• georgian flag
  • english flag

წრფელი, მართალი გული


author
Мирза Бадиаури
A A       1045

საკვანძო მუხლები: დაბადება 20:5-6; გამოსვლა 18:21; მეორე რჯული 32:4; 2 მეფეთა 22:24; 3 მეფეთა 11:4; 4 მეფეთა 10:15; 4 მეფეთა 20:3; 4 მეფეთა 23:25; 1 ნეშტთა 12:38; 1 ნეშტთა 28:9; 1 ნეშტთა 29:17; იობი 1:1; იობი 2:3; იობი 8:6; იობი 22:3; იობი 33:3; იობი 36:4; ფსალმუნები 10:7; ფსალმუნები 25:1; ფსალმუნები 50:12; ფსალმუნები 56:8; ფსალმუნები 77:37; იგავნი სოლომონისა 1:3; იგავნი სოლომონისა 16:6; იგავნი სოლომონისა 29:10; ეკლესიასტე 7:29; ესაია 57:2; იერემია 3:10; მიქა 3:9; მიქა 7:2; ლუკას სახარება 1:75; მოციქულთა საქმეები 8:21; მოციქულთა საქმეები 11:23; მოციქულთა საქმეები 13:10; მოციქულთა საქმეები 23:1; 2 პეტრეს წერილი 2:15; 2 კორინთელთა მიმართ 8:2; გალატელთა მიმართ 2:14; ეფესელთა მიმართ 6:5; კოლასელთა მიმართ 3:22; 1 ტიმოთეს მიმართ 1:5; 1 ტიმოთეს მიმართ 3:9; ებრაელთა მიმართ 13:18; გამოცხადება 15:3;

3.40.27.__

- წრფელი, სუფთა, უბრალო გულის კაცები
დავითი 3მფ.11,4
სოლომონი 3მფ.11,4
მეფე ხიზკია 4მფ.20,3
მეფე იოშია 4მფ.23,25
იობი იობ.1,[1.8]; 2,3

- ღმერთი და სიწრფელე დაბ.20,6 რჯ.32,4; 2მფ.22,31 იობ.8,6 ფს.10,7 ეკლ.7,29 ეს.57,2 გმცხ.15,3

- არაწრფელი გული ფს.77,37 იერ.3,10 მიქ.3,9; 7,2 საქ.8,21; 13,10; 2პეტ.2,15 გალ.2,14

- სიტყვა და საქმე წრფელი გულით დაბ.20,5.6 გამ.18,21; 2მფ.22,24; 4მფ.10,15; 1ნეშ.12,38; 28,9; 29,17 იობ.22,3; 33,3; 36,4 ფს.25,1; 50,12; 56,8 იგ.1,3; 16,6; 29,10 ლუკ.1,75 საქ.11,23; 23,1; 2კორ.8,2; ეფ.6,5 კოლ.3,22; 1ტიმ.1,5.19; 3,9 ებრ.13,18

ბიბლიის მუხლები

დაბადება 20
5. განა თავად არ მითხრა, ჩემი და არისო? ქალმაც ხომ მითხრა, ჩემი ძმა არისო ეს კაცი? წრფელი გულითა და უმწიკვლო ხელით გავაკეთე ეს.
6. უთხრა მას ღმერთმა სიზმარში: მეც ვიცოდი, რომ წრფელი გულით გააკეთე ეს და ამიტომაც განგარიდე ცოდვას ჩემს წინაშე: არ მიგაკარე მაგ ქალს.

გამოსვლა 18
21. გამონახე ერში მაგარი ხალხი, ღვთისმოშიშნი, ანგარების მოძულენი, წრფელი ხალხი და ათასისთავებად, ასისთავებად, ორმოცდაათისთავებად და ათისთავებად დაუდგნენ ერს.

2მეფეთა 22
24. წრფელი ვიყავ მის მიმართ და ცოდვას გავურბოდი.
31. წრფელია ღვთის გზა, წმიდაა უფლის სიტყვა, მის მოიმედეთა ფარია იგი.

3მეფეთა 11
4. სიბერის ჟამს მიდრიკეს სოლომონის გული მისმა ცოლებმა უცხო ღმერთებისკენ და ისე სრულად მიძღვნილი აღარ იყო მისი გული უფლის, თავისი ღმერთის მიმართ, როგორც დავითის, მამამისის გული.

4მეფეთა 10
15. წავიდა იქიდან და შეეყარა იონადაბ რექაბის ძეს, რომელიც მის შესახვედრად მოდიოდა, მიესალმა და უთხრა: ისევე წრფელია შენი გული, როგორც ჩემი გული შენდამი? მიუგო იონადაბმა: წრფელია. წრფელია და მომეცი ხელი. მისცა ხელი და მანაც აიყვანა თავის ეტლზე.

