• georgian flag
  • english flag

მადლის სურვება, დალოცვა


author
Мирза Бадиаури
A A       894

საკვანძო მუხლები: დაბადება 24:49; 1 პეტრეს წერილი 1:2; 2 პეტრეს წერილი 1:2; 2 იოანე 1:3; რომაელთა მიმართ 1:7; რომაელთა მიმართ 16:20; 1 კორინთელთა მიმართ 1:3-4; 1 კორინთელთა მიმართ 16:23; 2 კორინთელთა მიმართ 12:11; 2 კორინთელთა მიმართ 13:14; გალატელთა მიმართ 1:3; გალატელთა მიმართ 6:18; ეფესელთა მიმართ 1:2; ეფესელთა მიმართ 6:24; ფილიპელთა მიმართ 1:2; ფილიპელთა მიმართ 4:23; კოლასელთა მიმართ 1:2; კოლასელთა მიმართ 4:18; 1 თესალონიკელთა მიმართ 1:1; 2 თესალონიკელთა მიმართ 1:2; 2 თესალონიკელთა მიმართ 3:2; 1 ტიმოთეს მიმართ 6:21; 2 ტიმოთეს მიმართ 1:2; 2 ტიმოთეს მიმართ 2:1; 2 ტიმოთეს მიმართ 4:22; ტიტეს მიმართ 1:4; ტიტეს მიმართ 3:15; ფილიმონის მიმართ 1:3; ებრაელთა მიმართ 13:25; გამოცხადება 1:4; გამოცხადება 22:21;

3.18.9.__

დაბ.24,49; 1პეტ.1,2; 2პეტ.1,2; 2ინ.1,3 რომ.1,7; 16,20.24; 1კორ.1,3.4; 16,23; 2კორ.1,2.11; 13,14 გალ.1,3; 6,18 ეფ.1,2; 6,24 ფლპ.1,2; 4,23 კოლ.1,2; 4,18; 1თეს.1,1; 2თეს.1,2; 3,18; 1ტიმ.6,21; 2ტიმ.1,2; 2,1; 4,22 ტიტ.1,4; 3,15 ფილიმ.1,3.25 ებრ.13,25 გმცხ.1,4; 22,21

ბიბლიის მუხლები

დაბადება 24
49. ახლა, მადლი და სიკეთე თუ გსურთ ჩემი პატრონისთვის, მითხარით; თუ არა და, ესეც მითხარით და წავალ, მარჯვნივ იქნება თუ მარცხნივ.

1პეტრე 1
2. უფლის წინასწარცოდნითა და სულის სიწმიდით მორჩილებისა და იესო ქრისტეს სისხლის პკურებისათვის რჩეულთ, - მადლი და მშვიდობა გიმრავლოთ!

2პეტრე 1
2. მადლი და მშვიდობა გიმრავლოთ ღვთისა და ჩვენი უფლის იესოს შემეცნების წყალობით.

2იოანე 1
3. მადლი, წყალობა, მშვიდობა ნუ მოგშლოდეთ მამა ღმერთისა და მისი ძის - იესო ქრისტესაგან, ჭეშმარიტებით და სიყვარულით.

რომაელთა 1
7. ყველას, ვინცა ხართ რომში, ღვთის საყვარელთ და წმიდა ხმობილთ: მადლი და მშვიდობა თქვენდა მამა ღმერთისა და უფალ იესო ქრისტესაგან.

რომაელთა 16
20. ხოლო ღმერთი მშვიდობისა მალე შემუსრავს სატანას თქვენს ფეხქვეშ. ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლი იყოს თქვენთან. ამინ.
24. ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლი ყველა თქვენგანთან. ამინ.

1კორინთელთა 1
3. მადლი თქვენდა და მშვიდობა ჩვენი მამა ღმერთისა და უფალ იესო ქრისტეს მიერ.
4. მარადჟამ ვმადლობ ღმერთს თქვენს გამო ღვთის მადლისათვის, ქრისტე იესოში რომ მოგეცათ.

1კორინთელთა 16
23. ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლი თქვენთან.

2კორინთელთა 1
2. მადლი თქვენდა და მშვიდობა ჩვენი მამა ღმერთისა და უფალ იესო ქრისტესაგან.
11. რაშიაც თქვენც შეგვეწევით თქვენი ლოცვებით, რათა ამდენი ხალხის მეოხებით მიღებული მადლისათვის მრავალმა მოგვაგოს მადლი.

