• georgian flag
  • english flag

მადლის პოვნა კაცთა თვალში


author
Мирза Бадиаури
A A       562

საკვანძო მუხლები: მარკოზის სახარება 15:15; მოციქულთა საქმეები 25:9; 1 მეფეთა 1:18; დაბადება 18:3; დაბადება 30:27; დაბადება 32:5; დაბადება 33:8; დაბადება 34:11; დაბადება 39:4; დაბადება 47:25; დაბადება 50:4; გამოსვლა 11:3; გამოსვლა 12:36; რიცხვნი 32:5; რუთი 2:10; 1 მეფეთა 16:22; 1 მეფეთა 20:3; 1 მეფეთა 25:8; 1 მეფეთა 27:5; 2 მეფეთა 14:22; 2 მეფეთა 15:25; 2 მეფეთა 16:4; 3 მეფეთა 11:19; ნეემია 1:11; ნეემია 2:5; ესთერი 2:9; ესთერი 5:2; ესთერი 7:3; ესთერი 8:5; დანიელი 1:9; მოციქულთა საქმეები 7:10;

4.16.5.__

- ქართულ ბიბლიაში მადლი, რუსულში благоволение

დაბ.18,3; 30,[27]; 32,5; 33,8.10.15; 34,11; 39,4; 47,25.29; 50,4 რიცხ.32,5 რუთ.2,10.13; 1მფ.1,18; 16,22; 20,3.29; 25,8; 27,5; 2მფ.14,22; 15,25; 16,4; 3მფ.11,19 ნეემ.2,5 ესთ.2,9.15.17; 5,2.8; 7,3; 8,5

- ღმერთმა აპოვნინა კაცს მადლი სხვების თვალში დაბ.39,21 გამ.3,21; 11,3; 12,36

- კაცის წინაშე წყალობის პოვნის თხოვნა ღმერთისადმი ნეემ.1,11

- კაცს ღმერთი აძლევს მადლსა და წყალობას სხვების წინაშე დან.1,9 საქ.7,10

- მომადლიერება, მოჩვენებითი მადლის ქმნა მარ.15,15

ბიბლიის მუხლები

დაბადება 18
3 უთხრა: ბატონო, თუ რამ მადლი ვპოვე შენს თვალში, გვერდს ნუ აუვლი შენი მორჩილის კარს.

დაბადება 30
27. უთხრა ლაბანმა: ნეტავ მადლი ვპოვო შენს თვალში! მიმხვდარი ვარ, შენს გამო რომ მაკურთხა უფალმა.

დაბადება 32
5. მყავს ხარები და სახედრები, ცხვრის ფარა და ჩემი ყმები და ყმაქალები. კაცი გამოვუგზავნე ჩემს ბატონს მოსახსენებლად, მადლი მინდა ვპოვო შენს თვალში.

დაბადება 33
8. უთხრა ესავმა: რა იყო მთელი ის ბანაკი, წინ რო შემომხვდა? უთხრა: რომ მადლი ვპოვო ჩემი ბატონის თვალში.
10. უთხრა იაკობმა: არა. თუ მადლი მიპოვნია ჩემი ბატონის თვალში, მიიღე ჩემგან ეს ძღვენი. რადგან შენი სახე რომ დავინახე, გინდ ღვთის სახე დამენახოს და შენც წყალობით შემომხედე.
15. უთხრა ესავმა: ვინმეს მაინც მოგიჩენ ჩემი ხალხიდან, თან რომ მახლავს. უთხრა: რა საჭიროა? ოღონდ მადლი ვპოვო ჩემი ბატონის თვალში.

დაბადება 34
11. უთხრა შექემმა ქალის მამას და ძმებს: ოღონდ მადლი ვპოვო თქვენს თვალში და რაც გინდათ მთხოვეთ, მოგცემთ.

დაბადება 39
4. ჰპოვა იოსებმა მადლი მის თვალში და გახდა მისი მსახური. დაადგინა იგი ბატონმა თავისი სახლის ზედამხედველად და მთელი თავისი საბადებელი ჩააბარა.
21. უფალი იყო იოსებთან და მოიღო მასზე წყალობა: მადლი აპოვნინა საპყრობილის უფროსის თვალში.

დაბადება 47
25. უთხრეს: შენ შეგვინარჩუნე სიცოცხლე! გვეპოვოს მადლი ჩვენი ბატონის თვალში და მონებად გავუხდებით ფარაონს.
29. დაუდგა სიკვდილის ჟამი იაკობს და უხმო თავის ძეს, იოსებს, და უთხრა: თუ მადლი მიპოვნია შენს თვალში, საზარდულქვეშ ამომიდევი ხელი. მიყავი ეს სიკეთე და მიერთგულე: ნუ დამმარხავ ეგვიპტეში.

