• georgian flag
  • english flag

ღვთისმოშიშება


author
Мирза Бадиаури
A A       975

საკვანძო მუხლები: იობი 28:28; დაბადება 22:12; დაბადება 42:18; 3 მეფეთა 18:3; 4 მეფეთა 4:1; იობი 1:1; იობი 2:3; იობი 23:11-12; იობი 31:33; ფსალმუნები 24:12; ფსალმუნები 111:1; ფსალმუნები 118:63; ფსალმუნები 127:4; იგავნი სოლომონისა 8:13; იგავნი სოლომონისა 13:13; იგავნი სოლომონისა 16:6; იგავნი სოლომონისა 19:23; იგავნი სოლომონისა 31:30; ეკლესიასტე 7:18; ესაია 50:10; მოციქულთა საქმეები 10:2; მოციქულთა საქმეები 16:14; მოციქულთა საქმეები 17:4; მოციქულთა საქმეები 18:7; 1 იოანე 4:18; გამოცხადება 19:5;

3.40.28.__

იობ.28,28 ფს.24,12; 110,10; 111,1; 118,63; 127,4 იგავ.8,13; 13,13; 16,6; 19,23; 31,30 ეკლ.7,18 ეს.50,10 საქ.10,2.35; 1ინ.4,18 გმცხ.19,5

- ღვთისმოშიში რწმენის კაცები
აბრაამი დაბ.22,12
იოსები დაბ.42,18
აბდია 3მფ.18,3
ელისე 3მფ.18,12
წინასწარმეტყველი 4მფ.4,1
იობი იობ.1,[1.8]; 2,3; 23,11.12; 31,33
ლიდია საქ.16,14
მრავალი ბერძენი საქ.17,4
იუსტუსი საქ.18,7

ბიბლიის მუხლები

დაბადება 22
12. უთხრა: ნუ აღმართავ ხელს ამ ყმაწვილზე, ნურაფერს დაუშავებ მას, რადგან მივხვდი, ღვთისმოშიში ყოფილხარ - მხოლოდშობილი შენი შვილი გამოიმეტე ჩემთვის.

დაბადება 42
18. უთხრა მათ იოსებმა მესამე დღეს: ასე მოიქეცით და ცოცხლები დარჩებით; ღვთისმოშიში კაცი ვარ მე.

3მეფეთა 18
3. დაუძახა აქაბმა აბდიას, სასახლის მოურავს. ძალზე ღვთისმოშიში იყო აბდია.
12. გაგშორდები და არც კი მეცოდინება, სად გაგიტაცებს უფლის სული; მივალ ჩემს ბატონთან შესატყობინებლად, ვერ გიპოვნის და მომკლავს შენს მორჩილს. ყმაწვილკაცობიდანვე ღვთისმოშიშია შენი მორჩილი.

4მეფეთა 4
1. ერთმა ქალმა, რომელიღაც წინასწარმეტყველის ცოლმა, შეჰღაღადა ელისეს: მოკვდა ჩემი ქმარი, შენი მორჩილი. შენ იცი, ღვთისმოშიში იყო შენი მორჩილი. მოვიდა მევალე და ჩემი ორი ბავშვი მონებად მიჰყავს.

იობი 1
1. იყო ერთი კაცი ყუცის ქვეყანაში, სახელად იობი. ალალი, წრფელი, ღვთისმოშიში და ბოროტებას განრიდებული იყო ეს კაცი.
8. უთხრა უფალმა სატანას: თუ შეგინიშნავს ჩემი მორჩილი იობი? ხომ არავინ არის მისი მსგავსი ამ ქვეყანაზე? ალალი, წრფელი, ღვთისმოშიში კაცია, ბოროტებას განრიდებული.

იობი 2
3. უთხრა უფალმა სატანას: არ შეგინიშნავს ჩემი მორჩილი იობი? ხომ არავინ არის მისი მსგავსი ამ ქვენაზე? ალალი, წრფელი, ღვთისმოშიში კაცია, ბოროტებას განრიდებული. დღემდე სიალალით ინახავს თავს, შენ კი მაქეზებდი უმიზეზოდ დამეღუპა იგი.

იობი 23
11. მის კვალზე იდგა ჩემი ფეხი, მის გზას ვიცავდი განუხრელად.
12. მისი ბაგეების მცნებათაგან არ გადამიხვევია; უბეში დავიუნჯე მისი პირის სიტყვები.

