• georgian flag
  • english flag

მადლს მოვუფრთხილდეთ, დავიცვათ და შევინარჩუნოთ


author
Мирза Бадиаури
A A       747

საკვანძო მუხლები: 2 პეტრეს წერილი 3:18; იგავნი სოლომონისა 3:3; 1 კორინთელთა მიმართ 15:10; ფსალმუნები 31:1-2; ფსალმუნები 105:8; ფსალმუნები 118:11; ფსალმუნები 148:12; იგავნი სოლომონისა 21:21; იერემია 14:7; იერემია 16:5; ოსია 3:5; მათეს სახარება 11:27; მათეს სახარება 13:19; ლუკას სახარება 24:47; იოანეს სახარება 8:31; იოანეს სახარება 14:7-9; იოანეს სახარება 15:7; იოანეს სახარება 16:3; იოანეს სახარება 17:3; მოციქულთა საქმეები 4:12; მოციქულთა საქმეები 10:43; მოციქულთა საქმეები 10:43; მოციქულთა საქმეები 13:38; მოციქულთა საქმეები 15:11; 1 პეტრეს წერილი 1:13; 1 პეტრეს წერილი 4:10; 1 პეტრეს წერილი 5:12; 1 იოანე 1:1; 1 იოანე 2:12-14; 1 იოანე 4:4; 1 იოანე 5:4-5; 2 იოანე 1:2; 3 იოანე 1:3; რომაელთა მიმართ 4:6-7; 2 კორინთელთა მიმართ 6:7; ეფესელთა მიმართ 1:6-7; ფილიპელთა მიმართ 4:13; კოლასელთა მიმართ 1:14; კოლასელთა მიმართ 3:16; 2 თესალონიკელთა მიმართ 1:12; 2 ტიმოთეს მიმართ 2:1; ებრაელთა მიმართ 4:16; ებრაელთა მიმართ 8:10; გამოცხადება 2:7;

3.40.40.__

1იოანეს 2,[12-14]-ში ყრმანი, ჭაბუკნი და მამანი განეკუთვნებიან რწმენის ზრდის პროცესს მადლში. ამასთან, არიან ადამიანები, რომლებიც თავს განიკითხავენ, რომ არ იმყოფებიან მადლში, წმ. წერილის ჭეშმარიტების კონტექსტით კი ვიღებთ მადლის მთელ სისრულეს. მორწმუნეებმა უბრალოდ უნდა მოვახდინოთ ჩვენი ადაპტირება მადლში და განვმტკიცდეთ.

- მადლით გვეპატია ჩვენი შეცოდებანი ფს.105,8 იერ.14,7 ლუკ.24,47 საქ.4,12; 15,11; 1ინ.2,1.[12] ეფ.1,7 კოლ.1,14

- გვეპატია ყოველ მის მორწმუნეს საქ.10,43; 13,38

- ნეტარნი ვართ ვისაც გვეპატია მადლით ფს.31,1.2 რომ.4,6.7 გმცხ.2,7

- რათა არ შევცოდოთ, გულში ვიმარხავთ მის სიტყვებს ფს.118,11

- ვიზარდოთ უფლის მადლით 2პეტ.3,18

- ვდევნით და ვძლევთ ჩვენს მტერს. არ ვაძლევთ საშუალებას გულში ჩათესილი მოგვტაცოს მათ.13,19; 1ინ.4,4; 5,4.5

- რათა არ წაგვერთვას მადლი იგავ.3,3 იერ.16,5

- ამაოდ არ მიგვიღია ღვთის მადლი 2კორ.6,7

- არ იყოს მოცემული მადლი ფუჭი ჩვენთვის 1კორ.15,[10]

- მადლით შევიცანით ღმერთი მათ.11,27 ინ.14,7-9; 16,3; 17,3; 1ინ.1,1; 2,3.4.[13.14]; 5,20; 2კორ.4,6 კოლ.3,16

- მადლით ვმკვიდრდებით მის სიტყვაში საუკუნოდ ფს.118,11 ინ.8,31; 15,7; 1ინ.1,4; 2,21; 2ინ.1,2 ებრ.8,10

- ვართ ღვთის მრავალფეროვანი მადლის მნენი 1პეტ.4,10

- ვდგავართ ჭეშმარიტ მადლში 1პეტ.5,12

- ვართ მადლის მიმდევრები იგავ.21,21

- სრული იმედი გვაქვს მადლისა 1პეტ.1,13

- გვაქვს მოწიწება ღვთის მადლის მიმართ ოს.3,5

- ვძლიერდებით ქრისტეს მადლით 2ტიმ.2,1

- ყველაფერი შეგვიძლია ჩვენს განმამტკიცებელ ქრისტეში ფლპ.4,13

- ვადიდებთ ღმერთს სიტყვით და საქმით მისი მადლისთვის ფს.148,12; 3ინ.1,3 ეფ.1,6; 2თეს.1,12