დაბადება 50
4. როცა გაიარა გლოვის დღეებმა, ელაპარაკა იოსები ფარაონის სახლს და უთხრა: თუ მიპოვნია მადლი თქვენს თვალში, სიტყვა შემაწიეთ ფარაონთან და ასე უთხარით:

გამოსვლა 3
21. მადლს ვაპოვნინებ ეგვიპტელთა თვალში ამ ხალხს და როცა წასვლის დრო დაგიდგებათ, ხელცარიელი არ წახვალთ.

გამოსვლა 11
3. მადლი აპოვნინა უფალმა ერს ეგვიპტელთა თვალში; მოსეც დიდ კაცად იყო შერაცხილი ეგვიპტის ქვეყნად ფარაონის მორჩილთა და ხალხის თვალში.

გამოსვლა 12
36. მადლი აპოვნინა უფალმა ხალხს ეგვიპტელთა თვალში და მათაც ათხოვეს. ასე გაძარცვეს მთელი ეგვიპტე.

რიცხვთა 32
5. თქვეს: თუ მადლი გვიპოვნია შენს თვალში, მოეცეს ეს ქვეყანა შენს მორჩილთ საკუთრებად. ნუ გადაგვიყვან იორდანეს გაღმა.

რუთი 2
10. პირქვე დაემხო ქალი, მდაბლად თაყვანისცა და უთხრა: რა მადლი ვპოვე შენს თვალში, რომ უცხო ტომის ქალი ასე დამაფასე?
13. უთხრა: მადლი მიპოვნია შენს თვალში, ბატონო, რაკი მანუგეშე და გამამხნევე შენი მხევალი. მე ხომ შენი მხევლობის ღირსიც არა ვარ!

1მეფეთა 1
18. თქვა ქალმა: ნეტავ მადლი პოვოს შენმა მორჩილმა შენს თვალში. და წავიდა ქალი თავისი გზით. საჭმელი ჭამა და აღარ დამწუხრებია სახე.

1მეფეთა 16
22. შეუთვალა საულმა იესეს: დარჩეს ჩემთან დავითი და იდგეს ჩემს წინაშე, რადგან მადლი ჰპოვა ჩემს თვალში.

1მეფეთა 20
3. დაიფიცა დავითმა და თქვა: კარგად იცის მამაშენმა, რომ მადლი ვპოვე შენს თვალში, ამიტომ ამჯობინა, არ გაეგო ეს იონათანს, რომ არ დამწუხრებულიყო. უფალს და შენს თავს გეფიცები, თუ ერთი ნაბიჯი არ იყოს ჩემსა და სიკვდილს შორის.
29. მითხრა: გამიშვი, რადგან საგვარეულო მსხვერპლშეწირვა გვაქვს ქალაქში. ძმამ შემომითვალაო. ახლა, თუ მადლი მიპოვნია შენს თვალში, დამანებე წასვლა, რომ მოვინახულო ჩემი ძმებიო. ამიტომ არ მოსულა სამეფო სუფრაზე.

1მეფეთა 25
8. ჰკითხე შენს მსახურებს და მოგახსენებენ. იქნება მადლი პოვონ ჩემმა მსახურებმა შენს თვალში, რაკი სასიხარულო დღეს მოვედით. მიეცი, რაც შეგიძლია შენს მორჩილთ და შენს შვილს, დავითს.

1მეფეთა 27
5. უთხრა დავითმა აქიშს: თუ მადლი ვპოვე შენს თვალში, მომცენ ადგილი რომელიმე მცირე ქალაქში და ვიცხოვრებ იქ. რატომ უნდა ცხოვრობდეს შენი მორჩილი შენს გვერდით სამეფო ქალაქში?

2მეფეთა 14
22. პირქვე დაემხო იოაბი, თაყვანისცა მეფეს და მადლი მოახსენა. უთხრა იოაბმა: ახლა სჯერა შენს მორჩილს, რომ მადლი მიპოვნია ჩემი ბატონის, მეფის თვალში, რადგან აასრულა მეფემ თავისი მორჩილის სათხოვარი.

2მეფეთა 15
25. უთხრა მეფემ ცადოკს: დააბრუნე ქალაქში ღვთის კიდობანი. თუ მადლი მიპოვნია უფლის თვალში, მეც დამაბრუნებს და მახილვინებს მას და მის სამყოფელს.

2მეფეთა 16
4. უთხრა მეფემ ციბას: შენი იყოს მეფიბოშეთის მთელი საბადებელი! თქვა ციბამ: თაყვანი მიცია, ვინძლო მადლი ვპოვო შენს თვალში, მეფე-ბატონო.

3მეფეთა 11
19. დიდი მადლი ჰპოვა ჰადადმა ფარაონის თვალში და მისცა მას ცოლად თავისი ცოლის, დედოფალ თახფენესის და.