იობი 28
28. უთხრა ადამიანს: აჰა, უფლის შიშია სიბრძნე და ბოროტისგან განდგომაა შემეცნება.

იობი 31
33. თუ ოდესმე დამეფაროს ადამივით ჩემი შეცოდება, რომ საიდუმლოდ შემენახა ჩემი დანაშაული!

ფსალმუნი 24
12. ვინ არის კაცი მოშიში ღვთისა? მას გზას უჩვენებს ამოსარჩევად.

ფსალმუნი 110
10. სიბრძნის დასაბამია შიში უფლისა; აზრკეთილია ყველა, ვინც მათ ასრულებს. მისი დიდება მარადიულია.

ფსალმუნი 111
1. ადიდეთ უფალი. ნეტარ არს კაცი მოშიში უფლისა, მის მცნებათა ფრიად მოყვარული.

ფსალმუნი 118
63. თანაზიარი ვარ ყველასი, ვინც შენი მოშიშია და იცავს შენს მცნებებს.

ფსალმუნი 127
4. აგერ, ასე რომ იკურთხება კაცი მოშიში უფლისა.

იგავნი 8
13. უფლის მოშიშებას სძულს ბოროტება; მძულს მე ქედმაღლობა, ამპარტავნობა, ბოროტი გზა და ღალატიანი პირი.

იგავნი 13
13. ვინც სიტყვას არაფრად აგდებს, დაზარალდება; მცნების მოშიში კი სამაგიეროს მიიღებს.

იგავნი 16
6. სიწრფელით და ჭეშმარიტებით გამოისყიდება ცოდვა, უფლის მოშიშებით ბოროტებისგან თავს დაიხსნის კაცი.

იგავნი 19
23. უფლის შიში მაცოცხლებელია, კმაყოფილებას ასადგურებს და აფრთხობს ბოროტებას.

იგავნი 31
30. მაცთუნებელია სიკოხტავე და სილამაზე ამაოებაა უფლის მოშიში დედაკაცია საქებარი.

ეკლესიასტე 7
18. უმჯობესია, ერთიც იყო და მეორეც, არც ერთი უარყო და არც მეორე; რადგან ღვთის მოშიში ყველაფრისგან თავს აღწევს.

ესაია 50
10. ვინ არის თქვენში უფლის მოშიში, ყურისმგდებელი მისი მორჩილის ხმისა, ვინ დადის ბნელში და არა აქვს ნათელი? ესავდეს უფლის სახელს.

საქმე 10
2 კეთილმსახური და ღვთისმოშიში იყო და მთელს თავის სახლთან ერთად, ბევრ მოწყალებას გასცემდა ხალხისათვის და ყოველთვის ლოცულობდა ღვთის წინაშე.
35 არამედ ყოველ ხალხში მისი მოშიში და სიმართლის მოქმედი სათნოა მისთვის.

საქმე 16
14. ყურს გვიგდებდა ერთი თიატირელი ქალი, სახელად ლიდია, ძოწეულით მოვაჭრე და ღვთისმოშიში, რომელსაც უფალმა გაუხსნა გული, რათა ჩაებეჭდა პავლეს სიტყვები.

საქმე 17
4. ზოგმა მათგანმა ირწმუნა და შეუერთდა პავლეს და სილას, ისევე, როგორც მრავალი ღვთისმოშიში ბერძენი და არცთუ ცოტა დიდგვაროვანი ქალი.

საქმე 18
7. იქიდან წამოსული ერთი ღვთისმოშიშის, სახელად იუსტუსის სახლში მივიდა, სინაგოგის გვერდით რომ იდგა.

1იოანე 4
18. სიყვარულისთვის უცხოა შიში, რადგანაც სრულქმნილი სიყვარული აძევებს შიშს; ვინაიდან შიშს თან ახლავს ტანჯვა,ხოლო მოშიში არასრულქმნილია სიყვარულში.

გამოცხადება 19
5. და გამოვიდა ხმა ტახტით, რომელმაც თქვა: აქებდეთ ჩვენს ღმერთს ყოველი მონა მისი და მოშიში მისი, მცირე თუ დიდი.

biblesimfony.jimdo.com
3.40.28