ვიდგეთ მტკიცედ და შეურყეველად
Мирза Бадиаури |
A A 839 |
საკვანძო მუხლები: მოციქულთა საქმეები 16:4-5; იესო ნავეს ძე 1:6-7; 2 მეფეთა 10:12; 3 მეფეთა 2:2; 1 ნეშტთა 19:13; 1 ნეშტთა 28:10; ფსალმუნები 26:14; ესაია 35:4; დანიელი 10:19; დანიელი 11:32; ანგია 2:4; ზაქარია 8:9; მოციქულთა საქმეები 14:22; 1 კორინთელთა მიმართ 15:1-2; 1 კორინთელთა მიმართ 16:13; 2 კორინთელთა მიმართ 1:24; გალატელთა მიმართ 5:1; ეფესელთა მიმართ 6:10; ფილიპელთა მიმართ 1:27; ფილიპელთა მიმართ 4:13; კოლასელთა მიმართ 4:11; 2 თესალონიკელთა მიმართ 2:15; 2 ტიმოთეს მიმართ 4:7; გამოცხადება 3:2;
3.40.34.__
- გავმაგრდეთ, გავსალკლდევდეთ იესნ.1,6.7.18; 2მფ.10,12; 3ფ.2,2; 1ნეშ.19,13; 28,10 ფს.26,14 ეს.35,4 დან.10,19; 11,32 ანგ.2,4 ზაქ.8,9; 1კორ.15,1.2.58; 16,[13] გალ.5,1 ეფ.6,10.13 ფლპ.1,27 კოლ.1,11.23; 2თეს.2,15
- განვამტკიცოთ ერთმანეთი, ვილოცოთ სხვების რწმენაში განსამტკიცებლად საქ.14,22; 16,4.5; 2კორ.1,24 კოლ.4,12 გმცხ.3,2
- ყველაფერი შეგვიძლია ჩვენს განმამტკიცებელ ქრისტეში ფლპ.4,13
- რწმენა შევინახოთ 2ტიმ.4,7
ბიბლიის მუხლები
იესო ნავეს ძე 1
6. გამაგრდი და მტკიცედ დეგ, რადგან შენ უნდა დაუმკვიდრო ამ ხალხს ის ქვეყანა, რომლის მიცემასაც შევპირდი მათ მამა-პაპას.
7. ოღონდ გამაგრდი და მტკიცედ დეგ მთელი რჯულის აღსრულებაში, რაც გიანდერძა მოსემ, ჩემმა მორჩილმა. არ გადაუხვიო მისგან არც მარჯვნივ, არც მარცხნივ, რომ ყველგან წარმატებით იარო.
18. ყოველი კაცი, ვინც არ დაემორჩილება შენს ნაბრძანებს და არ გაიგონებს შენს სიტყვას, რასაც გვიბრძანებ, სიკვდილით დაისჯება. ოღონდ გამაგრდი და მტკიცედ დეგ.
2მეფეთა 10
12. გამაგრდი და მტკიცედ იდექი ჩვენი ხალხისათვის და უფლის, ჩვენი ღმერთის ქალაქებისთვის. უფალმა ქმნას, რაც ენებოს.
3მეფეთა 2
2. მივდივარ მთელი ქვეყნის გზით, გამაგრდი და კაცი იყავი.
1ნეშტთა 19
13. გამაგრდი და მტკიცედ იდექი ჩვენი სალხისათვის და ჩვენი უფლის, ჩვენი ღმერთის ქალაქებისათვის. უფალმა ქმნას, რაც ენებოს.
1ნეშტთა 28
10. ახლა უყურე, რაკი უფალმა გამოგარჩია უფლის საწმიდრის ამშენებლად, მტკიცედ დეგ და გააკეთე.
ფსალმუნი 26
14. მიენდე უფალს, გამხნევდი და გაამაგრე შენი გული და გქონდეს უფლის იმედი.
ესაია 35
4. უთხარით გულშემდრკალთ: გამაგრდით, ნუ გეშინიათ! აჰა, ღმერთი თქვენი, მოვა შურისგება, ღვთის საზღაური; ის მოვა და გიხსნით თქვენ.
დანიელი 10
19. მითხრა: ნუ გეშინია, სათნო კაცო, მშვიდობა შენდა! გამაგრდი, გამაგრდი. როცა მელაპარაკებოდა, გავმაგრდი.
დანიელი 11
32. პირფერობით მიიმხრობს აღთქმის ავისმყოფეღთ; თავისი ღმერთის მცოდნე ხალხი კი მტკიცედ დადგებადა იმოქმედებს.
ანგია 2
4. ახლა გამაგრდი, ზერუბაბელ! ამბობს უფალი. გამაგრდი იესო იეჰოცადაკის ძევ, მღვდელმთავარო! გამაგრდი, მთელო ქვეყნის ერო! ამბობს უფალი, და იშრომეთ, რადგან თქვენთანა ვარ, ამბობს ცაბაოთ უფალი.
ზაქარია 8
9. ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: უფლის ტაძრის ასაშენებლად გაიმაგრეთ ხელები, ვინც ისმენდით იმ დღეებში იმ წინასწარმეტყველთა ნათქვამ სიტყვებს, რომლებიც იყვნენ ცაბაოთ უფლის სახლის დაფუძნების ჟამს.