ნეემია 1
11. გევედრები უფალო, დაე, შენი ყური სმენად იყოს შენი მორჩილის ლოცვისა და იმ შენ მორჩილთა ლოცვების მიმართ, შენი სახელისადმი მოწიწება რომ უყვართ. ახლა კი ხელი მოუმართე შენს მორჩილს და ამ კაცის წინაშე წყალობა აპოვნინე. მე მეფის ღვინისმწდე ვიყავი.

ნეემია 2
5. და ვუთხარი მეფეს: თუ მეფე თანახმაა და თუ შენმა მორჩილმა მადლი ვპოვე შენს წინაშე, გამიშვი იუდაში, იმ ქალაქში, სადაც მამა-პაპის საფლავები მეგულება, და ავაშენებ მას.

ესთერი 2
9. მოეწონა მას ყმაწვილი ქალი, რომელმაც მადლი პოვა მის თვალში. სასწრაფოდ მიაცემინა მისთვის ფერუმარილი და კუთვნილი წილი, მიაჩენინა შვიდი რჩეული მხევალი მეფის სახლიდან და მხევლებთან ერთად სადიაცო სახლის უკეთეს სადგომში გადაიყვანა.
15. როცა მოუწია ესთერს, მარდოქაის ბიძის, აბიხაილის ასულს, რომელიც ნაშვილები ჰყავდა მას, მეფესთან შესვლის რიგმა, არაფერი მოუთხოვია, გარდა იმისა, რაც დაწესებული ჰქონდა ჰეგესგან, მეფის საჭურისისა და დიაცთა მცველისგან. ყველა მისი მნახველის თვალში მადლი ჰქონდა ნაპოვნი ესთერს.
17. შეუყვარდა მეფეს ესთერი ყველა ქალზე უფრო, ყველა ქალწულზე მეტი მადლი და წყალობა ჰპოვა ესთერმა მის წინაშე. და დაადგა თავზე სამეფო გვირგვინი მეფემ და ვაშთის ნაცვლად გაადედოფლა

ესთერი 5
2. როგორც კი დაინახა მეფემ ეზოში მდგარი დედოფალი ესთერი, მადლი ჰპოვა ესთერმა მის თვალში და გაიშვირა მეფემ მისკენ ოქროს კვერთხი, ხელში რომ ეჭირა. მიუახლოვდა ესთერი და შეეხო კვერთხის წვერს.
8. თუ მადლი მიპოვნია მეფის თვალში, და თუ მეფე ინებებს ჩემი სათხოვრის მოცემას და სახვეწარის ასრულებას, მოვიდნენ მეფე და ჰამანი ხვალ ნადიმზე, რომელსაც გავმართავ მათთვის. ხვალ მოვიქცევი მეფის სიტყვისამებრ.

ესთერი 7
3. თქვა პასუხად ესთერ დედოფალმა: თუ მადლი მიპოვნია შენს თვალში, მეფევ, და თუ ინებებს მეფე, მომეცეს ჩემი სიცოცხლე ჩემს სათხოვარში და ჩემი ერი ჩემს სახვეწარში.

ესთერი 8
5. თქვა: თუ მეფე ინებებს, თუ მადლი მიპოვნია მის წინაშე, თუ მოსაწონია ეს საქმე მეფისათვის და მეც კეთილად ვჩანვარ მის თვალში, უკანვე იქნას გამოთხოვილი წერილები, ჰამან ჰამადათას ძის, აგაგიელის, განზრახვა, რომელიც დაწერა მან მეფის ყველა სამთავროში მცხოვრები იუდაელების მოსასპობად.

დანიელი 1
9. აძლევდა ღმერთი დანიელს მადლსა და წყალობას საჭურისთა მთავრის წინაშე.

მარკოზი 15
15. მაშინ პილატემ, ხალხის მოსამადლიერებლად, გაათავისუფლა ბარაბა, ხოლო იესო გაამათრახებინა და ჯვარზე საცმელად მისცა მათ.

საქმეები 7
10. განარიდა იგი ყველა გასაჭირს და მისცა მას მადლი და სიბრძნე ფარაონის, ეგვიპტელთა მეფის წინაშე, რომელმაც ეგვიპტისა და მთელი თავისი სახლის გამრიგედ დაადგინა იგი.

საქმეები 25
9. ფესტუსს იუდეველთა მომადლიერება უნდოდა და პასუხად უთხრა პავლეს: იქნებ იერუსალიმს ასვლა გინდა, რომ იქ განისაჯო ჩემს წინაშე ამ ბრალდების გამო?

_______________________
P.S. დროებითი მინაწერი
მკითხველბს, რომელთაც სხვადასხვა ენებზე შეუძლიათ ბიბლიის კითხვა, ვთხოვ დაგვეხმარონ ზემოთ მოყვანილ მუხლებში სიტყვა მადლი რა სიტყვითაა შენაცვლებული.


biblesimfony.jimdo.com
4. ეკლესია (ურთიერთობა მასში და მის გარეთ)
4.16 ვიყოთ ნათელნი ქვეყნისა
4.16.5