• georgian flag
  • english flag

ვიღებთ მადლს უფლისგან


author
Мирза Бадиаури
A A       641

საკვანძო მუხლები: ესაია 55:1; ლუკას სახარება 1:28; ლუკას სახარება 2:40; იოანეს სახარება 1:16; იოანეს სახარება 9:4; მოციქულთა საქმეები 4:33; 2 პეტრეს წერილი 3:18; რომაელთა მიმართ 1:5; რომაელთა მიმართ 12:3; რომაელთა მიმართ 15:15; 1 კორინთელთა მიმართ 3:10; 1 კორინთელთა მიმართ 15:10; 2 კორინთელთა მიმართ 1:12; 2 კორინთელთა მიმართ 12:9; გალატელთა მიმართ 1:15; გალატელთა მიმართ 2:9; ეფესელთა მიმართ 1:6; ეფესელთა მიმართ 3:2; კოლასელთა მიმართ 1:6; 2 ტიმოთეს მიმართ 1:9;

3.48.19.__

ეს.55,1 ინ1,16 რომ.1,[5] გალ.2,9 ეფ.1,6.12; 3,2.8; 2ტიმ.1,9
- ღმერთმა გვიხმო თავისი მადლით გალ.1,15; 2ტიმ.1,9
- ჭეშმარიტებით შევიმეცნოთ ღვთის მადლი კოლ.1,6
- ვიზარდოთ ქრისტეს მადლით 2პეტ.3,18
- ვიღწვით ჩვენ კი არა ღვთის მადლი ჩვენში 1კორ.15,10
- მცოდნეთა ნებაზე არ არის მადლი ეკლ.9,11
- სახარების მსახურნი გავხდეთ თანახმად ღვთის მადლისა ეფ.3,7
- ღვთის მადლით ვართ ის, რაც ვართ 1კორ.15,10
- მისი მადლი ჩვენდამი არ უნდა იყოს ფუჭი 1კორ.15,10
- მადლმოსილია მარიამი, უფლის დედა ლუკ.1,28
- იესო ქრისტე ლუკ.2,40
- მადლის ჟამია (ვიდრე დღეა) ინ.9,4
- მოციქულებზეა მადლი საქ.4,33 რომ1,5; 12,3; 15,15; 1კორ.3,10; 2კორ.1,12; 12,9

ბიბლიის მუხლები

ეკლესიასტე 9
11. ისიც შევიტყვე ამ მზისქვეშეთში, რომ მკვირცხლთა ნებაზე არაა რბოლა, არც მამაცთა ნებაზეა ომი, არც ბრძენთა ნებაზეა პური, არც გონიერთა ნებაზეა სიმდიდრე, არც მცოდნეთა ნებაზეა მადლი; რადგან დრო და შემთხვევა განაგებს ყველაფერს.

ესაია 55
1. ჰოი, მწყურვალნო, ყველანი წყალთან მიდით, და ვერცხლის უქონელნო, წადით, იყიდეთ და ჭამეთ! წადით და იყიდეთ უვერცხლოდ და უსასყიდლოდ ღვინო და რძე!

ლუკა 1
28. შევიდა ანგელოზი მასთან და უთხრა: გიხაროდეს მადლით მოსილო: უფალი შენთანაა; კურთხეული ხარ დედათა შორის.

ლუკა 2
40. ხოლო ყრმა იზრდებოდა და მტკიცდებოდა სულით, ივსებოდა სიბრძნით და იყო მადლი ღმრთისა მასზე.

იოანე 1
16. და მისი სავსებისგან ყველამ მივიღეთ მადლი მადლისა წილ.

იოანე 9
4. ჩვენ გვმართებს, სანამდის დღეა, ვაკეთოთ ჩემი მომავლინებლის საქმე; მოდის ღამე, როცა ვეღარავინ შესძლებს კეთებას.

საქმე 4
33. მოციქულები დიადი ძალით მოწმობდნენ უფალ იესო ქრისტეს აღდგომას, და იყო დიდი მადლი ყველა მათგანზე.

2პეტრე 3
18. არამედ იზარდეთ ჩვენი უფლისა და მაცხოვრის იესო ქრისტეს მადლითა და შემეცნებით. დიდება მას აწ და მარადის. ამინ.