საქმეები 14
22. ამხნევებდნენ მოწაფეთა სულებს, შეაგონებდნენ, მტკიცედ მდგარიყვნენ რწმენით, და ეუბნებოდნენ: მხოლოდ დიდი ტანჯვის ფასად თუ შევალთ ღვთის სასუფეველშიო.
საქმეები 16
4. ქალაქებში გავლისას პავლე და სილა ასწავლიდნენ მათ, რომ დაეცვათ იერუსალიმელ მოციქულთა და უხუცესთა მიერ დადგენილი წესები.
5. ეკლესიები კი მტკიცდებოდნენ რწმენით და მრავლდებოდნენ ყოველდღიურად.
1კორინთელთა 15
1. თქვენ კი გაუწყებთ, ძმანო, სახარებას, რომელიც მიიღეთ ჩემი ხარებით და რომელშიც დგახართ.
2. მისითვე ცხონდებით, თუკი ისე ინახავთ სიტყვას, როგორც გახარეთ, და თუ ამაოდ არ ირწმუნეთ.
58. ამიტომ, ჩემო საყვარელო ძმანო, მტკიცენი იყავით, ურყევნი და უფლის საქმეში მარად მოუღლელნი; იცოდეთ, რომ თქვენი შრომა ფუჭი როდია უფლის წინაშე.
1კორინთელთა 16
13. იფხიზლეთ, მტკიცედ იდექით რწმენით, მხნედ იყავით და გაძლიერდით.
2კორინთელთა 1
24. იმიტომ კი არა, რომ თქვენს რწმენაზე ვიუფლოთ, არამედ იმიტომ, რომ ხელს ვუწყობთ თქვენს სიხარულს, რადგანაც რწმენითა დგახართ.
გალატელთა 5
1. თავისუფლებისათვის გაგვათავისუფლა ქრისტემ: მაშ, მტკიცედ იდექით და ნუღარ დაიდგამთ მონობის უღელს.
ეფესელთა 6
10. და ბოლოს, ძმანო, გასალკლდევდით უფლის მეოხებით და მისი ძალის სიმტკიცით.
13. ამიტომ ხელთ იპყარით ღვთის საჭურველი, რათა უკეთურ დღეს შეგეძლოთ წინააღმდეგობა და, ყოვლის მძლეველნი, კვლავ მტკიცედ იდგეთ.
ფილიპელთა 1
27. მაგრამ ისე კი იცხოვრეთ, როგორც შეჰფერის ქრისტეს სახარებას, რათა, მოვალ და გიხილავთ, თუ შორს ვიქნები, მხოლოდ ის მესმოდეს თქვენზე, რომ ერთსულოვნად დგახართ და ერთობლივად იღვწით სახარების რწმენისთვის.
ფილიპელთა 4
13. ყველაფერი შემიძლია ჩემს განმამტკიცებელ ქრისტეში.
კოლასელთა 1
11. ყოველმხრივ ძლიერდებოდეთ მისი დიდების სიმტკიცით, რათა ყოვლისმთმენნი და სულგრძელნი იყოთ,
23. მაგრამ ამისთვის საჭიროა, რომ რწმენით დამკვიდრებულნი და განმტკიცებულნი არ განეშოროთ სასოებას სახარებისას, რომელიც გსმენიათ, ცისქვეშეთის ყველა ქმნილებისთვის ქადაგებული, და რომლის მსახურიც გავხდი მე, პავლე.
კოლასელთა 4
12. მოკითხვას გითვლით თქვენიანი ეპაფრა, დღენიადაგ რომ ლოცულობს თქვენთვის, რათა მტკიცედ იდგეთ, სრულნი და სავსენი ღვთის მთელი ნებით.
2თესალონიკელთა 2
15. მაშ, მტკიცედ იდექით, ძმანო, და ხელთ გეპყრათ სწავლა, სიტყვით თუ წერილით რომ გადმოგეცით.
2ტიმოთე 4
7. კეთილი ღვაწლით მიღვაწნია, სარბიელი გამილევია, რწმენა შემინახავს,
გამოცხადება 3
2. იფხიზლე და განამტკიცე დანარჩენი, რაც უახლოვდება სიკვდილს, რადგანაც ვერ ვნახე, რომ შენი საქმენი გასრულებულიყვნენ ჩემი ღვთის წინაშე.
__თემაზე წერდნენ__
***
დექ მტკიცედ და შეურყევლად.
__წარწერა იერუსალიმის ჯვრის მონასტრის იატაკზე__
***
აქა ვდგავარ და სხვაგვარად არ ძალმიძს.
__მარტინ ლუთერი__
***
იუდაიზმით გატაცებულ ერთ ებრაელს ვკითხე, სინაგოგაში თუ დადიხარ მეთქი. - რასაკვირველიაო, მიპასუხა, მე რამდენი წიგნიც მომეწონება, იმდენჯერ მამაპათა რწმენა თუ უარვყავი, რაღა გვეშველებაო! ჩვენში კი, სამწუხაროდ, ბევრს არა აქვს ასეთი შეგნება.
__ვიქტორ რცხილაძე__
***
ჩვენი შემცირებული რწმენით დგომა უფლის ძალის მოსვლას ასუსტებს ჩვენს მიმართ, მაგრამ უფლის ძალა და მადლი იგივეა ყოველთვის. მთავარია იყოს მისი მიმღები.
__გ. ჯვარშეიშვილი__
biblesimfony.jimdo.com
3. რწმენა მოქმედებაში
3.40. რწმენის ზრდისთვის
3.40.34