4-5; გალატელთა მიმართ 5:4-5; გალატელთა მიმართ 6:2; ეფესელთა მიმართ 2:8-10; ფილიპელთა მიმართ 3:9; ტიტეს მიმართ 3:7;

3.48.8.__

- ახალი აღთქმის ჟამი და მადლით პატიება ნაწინასწარმეტყველები იყო და აღსრულდა ეზ.16,62.63 გალ.4,4.5

- იესო ქრისტეს მადლით ვმართლდებით უკვე და არა მოსეს რჯულის მიხედვით ან ჩვენგან აღსრულებული საქმეებით თუ ღვაწლით ან პირადი თუ ეროვნული ბუნებითი სიმართლით მარ.2,17 ლუკ.18,11.12 საქ.13,39 იაკ.2,10 რომ.3,20-26; 8,1.[2].3 გალ.2,16.21,, 3,11-14

- მადლის ჟამს რწმენა და სასოება შეგვერაცხება სიმართლედ საქმეთა მიუხედავად რომ.4,5.6.9.10; 5,1; 11,5.6 ფლპ.3,9 ტიტ.3,7

- ჩვენ ვიწამეთ ქრისტეს მადლის სახარება და არა ''სხვა სახარება'', ანუ არ ვდებთ იმედს ჩვენს ძალისხმევაზე, ღვაწლზე თუ მცდელობაზე გალ.1,6

- ვიღებთ სული წმიდას არა რჯულის საქმეებით, არამედ მადლის სახარებისადმი რწმენის შესმენით გალ.3,2.3; 5,4.5.18

- ჩვენ მადლით მართლობის რწმენისგან ვართ, რითაც აბრაამის ძენი ვართ და მასთან ერთად ვართ კურთხეულნი გალ.3,7-9

- ხოლო ვინც რჯულის საქმეთა მიხედვით მოელის გამართლებას, ამბობს, მცნებებს აღვასრულებო, ჯერ კარგი გავხდებიო ჩემით, რამეს გავაკეთებო ან კეთილი ღვაწლი გადამარჩენსო, - წყევლის ქვეშ რჩება გალ.3,10

- რჯულის ქვეშევრდომებმა უნდა იცოდნენ, რომ მოქმედს საზღაური მადლით კი არ მიეგება, არამედ ვალით რომ.4,4.5

- რომ მადლი გვიხსნის რწმენის წყალობით, რათა არავინ ვიქადოდეთ ეფ.2,8.9

- რომ რჯული არ გვანიჭებს სიცოცხლეს (ცხონებას), არამედ იესო ქრისტესადმი რწმენა გალ.3,21.22

- მადლის ქვეშევრდომნი კი თავისუფალნი ვართ რჯულისგან, მაგრამ ამ თავისუფლებას არ ვახმართ ხორციელ განცხრომას, არამედ გვიყვარს ერთმანეთი, რათა ვიყოთ ახალი ქმნილებანი, აღვასრულოთ ქრისტეს რჯული და გამოვიღოთ სულიერი ნაყოფები, რომელთა წინააღმდეგაც არ არის მოსეს რჯული რომ.3,19 გალ.5,13.14.22.23; 6,2,15.16 ეფ.2,10

ბიბლიის მუხლები

ეზეკიელი 16
62. აღგიდგენ ჩემს აღთქმას და მიხვდები, რომ უფალი ვარ.
63. რათა გახსოვდეს და გრცხვენოდეს, ვეღარ გააღო პირი სირცხვილისგან, როცა ყველაფერს გაპატიებ, რაც ჩაიდინე, ამბობს უფალი.

მარკოზი 2
17. ეს რომ გაიგონა, იესომ უთხრა მათ: კარგად მყოფთ კი არ სჭირდებათ მკურნალი, არამედ ავადმყოფთ: მართალთა სახმობლად კი არ მოვედი, არამედ ცოდვილთა სინანულად.

ლუკა 18
11. ფარისეველი დადგა და ასე ლოცუღობდა გულში: ღმერთო, გმადლობ, რადგან არა ვარ, სხვა კაცთა მსგავსად, მტაცებელი, უსამართლო, მემრუშე, და არც ამ მებაჟეს ვგავარ.
12. ორჯერ ვმარხულობ კვირაში, და ვიხდი მეათედს იმისას, რასაც ვიხვეჭ.

საქმეები 13
39. ყოველივე იმისაგან, რისგანაც მოსეს რჯულით ვერ შესძელით გამართლება, მის მიერ გამართლდება ყველა მორწმუნე.