რომაელთა 1
5. ვისი მეოხებითაც მივიღეთ მადლი და მოციქულობა, რათა მისი სახელით სარწმუნოებას დავუმორჩილოთ ყოველი ხალხი,

რომაელთა 12
3. ჩემთვის მოცემული მადლით მოგმართავთ ყველას: ნურავინ იფიქრებს თავის თავზე უფრო მეტს, ვიდრე უნდა ფიქრობდეს; არამედ იფიქროს ზომიერად, იმ რწმენის თანახმად, ღმერთმა რომ მიაგო თვითეულ თქვენგანს.

რომაელთა 15
15. მაგრამ, ცოტა არ იყოს, კადნიერად მოგწერეთ, ძმანო, თითქოს იმისთვის, რომ შემეხსენებინა თქვენთვის იმ მადლით, რომელიც მომეცა ღვთის მიერ,

1კორინთელთა 3
10. მე, ჩემთვის ბოძებული ღვთის მადლით, როგორც ბრძენმა ხუროთმოძღვარმა, საძირკველი დავდე, სხვა კი აშენებს მასზე, მაგრამ ყველამ უყუროს, როგორ აშენებს.

1კორინთელთა 15
10. მაგრამ ღვთის მადლით, ისა ვარ, რაცა ვარ, და მისი მადლი ჩემდამი არ ყოფილა ფუჭი, რადგანაც ყველა მათგანზე მეტი ვიღვაწე, თუმცა მე კი არა, არამედ ღვთის მადლმა, რომელიც არის ჩემთან.

2კორინთელთა 1
12. რადგანაც ჩვენი სიქადული ისაა, რასაც გვიმოწმებს ჩვენი სინიდისი, რომ სიწრფელითა და საღმრთო სიწმიდით, ხორციელი სიბრძნით კი არა, არამედ ღვთის მადლით ვცხოვრობდით ამ ქვეყნად, მით უმეტეს, თქვენს შორის.

2კორინთელთა 12
9. მომიგო: „შენთვის საკმარისია ჩემი მადლიც, რადგანაც ჩემი ძალა უფრო სრულად ვლინდება უძლურებაში“. ამიტომაც მეტი ხალისით დავიქადი ჩემს უძლურებას, რათა ქრისტეს ძალა დამკვიდრდეს ჩემში.

გალატელთა 1
15. ხოლო როდესაც ღმერთმა, დედის საშოდანვე რომ ამირჩია და თავისი მადლით მიხმო, -

გალატელთა 2
9. და შეიცნეს მადლი, რომელიც მომეცა, ბურჯებად მიჩნეულმა იაკობმა, კეფამ და იოანემ თანაზიარობის მარჯვენა გამოგვიწოდეს მე და ბარნაბას, რათა ჩვენ წარმართებთან წავსულიყავით, ისინი კი - წინადაცვეთილებთან.

ეფესელთა 1
6. რათა გვექო დიდება მისი მადლისა, რომელიც მოგვმადლა თავის საყვარელ ძეში,
12. რათა მისი დიდების მაქებარნი ვყოფილიყავით, იმთავითვე ქრისტეს მოიმედენი;

ეფესელთა 3
2. თუკი გსმენიათ აღმშენებლობა ღვთის მადლისა, რომელიც მომეცა თქვენთვის,
7. სწორედ ამ სახარების მსახური გავხდი, თანახმად ღვთის მადლისა, რომელიც მომეცა მისი ძალისხმევით.
8. მე, უმცირესს წმიდათა შორის, მომეცა ეს მადლი, რათა მეხარებინა წარმართთათვის წარმოუდგენელი სიმდიდრე ქრისტესი,

კოლასელთა 1
6. რომელიც ისევეა თქვენში, როგორც მთელ საწუთროში, სადაც გამოაქვს ნაყოფი და ისევე იზრდება, როგორც თქვენს შორის, იმ დღიდან მოყოლებული, რაც ისმინეთ და ჭეშმარიტებით შეიმეცნეთ ღვთის მადლი;

2ტიმოთე 1
9. რომელმაც გვიხსნა და წმიდა ხმობით გვიხმო, ჩვენს საქმეთა გამო კი არა, არამედ თავისი ნებით და მადლით, საუკუნეთა უწინარეს რომ მოგვეცა ქრისტე იესოში,

biblesimfony.jimdo.com
3. რწმენა მოქმედებაში
3.48 რწმენის შედეგები
3.48.19