რწმენა, ღვთის მადლით რომ მოგვეტევება ცოდვები და ვცხონდებით
Мирза Бадиаури |
A A 1024 |
საკვანძო მუხლები: ესაია 44:22; ესაია 53:11; მათეს სახარება 26:28; იოანეს სახარება 3:16; იოანეს სახარება 4:10; მოციქულთა საქმეები 13:38-39; 1 იოანე 2:2; 1 იოანე 4:9-10; 1 ტიმოთეს მიმართ 1:15-16; ებრაელთა მიმართ 2:9; გამოცხადება 5:9; იოანეს სახარება 1:16-17; მოციქულთა საქმეები 15:11; რომაელთა მიმართ 3:24; რომაელთა მიმართ 5:20-21; რომაელთა მიმართ 6:23; 1 კორინთელთა მიმართ 1:4; 2 კორინთელთა მიმართ 8:9; ეფესელთა მიმართ 1:7; ეფესელთა მიმართ 2:7-8; ტიტეს მიმართ 2:11;
2.2.58.__
ეს.44,22; 53,11 მათ.26,28 ინ.1,16.17 საქ.13,38.39; 15,[11]; 1ინ.2,2 რომ. 3,24; 5,20.21; 6,23; 1კორ. 1,4; 15,21.22; 2კორ. 8,9 ეფ. 1,7; 2,7.8; 1ტიმ.1,15.16 ტიტ. 2,11 ებრ.2,9 გმცხ.5,9
- მადლით ვართ გამოხსნილნი ეფ.2,5
- რადგან მან შეგვიყვარა ინ.3,16; 1ინ.4,9.10
- მადლი ღვთის ნიჭია ჩვენთვის მონიჭებული, თუკი ვთხოვთ ინ.4,10 რომ.5,[15-17] ეფ.2,8
ბიბლიის მუხლები
ესაია 44
22. ნისლივით წარვხოცავ შენს დანაშაულს და ჯანღივით - შენს ცოდვას; დამიბრუნდი, რადგან მე გამოგისყიდე.
ესაია 53
11. თავის სულისკვეთების ნაყოფს იხილავდა და დაამდებოდა; მისი სიბრძნით ბევრს გაამართლებს მართალი, ჩემი მორჩილთ, და სხვათა შეცოდებებს იტვირთავს.
მათე 26
28. ეს არის ჩემი სისხლი ახალი აღთქმისა, მრავალთათვის დათხეული ცოდვათა მისატევებლად.
იოანე 1
16. და მისი სავსებისგან ყველამ მივიღეთ მადლი მადლისა წილ.
17. რადგან რჯული მოსეს მიერ მოგვეცა, ხოლო მადლი და ჭეშმარიტება იესო ქრისტეს მიერ იქმნა.
იოანე 3
16. ვინაიდან ისე შეიყვარა ღმერთმა ქვეყანა, რომ მისცა თავისი მხოლოდშობილი ძე, რათა ყოველი მისი მორწმუნე კი არ წარწყმდეს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე.
იოანე 4
10. მიუგო იესომ და უთხრა მას: რომ იცოდე ღმრთის ნიჭი, ან ვინ გეუბნება, წყალი დამალევინეო, თვითონვე სთხოვდი და ცოცხალ წყალს მოგცემდა შენ.
საქმეები 13
38. მაშ, იცოდეთ, კაცნო, ძმანო, რომ მის მიერ გეუწყებათ ცოდვათა მიტევება.
39. ყოველივე იმისაგან, რისგანაც მოსეს რჯულით ვერ შესძელით გამართლება, მის მიერ გამართლდება ყველა მორწმუნე.
საქმეები 15
11. მაგრამ ჩვენ გვწამს, რომ უფალ იესო ქრისტეს მადლით გადავრჩებით ჩვენც და ისინიც.
1იოანე 2
2. ის არის ჩვენი და არა მარტო ჩვენი, არამედ მთელი ქვეყნის ცოდვათა მიმტევებელი.
