ღვთის ნაწერი ფიქალები
Мирза Бадиаури |
A A 714 |
საკვანძო მუხლები: გამოსვლა 34:29; მეორე რჯული 9:10; მეორე რჯული 10:1-5;
1.1.34__
გამ. 34, [29]; რჯ. 9,10; 10,1-5.
ბიბლიის მუხლები
გამოსვლათა 34
29. როცა ჩამოდიოდა მოსე სინაის მთიდან, აღთქმის ორი ფიქალი ეჭირა ხელში მოსეს მთიდან ჩამოსვლისას,
მეორე რჯული 9
10. მომცა უფალმა ორი ფიქალი, ღვთიური თითებით წარწერილი. ზედ იყო ყველა ის სიტყვა, რომელიც გამოგიცხადათ უფალმა მთაზე ცეცხლის შუაგულიდან თავშეყრის დღეს.
მეორე რჯული 10
1. მითხრა უფალმა იმჟამად: გამოთალე ორი ფიქალი, იმ პირვანდელთა მსგავსი, ამოდი ჩემთან მთაზე და გაიკეთე ხის კიდობანი.
2. მე წავაწერ დაფებზე სიტყვებს, რომლებიც ეწერა იმ პირვანდელ დაფებზე, შენ რომ დალეწე. ჩააწყვე ისინი კიდობანში.
3. მეც გავაკეთე ურთხელის კიდობანი, გამოვთალე ორი ფიქალი, იმ პირვანდელთა მსგავსი, და ავედი მთაზე. ხელში ეს ორი ფიქალი მეჭირა.
4. მაშინდელივით წააწერა ფიქალებზე ათი სიტყვა, რომელიც გამოგიცხადათ უფალმა მთაზე ცეცხლის შუაგულიდან, თავშეყრის დღეს, და მომცა ისინი უფალმა.
5. პირი ვიბრუნე და ჩამოვედი მთიდან, ჩავაწყვე ფიქალები ჩემს გაკეთებულ კიდობანში და ეწყო იქ, როგორც მიბრძანა უფალმა.
biblesimfony.jimdo.com
1.1.34