იაკობი 2
10. რადგან ვინც იცავს მთელ რჯულს და მხოლოდ ერთში სცოდავს, ყველაფერში შემცოდეა,

რომაელთა 3
19. მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ რასაც რჯული ამბობს, რჯულის ქვეშევრდომთათვის ამბობს, რათა შეიკრას ყოველი პირი და მთელი ქვეყანა დაექვემდებაროს ღმერთის სამართალს.
20. ვინაიდან რჯულის საქმით ვერცერთი ხორციელი ვერ გამართლდება მის წინაშე, რადგანაც რჯულით შეიცნობა ცოდვა.
21. ახლა კი, გარდა რჯულისა, გამოჩნდა ღვთის სიმართლე, რასაც მოწმობენ წინასწარმეტყველნი და რჯული,
22. ხოლო სიმართლე ღვთისა იესო ქრისტეს რწმენით - ყველა მორწმუნისათვის, ვინაიდან არ არსებობს განსხვავება,
23. რაკიღა ყველამ სცოდა და მოაკლდა ღვთის დიდებას.
24. მაგრამ ყველანი უსასყიდლოდ მართლდებიან მისი მადლითა და იესო ქრისტესმიერი გამოსყიდვის წყალობით,
25. ქრისტესი, რწმენის მეოხებით წინასწარ რომ დაადგინა ღმერთმა შენდობის მსხვერპლად, რათა ეჩვენებინა მისი სიმართლე უწინდელ ცოდვათა მიტევების გზით,
26. რომელნიც სულგრძელად დაითმინა ღმერთმა, რათა გამოჩენილიყო მისი სიმართლე დღევანდელ დღეს, და ყოფილიყო იგი მართალი და იესოს მორწმუნეთა გამმართლებელი.

რომაელთა 4
4. ხოლო მოქმედს საზღაური მადლით კი არ მიეგება, არამედ ვალით.
5. იმას კი, ვინც არ არის მოქმედი, მაგრამ სწამს იგი, ვინც ამართლებს უღმერთოს, სიმართლედ მისი რწმენა შეერაცხება.
6. ასე დავითიც ნეტარს უწოდებს კაცს,
რომელსაც ღმერთი, საქმეთა მიუხედავად, შეურაცხავს სიმართლეს.
9. მაგრამ ეს ნეტარება წინადაცვეთილობას ეკუთვნის თუ წინადაუცვეთელობასაც? რადგანაც ჩვენ ვამბობთ, რომ აბრაამს სიმართლედ შეერაცხა რწმენა.
10. როდის შეერაცხა? წინადაცვეთილობამდე თუ წინადაცვეთის შემდეგ? არა წინადაცვეთილობაში, არამედ წინადაუცვეთელს.

რომაელთა 5
1 და, რაკი რწმენით გავმართლდით, მშვიდობა გვაქვს ღმერთთან ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მიერ,

რომაელთა 8
1. ასე რომ, ახლა არ არის არავითარი სასჯელი მათთვის, რომელნიც არიან ქრისტე იესოში.
2. რადგანაც სიცოცხლის სულის რჯულმა ქრისტე იესოში ცოდვისა და სიკვდილის რჯულისაგან გამათავისუფლა მე.
3. რაკი ხორცისგან დაუძლურებულმა რჯულმა მეტი ვერ შესძლო, ღმერთმა მოავლინა თავისი ძე ცოდვილი ხორცის მსგავსებით და ცოდვისვე გამო, რათა მსჯავრი დაედო ხორციელი ცოდვისთვის.

რომაელთა 11
5. ამჯერადაც მადლისმიერი არჩევანით დარჩა ნატამალი.
6. მაგრამ თუ მადლის მიერ, უკვე არა საქმეთა მიერ, თორემ მადლი აღარაა მადლი.

გალატელთა 1
6. მიკვირს, რომ იმისაგან, ვინც ქრისტეს მადლით გიხმოთ, ასე მალე გადახვედით სხვა სახარებაზე.

გალატელთა 2
16. მაგრამ რაკიღა გავიგეთ, რომ კაცი რჯულის საქმეთაგან როდი გამართლდება, არამედ იესო ქრისტეს რწმენით, ჩვენც ვირწმუნეთ იესო ქრისტე, რათა ქრისტე იესოს რწმენით გავმართლდეთ და არა რჯულის საქმით, რადგანაც რჯულის საქმით ვერ გამართლდება ვერცერთი ხორციელი.
21. არ უგულებელვყოფ ღვთის მადლს, რადგან თუ გამართლება რჯულისგანაა, მაშინ ამაოდ მომკვდარა ქრისტე.