1იოანე 4
9. ღვთის სიყვარული იმით გამოგვეცხადა, რომ ღმერთმა თავისი მხოლოდშობილი ძე მოავლინა ამ ქვეყნად, რათა მისი წყალობით ვცხონდეთ.
10. სიყვარული ისაა, რომ ჩვენ კი არ შევიყვარეთ ღმერთი, არამედ მან შეგვიყვარა ჩვენ, და მოავლინა თავისი ძე ჩვენი ცოდვების მალხინებლად.
რომაელთა 3
24. მაგრამ ყველანი უსასყიდლოდ მართლდებიან მისი მადლითა და იესო ქრისტესმიერი გამოსყიდვის წყალობით,
რომაელთა 5
15 მაგრამ მადლი არაა დანაშაულივით, რადგან თუ ერთის დანაშაულით მრავალი გაწყდა, მით უმეტეს, ბევრად ჭარბობს მრავალთა მიმართ ღვთის მადლი და ნიჭი ერთი კაცის, იესო ქრისტეს, მადლით.
16 ხოლო ნიჭი იგივე არ არის, რაც შედეგი ერთი შემცოდისაგან, ვინაიდან მსჯავრი ერთისაგან გამოდის განსაკითხავად, ნიჭი მადლისა კი მრავალი დანაშაულის გასამართლებლად.
17 ვინაიდან, თუ ერთის დანაშაულით სიკვდილი სუფევდა ერთის მიერ, მით უმეტეს ისინი, რომლებიც უხვად მიიღებენ მადლს და სიმართლის ნიჭს, იმეფებენ სიცოცხლეში ერთის, იესო ქრისტეს, მეშვეობით.
20 რჯული კი შემდეგ შემოვიდა, რომ ემრავლა დანაშაულს. ხოლო სადაც ცოდვამ იმრავლა, უფრო გაუხვდა მადლი,
21 რათა, როგორც ცოდვა მეფობდა სიკვდილით, ასევე მადლს ემეფა სიმართლის მეოხებით საუკუნო სიცოცხლისათვის ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს მიერ.
რომაელთა 6
23. ვინაიდან ცოდვის საზღაური არის სიკვდილი, ხოლო ღვთის მადლი - საუკუნო სიცოცხლე, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მიერ.
1კორინთელთა 1
4. მარადჟამ ვმადლობ ღმერთს თქვენს გამო ღვთის მადლისათვის, ქრისტე იესოში რომ მოგეცათ.
1კორინთელთა 15
21. ვინაიდან როგორც კაცის მიერ იქმნა სიკვდილი, ასევე კაცის მიერ - მკვდრეთით აღდგომაც.
22. და როგორც ადამში კვდებიან ყველანი, ისე ქრისტეში იცოცხლებს ყველა.
2კორინთელთა 8
9. რადგანაც იცით ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლი, რომ ის, მდიდარი, გაღატაკდა თქვენი გულისთვის, რათა გამდიდრებულიყავით მისი სიღატაკით.
ეფესელთა 1
7. ვის მიერაც გვაქვს გამოსყიდვა მისი სისხლით და ცოდვათა მოტევება მისივე მადლის სიმდიდრით,
ეფესელთა 2
5. ბრალეულობით მკვდარნი ქრისტესთან ერთად გაგვაცოცხლა (მადლით ხართ გამოხსნილნი),
7. რათა მომავალ საუკუნეთათვის ეჩვენებინა ულევი სიმდიდრე თავისი მადლისა, ჩვენდამი მოწყალებით რომ მოგვმადლა იესო ქრისტეში.
8. და მართლაც, მადლმა გიხსნათ რწმენის წყალობით; მაგრამ ეს თქვენგან კი არ არის, არამედ ნიჭია ღვთისა;
1ტიმოთე 1
15. სარწმუნოა და ყოველგვარი შეწყნარების ღირსია სიტყვა, რომ ქრისტე იესო მოვიდა ქვეყნად, რათა ეხსნა ცოდვილნი, რომელთა შორისაც პირველი მე ვარ.
