მადლიანობის შესახებ ბიბლიაში
Мирза Бадиаури |
A A 1040 |
საკვანძო მუხლები: 1 პეტრეს წერილი 2:19-20; 1 პეტრეს წერილი 3:7; ებრაელთა მიმართ 12:28; მოციქულთა საქმეები 11:23; კოლასელთა მიმართ 4:6; ეფესელთა მიმართ 4:29; რომაელთა მიმართ 12:3; ლუკას სახარება 4:22; ეკლესიასტე 10:12; იგავნი სოლომონისა 31:26; იგავნი სოლომონისა 22:11; იგავნი სოლომონისა 20:28; 2 მეფეთა 15:20; 2 ნეშტთა 6:41; იგავნი სოლომონისა 2:8; იგავნი სოლომონისა 11:16; იგავნი სოლომონისა 14:9; იგავნი სოლომონისა 21:21; ლუკას სახარება 1:28; ლუკას სახარება 2:52; მოციქულთა საქმეები 2:47; მოციქულთა საქმეები 6:8; გალატელთა მიმართ 2:9; დაბადება 27:27-28; დაბადება 49:26; გამოსვლა 3:8; მეორე რჯული 1:8; მეორე რჯული 3:25; მეორე რჯული 4:21-22; მეორე რჯული 6:18; მეორე რჯული 8:7; მეორე რჯული 9:6; მეორე რჯული 11:17; მეორე რჯული 28:12; მეორე რჯული 33:13-16; იესო ნავეს ძე 23:13; ეზეკიელი 17:8;
1.1.50.__
- ცის მადლიანი საუნჯე, წვიმა და ნამი დაბ.27,28.39 რჯ.28,12; 33,13.16
- მადლიანი მიწა, ველ-მინდორი, ქვეყანა დაბ.27,27.28.39 გამ.3,8 რჯ.1,25.35; 3,25; 4,21.22; 6,18; 8,7.10; 9,6; 11,17; 33,13 იესნ.23,13.15.16 ეზეკ.17,8
- მადლი მთათა დაბ.49,[26] რჯ.33,15
- მადლიანი ნაყოფები რჯ.33,14.16
- მადლიანი ადამიანი რჯ.33,8; 2მფ.15,20; 2ნეშ.6,41იგავ,2,8; 11,16; 14,9.22; 20,28 ლუკ.1,28; 2,52 საქ.2,47; 6,8 გალ.2,9
- მადლის მიმდევარი იგავ.21,21
- მადლი ხილულია მის მიმდევრებში საქ.11,23
- მადლიანი ენა იგავ.22,11; 31,26 ეკლ.10,12 ლუკ.4,22 რომ.12,3 ეფ.4,29 კოლ.4,6
- მადლია უსამართლოდ მიღებული ტანჯვა, ღვთის წინაშე სინდისს რომ არ ღალატობს კაცი 1პეტ.2,19.20
- სიცოცხლის მადლის თანამემკვიდრე - მეუღლე 1პეტ.3,7
- გვქონდეს მადლი, რომლითაც სათნოდ ვემსახურებით ღმერთს მოშიშებითა და მოწიწებით ებრ.12,[28]
ბიბლიის მუხლები
დაბადება 27
27. მიუახლოვდა და აკოცა. იყნოსა მისი სამოსელის სუნი და აკურთხა შვილი: აჰა, სუნი ჩემი შვილისა ვითარცა სუნი უფლის კურთხეული მინდვრისა!
28. მოგცეს ღმერთმა ცვარი ცისა, სინოყივრე მიწისა, უხვი ხორბალი და ღვინო!
39. მიუგო ისაკმა, მამამისმა, და უთხრა: აჰა, ნოყიერი მიწა გექმნეს სამკვიდრებელად, ცის ცვარი - კურთხევად.
