რწმენა შევინახოთ წრფელი სინდისით
Мирза Бадиаури |
A A 605 |
საკვანძო მუხლები: ფსალმუნები 23:4-5; იერემია 4:14; მათეს სახარება 5:8; მათეს სახარება 12:35; მარკოზის სახარება 12:33; მოციქულთა საქმეები 23:1; მოციქულთა საქმეები 24:16; იაკობის წერილი 4:8; 1 პეტრეს წერილი 1:22; 1 პეტრეს წერილი 3:16; რომაელთა მიმართ 9:1; 2 კორინთელთა მიმართ 1:12; 1 ტიმოთეს მიმართ 1:5-6; 1 ტიმოთეს მიმართ 3:9; 2 ტიმოთეს მიმართ 1:3; 2 ტიმოთეს მიმართ 2:22; ტიტეს მიმართ 1:15; ებრაელთა მიმართ 9:14; ებრაელთა მიმართ 10:22; ებრაელთა მიმართ 11:5-6; ებრაელთა მიმართ 13:18;
3.40.35._
საქ.23,1; 24,16; 1პეტ.3,16.21 რომ.9,1; 2კორ.1,12; 1ტიმ.3,[9]; 2ტიმ.1,3 ებრ.13,18
- ღმერთი აფასებს მორწმუნის გულის სიწმიდეს ფს.23,4.5 იერ.4,14 მათ.5,8; 12,35 მარ.12,33; იაკ.4,8; 1პეტ.1,22; 2ტიმ.1,5; 2,22 ებრ.9,14; 10,22; 11,5.6
- წრფელ სინდისს დაშორებული იქცევა ფუჭ მოლაყბედ და მარცხს იწვნევს რწმენაში 1ტიმ.1,[5].6.19 ტიტ.1,15
ბიბლიის მუხლები
ფსალმუნი 23
4. ვისაც ხელები სუფთა აქვს და გული სპეტაკი, ვინც მიუღწეველს არ წაპოტინებია და ყალბად არ დაუფიცია,
5. ის მიიღებს კურთხევას უფლისაგან და წყალობას თავისი მხსნელი ღმერთისაგან.
იერემია 4
14. გულიდან ამოირეცხე ბოროტება, იერუსალიმო, რომ გადარჩე! როდემდის უნდა იბუდოს შენს წიაღში უკეთურმა ზრახვებმა?
მათე 5
8. ნეტარ არიან წმიდანი გულითა, ვინაიდან ისინი ღმერთს იხილავენ
მათე 12
35. კეთილ კაცს კეთილი საუნჯისგან გამოაქვს კეთილი, და ბოროტ კაცს ბოროტი საუნჯისგან გამოაქვს ბოროტი.
მარკოზი 12
33. და რომ უნდა გვიყვარდეს იგი მთელი გულით და მთელი სულით და მთელი გონებით და მთელი ძალით; და გვიყვარდეს მოყვასი, როგორც საკუთარი თავი - ეს ყოველგვარ მსხვერპლსა და შესაწირავზე უმეტესია.
საქმეები 23
1. პავლემ მზერა მიაპყრო საკრებულოს და თქვა: კაცნო, ძმანო, დღემდე წრფელი სინიდისით ვმოქალაქეობდი ღვთის წინაშე.
საქმეები 24
16. ამიტომ თავადაც ვიღვწი, რომ ყოველთვის უმწიკვლო სინიდისი მქონდეს ღვთისა და კაცთა წინაშე.
იაკობი 4
8. მიუახლოვდით ღმერთს და მოგიახლოვდებათ; განიბანეთ ხელები, ცოდვილნო, და განიწმინდეთ გულები, ორგულნო.