- თამამად მივეახლებით მადლის ტახტს ებრ.4,16

- გვახსოვდეს, რომ მნიშვნელოვანია გავითავისოთ შემეცნებული ღვთის მადლი და გვქონდეს ცაში ჩვენთვის გამზადებულის იმედი კოლ.1,5.6

ბიბლიის მუხლები

ფსალმუნი 31
1. მოძღვრება დავითისა. ნეტარია, ვისაც ეპატია დანაშაული, ვისიც ცოდვები დაიფარა.
2. ნეტარ არს კაცი, ვისაც უფალი ცოდვას არ ჩაუთვლის და ვის სულშიც არ არის სიყალბე.

ფსალმუნი 105
8. მაგრამ მან იხსნა თავისი სახელის გულისათვის, რათა გაეგოთ ძლიერება მისი.

ფსალმუნი 118
11. გულში ჩავიმარხე შენი სიტყვები, რათა არ შევცოდო.

ფსალმუნი 148
12. ჭაბუკნო და თქვენც, ქალწულნო, მოხუცნო, ყმაწვილებთან ერთად,
13. ადიდეთ სახელი უფლისა.

იგავნი 3
3. მადლმა და სიმტკიცემ არ მიგატოვოს; ყელზე მიიბი, გულის ფიცარზე დაიწერე.

იგავნი 21
21. სიმართლისა და მადლის მიმდევარი სიცოცხლეს, სიმართლეს და დიდებას ჰპოვებს.

იერემია 14
7. თუმცა ჩვენი უკეთურებანი გვამხილებენ, უფალო, შენი სახელის გულისთვის მაინც ჰყავი წყალობა! უზომოა ჩვენი განდგომილება, შევცოდეთ შენს წინაშე.

იერემია 16
5. რადგან ასე ამბობს უფალი: ნუ შეხვალ მგლოვიარე სახლში, ნუ წახვალ მათ სატირალზე მისასამძიმრებლად, რადგან ჩემი მშვიდობა წავართვი ამ ხალხს, ამბობს უფალი, ჩემი მადლი და თანაგრძნობა.

ოსია 3
5. მერე მოიქცევიან ისრაელიანები და ძებნას დაუწყებენ უფალს, თავიანთ ღმერთს, და დავითს, თავიანთ მეფეს, და მოწიწებით განიმსჭვალებიან უფლისა და მისი მადლის წინაშე უკანასკნელ დღეებში.

მათე 11
27. ყველაფერი მამისაგან მომეცა მე და არავინ იცის ძე, გარდა მამისა; და არც მამა იცის ვინმემ, გარდა ძისა და იმისა, ვისთვისაც ძე ინებებს მის გამოცხადებას.

მათე 13
19. ყველას, ვინც ისმენს სასუფევლის სიტყვას, მაგრამ არ ესმის იგი, მიადგება უკეთური და მოსტაცებს გულში ჩათესილს: ეს არის თესლი, გზის პირას რომ დაითესა.

ლუკა 24
47. და ქადაგებულიყო მისი სახელით სინანული ცოდვათა მისატევებლად ყველა ხალხში, იერუსალიმიდან მოყოლებული.

იოანე 8
31. და უთხრა იესომ იუდეველებს, რომლებმაც ირწმუნეს იგი: თუ ჩემს სიტყვაში დამკვიდრდებით, ჭეშმარიტად ჩემი მოწაფეები ხართ.

იოანე 14
7. მე რომ მიცნობდეთ, მამაჩემიც გეცნობებოდათ; ამიერიდან კი იცნობთ მას და გიხილავთ იგი.
8. ფილიპემ უთხრა: უფალო, გვიჩვენე მამა და საკმარისია ჩვენთვის.
9. უთხრა მას იესომ: რა ხანია თქვენთანა ვარ და ვერ მიცნობ, ფილიპე? ვინც მე მიხილა, მამაც იხილა; როგორღა ამბობ, მამა გვიჩვენეო?

იოანე 15
7. თუ დარჩებით ჩემში და ჩემი სიტყვები დარჩება თქვენში, ყველაფერი, რასაც ისურვებთ, ითხოვეთ და გექნებათ.

იოანე 16
3. ამას იზამენ იმიტომ, რომ ვერც მამა იცნეს და ვერც მე.

იოანე 17
3. საუკუნო სიცოცხლე კი ის არის, რომ გიცნობდნენ შენ, ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს, და იმას, ვინც შენ მოავლინე - იესო ქრისტეს.

