ღვთის სიტყვის მხოლოდ შესწავლა არ კმარა, გამოვიყენოთ კიდეც ცხოვრებაში
Мирза Бадиаури |
A A 675 |
საკვანძო მუხლები: მეორე რჯული 23:2; ესაია 44:28; ესაია 55:11; ლუკას სახარება 8:13-15; 1 კორინთელთა მიმართ 3:9; 1 თესალონიკელთა მიმართ 2:13;
3.40.33.__
- გამოვიყენოთ უფლის დარიგება რჯ.23,2 ზირაქ.39,1-8
- უფალი მიმართავს აღმსრულებლებს ეს.44,28; 55,[11]
- ნუ დავხვდებით კლდოვანად ან ეკალ-ბარდად უფლის მარცვლებს, არამედ ვიყოთ პოხიერი, ნაყოფიერი ნიადაგი ლუკ.8,13-15
- ვიყოთ ღვთის თანამოსაქმენი და ნამუშაკევნი 1კორ.3,9
- ღვთის სიტყვა მოქმედებდეს ჩვენში 1თეს.2,13
ბიბლიის მუხლები
მეორე რჯული 23
2. წვიმასავით მოდის ჩემი დარიგება, ცვარივით ეპკურება ჩემი ნათქვამი, როგორც ისხარი მდელოზე, როგორც თქეში მწვანე ბალახზე.
სიბრძნე სირაქისა 39
1. მხოლოდ ის, ვინც თავს შესწირავს უზენაესის რჯულის შესწავლას, გამოიძიებს წინაპართა სიბრძნეს და წინასწარმეტყველებაში გაიწაფება,
2. ის შეითვისებს სახელოვან კაცთა ანდაზებს და იგავთა ნართაულობას ჩაწვდება;
3. გამოიკვლევს ანდაზების დაფარულ აზრს და იგავთა გამოცანებს გამოიცნობს;
4. დიდებულთა შორის იმსახურებს და წინამძღოლის წინაშე წარდგება; იმოგზაურებს უცხო ტომთა ქვეყანაში, რადგან გამოცდილი აქვს სიკეთეცა და ბოროტებაც ადამიანთა შორის;
5. თავის გულს წარმართავს ადრე ასადგომად უფლისათვის, ვინც შექმნა იგი, რომ ილოცოს უზენაესის წინაშე, სავედრებლად გახსნას პირი და ცოდვათა მიტევება შესთხოვოს.
6. თუკი დიდებული უფალი ინებებს, აღივსება გონების სულით, გადმოაწვიმებს თავისი სიბრძნის სიტყვებს და ვედრებისას უფალს განადიდებს.
7. კეთილად წარმართავს თავის ნებასა და გონებას, და შეიმეცნებს უფლის საიდუმლოებებს.
8. წარმოაჩენს თავისი დამოძღვრის ხელოვნებას და უფლის აღთქმის რჯულით იამაყებს.
ესაია 44
28. რომელიც ამბობს კიროსზე: ჩემი მწყემსია და ყოველ სურვილს შემისრულებს! და ეუბნება იერუსალიმს: აშენდები! და სასახლეს: ჩაიყრება შენი საძირკველი!
ესაია 55
11. ასევე იქნება ჩემი სიტყვა, რომელიც გამოდის ჩემი პირიდან. ფუჭად არ დაბრუნდება ჩემთან, თუ არ აღასრულა ჩემი ნება და არ მიაღწია იმას, რისთვისაც მივავლინე.
ლუკა 8
13. კლდეზე დაცვენილი მარცვლები ისინი არიან, რომლებიც სიტყვის მოსმენისთანავე სიხარულით იღებენ მას, მაგრამ ფესვი არა აქვთ და ამიტომაც დროებით სწამთ, ხოლო განსაცდელის ჟამს განდგებიან;
14. ეკალ-ბარდებში ჩაცვენილი მარცვლები ისინი არიან, რომლებიც ისმენენ სიტყვას, მაგრამ მიდიან და ზრუნვით, სიმდიდრისა და ამქვეყნიური განცხრომის სურვილით მომშთვარნი, უნაყოფონი რჩებიან.
15. პოხიერ ნიადაგზე დაცვენილნი კი ისინი არიან, რომლებიც ისმენენ სიტყვას, კეთილსა და სუფთა გულში იმარხავენ მას და ნაყოფიც გამოაქვთ მოთმინებით.
1კორინთელთა 3
9. ჩვენა ვართ ღვთის თანამოსაქმენი, თქვენ კი ღვთის ნამუშაკევნი, ღვთის ნაშენნი ხართ.
1თესალონიკელთა 2
13. ამიტომ ჩვენც განუწყვეტლივ მადლს ვწირავთ ღმერთს, რადგანაც მიიღეთ სიტყვა, ჩვენი წყალობით რომ ისმინეთ, და კაცთა სიტყვად კი არ აღიქვით იგი, არამედ მისი ნამდვილი სახით, ესე იგი, ღვთის სიტყვად, რომელიც კიდეც მოქმედებს თქვენში, მორწმუნენო.
თემაზე წერდნენ
***
კაცი კიდეც რომ მუდმივად ახსენებდეს წმინდა წერილს, მაგრამ სიხარულით არ მიჰყვებოდეს მას, ჰგავს სხვისი ძროხების მთვლელ ვითომ მენახირეს. იგი არაა ზიარებული სიწმინდეს.
_დჰამაპადა__
***
ღმერთზე საუბარი - დიდი საქმეა, მაგრამ გაცილებით უფრო დიდი საქმეა საკუთარი თავის გაწმენდა ღმერთისათვის. __წმ.გრიგოლ ღვთისმეტყველი__
***
ვინც მხოლოდ წიგნთა წაკითხვითა და სწავლით ცდილობს გულისხმაჰყოს საღმრთო მცნებები და ამასთან არ აღასრულებს მათ, ის იმ უგუნურს წააგავს, ვისაც აჩრდილი სინამდვილედ მიუჩნევია.
__წმ.გრიგოლ სინელი__
***
ჩვენ უნდა ვსწავლობდეთ ბიბლიას, ოღონდ არ უნდა შემოვიფარგლოთ მხოლოდ ამით, უნდა გამოვიყენოთ ცხოვრებაში.
__აშშ 25-ე პრეზიდენტი მაკ კინლი__
***
ჭეშმარიტების პრაქტიკით თვითვე ვსწავლობთ და მაშინ შეგვიძლია ვილაპარაკოთ ჭეშმარიტება.
__უიტნეს ლი__
biblesimfony.jimdo.com
3. რწმენა მოქმედბაში
3.40. რწმენის ზრდისთვის
3.40.33