1პეტრე 1
22. ჭეშმარიტებისადმი მორჩილებით განიწმიდეთ თქვენი სულები უპირფერო, ძმური სიყვარულისთვის და წმიდა გულით მხურვალედ გიყვარდეთ ერთმანეთი,
1პეტრე 3
16. წრფელი იყოს თქვენი სინიდისი, რათა თვით იქაც კი, სადაც ბოროტი სიტყვით გახსენებენ როგორც ბოროტმოქმედთ, შერცხვენილნი დარჩნენ ისინი, ვინც გმობენ თქვენს კეთილ ქცევას ქრისტეში
21. ეს იყო ხატება ნათლისღებისა, რაც ამჟამად გიხსნით (არა ჭუჭყის ჩამორეცხვა ხორციდან, არამედ წრფელი სინიდისის სწრაფვა ღვთის მიმართ) იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის წყალობით,
რომაელთა 9
1. ჭეშმარიტებას ვამბობ ქრისტეში, არა ვცრუობ, მემოწმება ჩემი სინიდისი სული წმიდის მიერ,
2კორინთელთა 1
12. რადგანაც ჩვენი სიქადული ისაა, რასაც გვიმოწმებს ჩვენი სინიდისი, რომ სიწრფელითა და საღმრთო სიწმიდით, ხორციელი სიბრძნით კი არა, არამედ ღვთის მადლით ვცხოვრობდით ამ ქვეყნად, მით უმეტეს, თქვენს შორის.
1ტიმოთე 1
5. ხოლო მცნების მიზანია სიყვარული წმიდა გულით, წრფელი სინიდისითა და უპირფერო რწმენით,
6. რასაც ზოგიერთი დაშორდა და ფუჭ მოლაყბედ იქცა.
19. გქონდეს რწმენა და წრფელი სინიდისი, რაც უარყო ზოგიერთმა და მარცხი იწვნია რწმენაში, როგორც ხომალდმა - ზღვაში.
1ტიმოთე 3
9. რწმენის საიდუმლოს შემნახველნი წრფელი სინიდისით.
2ტიმოთე 1
3. ვმადლობ ღმერთს, რომელსაც, წინაპართა კვალდაკვალ, წმიდა სინიდისით ვემსახურები, - რომ გამუდმებით გიხსენებ ჩემს ლოცვებში, დღისით თუ ღამით;
5. მახსენდება შენი უპირფერო რწმენა, რომელიც პირველად დაემკვიდრა დიდედაშენ ლოიდესა და დედაშენ ევნიკეში, და, მწამს, შენშიაც.
2ტიმოთე 2
22. ილტვოდე სიჭაბუკის გულისთქმათაგან; მისდიე სიმართლეს, რწმენას, სიყვარულს, მშვიდობას ყველასთან ერთად, ვინც წმიდა გულით მოუხმობს უფალს.
ტიტე 1
15. რადგანაც წმიდათათვის ყველაფერი წმიდაა, ბილწთა და ურწმუნოთათვის კი არაფერი არ არის წმიდა, არამედ შებილწულია მათი გონებაც და სინიდისიც.
ებრაელთა 9
14. განა სისხლი ქრისტესი, რომელმაც მარადიული სულით უბიწო მსხვერპლად შესწირა თავი ღმერთს, ათასწილ უფრო მეტად არ განწმედს თქვენს სინიდისს მკვდარ საქმეთაგან, ცოცხალი ღმრთის სამსახურისთვის?
ებრაელთა 10
22. მივეახლოთ მას წრფელი გულითა და რწმენის სისრულით, უკეთური სინიდისისაგან სხურებით გულგაწმენდილნი და სუფთა წყლით ტანგაბანილნი,
ებრაელთა 11
5. რწმენით გარდაიცვალა ენოქი, ისე, რომ არ უხილავს სიკვდილი, და ვეღარავინ დალანდა, რადგანაც ღმერთმა წაიყვანა იგი; ვინაიდან სიკვდილამდე მიიღო მოწმობა, რომ ესათნოვა ღმერთს.
6. რწმენის გარეშე კი შეუძლებელია ესათნოვო ღმერთს, რადგან ვინც მას უახლოვდება, უნდა სწამდეს, რომ ღმერთი არსებობს და სანაცვლოს მიაგებს მის მაძიებელთ.
ებრალთა 13
18. ილოცეთ ჩვენთვის, რადგანაც გვწამს, რომ წრფელი სინიდისი გვაქვს, და გვინდა ყოველთვის წრფელად ვიქცეოდეთ.
biblesimfony.jimdo.com
3. რწმენა მოქმედებაში
3.40. რწმენის ზრდისთვის
3.40.35