• georgian flag
  • english flag

მსახურება ღმერთისადმი


author
Мирза Бадиаури
A A       672

საკვანძო მუხლები: მოციქულთა საქმეები 27:23; 1 პეტრეს წერილი 4:11; რომაელთა მიმართ 1:9; რომაელთა მიმართ 6:17; რომაელთა მიმართ 16:19; ფილიპელთა მიმართ 3:3; 2 ტიმოთეს მიმართ 1:3;

3.40.32.__

- ერთგულად ვემსახურებოდეთ იესნ.24,14

- არ ვემსახუროთ, მივატოვოთ უცხო ღმერთები იესნ.24,14-16.20-22.24

- მარხვით და ლოცვით ვემსახუროთ ლუკ.2,37

- ვისიც ვართ, მას ვმსახურებდეთ საქ.27,23

- თუ ვმსახურებთ, ღვთის მიერ ბოძებული ძალით ვემსახურებოდეთ 1პეტ.4,11

- ვემსახუროთ საკუთარი სულით მისი ძის სახარებაში რომ.1,[9] ფლპ.3,3

- ვემსახუროთ მორჩილებით რომ.6,17; 16,19

- ვემსახუროთ წმინდა სინდისით 2ტიმ.1,3

ბიბლიის მუხლები

იესო ნავეს ძე 24
14. მაშ, გეშინოდეთ უფლისა, ემსახურეთ მას წრფელად და ერთგულად, უარყავით ღმერთები, რომელთაც ემსახურებოდა თქვენი მამა-პაპა იორდანეს გაღმა და ეგვიპტეში, და ემსახურეთ უფალს.
15. თუ ავად მიგაჩნიათ თქვენს თვალში უფლის სამსახური, ახლავე გადაწყვიტეთ ვის ემსახუროთ - იმ ღმერთებს, ვისაც თქვენი მამა-პაპა ემსახურებოდა იორდანეს გაღმა თუ ამორეველთა ღმერთებს, რომელთა ქვეყანაშიც ცხოვრობთ. მე და ჩემი სახლი კი უფლის სამსახურში ვიქნებით.
16. პასუხად ეს უთხრა ერმა: არ იქნება ჩვენგან უფლის დავიწყება, უცხო ღმერთების სამსახური.
20. თუ მიატოვებთ უფალს და უცხოთა ღმერთების სამსახურს შეუდგებით, უბედურებას დაგათევთ თავს უფალი. ბოლოს მოგიღებთ მას შემდეგ, რაც ამდენი სიკეთე გიყოთ.
21. უთხრა ერმა იესოს: არა, უფალს გვინდა ვემსახუროთ.
22. უთხრა იესომ ერს: თქვენვე იყავით თქვენი თავის მოწმენი, რომ უფლის სამსახურს ირჩევთ. მიუგეს: მოწმენი ვართ.
24. უთხრა ერმა იესოს: უფალს, ჩვენს ღმერთს ვემსახურებით და ყურს დავუგდებთ მის ხმას.

ლუკა 2
37. ოთხმოცდა ოთხი წლის ქვრივი, რომელიც ტაძარს არ შორდებოდა და დღე და ღამ მარხვითა და ლოცვით ემსახურებოდა ღმერთს.

საქმე 27
23. ვინაიდან წუხელ გამომეცხადა ანგელოზი ღვთისა, ვისიცა ვარ და ვისაც ვმსახურებ

1პეტრე 4
11. თუ ლაპარაკობს ვინმე, ღვთის სიტევისამებრ ილაპარაკოს; თუ მსახურებს ვინმე, ღვთის მიერ ბოძებული ძალით იმსახუროს, რათა სრულად იდიდებოდეს ღმერთი იესო ქრისტეს მიერ, ვისიცაა დიდება და ძალი უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

რომაელთა 1
9. მოწმედ მყავს ღმერთი, რომელსაც ვემსახურები ჩემი სულით მისი ძის სახარებაში, რომ გამუდმებით გიგონებთ;

რომაელთა 6
17. მადლობა ღმერთს, რომ ოდესღაც ცოდვის მონები, გულით დაემორჩილეთ იმ მოძღვრებას, რომელსაც უძღვენით თავი.

რომაელთა 16
19. თქვენი მორჩილება კი ყველასათვის ცნობილია. ამიტომაც ვხარობ თქვენს გამო; მაგრამ მინდა, რომ ბრძენნი იყოთ სიკეთისათვის და უმანკონი - ბოროტებისთვის.

ფილიპელთა 3
3. რადგანაც წინადაცვეთილნი ჩვენა ვართ, სულით რომ ვემსახურებით ღმერთს, ქრისტე იესოთი ვიქადით და ხორცზე არ ვამყარებთ იმედს.

2ტიმოთე 1
3. ვმადლობ ღმერთს, რომელსაც, წინაპართა კვალდაკვალ, წმიდა სინიდისით ვემსახურები, - რომ გამუდმებით გიხსენებ ჩემს ლოცვებში, დღისით თუ ღამით;

biblesimfony.jimdo.com
3. რწმენა მოქმედებაში
3.4. რწმენის ზრდისთვის
3.40.32