2კორინთელთა 13
14. მადლი ჩვენი უფლის იესო ქრისტესი, სიყვარული ღვთისა და ზიარება სული წმიდისა ყველა თქვენგანთან. ამინ.

გალატელთა 1
3. მადლი თქვენდა და მშვიდობა ჩვენი მამა ღმერთისა და უფალ იესო ქრისტესაგან,

გალატელთა 6
18. ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლი იყოს თქვენს სულთან, ძმანო. ამინ.

ეფესელთა 1
2. მადლი და მშვიდობა ჩვენი მამა ღმრთისა და უფალ იესო ქრისტესაგან.

ეფესელთა 6
24. მადლი ყველას, ვისაც უცვლელი სიყვარულით უყვარს უფალი ჩვენი იესო ქრისტე. ამინ.

ფილიპელთა 1
2. მადლი თქვენდა და მშვიდობა ჩვენი მამა ღმერთისა და უფალ იესო ქრისტესაგან.

ფილიპელთა 4
23. ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლი ყველა თქვენგანის სულს. ამინ.

კოლასელთა 1
2. კოლოსეში მყოფი წმიდათ და მორწმუნე ძმებს ქრისტეში: მადლი თქვენდა და მშვიდობა ჩვენი მამა ღმრთისაგან.

კოლასელთა 4
18. მოგიკითხავთ მე, პავლე, ჩემი ხელით. გახსოვდეთ ჩემი ტყვეობა. მადლი თქვენთან. ამინ.

1თესალონიკელთა 1
1. პავლე, სილვანუსი და ტიმოთე - თესალონიკელთა ეკლესიას მამა ღმერთსა და უფალ იესო ქრისტეში: მადლი თქვენდა და მშვიდობა ჩვენი მამა ღმერთისა და უფალი იესო ქრისტესაგან.

2თესალონიკელთა 1
. მადლი თქვენდა და მშვიდობა ჩვენი მამა ღმერთისა და უფალ იესო ქრისტესაგან.

2თესალონიკელთა 3
18. ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლი ყველა თქვენგანთან. ამინ.

1ტიმოთე 6
21. რაც საქმედ გაიხადა ზოგიერთმა და კიდევაც განუდგა რწმენას. მადლი თქვენთან. ამინ.

2ტიმოთე 1
2. ტიმოთეს, საყვარელ შვილს: მადლი, წყალობა და მშვიდობა ჩვენი მამა ღმერთისა და ჩვენი უფლის ქრისტე იესოსაგან.

2ტიმოთე 2
1. მაშ, გაძლიერდი, შვილო ჩემო, ქრისტე იესოს მადლით,

2ტიმოთე 4
22. უფალი იყოს შენს სულთან, მადლი თქვენდა. ამინ.

ტიტე 1
4. ტიტეს, ჭეშმარიტ შვილს საერთო რწმენისამებრ: მადლი, წყალობა და მშვიდობა მამა ღმერთისა და ჩვენი მაცხოვრის - ქრისტე იესოსაგან.

ტიტე 3
15. მოგიკითხავს ყველა, ვინც ჩემთანაა. მოიკითხე, ვისაც ვუყვარვართ რწმენაში. მადლი ყველა თქვენგანთან. ამინ.

ფილიმონი 1
3. მადლი თქვენდა და მშვიდთბა ჩვენი მამა ღმერთისა და უფალ იესო ქრისტესაგან.
25. მადლი ჩვენი უფლის იესო ქრისტესი თქვენს სულს. ამინ.

ებრაელთა 13
25. მადლი ყველა თქვენგანთან. ამინ.

გამოცხადება 1
4. იოანე ასიის შვიდ ეკლესიას: მადლი თქვენდა და მშვიდობა მისგან, რომელიც არის, იყო და იქნება, და შვიდი სულისაგან, რომელნიც არიან მისი ტახტის წინაშე,

გამოვხადება 22
21. ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს მადლი ყველა თქვენგანთან. ამინ.

biblesimfony.jimdo.com
3. რწმენა მოქმედებაში
3.18 კურთხევა, დალოცვა
3.18.9