დაბადება 49
26. მამაშენის კურთხევით, რომელიც უფრო ძლიერია, ვიდრე კურთხევა ჩემი მშობლებისა, ვიდრე მადლი საუკუნო მთათა; იყოს ეს იოსების თავზე და ძმათაგან გამორჩეულის თხემზე.
გამოსვლა 3
8. ჩამოვედი, რომ ვიხსნა იგი ეგვიპტელთაგან და წავიყვანო მაგ ქვეყნიდან მადლიანსა და ვრცელ ქვეყანაში, სადაც ღვარად მოედინება თაფლი და რძე, ქანაანელთა, ხეთელთა, ამორეველთა, ფერიზეველთა, ხივიელთა და იებუსეველთა ქვეყანაში.
მეორე რჯული 1
8. ჩამოვედი, რომ ვიხსნა იგი ეგვიპტელთაგან და წავიყვანო მაგ ქვეყნიდან მადლიანსა და ვრცელ ქვეყანაში, სადაც ღვარად მოედინება თაფლი და რძე, ქანაანელთა, ხეთელთა, ამორეველთა, ფერიზეველთა, ხივიელთა და იებუსეველთა ქვეყანაში.
35. ვერავინ იხილავს ამ უკეთური მოდგმიდან იმ მადლიან ქვეყანას, რომელიც მათ მამა-პაპას აღვუთქვი,
მეორე რჯული 3
25. გადავიდოდი და ვიხილავდი ამ მადლიან ქვეყანას, იორდანეს გაღმა რომ არის, ამ მთას და ლიბანს.
მეორე რჯული 4
21. უფალი გამირისხდა თქვენს გამო და დაიფიცა, რომ ვერ გადავალ იორდანეს გაღმა, ვერ შევალ მადლიან ქვეყანაში, რომელიც სამკვიდროდ მოგცა უფალმა, შენმა ღმერთმა.
22. რადგან ამ ქვეყანაში მოვკვდები მე, ვერ გადავალ იორდანეს. თქვენ კი გადახვალთ და დაიმკვიდრებთ იმ მადლიან ქვეყანას.
მეორე რჯული 6
18. სწორად და კეთილად მოიქეცი უფლის თვალში, რომ კეთილად იყო, რომ მიაღწიოთ და დაიმკვიდრო მადლიანი ქვეყანა, რომელიც აღუთქვა უფალმა შენს მამა-პაპას.
მეორე რჯული 8
7. რადგან უფალს, შენს ღმერთს, მიჰყავხარ მადლიან ქვეყანაში, ნაკადულთა და წყაროთა ქვეყანაში, სადაც ნიაღვრები მოედინებიან მთად და ბარად,
10. შეჭამ და გაძღები, და დალოცავ უფალს, შენს ღმერთს, იმ მადლიანი მიწისათვის, რომელიც მოგცა.
მეორე რჯული 9
6. იცოდე, რომ შენი სიმართლის გამო არ გაძლევს უფალი, შენი ღმერთი, ამ მადლიან მიწას დასამკვიდრებლად, რადგან ჯიუტი ხალხი ხართ.
მეორე რჯული 11
17. თორემ უფლის რისხვა დაგატყდებათ თავს, დახშავს ცას, აღარ იქნება წვიმა, მიწა მოსავალს არ მოგცემთ და მალე გადაშენდებით იმ მადლიანი ქვეყნიდან, რომელსაც გაძლევთ თქვენ უფალი.
მეორე რჯული 28
12. გაგიღებს უფალი თავის მადლიან საუნჯეს - ცას, რომ მოსცეს მიწას წვიმა თავის დროზე და აკურთხოს შენი ხელის ყოველი ნამუშაკევი. ბევრ ხალხებს მისცემ სესხს, თავად კი არავისგან ისესხებ.
მეორე რჯული 33
8. ლევისთვის თქვა: შენი თუმიმი და ურიმი შენს მადლიან კაცს, რომელიც მასაში გამოცადე და ედავებოდი მერიბას წყლებთან!