საქმეები 4
12. სხვის მიერ არვისგანაა ხსნა და არც კაცთათვის მიცემული სხვა სახელია ცის ქვეშ, ვისი წყალობითაც ვიხსნიდით თავს.

საქმეები 10
43 მასზე ყველა წინასწარმეტყველი ამოწმებს, რომ ყოველი მისი მორწმუნე მისი სახელით მიიღებს ცოდვების მიტევებას.

საქმეები 13
38. მაშ, იცოდეთ, კაცნო, ძმანო, რომ მის მიერ გეუწყებათ ცოდვათა მიტევება.

საქმეები 15
11. მაგრამ ჩვენ გვწამს, რომ უფალ იესო ქრისტეს მადლით გადავრჩებით ჩვენც და ისინიც.

1პეტრე 1
13. მაშ, მოისარტყლეთ თქვენი გონების წელი, იფხიზლეთ და სრული იმედი გქონდეთ მადლისა, რომელიც მოგენიჭებათ იესო ქრისტეს გამოცხადებით.

1პეტრე 4
10. თვითეული თქვენგანი იმ ნიჭით ემსახუროს დანარჩენთ, რაც მიუღია, როგორც შეშვენის ღვთის მრავალფეროვანი მადლის კეთილ მნეს.

1პეტრე 5
12. სილვანუსის, ჩემი აზრით, თქვენი სანდო ძმის ხელით მოკლედ მოგწერეთ, განუგეშეთ და გიმოწმეთ, რომ ეს მადლი ღვთისა, რომლითაც დგახართ, ჭეშმარიტია.

2პეტრე 3
18. არამედ იზარდეთ ჩვენი უფლისა და მაცხოვრის იესო ქრისტეს მადლითა და შემეცნებით. დიდება მას აწ და მარადის. ამინ.

1იოანე 1
1. რომელიც იყო დასაბამიდან, რომელიც ვისმინეთ და ჩვენი თვალით ვიხილეთ, რომელსაც ვჭვრეტდით და ჩვენი ხელით ვეხებოდით სიცოცხლის სიტყვას;
4. ამას გწერთ, რათა სრულ იყოს თქვენი სიხარული.

1იოანე 2
1. შვილნო ჩემნო, ამას გწერთ, რათა არ სცოდოთ, ხოლო თუ ვინმე შესცოდავს, ქომაგი გვყავს მამის წინაშე - იესო ქრისტე მართალი.
3. იმით გავიგებთ, რომ შევიცნეთ იგი, თუ დავიმარხავთ მის მცნებებს.
4. ვინც ამბობს, რომ შეიცნო იგი, მაგრამ არ იმარხავს მის მცნებებს, ცრუა და ჭეშმარიტება არ არის მასში.
12. ამას გწერთ, შვილნო, ვინაიდან მისი სახელით მოგეტევათ თქვენი ცოდვანი.
13. ამას გწერთ, მამანო, ვინაიდან შეიცანით დასაბამიდან მყოფი. ამას გწერთ, ჭაბუკნო, ვინაიდან სძლიეთ ბოროტი.
14. ეს მოგწერეთ, ყრმანო, რადგანაც შეიცანით მამა. ეს მოგწერეთ, მამანო, რადგანაც შეიცანით დასაბამიდან მყოფი. ეს მოგწერეთ, ჭაბუკნო, რადგანაც ძლიერნი ხართ, ღვთის სიტყვა მკვიდრობს თქვენში და სძლიეთ ბოროტი.
21. იმიტომ კი არ მოგწერეთ, რომ არ იცით ჭეშმარიტება, არამედ იმიტომ, რომ იცით და ისიც გესმით, რომ არცერთი სიცრუე ჭეშმარიტებისგან არ არის.

1იოანე 4
4. თქვენ ღვთისაგან ხართ, შვილებო, და სძლიეთ მათ, რადგანაც ის, ვინც თქვენშია, მეტია იმაზე, ვინც არის ქვეყნად.

1იოანე 5
4. რადგანაც ყველა, ვინც ღვთისაგან არის შობილი, სძლევს ამ ქვეყანას; და ეს არის ძლევა, ქვეყნის მძლეველი: ჩვენი რწმენა.
5. ვინ არის ქვეყნის მძლეველი, თუ არა ის, ვისაც სწამს, რომ იესო არის ძე ღვთისა?
20. ისიც ვიცით, რომ მოვიდა ძე ღვთისა და მოგვცა გონება, რათა შევიცნოთ ჭეშმარიტება და ვიყოთ ჭეშმარიტში, რომელიც არის ძე ღვთისა იესო ქრისტე: ჭეშმარიტი ღმერთი და საუკუნო სიცოცხლე.

