ქალის ბიბლიური სახე
Мирза Бадиаури |
A A 1237 |
საკვანძო მუხლები: დაბადება 29:6; გამოსვლა 15:20.; მსაჯული 4:4; მსაჯული 5:1; რუთი 4:11; 1 მეფეთა 2:1-1; 1 მეფეთა 18:6.7; 4 მეფეთა 22:14; ნეემია 6:14; იგავნი სოლომონისა 11:16; იგავნი სოლომონისა 12:4; იგავნი სოლომონისა 14:1; იგავნი სოლომონისა 24:3.4; იგავნი სოლომონისა 31:1-10-; ეზეკიელი 13:17; მიქა 6:4; ლუკას სახარება 2:36; მოციქულთა საქმეები 21:9; 2 ტიმოთეს მიმართ 1:5; 4 მეფეთა 22:14; მსაჯული 11:34;
1.1.33__
1. ქალები იღებენ აქტიურ მონაწილეობას სახალხო
დღესასწაულებში - გამ. 15,[20]; მსჯ. 11,34; 1მფ. 18,6.7.
2. წინასწარმეტყველებდნენ - გამ. 15,[20]; 4მფ. 22,14; ნეემ. 6,14; ეზ. 13,17; ლუკა2,36 საქ. 21,9.
3. მოძღვარი, მასწავლებელი - მსჯ. 4,4; იგ. 31,[1]; 2ტიმ. 1,5.
4. სახლის მმართველი - რუთ. 4,11; იგ. 11,16; 12,4; 14,[1]; 31,10-31; 24,3.4.
5. საგალობლების მთხვზველი - მსჯ. 5,[1]; 1მფ. 2,1-10; ივდ. 15,14.
6. მწყემსი - დაბ. 29,6.
7. მსაჯული. მსაჯ. 4[4].
8. წინამძღოლი - გამ. 15,20.[21]; ივდ. 15,1,3; მიქ. 6[4].
ბიბლიური მუხლები
დაბადება 29
6. უთხრა: ხომ მშვიდობითაა? მიუგეს: მშვიდობითაა. აგერ, რახელიც, მისი ასული, ცხვარს მოჰყვება.
გამოსვლათა 15
20. აიღო ხელში დაფდაფი მირიამ წინასწარმეტყველმა, აარონის დამ, და მიჰყვნენ მას დედაკაცები დაფდაფებით და დააბეს ფერხული.
21. ასე შეუძახა მათ მირიამმა: უმღერეთ უფალს, რადგან დიდად განდიდდა იგი; ცხენი და მხედარი ჩაჰყარა ზღვაში.
მსაჯულთა 4
4. იმჟამად ისრაელის მსაჯული იყო წინასწარმეტყველი დებორა, ლაპიდოთის ცოლი.
მსაჯულთა 5
1. ასე იგალობა იმ დღეს დებორამ, და ბარაკმა, აბინოყამის ძემ:
მსაჯულთა 11
34. შინ მობრუნდა იფთახი მიცფაში და, აჰა, როკვით გამოეგება თავისი ასული დაირით ხელში. ეს ერთი ჰყავდა, მის გარდა არც ვაჟი ჰყავდა და არც ქალი.
რუთი 4
11. უთხრეს კარიბჭესთან მყოფმა ხალხმა და უხუცესობამ: მოწმენი ვართ! ღმერთმა დალოცოს შენს სახლში შემომავალი დედაკაცი რახელივით და ლეასავით, რომლებმაც ააშენეს ისრაელის სახლი. ქმენი სიქველე ეფრათაში და გაითქვი სახელი ბეთლემში.
1მეფეთა 18
6. როცა ბრუნდებოდა დავითი ფილისტიმელის დამარცხების შემდეგ, გამოდიოდნენ ქალები ისრაელის ყველა ქალაქიდან საულ მეფის მისაგებებლად სიმღერით და ცეკვით, დაფდაფებით, მხიარული შეძახილებით,
7. გაჰყვიროდნენ მხიარული ქალები, ამბობდნენ: შემუსრა საულმა თავისი ათასი, ხოლი დავითმა თავისი ათი ათასი!
4მეფეთა 22
14. მივიდნენ ხილკია მღვდელი, ახიკამი, ყაქბორი, შაფანი და ყასაია ხულდასთან, წინასწარმეტყველ ქალთან, რომლის ქმარი შალუმი, თიკვა ხარხასის ძის ძე, სამოსელთა მცველი იყო. ქალი იერუსალიმში, მეორე უბანში, ცხოვრობდა და დაელაპარაკნენ მას.