13. იოსებზე თქვა: უფლის კურთხევით იყოს მისი მიწა, ცის მადლით - ნამით, და უფსკრულებით, ქვეშ რომ განრთხმულან;
14. მზის მადლიანი ნაყოფებით და მთვარეთა მადლიანი მოსავლით;
15. ძველი მთების მწვერვალებით და უხსოვარი ბორცვების მადლით;
16. მიწის მადლით და მისი სისავსით. გადმოვიდეს მაყვლოვანში დავანებულის წყალობა იოსების თავზე და მის ძმებს შორის მოწმიდარის თხემზე.
იესო ნავეს ძე 23
13. იცოდეთ, აღარ აჰყრის უფალი თქვენგან ამ ხალხებს, არამედ მახედ და ხაფანგად, შოლტად ექცევიან თქვენს ფერდებს, ეკლად ჩაგესობიან თვალში, ვიდრე არ გადაშენდებით ამ მადლიანი მიწიდან, რომელიც უფალმა, თქვენმა ღმერთმა მოგცათ თქვენ.
15. როგორც აგიხდათ ყველა სასიკეთო სიტყვა, რაც უფალს, თქვენს ღმერთს ჰქონდა ნათქვამი თქვენთვის, ასევე აგიხდენთ უფალი მუქარის სიტყვას, ვიდრე არ აღგვის ყველას ამ მადლიანი მიწიდან, რომელიც უფალმა, თქვენმა ღმერთმა მოგცათ თქვენ.
16. თუ გადახვალთ უფლის, თქვენი ღმერთის აღთქმას, რომელიც დადებული აქვს თქვენთან, წახვალთ და უცხო ღმერთებს დაუწყებთ სამსახურს და თაყვანისცემას, უფლის რისხვა დაგატყდებათ თავს და დაუყოვნებლივ გადაშენდებით ამ მადლიანი ქვეყნიდან, რომელიც თქვენთვის მოუცია.
2მეფეთა 15
20. გუშინ მოხვედი და დღეს როგორ გაიძულო ჩვენთან ერთად წამოსვლა. მე წავალ, სადაც იქნება, შენ კი გაბრუნდი და უკან გააბრუნე შენიანები. მადლი და ერთგულება იყოს შენთან!
2ნეშტთა 6
41. ახლა კი დაიძარ, უფალო ღმერთო, შენი განსასვენებლისკენ შენი ძლიერების კიდობანთან ერთად! შეიმოსონ შენმა მღვდლებმა, უფალო ღმერთო, ხსნა და შენმა მადლიანებმა სიკეთით გაიხარონ.
იგავნი 2
8. იცავს სამართლის გზებს და მადლიანთა სავალს იფარავს.
იგავნი 11
16. მადლიანი დედაკაცი დიდებას იხვეჭს, უმოწყალო კაცები კი სიმდიდრეს იხვეჭენ.
იგავნი 14
9. ბრიყვები დანაშაულზე იცინიან, მაგრამ მადლი წრფელთა შორის არის.
22. ხომ არეული აქვთ გზა-კვალი ავისმზრახველთ? კეთილისმზრახველთ კი მადლი და ჭეშმარიტება ახლავთ.
იგავნი 20
28. მადლი და ჭეშმარიტება იცავს მეფეს და სიმართლით უპყრია მას თავისი ტახტი.
იგავნი 21
21. სიმართლისა და მადლის მიმდევარი სიცოცხლეს, სიმართლეს და დიდებას ჰპოვებს.
იგავნი 22
11. ვისაც სუფთა გული და მადლიანი ენა აქვს, მეფეც მისი მეგობარია.
იგავნი 31
26. პირს სიბრძნითა ხსნის და ენაზე მადლიანი დარიგება აქვს.
ეკლესიასტე 10
12. ბრძენის სიტყვები მადლია, ბრიყვს კი მისი ბაგეები ღუპავს.