გალატელთა 3
2. მხოლოდ ეს მინდა ვიცოდე თქვენგან: რჯულის საქმეთაგან მიიღეთ სული თუ რწმენის შესმენით?
3. ნუთუ იმდენად უგუნურნი ხართ, რომ სულით დაიწყეთ და ხორცით კი ამთავრებთ?
7. მაშ, იცოდეთ, რომ ვინც რწმენისაგან არიან, აბრაამის ძენი არიან.
8. და წერილმა, რომელიც წინასწარ ჭვრეტდა, რომ ღმერთი რწმენით გაამართლებდა წარმართებს, წინასწარვე ახარა აბრაამს: „შენში იკურთხება ყველა ხალხი“.
9. ასე რომ, ვინც რწმენისაგან არიან, მორწმუნე აბრაამთან ერთად იკურთხებიან.
10. ხოლო ვინც რჯულის საქმეთაგან არიან, წყევლის ქვეშ არიან, რადგანაც დაწერილია: „წყეულიმც იყოს, ვინც გამუდმებით არ ასრულებს ყველაფერს, რაც ჩაწერილია წიგნში“.
11. ცხადია, რომ რჯულით ვერავინ გამართლდება ღვთის წინაშე, ვინაიდან „მართალი იცოცხლებს რწმენით“.
12. ხოლო რჯული რწმენით როდია, არამედ ვინც მას აღასრულებს, მისითვე იცოცხლებს.
13. ქრისტემ გამოგვისყიდა რჯულის წყევლისაგან და თვითონ დაიწყევლა ჩვენთვის: რადგანაც დაწერილია: „წყეულია ყველა, ვინც ჰკიდია ძელზე“,
14. რათა აბრაამის კურთხევა იესო ქრისტეს მეოხებით გავრცელდეს წარმართებზედაც და, ამრიგად, მივიღოთ აღთქმა სულისა რწმენით.
21. მაშ, რჯული ეწინააღმდეგება ღვთის აღთქმათ? არამც და არამც. ვინაიდან მოცემული რომ ყოფილიყო რჯული, რომელსაც შეეძლებოდა სიცოცხლის მონიჭება, მაშინ ჭეშმარიტად რჯულისგან იქმნებოდა სიმართლე.
22. მაგრამ წერილმა ცოდვის ქვეშ მოამწყვდია ყველა, რათა აღთქმული სიკეთე იესო ქრისტეს რწმენით მისცემოდა მორწმუნეთ.

გალატელთა 4
4. მაგრამ, როდესაც მოიწია დროის სისრულე, ღმერთმა მოავლინა თავისი ძე, რომელიც იშვა ქალისაგან და დაემორჩილა რჯულს.
5. რათა გამოესყიდა რჯულიქვეშ მყოფნი და, ამრიგად, მიგვეღო ძეობა.

გალატელთა 5
4. ხოლო თქვენ, რჯულით რომ იმართლებთ თავს, უქრისტეოდ დარჩით და მოაკლდით მადლს.
5. ჩვენ კი სულით მოველით სიმართლის სასოებას რწმენისგან.
13. ხოლო თქვენ, ძმანო, თავისუფლებისთვისა ხართ ხმობილნი, მაგრამ ხორციელ განცხრომას ნუ მოახმართ თავისუფლებას, არამედ სიყვარულით ემსახურეთ ერთმანეთს.
14. რადგანაც მთელ რჯულს ეს ერთი მცნება მოიცავს: „გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი“.
18. თუ სულით იარებით, რჯულის ქვეშ აღარა ხართ.
22. ხოლო სულის ნაყოფია: სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, დიდსულოვნება, სიტკბოება, სიკეთე, რწმენა,
23. თვინიერება, თავშეკავება; ამათ წინააღმდეგ არ არის რჯული.

გალატელთა 6
2. ერთმანეთის ტვირთი იტვირთეთ და ასე აღასრულეთ ქრისტეს რჯული.
15. რადგანაც ქრისტე იესოში არც წინადაცვეთილობა ნიშნავს რასმე და არც წინადაუცვეთელობა, არამედ მხოლოდ ახალი ქმნილება.
16. ვინც ამ წესისამებრ იქცევა, მშვიდობა და წყალობა, ისევე, როგორც ისრაელს ღვთისას.

ეფესელთა 2
8. და მართლაც, მადლმა გიხსნათ რწმენის წყალობით; მაგრამ ეს თქვენგან კი არ არის, არამედ ნიჭია ღვთისა;
9. და არც თქვენს საქმეთაგან, რათა არავინ იქადოდეს.
10. რადგანაც მისი ქმნილებანი ვართ, ქრისტე იესოში შექმნილნი სიკეთის ქმნისთვის, როგორც დაგვიწესა ღმერთმა, რათა სიკეთით ვიაროთ.

ფილიპელთა 3
9. და ვიყო მასში, მაგრამ არა ჩემი სიმართლით, რომელიც არის რჯულისაგან, არამედ სიმართლით, ქრისტეს რწმენისა და ღვთისაგან რომ იღებს დასაბამს და რწმენაზევეა დაფუძნებული;

ტიტე 3
7. რათა მისი მადლით გამართლებულთ სასოებისამებრ დაგვემკვიდრებინა საუკუნო სიცოცხლე.

biblesimfony.jimdo.com
3. რწმენა მოქმედებაში
3.48. რწმენის შედეგები
3.48.8