4მეფეთა 20
3. უფალო! გაიხსენე, მტკიცედ და წრფელი გულით რომ დავდიოდი შენს წინაშე. კეთილად რომ ვიქცეოდი შენს თვალში! და მწარედ ატირდა ხიზკია.

4მეფეთა 23
25. არ ყოფილა მანამდე მისი მსგავსი მეფე, რომელიე მთელი გულითა და სულით, მთელი თავისი არსებით, მოსეს რჯულის თანახმად, ყოფილიყო მოქცეული უფლისადმი. არც მის მერე გამოჩენილა მისი მსგავსი.

1ნეშტთა 12
38. ყველა ეს მებრძოლი ვაჟკაცი მწყობრად დარაზმული, წრფელი გულით მოვიდა ხებრონში დავითის გასამეფებლად მთელს ისრაელზე. ასევე მთელი დანარჩენი ისრაელი ერთსულოვანი იყო დავითის გასამეფებღად.

1ნეშტთა 28
9. ხოლო შენ, სოლომონ, ძეო ჩემო, იცოდე მამაშენის ღმერთი წრფელი გულითა და ხალისიანი სულით. ემსახურე, რადგან ყოველთა გულის მხილველია უფალი და ყველა ფიქრისა და ზრახვის მცოდნეა. ძებნას თუ დაუწყებ, იპოვი კიდეც. თუ შენ მიატოვებ, ისიც სამუდამოდ მიგატოვებს.

1ნეშტთა 29
17. ღმერთო ჩემო, ვიცი, რომ გულთამხილველი და სიმართლისმოყვარული ხარ. ეს აყველაფერი ჩემი წრფელი გულით შემოგწირე. ახლა კი გახარებულს ვხედავ აქ მყოფ შენს ერს, რომელიც შესაწირავს გიძღვნის.

იობი 1
1. იყო ერთი კაცი ყუცის ქვეყანაში, სახელად იობი. ალალი, წრფელი, ღვთისმოშიში და ბოროტებას განრიდებული იყო ეს კაცი.
8. უთხრა უფალმა სატანას: თუ შეგინიშნავს ჩემი მორჩილი იობი? ხომ არავინ არის მისი მსგავსი ამ ქვეყანაზე? ალალი, წრფელი, ღვთისმოშიში კაცია, ბოროტებას განრიდებული.

იობი 2
3. უთხრა უფალმა სატანას: არ შეგინიშნავს ჩემი მორჩილი იობი? ხომ არავინ არის მისი მსგავსი ამ ქვენაზე? ალალი, წრფელი, ღვთისმოშიში კაცია, ბოროტებას განრიდებული. დღემდე სიალალით ინახავს თავს, შენ კი მაქეზებდი უმიზეზოდ დამეღუპა იგი.

იობი 8
6. თუ სუფთა და წრფელი ხარ, ის ახლავე იფხიზლებს შენთვის და შენს უმწიკვლო საცხოვრებელს აღგიდგენს.

იობი 22
3. რაში სჭირდება ყოვლადძლიერს შენი სიმართლე? ან რა გამორჩენა ექნება, თუ შენ წრფელი გზებით ივლი?

იობი 33
3. გულწრფელია ჩემი სიტყვები და ჩემი ბაგე ნათლად გამოაცხადებს ცოდნას;

იობი 36
4. რადგან, ჭეშმარიტად, არ არის სიცრუე ჩემს სიტყვებში, წრფელია ჩემი ფიქრები შენს წინაშე.

ფსალმუნი 10
7 რადგან მართალია უფალი, უყვარს სიმართლე. გულწრფელი იხილავს მის სახეს.

ფსალმუნი 25
1. დავითისა. განმსაჯე, უფალო, რადგან ვიდოდი ჩემი სიწრფელით, უფალზე ვიყავ მინდობილი და არ წავბორძიკდები.

ფსალმუნი 50
12. სუფთა გული შეჰქმენი ჩემში, ღმერთო, და წრფელი სული განაახლე ჩემს სხეულში.

ფსალმუნი 56
8. წრფელია ჩემი გული, ღმერთო, წრფელია ჩემი გული. გიმღერებ და გიგალობებ.

ფსალმუნი 77
37. ხოლო არ იყო მათი გული წრფელი მასთან და არც მის აღთქმას ერწმუნებოდნენ.

იგავნი 1
3. ჭკუის, სიმართლის, სამართლის და სიწრფელის შეგონების მისაღებად.

იგავნი 16
6. სიწრფელით და ჭეშმარიტებით გამოისყიდება ცოდვა, უფლის მოშიშებით ბოროტებისგან თავს დაიხსნის კაცი.

იგავნი 29
10. სისხლისმსმელ ხალხს ეჯავრება უმწიკვლო კაცი, წრფელი ხალხი კი მის სულს მფარველობს.