ეზეკიელი 17
8. მადლიან ველზე, უხვ წყლებთან იყო დარგული, რომ გაეკეთებინა რტო და გამოეღო ნაყოფი, დიდებული ვაზი გამხდარიყო.
ლუკა 1
28. შევიდა ანგელოზი მასთან და უთხრა: გიხაროდეს მადლით მოსილო: უფალი შენთანაა; კურთხეული ხარ დედათა შორის.
ლუკა 2
52. ხოლო იესოს ემატებოდა სიბრძნე და ასაკი და მადლი ღმრთისა და კაცთა წინაშე.
ლუკა 4
22. ყველანი ემოწმებოდნენ, უკვირდათ სიტყვა მადლისა, მისი პირით გამომავალი, და ამბობდნენ: განა იოსების ძე არ არისო?
საქმეები 2
47. ღვთის მაქებარნი და მთელი ხალხის მიერ მადლით მოსილნი, ხოლო უფალი დღითიდღე ჰმატებდა ეკლესიას დახსნილთ.
საქმეები 6
8. ხოლო სტეფანე, რწმენითა და მადლით აღვსილი, დიად ნიშებს და სასწაულებს ახდენდა ხალხში.
საქმეები 11
23. როცა მივიდა, იხილა მადლი ღვთისა, გაიხარა და ყველას შეაგონებდა, წრფელი გულით დამკვიდრებულიყვნენ უფალში.
1პეტრე 2
19. რადგანაც მადლი ის არის როცა ვინმე, უსამართლოდ ტანჯული, ღვთის წინაშე არ ღალატობს სინიდისს და უდრტვინველად იტანს გასაჭირს.
20. მართლაცდა, თუკი შეცოდებისათვის გცემენ და ითმენთ, ვითომ რა საქები საქციელია? ხოლო თუ სიკეთის ქმნისათვის გაწამებენ და ითმენთ, ეს კი მადლია ღვთის წინაშე.
1პეტრე 3
7. და, თქვენც, ქმრებო, სათუთად მოეპყარით ცოლებს, როგორც უმყიფეს ჭურჭელს, და პატივი ეცით, როგორც სიცოცხლის მადლის თანამემკვიდრეთ, რათა ლოცვა არ დაგიბრკოლდეთ.
რომაელთა 12
3. ჩემთვის მოცემული მადლით მოგმართავთ ყველას: ნურავინ იფიქრებს თავის თავზე უფრო მეტს, ვიდრე უნდა ფიქრობდეს; არამედ იფიქროს ზომიერად, იმ რწმენის თანახმად, ღმერთმა რომ მიაგო თვითეულ თქვენგანს.
გალატელთა 2
9. და შეიცნეს მადლი, რომელიც მომეცა, ბურჯებად მიჩნეულმა იაკობმა, კეფამ და იოანემ თანაზიარობის მარჯვენა გამოგვიწოდეს მე და ბარნაბას, რათა ჩვენ წარმართებთან წავსულიყავით, ისინი კი - წინადაცვეთილებთან.
ეფესელთა 4
29. ნურავითარი უგვანი სიტყვა ნუ დასცდება თქვენს ბაგეს, არამედ მხოლოდ კეთილიშესაგონებლად, რათა მადლი მიაგოს მსმენელთ.
კოლასელთა 4
6. თქვენი სიტყვა ყოველთვის მადლიანი იყოს, მარილით შეზავებული, რათა იცოდეთ, ვის რა მიუგოთ.
ებრაელთა 12
28. ამიტომ, შეუძვრელ სასუფეველს რომ ვღებულობთ, გვქონდეს მადლი, რომლითაც სათნოდ ვემსახურებით ღმერთს, მოშიშებით და მოწიწებით.
_________________________
biblesimfony.jimdo.com
1. რწმენის შესავალი
1.1. ბიბლიის შესახებ
1.1.50