• georgian flag
  • english flag

ვიცოდეთ ღვთის ნება (მოწოდება, ხმობა) ჩვენს ცხოვრებაში და აღვასრულოთ


author
Мирза Бадиаури
A A       662

საკვანძო მუხლები: 2 ტიმოთეს მიმართ 1:9; ესაია 49:1; მოციქულთა საქმეები 9:15; მოციქულთა საქმეები 22:14-15; რომაელთა მიმართ 1:1; 1 კორინთელთა მიმართ 1:1; 2 კორინთელთა მიმართ 11:5; 2 კორინთელთა მიმართ 12:11; გალატელთა მიმართ 1:15; 1 ტიმოთეს მიმართ 1:15-16; ებრაელთა მიმართ 5:4;

3.40.26.__

2თეს.2,14

- ღმერთმა გვიხმო ქრისტეს მადლით გალ.1,6.15; 2ტიმ.1,9

- მოწოდება დედის მუცლიდან ეს.49,1 საქ.22,14.15 გალ.1,15

- ხმობა სული წმიდის მიერ საქ.9,15

- ხმობა მოციქულად რომ.1,[1]; 1კორ.1,1

- საკუთარი მოწოდების ფასის ცოდნა 2კორ.11,5; 12,11; 1ტიმ.1,15.16

- ღვთისგან ხმობილი თავისით ვერავინ გახდება ებრ.5,4

ბიბლიის მუხლები

ესაია 49
1. მისმინეთ, ზღვისპირელნო, და გამიგონეთ, შორეულო ხალხებო! უფალმა მუცლიდან მომიწოდა, დედის წიაღიდან ახსენა ჩემი სახელი.

საქმეები 9
15. მაგრამ უფალმა უთხრა: წადი, რადგან ჩემს რჩეულ ჭურჭლად მიცვნია იგი, რათა ატაროს ჩემი სახელი ხალხთა, მეფეთა და ისრაელის ძეთა წინაშე.

საქმეები 22
14. ხოლო მან მითხრა: ჩვენი მამების ღმერთმა წინასწარ აგირჩია შენ, რათა შეიცნო მისი ნება, იხილო მართალი და მის ბაგეთაგან ისმინო სიტყვა.
15. რადგანაც შენ იქნები მისი მოწმე ყოველი კაცის წინაშე იმის გამო, რაც იხილე და ისმინე.

რომაელთა 1
1. პავლე, იესო ქრისტეს მონა, მოციქულად ხმობილი და ღვთის სახარებისათვის რჩეული,

1.კორინთელთა 1
1. პავლე, ღვთის ნებით ხმობილი მოციქული იესო ქრისტესი, და სოსთენე, ძმა, -

2კორინთელთა 11
5. მაგრამ, ვფიქრობ, არაფრითა ვარ ესოდენ მაღალ მოციქულებზე ნაკლები.

2კორინთელთა 12
11. უგუნური გავხდი ქადილით; თქვენ მაიძულეთ, ვინაიდან თქვენ უნდა გექეთ; რადგანაც არაფრითა ვარ ესოდენ მაღალ მოციქულებზე ნაკლები, თუმცაღა არარა ვარ.

გალატელთა 1
6. მიკვირს, რომ იმისაგან, ვინც ქრისტეს მადლით გიხმოთ, ასე მალე გადახვედით სხვა სახარებაზე.
15. ხოლო როდესაც ღმერთმა, დედის საშოდანვე რომ ამირჩია და თავისი მადლით მიხმო, -

2თესალონიკელთა 2
14. სწორედ ამისთვის გიხმოთ ჩვენი სახარებით, რათა მიაღწიოთ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს დიდებას.

1ტიმოთე 1
15. სარწმუნოა და ყოველგვარი შეწყნარების ღირსია სიტყვა, რომ ქრისტე იესო მოვიდა ქვეყნად, რათა ეხსნა ცოდვილნი, რომელთა შორისაც პირველი მე ვარ.
16. მაგრამ სწორედ იმიტომ ვიქენ შეწყალებული, რომ იესო ქრისტეს პირველად ეჩვენებინა ჩემში მთელი დიდსულოვნება მათდა სანიმუშოდ, მომავალში რომ ირწმუნებენ მას საუკუნო სიცოცხლისათვის.

2ტიმოთე 1
9. რომელმაც გვიხსნა და წმიდა ხმობით გვიხმო, ჩვენს საქმეთა გამო კი არა, არამედ თავისი ნებით და მადლით, საუკუნეთა უწინარეს რომ მოგვეცა ქრისტე იესოში,

ებრაელთა 5
4. თავისთავად ვერავინ მიიღებს ამ პატივს, არამედ მხოლოდ ის, ვინც ღვთის მიერაა ხმობილი, აარონის მსგავსად.

_თემაზე წერდნენ__

***
ვინც რა ვართ უნდა ვიცოდეთ ღვთის დადებული წესია.
__ვაჟა-ფშაველა__

biblesimfony.jimdo.com
3.40.26