• georgian flag
  • english flag

ნუ ვიფიქრებთ თავზე უფრო მეტს, ვიდრე გვმართებს


author
Мирза Бадиаури
A A       761

საკვანძო მუხლები: იგავნი სოლომონისა 16:19; იგავნი სოლომონისა 25:27; ეკლესიასტე 7:16; მიქა 6:8; მათეს სახარება 18:1-4; ლუკას სახარება 18:11; 1 პეტრეს წერილი 4:11; 1 პეტრეს წერილი 5:5; რომაელთა მიმართ 11:20; რომაელთა მიმართ 12:3; რომაელთა მიმართ 15:15; 1 კორინთელთა მიმართ 3:10; 1 კორინთელთა მიმართ 4:8; 1 კორინთელთა მიმართ 15:10; 2 კორინთელთა მიმართ 12:7; გალატელთა მიმართ 6:3-4; ეფესელთა მიმართ 3:8; ფილიპელთა მიმართ 2:3-8;

3.40.6.__

რომ.12,[3]; 15,15; 1კორ.3,10; 15,10 გალ.6,3.4

- ვიყოთ თავმდაბლები, არ ვიქედმაღლოთ იგავ.16,19 მათ.18,1-4; 1პეტ.5,5 რომ.11,20; 1კორ.4,8 ეფ.3,8

- ვეძიოთ სხვისი დიდება იგავ.25,27 ფლპ.2,3-8

- ნუ ვიქნებით ზედმეტად მართალი და მეტისმეტად ბრძენი ეკლ.7,16 ლუკ.18,11; 2კორ.12,7

- რაც გვებრძანა, ის გულისხმავყოთ, დაფარული არ გვჭირდება ზირაქ.3,21 მიქ.6,8

- ღვთის სიტყვით ვილაპარაკოთ და ღვთის ძალით ვიმოქმედოთ მხოლოდ 1პეტ.4,11

ბიბლიის მუხლები

იგავები 16
19. ბეჩავ ხალხთან თავმდაბლობა გერჩიოს ქედმაღლებთან ნადავლის გაყოფას.

იგავები 25
27. ბევრი თაფლის ჭამა არ არის კარგი, მაგრამ სხვისი დიდების ძიება სასახელოა.

ეკლესიასტე 7
16. ნუ იქნები ზედმეტად მართალი და მეტისმეტად ნუ დაბრძენდები - რად გინდა, რომ შეძრწუნდე?

სიბრძნე ზირაქისა 3
21. რაც გებრძანება, ის გულისხმაჰყავ, რადგან დაფარული არ გჭირდება.

მიქა 6
8. ხომ გეუწყა შენ, ადამიანო, რა არის სიკეთე და რას ითხოვს შენგან უფალი? მხოლოდ სამართლის ქმნას და წყალობის სიყვარულს, მოწიწებით სიარულს უფლის წინაშე.

მათე 18
1. იმ ხანად მივიდნენ მოწაფეები იესოსთან და ჰკითხეს: ვინ უფრო დიდია ცათა სასუფეველში?
2. იესომ დაუძახა ბავშვს, მათ შორის ჩააყენა
3. და თქვა: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: თუ არ მოიქცევით და არ იქნებით, როგორც ბავშვები, ვერ შეხვალთ ცათა სასუფეველში.
4. ამრიგად, ვინც დაიმდაბლებს თავს, როგორც ეს ბავშვი, ის არის უდიდესი ცათა სასუფეველში.

ლუკა 18
11. ფარისეველი დადგა და ასე ლოცუღობდა გულში: ღმერთო, გმადლობ, რადგან არა ვარ, სხვა კაცთა მსგავსად, მტაცებელი, უსამართლო, მემრუშე, და არც ამ მებაჟეს ვგავარ.