ეკლესიასტე 7
29. აჰა, ეს ვპოვე მხოლოდ: ღმერთმა წრფელი შექმნა კაცი, ისინი კი ზედმეტ თავსატეხს მრავლად იჩენენ.

ესაია 57
2. ის გადის სამშვიდობოს; განისვენებენ თავ-თავიანთ საწოლებში წრფელი გზით მავალნი.

იერემია 3
10. ყოველივე ამის შემდგაც არ მოქცეულა ჩემკენ წრფელი გულით მოღალატე დაჲ იუდა, არამედ მხოლოდ მოჩვენებით, ამბობს უფალი

მიქა 3
9. ისმინეთ ეს, იაკობის სახლის თავკაცნო და ისრაელის სახლის განმგებელნო, რომელთაც შეგიძულებიათ სამართალი და ყოველივე წრფელი გაგიმრუდებიათ.

მიქა 7
2. გადაშენდა ღვთისნიერი ქვეყანაზე და აღარავინ არის წრფელი კაცთა შორის; ყველანი სისხლის დასაღვრელად ჩასაფრებულან, ერთმანეთზე ნადირობენ სათხევლით.

ლუკა 1
75. და მის წინაშე სიწმინდითა და სიწრფელით მსახურების ნებას მთელი ჩვენი სიცოცხლის მანძილზე.

საქმე 8
21. არა გაქვს წილი და არც ხვედრი შენ ამ სიტყვაში, ვინაიდან შენი გული არაწრფელია ღმრთის წინაშე.

საქმე 11
23. როცა მივიდა, იხილა მადლი ღვთისა, გაიხარა და ყველას შეაგონებდა, წრფელი გულით დამკვიდრებულიყვნენ უფალში.

საქმე 13
10. და უთხრა: ეჰა, სავსეთ ყოველგვარი მზაკვრობით და უკეთურობით, ეშმაკის ძეო და ყოველგვარი სიმართლის მტერო, როდემდის უნდა ამრუდო უფლის წრფელი გზანი?

საქმე 23
1. პავლემ მზერა მიაპყრო საკრებულოს და თქვა: კაცნო, ძმანო, დღემდე წრფელი სინიდისით ვმოქალაქეობდი ღვთის წინაშე.

2პეტრე 2
15. წრფელი გზა რომ დაუტევეს, შეცდნენ და შეუდგნენ ბალაამის, ბოსორის ძის, კვალს, რომელმაც შეიყვარა უსამართლობის საზღაური.

2კორინთელთა 8
2. ვინაიდან, დიდი ჭირნაცადობის მიუხედავად, მათი სიხარულის სავსება და მათი სიღატაკის სიღრმე მოჭარბებულად გამოჩნდა მათივე სიწრფელის სიუხვით.

გალატელთა 2
14. მაგრამ, როდესაც დავრწმუნღი, რომ წრფელი გზით როდი მიდიან სახარებისეული ჭეშმარიტებისკენ, ყველას წინაშე ვუთხარი კეფას: თუკი შენ, იუდეველი, წარმართულად ცხოვრობ და არა იუდეურად, რატომღა აიძულებ წარმართებს, რომ იუდეველობდნენ?

ეფესელთა 6
5. მონებო, დაემორჩილეთ თქვენს ხორციელ ბატონებს შიშით, ძრწოლით და გულის სიწრფელით, როგორც ქრისტეს;

კოლასელთა 3
22. მონებო, ყველაფერში დაემორჩილეთ თქვენს ხორციელ ბატონებს, მაგრამ მოჩვენებითი სამსახურით კი არა, როგორც იქცევიან პირფერნი, არამედ გულის სიწრფელით და ღვთისმოშიშებით.

1ტიმოთე 1
5. ხოლო მცნების მიზანია სიყვარული წმიდა გულით, წრფელი სინიდისითა და უპირფერო რწმენით,
19. გქონდეს რწმენა და წრფელი სინიდისი, რაც უარყო ზოგიერთმა და მარცხი იწვნია რწმენაში, როგორც ხომალდმა - ზღვაში.

1ტიმოთე 3
9. რწმენის საიდუმლოს შემნახველნი წრფელი სინიდისით.

ებრაელთა 13
18. ილოცეთ ჩვენთვის, რადგანაც გვწამს, რომ წრფელი სინიდისი გვაქვს, და გვინდა ყოველთვის წრფელად ვიქცეოდეთ.

გამოცხადება 15
3. და გალობდნენ მოსეს, ღვთის მონის, საგალობელს და საგალობელს კრავისას: დიადია და საკვირველი შენი საქმენი, უფალო ღმერთო, ყოვლისმპყრობელო: წრფელია და ჭეშმარიტი შენი გზანი, ხალხთა მეუფეო!

biblesimfony.jimdo.com
3.40.27