მატერიალური კურთხევა ღვთის მადლით
Мирза Бадиаури |
A A 591 |
საკვანძო მუხლები: მეორე რჯული 28:2-6; 2 მეფეთა 2:6; ეკლესიასტე 3:13; ეკლესიასტე 5:18; ეკლესიასტე 8:13; 2 კორინთელთა მიმართ 9:8;
3.43.8.__
რჯ.28,2-6.8.12; 2მფ.2,6 ეკლ.3,[13]; 5,18; 2კორ.9,8
- მადლი არ მიეგება უფლისგან ბოროტეულს ეკლ.8,13
ბიბლიის მუხლები
მეორე რჯული 28
2. გადმოვა შენზე ყველა ეს კურთხევა და გეწევა, როცა გაიგონებ უფლის, შენი ღმერთის სიტყვას.
3. კურთხეულიმც ხარ ქალაქად და კურთხეულიმც ხარ ველად!
4. კურთხეულიმც არის შენი მუცლის ნაყოფი, შენი მიწის ნაყოფი და შენი საქონლის ნაყოფი, შენი ნახირის მონაშენი და ფარის ნამატი!
5. კურთხეულიმც არის შენი კალათი და შენი ვარცლი!
6. კურთხეულიმც ხარ შესვლისას და კურთხეულიმც ხარ გასვლისას!
8. მოგაფენს უფალი კურთხევას შენს ბეღლებში და ყველაფერში, რასაც შენი ხელი გააკეთებს. გაკურთხებს იმ ქვეყანაში, რომელსაც გაძლევს უფალი, შენი ღმერთი.
12. გაგიღებს უფალი თავის მადლიან საუნჯეს - ცას, რომ მოსცეს მიწას წვიმა თავის დროზე და აკურთხოს შენი ხელის ყოველი ნამუშაკევი. ბევრ ხალხებს მისცემ სესხს, თავად კი არავისგან ისესხებ.
2მეფეთა 2
6. უფალმა მოგაგოთ წყალობა და მადლი, და მეც გადაგიხდით ამ კეთილი საქმისათვის, თქვენ რომ აღასრულეთ.
ეკლესიასტე 3
13. თუ კაცსა ვისმე არ აკლდება სასმელ-საჭმელი და შრომისა წილ სიკეთეს ჰპოვებს, ეს მადლია, ღვთის ნაბოძები.
ეკლესისტე 5
18. კაცს ღმერთი აძლევს ქონებასა და სიმდიდრეს და იმის შნოსაც, რომ მოიხმაროს, მიიღოს წილი და გაიხაროს თავისი შრომით; ეს ყველაფერი ღვთის წყალობაა.
ეკლესიასტე 8
13. არ მიეგებათ მადლი ბოროტეულთ და ლანდივით დღემოკლე იქნება ყველა, ვისაც ღვთისა არ ეშინია.
2კორინთელთა 9
8. ხოლო ღმერთს ძალუძს უხვად მოგაგოთ ყოველგვარი მადლი, რათა ყოველთვის და ყველაფერში ყოველივე საკმაოდ გქონდეთ და, ამრიგად, ამრავლოთ თქვენი კეთილი საქმე.
biblesimfony.jimdo.com
3. რწმენა მოქმედებაში
3.43. რწმენა, საჭიროებანი და საზრუნავები
3.43.8