ბოროტებისგან განრიდებული
Мирза Бадиаури |
A A 620 |
საკვანძო მუხლები: იობი 28:28; იობი 1:1; იობი 2:3; იობი 6:30; იობი 12:4; იობი 23:11-12; იობი 31:1-5; ფსალმუნები 17:23; ფსალმუნები 33:14; ფსალმუნები 36:27; ფსალმუნები 83:11; იგავნი სოლომონისა 3:7; იგავნი სოლომონისა 4:27; იგავნი სოლომონისა 14:16; იგავნი სოლომონისა 16:17; იგავნი სოლომონისა 19:23; იგავნი სოლომონისა 22:3; ესაია 1:16; ეზეკიელი 18:27; იოანეს სახარება 1:47; ტიტეს მიმართ 3:3;
3.40.29.__
იობ.28,28 ფს.33,14; 36,27; 83,11; იგ.3,7; 4,27; 14,16; 16,17; 19,23; 22,3 ზირ.21,2; 35,3 ეს.1,16 ეზ.18,27 ტიტ.3,3
- იცხოვრე ისე, რომ ღმერთმა თქვას შენზე, განრიდებულია ბოროტებას, ზაკვას იობ.1,[1.8]; 2,3 ინ.1,47
- რომ შენც შეგეძლოს თქმა იობ.6,30; 12,4; 23,11.12; 31,1-5.9-12 ფს.17,23
ბიბლიის მუხლები
იობი 1
1. იყო ერთი კაცი ყუცის ქვეყანაში, სახელად იობი. ალალი, წრფელი, ღვთისმოშიში და ბოროტებას განრიდებული იყო ეს კაცი.
8. უთხრა უფალმა სატანას: თუ შეგინიშნავს ჩემი მორჩილი იობი? ხომ არავინ არის მისი მსგავსი ამ ქვეყანაზე? ალალი, წრფელი, ღვთისმოშიში კაცია, ბოროტებას განრიდებული.
იობი 2
3. უთხრა უფალმა სატანას: არ შეგინიშნავს ჩემი მორჩილი იობი? ხომ არავინ არის მისი მსგავსი ამ ქვენაზე? ალალი, წრფელი, ღვთისმოშიში კაცია, ბოროტებას განრიდებული. დღემდე სიალალით ინახავს თავს, შენ კი მაქეზებდი უმიზეზოდ დამეღუპა იგი.
იობი 6
30. აბა თუ არის ჩემს ენაზე ტყუილი? თუ ვერ ხვდება ჩემი სასა ბოროტებას?
იობი 12
4. მოყვასის დასაცინი შევიქენი მე, ღვთის მხმობელი და მისგან პასუხნაცემი; დასაცინი შევიქენი მართალი, წაფელი.
იობი 23
11. მის კვალზე იდგა ჩემი ფეხი, მის გზას ვიცავდი განუხრელად.
12. მისი ბაგეების მცნებათაგან არ გადამიხვევია; უბეში დავიუნჯე მისი პირის სიტყვები.
იობი 28
28. უთხრა ადამიანს: აჰა, უფლის შიშია სიბრძნე და ბოროტისგან განდგომაა შემეცნება.
იობი 31
1. აღთქმა მივეცი ჩემს თვალებს, რომ ქალწულისთვის არ შემეხედა;
2. რა არის ღვთის წილი მაღლიდან და ხვედრი ყოვლადძლიერისა ზესკნელიდან?
3. განა დაღუპვა არ არის უკეთურთათვის და სატანჯველი ბოროტმოქმედისთვის?
4. განა არ ხედავს ის ჩემს გზებს და არ ითვლის ყოველ ჩემს ნაბიჯს?
5. თუკი სიცრუით მივლია და სამზაკვროდ აჩქარებულა ჩემი ფეხი,
9. თუკი ოდესმე ჩემი გული მოცთუნებულიყოს დედაკაცით ან ჩემი მეზობლის კართან მეთვალთვალოს,
10. მაშინ სხვას უფქვას ჩემმა დედაკაცმა და სხვებმა ჩაიმუხლონ მასზე!
11. რადგან ეს გარყვნილებაა და სამსჯავრო დანაშაული;
12. რადგან ცეცხლია ეს, რომელიც ჭამს საბოლოო გაცამტვერებამდე, და ამოძირკვავს მთელს ჩემს საბადებელს.
ფსალმუნი 17
23. ვინაიდან ჩემს თვალწინაა ყველა მისი მცნება და მისი კანონებიდან არ გადამიხვევია.
ფსალმუნი 33
14. შეიკავე შენი ენა სიბოროტისგან და ბაგენი შენნი - ცბიერი სიტყვებისაგან.
ფსალმუნი 36
27. ერიდე ბოროტს და ჰქმენ სიკეთე და იარსებებ სამრადჟამოდ.
ფსალმუნი 83
11. რადგან ერთი დღე შენს ეზოებში ათასზე უმჯობესია. ღმერთის სახლის ზღურბლთან დგომას ვარჩევ ბოროტების კარვებში ბინადრობას.
იგავნი 3
7. ნუ იფიქრებ, რომ ბრძენი ხარ, უფლის გეშინოდეს და ბოროტებას განერიდე.
იგავნი 4
27. ნურც მარჯვნივ გადაუხვევ, ნურც მარცხნივ; ბოროტებას ფეხი მოარიდე.
იგავნი 14
16. ბრძენი ფრთხილობს და ბოროტებას ერიდება, უგნური კი ბრაზიანია და თავდაჯერებული.
იგავნი 16
17. მართალთა გზა-კვალი ბოროტებას გვერდს უქცევს; ვინც თავის გზას აკვირდება, თავის სულს იცავს.
იგავნი 19
23. უფლის შიში მაცოცხლებელია, კმაყოფილებას ასადგურებს და აფრთხობს ბოროტებას.
იგავნი 22
3. გონიერი ხედავს ბოროტებას და თავს არიდებს, სულელნი კი ჯიქურ მიდიან და ისჯებიან.
ზირაქი 21
2. გაექეცი ცოდვას, როგორც უხსენებელს, რადგან, თუ ახლოს მიხვალ, გიკბენს. მისი კბილები ლომის კბილებია - ადამიანთა სულების მომაკვდინებელი.
ზირაქი 35
3. სათნოა უფლისათვის ბოროტისგან განშორება და შეიწყალებს იგი უსამათლობისგან განდგომილს.
ესაია 1
16. განიბანეთ, განიწმიდეთ, ავი საქმეები თვალთაგან განმარიდეთ, შეწყვიტეთ ბოროტის ქმნა.
ეზეკიელი 18
27. თუ ბოროტეული განუდგება თავის ბოროტებას, რაც ჩაუდენია, და სამართლიანად და სიმართლით მოიქცევა, თავად გაიცოცხლებს სულს.
იოანე 1
47. მისკენ მომავალი ნათანაელი რომ დაინახა, იესომ თქვა: აჰა, ჭეშმარიტი ისრაელიტი, ვისთვისაც უცხოა ზაკვა.
ტიტე 3
3. ვინაიდან ოდესღაც ჩვენც უგუნურნი ვიყავით, ურჩნი, შეცდთმილნი, სხვადასხვა გულისთქმათა და განცხრომათა მონები, ბოროტებასა და შურში დანთქმულნი, ბილწნი და ურთიერთმოძულენი.
biblesimfony.jimdo.com
3.რწმენა მოქმედებაში
3.40.რწმენის ზრდისთვის
3.40.29