2იოანე 1
2. ჭეშმარიტების გულისთვის, რომელიც მკვიდრობს ჩვენში და ჩვენშივე იქნება უკუნისამდე.

3იოანე 1
3. რადგანაც დიდად გავიხარე, როცა მოვიდნენ ძმები და მიმოწმეს შენი ჭეშმარიტება, თუ როგორ დადიხარ ჭეშმარიტებით.

რომაელთა 4
6. ასე დავითიც ნეტარს უწოდებს კაცს, რომელსაც ღმერთი, საქმეთა მიუხედავად, შეურაცხავს სიმართლეს.
7. ნეტავი მათ, რომელთაც მიეტევათ ურჯულოებანი და დაეფარათ ცოდვანი.

1კორინთელთა 15
10. მაგრამ ღვთის მადლით, ისა ვარ, რაცა ვარ, და მისი მადლი ჩემდამი არ ყოფილა ფუჭი, რადგანაც ყველა მათგანზე მეტი ვიღვაწე, თუმცა მე კი არა, არამედ ღვთის მადლმა, რომელიც არის ჩემთან.

2კორინთელთა 4
6. რადგანაც ღმერთმა, რომელმაც ბრძანა ბნელიდან ნათლის გამობრწყინება, გაანათლა ჩვენი გულები, რათა გავებრწყინებინეთ ღმერთის დიდების შემეცნებით, რომლითაც სხივოსნობს იესოს სახე.

2კორინთელთა 6
7. ჭეშმარიტების სიტყვაში, ღვთის ძალაში, სიმართლის საჭურვლით მარჯვენასა და მარცხენაში,

ეფესელთა 1
6. რათა გვექო დიდება მისი მადლისა, რომელიც მოგვმადლა თავის საყვარელ ძეში,
7. ვის მიერაც გვაქვს გამოსყიდვა მისი სისხლით და ცოდვათა მოტევება მისივე მადლის სიმდიდრით,

ფილიპელთა 4
13. ყველაფერი შემიძლია ჩემს განმამტკიცებელ ქრისტეში.

კოლასელთა 1
5. ცაში თქვენთვის გამზადებული იმედის გამო, რაც წინასწარვე ისმინეთ სახარების ჭეშმარიტი სიტყვით,
6. რომელიც ისევეა თქვენში, როგორც მთელ საწუთროში, სადაც გამოაქვს ნაყოფი და ისევე იზრდება, როგორც თქვენს შორის, იმ დღიდან მოყოლებული, რაც ისმინეთ და ჭეშმარიტებით შეიმეცნეთ ღვთის მადლი;
14. ვინც გამოგვისყიდა თავისი სისხლით და მოგვიტევა ჩვენი ცოდვები;

კოლასელთა 3
16. დაე, ქრისტეს სიტყვა მთელი სიბრძნითა და სიუხვით დაემკვიდროს თქვენში; ფსალმუნებით, საგალობლებითა და სულიერი შესხმით ასწავლეთ და შეაგონეთ ერთმანეთს; მადლიერებით უგალობეთ უფალს თქვენს გულებში.

2თესალონიკელთა 1
12. რათა იდიდოს ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელი თქვენში, ხოლო თქვენ - მასში, ჩვენი ღმერთისა და უფალ იესო ქრისტეს მადლით.

2ტიმოთე 2
1. მაშ, გაძლიერდი, შვილო ჩემო, ქრისტე იესოს მადლით,

ებრაელთა 4
16. მაშ, თამამად მივეახლთთ მადლის ტახტს, რათა მივიღოთ წყალობა და ვპოვოთ მადლი დროული შეწევნისათვის.

ებრაელთა 8
10. აი, ეს იქნება აღთქმა, იმ დღეთა შემდგომ რომ აღვუთქვამ ისრაელის სახლს, ამბობს უფალი: ჩავდებ ჩემს რჯულს მათ გონებაში, და მათ გულებზე დავაწერ მას; და ვიქნები მათი ღმერთი, ხოლო ისინი იქნებიან ჩემი ხალხი.

გამოცხადება 2
7. ვისაც ყური აქვს, ისმინოს, რას ეუბნება სული ეკლესიებს: მძლეველს ვაგემებინებ სიცოცხლის ხისაგან, რომელიც არის ღვთის სამოთხეში.

__თემაზე წერდნენ__

***
ღმერთის საქმეა - მოგანიჭოს მადლი, შენი მოვალეობა კი მისი დაცვა და შენარჩუნებაა.
__წმ.კირილე იერუსალიმელი__

biblesimfony.jimdo.com
3. რწმენა მოქმედებაში
3.40 რწმენის ზრდისთვის
3.40.40