ნეემია 6
14. ღმერთო ჩემო, მათი ამ საქმეებისაებრ გაიხსენე ტობია და სანბალატი, აგრეთვე ნოყადია, წინასწარმეტყველი ქალი, და სხვა დანარჩენი წინასწარმეტყველები, მე რომ მაშინებდნენ.
ივდითი 15
13. შეიმკეს მათ თავი ზეთისხილის გვირგვინებით მან და ვინც მასთან იყვნენ. როკვით მიდიოდა იგი მთელი ხალხის წინაშე, ქალთა წინამძღოლი, ხოლო ისრაელის ყოველი კაცი თავზე გვირგვინებით და ბაგეებზე გალობით მოჰყევბოდა მას.
14. მაშინ სამადლობელი სიმღერა წამოიწყო ივდითმა მთელი ისრაელის წინაშე და მთელი ერი აჰყვა ამ სადიდებელს.
იგავნი 11
16. მადლიანი დედაკაცი დიდებას იხვეჭს,
იგავნი 12
4. ღირსეული დედაკაცი ქმრის გვირგვინია,
იგავნი 14
1. ბრძენი დედაკაცი თავის სახლს აშენებს,
იგავნი 24
3. სიბრძნით შენდება სახლი და გონიერებით არის დაფუძნებული.
4. ცოდნის წყალობით ივსება ოთახები ყოველგვარი ძვირფასი და საუცხოო ქონებით.
იგავნი 31
1. ლემუილის, მასას მეფის სიტყვვბი, რომლითაც დედამისი შეაგონებდა.
10. ვინ იპოვის გამრჯე დედაკაცს? მარგალიტზე ძვირია მისი ფასი.
11. მისი ქმრის გული მასზე იქნება დანდობილი და შემოსავალი არ მოაკლდება.
12. მთელი სიცოცხლე სიკეთეს მიაგებს და არა ბოროტებას.
13. ის ეძებს მატყლსა და სელს და ბეჯითად მუშაობს საკუთარი ხელებით;
14. სავაჭრო ხომალდების მსგავსად შორიდან მოაქვს თავისი პური.
15. ჯერ კიდევ ღამიანად დგება და სახლს საზრდოს აძლევს და მხევლებს - წესსა და რიგს.
16. იგი ყანაზე ფიქრობს და ყიდულობს კიდეც; საკუთარი ხელების ნაყოფით ვენახსა ჰყრის:
17. ძლიერებით ისარტყლავს წელს და მკლავს იმაგრებს.
18. გრძნობს, რომ კარგია მისი შენაძენი, მისი ლამპარი ღამით არ ჩაქრება.
19. ჯარაზე ხელს იწვდის და თითებით თითისტარი უჭირავს.
20. ღარიბისთვის ხელი გაშლილი აქვს და უპოვარს ხელს უწვდის.
21. მის სახლს თოვლის არ ეშინია, რადგან მთელი მისი სახლი ორკეცად არის შემოსილი.
22. ფარდაგებს თავად იკეთებს და იგი სელითა და ძოწეულით იმოსება.
23. მისი ქმარი ცნობილია კარიბჭესთან, როცა ქვეყნის უხუცებს შორის ზის.
24. მოსასხამებს ამზადებს და ჰყიდის, სარტყლებს მოვაჭრეებს აძლევს.
25. ძალით და მშვენებით არის მოსილი და მომავალ დღეს გაღიმებით შესცქერის.
26. პირს სიბრძნითა ხსნის და ენაზე მადლიანი დარიგება აქვს.
27. თვალ-ყურს ადევნებს, რაც მის სახლში ხდება, და პურს მუქთად არა სჭამს.
28. დგებიან მისი ვაჟები და ლოცავენ მას, მისი ქმარი - და აქებს მას.
29. მრავალმა ასულმა გამოიჩინა მხნეობა, მაგრამ შენ გადაამეტე ყველას.
30. მაცთუნებელია სიკოხტავე და სილამაზე ამაოებაა უფლის მოშიში დედაკაცია საქებარი.
31. მიაგეთ მას მისი შრომის საზღაური და მისმა საქმეებმა იგი კარიბჭეებთან განადიდონ.
biblesimfoni.jimdo.com
1.1.33