16. მაგრამ სწორედ იმიტომ ვიქენ შეწყალებული, რომ იესო ქრისტეს პირველად ეჩვენებინა ჩემში მთელი დიდსულოვნება მათდა სანიმუშოდ, მომავალში რომ ირწმუნებენ მას საუკუნო სიცოცხლისათვის.
ტიტე 2
11. რადგანაც მოგვევლინა მადლი ღვთისა, ყოველი კაცის მხსნელი,
ებრაელთა 2
9. არამედ ვხედავთ, რომ იესო, რომელიც ოდნავ თუ დამცირდა ანგელოზთა წინაშე, დიდებითა და პატივით გვირგვინოსან იქმნა სიკვდილის გამო, რაც დაითმინა, რათა, ღვთის მადლით, ყველას გულისთვის ეხილა სიკვდილის გემო.
გამოცხადება 5
9. გალობდნენ ახალ საგალობელს და ამბობდნენ: ღირსი ხარ წიგნის აღების და ბეჭდის ახსნისა, რადგანაც დაკლულ იქმენ და შენი სისხლით გამოგვისყიდე ღმერთისათვის ყოველი ტომისა და ენის, ერისა და ხალხისაგან,
__თემაზე წერდნენ__
*** ქრისტიანობაზე საუბრობენ უფრო სასწაულებით აღფრთოვანებულები, ვიდრე იმ მადლზე, რომელიც მოგვენიჭა მაცხოვრის ჯვარცმით, მკვდრეთით აღდგომითა და ამაღლებით, ამასთან უფალი ამბობს: „ეს მოდგმა ეძებს სასწაულს.“; საუბრობენ რიტუალებზე, როცა რომ უფალს სძაგს ჩვენი დღესასწაულები; საუბრობენ სიმშვიდეზე, მაგრამ უფალი ამბობს, რომ არ მოსულა სიმშვიდისთვის. არა არის რა ქრისტიანობა, თუ არა ჯვარცმა, აღდგომა და მისი წყალობით ჩვენდა გარდმომამავალი მადლი. ნუ ლაპარაკობთ სხვაზე ნურაფერზე ქრისტიანობაში, თუ ჯერ მის ცხოველმყოფელ მადლს არ იაზრებთ, თუ არ გიყვართ უფალი, და არ გიყვართ მოყვასი, თუ არ მოელით ხსნასა და მაცხოვრებას, რომელსაც გვანიჭებს მისი სიტყვის კითხვა და რწმენა უფლისა.
__მირზა ბადიაური__
***
მე არარა ვარ, ცოდვილი ვარ, გულქვაც კი ზოგჯერ, როცა მე მის ხმას ვაყურადებ და ჩემს ბაღში იგი როცა მშვიდად სეირნობს, მივრბივარ ხოლმე და ვემალები. მომდევს, მეძახის, ნუ წახვალ, შვილო, მე შენთვის მოველ ამ ქვეყანაზე, შენს გამოა, რომ გამიყარეს ფერდში ისარი და ნალურსმალი მამჩნევია ხელის გულებზე. მივბრუნდები და ვტირი მე მის წინ მუხლოყრილი და თავდაღუნული, რომ მას იმდენად ვუყვარვართ ჩვენ, რომ ასე უღირსნი შეგვიყვარა და გულს გვიჩვენებს. სხვისი არ ვიცი, მე მის სიყვარულს მთელი გულით ვგრძნობ, ძლიერ მიყვარს და მისკენ მივიწევ, ღვიძლ მამის მსგავსად, ვის გულზედაც ვარ მისვენებული.
__მირზა ბადიაური__
biblesimfony.jimdo.com
2. რწმენის ობიექფები
2.2. ღმერთის შესახებ
2.2.58