1პეტრე 4
11. თუ ლაპარაკობს ვინმე, ღვთის სიტევისამებრ ილაპარაკოს; თუ მსახურებს ვინმე, ღვთის მიერ ბოძებული ძალით იმსახუროს, რათა სრულად იდიდებოდეს ღმერთი იესო ქრისტეს მიერ, ვისიცაა დიდება და ძალი უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

1პეტრე 5
5. ასევე უმრწემესნიც დაემორჩილეთ უხუცესთ და ურთიერთმორჩილებით შეიმოსეთ სიმდაბლე, რადგან ქედმაღალთ ეწინააღმდეგება ღმერთი, თავმდაბალთ კი მადლს ანიჭებს.

რომაელთა 11
20. კეთილი. ისინი ურწმუნოებით გადატყდნენ, ხოლო შენ რწმენითა დგახარ. ნუ ქედმაღლობ, არამედ გეშინოდეს.

რომაელთა 12
3. ჩემთვის მოცემული მადლით მოგმართავთ ყველას: ნურავინ იფიქრებს თავის თავზე უფრო მეტს, ვიდრე უნდა ფიქრობდეს; არამედ იფიქროს ზომიერად, იმ რწმენის თანახმად, ღმერთმა რომ მიაგო თვითეულ თქვენგანს.

რომაელთა 15
15. მაგრამ, ცოტა არ იყოს, კადნიერად მოგწერეთ, ძმანო, თითქოს იმისთვის, რომ შემეხსენებინა თქვენთვის იმ მადლით, რომელიც მომეცა ღვთის მიერ,

1კორინთელთა 3
10. მე, ჩემთვის ბოძებული ღვთის მადლით, როგორც ბრძენმა ხუროთმოძღვარმა, საძირკველი დავდე, სხვა კი აშენებს მასზე, მაგრამ ყველამ უყუროს, როგორ აშენებს.

1კორინთელთა 4
8. აწ უკვე გამძღარხართ, გამდიდრებულხართ და უჩვენოდ სუფევთ. ნეტა მართლა გქონდეთ სუფევა, რომ ჩვენც თქვენთან ერთად ვსუფევდეთ.

1კორინთელთა 15
10. მაგრამ ღვთის მადლით, ისა ვარ, რაცა ვარ, და მისი მადლი ჩემდამი არ ყოფილა ფუჭი, რადგანაც ყველა მათგანზე მეტი ვიღვაწე, თუმცა მე კი არა, არამედ ღვთის მადლმა, რომელიც არის ჩემთან.

2კორინთელთა 12
7. თავს რომ არ გამსვლოდა გამოცხადების უჩვეულობით, ჩემდა საწამებლად მომეცა ნესტარი ხორცში, სატანის ანგელოზი, რათა დაეთრგუნა ჩემი ზვაობა.

გალატელთა 6
3. რადგან ვისაც რაიმედ მოაქვს თავი და არარა კია, თავისსავე თავს იტყუებს.
4. თვითეულმა თქვენგანმა გამოსცადოს თავისი საქმე და მაშინ ექნება იმის საბაბი, რომ თავისი თავით იქადოდეს და არა სხვისით.

ეფესელთა 3
8. მე, უმცირესს წმიდათა შორის, მომეცა ეს მადლი, რათა მეხარებინა წარმართთათვის წარმოუდგენელი სიმდიდრე ქრისტესი,

ფილიპელთა 2
3. ნურას ჩაიდენთ ცილობით და ცუდმედიდობით, არამედ, ქედმოდრეკილნი, საკუთარ თავზე უმეტესად მიიჩნევდეთ ერთიმეორეს.
4. მარტო თავის თავზე ნუკი ზრუნავს თვითეული თქვენგანი, არამედ სხვებზეც იზრუნოს.
5. იგივე ზრახვები გქონდეთ, როგორიც ქრისტე იესოს,
6. რომელსაც, თუმცა ღვთის ხატი იყო, ნაძარცვად არ შეურაცხავს ღვთის სწორად ყოფნა.
7. მაგრამ თავი დაიმცრო, მონის ხატი შეიმოსა და გარეგნობით კაცის მსგავსებად იქცა.
8. თავი დაიმდაბლა და მორჩილი გახდა თვით სიკვდილამდე, ჯვარცმით სიკვდილამდე.

biblesimfony.jimdo.com
3. რწმენა მოქმედებაში
3.40. რწმენის ზრდისთვის
3.40.6