ბიბლია დიდი მასწავლებელია
Мирза Бадиаури |
A A 506 |
საკვანძო მუხლები: მეორე რჯული 32:2; იობი 29:22.; ესაია 55:10.; 1 კორინთელთა მიმართ 3:6.7;
1.1.37__
რჯ. 32 [2]; იობ. 29,22.23; ეს. 55,10.11; 1კორ. 3,6.7
მეორე რჯული 32
2. წვიმასავით მოდის ჩემი დარიგება, ცვარივით ეპკურება ჩემი ნათქვამი, როგორც ისხარი მდელოზე, როგორც თქეში მწვანე ბალახზე.
იობი 29
22. ჩემი სიტყვის შემდეგ აღარაფერს დასძენდნენ, თავზე ეწვეთებოდათ ჩემი ნათქვამი;
23. როგორც წვიმას, ისე მელოდნენ, და როგორც ისხარს, პირს მიშვერდნენ;
ესაია 55
10. რადგან როგორც წვიმა და თოვლი ჩამოდის ციდან და უკან არ ბრუნდება, თუ არ მორწყა მიწა, თუ არ აშობინა და არ აღმოაცენებინა, რომ მისცეს თესლი მთესველს და პური მჭამელს,
11. ასევე იქნება ჩემი სითყვა, რომელიც გამოდის ჩემი პირიდან. ფუჭად არ დაბრუნდება ჩემთან, თუ არ აღასრულა ჩემი ნება და არ მიაღწია იმას, რისთვისაც მივავლინე.
1კორინთელთა 3
6. მე დავრგე, აპოლოსმა მორწყო, გაზრდით კი უფალმა გაზარდა.
7. ასე რომ, არც დამრგველია რამე და არც მომრწყველი, არამედ - გამზრდელი ღმერთი.
__თემაზე წერდნენ__
სხვა მასწავლებელს ნუ დაუწყებ ძებნას, რამეთუ შენ გაქვს ბოძებული ღვთის სიტყვა, საღმრთო წერილი, რომელზე უმჯობესად ვერავინ გასწავლის.
წმ.იოანე ოქროპირი_
ადამიანები ცხოვრების სხვადასხვა სფეროში ეძიებენ და შრომობენ დღითა და ღამით, რათა ჰპოვონ სწორი ახსნა იმ საკითხისა,რომლითაც არის დაკავებული მათი არსება.მაგრამ რად ტოვებენ განზე ბიბლიას? ისინი, ვინც ხელი მიჰყო მის კითხვასა და შესწავლას, სწრაფად შეიგრძნობენ ბიბლიის მნიშვნელობას ყველა საკითხში.
მ. ლუთერი
[იუნგ შტილინგს] თქვენ კარგად იქცევით, რომ ეძიებთ შვებას სახარებაში, იმიტომ რომ ესაა ამოუწურავი წყარო მთელი ჭეშმარიტებისა, რომელსაც გონიერება ვერასოდეს სხვა ადგილზე ვერა ჰპოვებს.
ი. კანტი
არაფერი გამიგონია მოციქულთა რეზოლუციების შესახებ, მაგრამ ძალიან ბევრჯერ წამიკითხავს და ვიცი მოციქულთა საქმე.
ჰ. მანი
[ურწმუნო მეგობარს] წაიკითხე ეს წიგნი, ჩასწვდი გონებით ყოველივეს, რის გაგებასაც შესძლებ. მიიღე რწმენით დანარჩენი, იცხოვრებ უკეთესი ცხოვრებით და მოკვდები უკეთეს კაცად.
აშშ პრეზიდენტი აბრაამ ლინკოლნი
biblesimfony.jimdo.com
1.1.37