რწმენის შესმენა და მორჩილება
Мирза Бадиаури |
A A 666 |
საკვანძო მუხლები: ტიტეს მიმართ 3:7; იოანეს სახარება 5:25; მოციქულთა საქმეები 6:7; მოციქულთა საქმეები 10:44; მოციქულთა საქმეები 11:15; მოციქულთა საქმეები 19:2-6; რომაელთა მიმართ 1:17-18; რომაელთა მიმართ 10:16-17; 1 კორინთელთა მიმართ 2:10-13; გალატელთა მიმართ 3:2;
3.40.36.__
- ჩვენ ვისმინეთ და დავემორჩილეთ სახარებისეულ რწმენას საქ.6,7
- ვისმინეთ და მივიღეთ ქრისტესმიერი ხსნა, გავმართლდით რწმენით, რითაც ვიცოცხლებთ, თუკი არ ჩავახშობთ ჭეშმარიტების ხმას ჩვენში ინ.5,25 რომ.1,17.18; 10,16.17
- გავმართლდით მადლით ტიტ.3,7
- რწმენის შესმენით და მორჩილებით ვიღებთ სულიწმიდას საქ.10,44; 11,15; 19,2-6 გალ.3,[2].5
- ვისმენთ ღმერთისგან ღვთის სულით და სულიერით განვმარტავთ სულიერს 1კორ.2,10-13
ბიბლიის მუხლები
იოანე 5
25. ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მოვა დრო და მოვიდა კიდეც, როცა მკვდრები მოისმენენ ღმერთის ძის სიტყვას, და ვინც მოისმენს, ცხონდება.
საქმეები 6
7. იზრდებოდა ღვთის სიტყვა და უჩვეულოდ მრავლდებოდა მოწაფეთა რიცხვი იერუსალიმს; და მღვდელთაგანაც ბევრი დაემორჩილა რწმენას.
საქმეები 10
44 ჯერ კიდევ ლაპარაკობდა პეტრე ამ სიტყვებს, რომ სულიწმიდა გადმოვიდა ყველაზე, ვისაც ესმოდა სიტყვა.
საქმეები 11
15. ლაპარაკი რომ დავიწყე, სული წმიდა გადმოვიდა მათზე, ისევე, როგორც ჩვენზე თავდაპირველად.
საქმეები 19
2. და უთხრა მათ: თუ მიიღეთ სული წმიდა, როცა ირწმუნეთ? მოწაფეებმა კი მიუგეს: არც გაგვიგია, არსებობს თუ არა სული წმიდა.
3. უთხრა მათ პავლემ: მაშ, რით მოინათლეთ? უპასუხეს: იოანეს ნათლისცემითო.
4. მაშინ პავლემ თქვა: იოანე სინანულის ნათლისცემით ნათლავდა და ეუბნებოდა ხალხს, რომ ერწმუნათ მის შემდეგ მომავალი, ესე იგი, იესო ქრისტე.
5. ეს რომ გაიგეს, მოინათლნენ უფალ იესოს სახელით.
6. პავლემ ხელი დაადო მათ და გადმოვიდა მათზე სული წმიდა: სხვადასხვა ენებზე ალაპარაკდნენ და წინასწარმეტყველებდნენ.
რომაელთა 1
17. რაკიღა მასში ცხადდება სიმართლე ღვთისა რწმენისთვის და რწმენით; როგორც დაწერილია: „მართალი რწმენით იცოცხლებს“.
18. რადგანაც ღვთის რისხვა ზეცით ცხადდება, რათა თავს დაატყდეს კაცთა უსამართლობას და უღმერთოებას, თავიანთი უსამართლობით რომ ახშობენ ჭეშმარიტებას.
რომაელთა 10
16. მაგრამ ყველამ როდი ისმინა სახარება. რადგან ესაია ამბობს: „უფალო, ვინ ირწმუნა, რაც ჩვენგან ისმინეს?“
17. ამრიგად, რწმენა - სმენისაგან, ხოლო სმენა - ქრისტეს სიტყვისგან.
1კორინთელთა 2
10. ჩვენ კი თავისი სულით გაგვიცხადა ღმერთმა, რადგანაც სული ყველაფერს იკვლევს, თვით ღვთის სიღრმესაც.
11. და მართლაც, რომელმა ჩვენგანმა იცის, რა არის ჩვენში, თუ არა ჩვენმავე სულმა? ასევე ღვთისაც არავინ არაფერი იცის, გარდა მისივე სულისა.
12. ხოლო ჩვენ ამ ქვეყნის სული კი არ მიგვიღია, არამედ სული, რომელიც არის ღვთისაგან, რათა ვიცოდეთ, რა მოგვანიჭა ღმერთმა.
13. ასე რომ, რაზედაც ვმსჯელობთ, კაცური სიბრძნით ნასწავლი სიტყვით კი არ ვმსჯელობთ, არამედ სიტყვით, რომელიც გვისწავლია სული წმიდისგან, და სულიერით განვმარტავთ სულიერს.
გალატელთა 3
2. მხოლოდ ეს მინდა ვიცოდე თქვენგან: რჯულის საქმეთაგან მიიღეთ სული თუ რწმენის შესმენით?
5. ვინც სულს გაძლევთ და სასწაულებს ახდენს თქვენს შორის, რჯულის საქმეებით ახდენს ამას თუ რწმენის შესმენით?
ტიტე 3
7. რათა მისი მადლით გამართლებულთ სასოებისამებრ დაგვემკვიდრებინა საუკუნო სიცოცხლე.
biblesimfony.jimdo.com
3. რწმენა მოქმედებაში
3.40. რწმენის ზრდისთვის
3.40.36