• georgian flag
  • english flag

ბიბლია ღვთის სიტყვაა


author
Мирза Бадиаури
A A       527

საკვანძო მუხლები: ებრაელთა მიმართ 4:12-13; რომაელთა მიმართ 10:17; იოანეს სახარება 15:7; ლუკას სახარება 4:4; გამოსვლა 34:28; გამოსვლა 34:4; გამოსვლა 34:1-2; გამოსვლა 32:19; გამოსვლა 32:15-16; გამოსვლა 31:18;

1.1.26__
გამოსვლათა 31
18. მისცა მოსეს უფალმა, როცა შეწყვიტა მასთან ლაპარაკი სინაის მთაზე, მოწმობის ორი დაფა, ღვთის თითით ნაწერი ფიქალები.

გამოსვლათა 32
15. პირი იბრუნა მოსემ და ჩამოვიდა მთიდან, ხელში აღთქმის ორი ფიქალი ეჭირა, ორსავე მხარეს ნაწერი ფიქალები. აქეთაც და იქითაც წარწერები იყო.
16. ღვთის ნაკეთები იყო ეს ფიქალები, წარწერაც ღვთისა იყო, ფიქალებზე ამოკვეთილი.
19. როგორც კი მიუახლოვდა ბანაკს და დაინახა ხბო და როკვა, რისხვით აღინთო მოსე და ხელიდან გააგდო ფიქალები და მიამსხვრია მთის ძირას.

გამოსვლათა 34
1. უთხრა უფალმა მოსეს: გამოთალე იმ პირველთა მსგავსი ორი ფიქალი, და მე დავწერ ფიქალებზე სიტყვებს, რომლებიც ეწერა იმ პირველ ფიქალებზე, შენ რომ დაამსხვრიე.
2. მზად იყავ დილისათვის; დილას სინაის მთაზე ახვალ და იქ, მთის წვერზე დამიდგები.
4. გამოთალა მოსემ ორი ფიქალი, იმ პირველთა მსგავსი, ადგა დილაადრიანად და ავიდა სინაის მთაზე, როგორც უბრძანა უფალმა. ორი ფიქალი ეჭირა ხელში.
28. დარჩა იქ, უფალთან ორმოც დღეს და ორმოც ღამეს; პური არ უჭამია და წყალი არ შეუსვამს. დაწერა ფიქალებზე აღთქმის სიტყვები, ათი სიტყვა.

ლუკა 4
4. ხოლო იესომ მიუგო და უთხრა მას: არა მხოლოდ პურით იცოცხლებს კაცი, არამედ ღმერთის ყოველი სიტყვით.

იოანე 15
7. თუ დარჩებით ჩემში და ჩემი სიტყვები დარჩება თქვენში, ყველაფერი, რასაც ისურვებთ, ითხოვეთ და გექნებათ.

რომაელთა 10
17. ამრიგად, რწმენა - სმენისაგან, ხოლო სმენა - ქრისტეს სიტყვისგან.

ებრაელთა 4
12. რადგანაც ღვთის სიტყვა ცოცხალია, ქმედითი და ყოველგვარ ორლესულ მახვილზე უფრო ბასრი, ასე რომ, თვით სამშვინველისა და სულის, სახსართა და ძვლის ტვინის გაყოფამდე აღწევს, და განიკითხავს გულის ზრახვებსა თუ აზრებს.
13. არ არსებობს ქმნილება, დაფარული რომ იყოს მისთვის. არამედ ყველაფერი გაშიშვლებული და გაცხადებულია მის თვალთა წინაშე, ვისაც ვაბარებთ ანგარიშს.

თემაზე წერდნენ
*
ბიბლიის სიტყვები აღმავსებენ განცვიფრებით, სახარების სიწმინდე ესაუბრება ჩემს გულს. შეხედეთ ფილოსოფოსთა წიგნებს როგორი არარაობანი არიან ბიბლიის წინაშე - განა შესაძლებელია, რომ ასეთი საოცარი და ამასთან ასე უბრალო წიგნი იყოს ადამიანური ხელის ნაყოფი?__ჟან ჟაკ რუსო__

biblesimfony.jimdo.com
1.1.26