• georgian flag
  • english flag

ზეციდან შობა - ღვთის დიდებაში შესვლა


author
Мирза Бадиаури
A A       1395

საკვანძო მუხლები: დაბადება 6:5; ფსალმუნები 13:3; ესაია 1:5-6; იერემია 13:23; იერემია 17:9; ეზეკიელი 36:26-27; მათეს სახარება 13:52; მათეს სახარება 17:2; მარკოზის სახარება 9:2-3; მარკოზის სახარება 10:37; იოანეს სახარება 1:13-14; იოანეს სახარება 2:23-25; იოანეს სახარება 3:5-8; იოანეს სახარება 12:41; იაკობის წერილი 1:18; 1 პეტრეს წერილი 1:23-24; 2 პეტრეს წერილი 1:3-9; 1 იოანე 1:2-3; რომაელთა მიმართ 1:1-13; რომაელთა მიმართ 3:9-19; რომაელთა მიმართ 7:23; რომაელთა მიმართ 8:4; რომაელთა მიმართ 12:2; რომაელთა მიმართ 13:14; რომაელთა მიმართ 15:7; 1 კორინთელთა მიმართ 13:12; 2 კორინთელთა მიმართ 3:18; 2 კორინთელთა მიმართ 4:6-7; 2 კორინთელთა მიმართ 5:17; გალატელთა მიმართ 5:24; ეფესელთა მიმართ 2:4-6; ეფესელთა მიმართ 4:22-24; ეფესელთა მიმართ 5:26; კოლასელთა მიმართ 1:12; კოლასელთა მიმართ 3:10; ტიტეს მიმართ 3:5; ებრაელთა მიმართ 11:6;

3.40.21.__

1. წმ.წერილის მიხედვით კაცის ბუნება ცოდვილია და მოკლებულია ღვთის დიდებას დაბ.6,5 ფს.13,3 ეს.1,5.6 იერ.17,9 ინ.2,23-25,, 3,6 რომ.3,9-19,, 8,7 ეფ.2,12

2. კაცს თვითონ არ შეუძლია უკეთესი გახდეს. ზეციდან შობა არ არის კაცის გონების ან ნების ძალისხმევის შედეგი. ხელახლად შობა არ არის ძველის შეცვლა უკეთესად (ასეთი წარმოდგენა აჩენს ეჭვს და შიშს, საკუთარ თავში დაურწმუნებელი მერყეობს, რადგან თავის თავზეა დაიმედებული, გრძნობებსა და შთაბეჭდილებებში დაეძებს ხსნის მტკიცებულებას.). ხორცი ხორცადვე რჩება, ისმაელი რჩება ისმაელად ისააკის შობის შემდეგ იერ.13,23,, მარ.10,37,, 1პეტ.1,24

3. ღმერთი შეცოდებით მკვდრებს გვაცოცხლებს. გვმოსავს ახალი სულიერი არსებით, წმიდა სამოსლით. გარდავიქმნებით სულიწმიდის მიერ ეზეკ.36,26.27 ინ.1,13,, 3,5-8 იაკ.1,18,, 1პეტ.1,23 რომ.3,26,, 2კორ.3,[18],, 4,6 ეფ.2,4-6,, 5,26 ტიტ.3,5

4. რწმენით ვიხილავთ ქრისტეს დიდებას, ვცდილობთ ვემსგავსებოდეთ მას, ვიყოთ სიტყვის აღმსრულებელნი, გვქონდეს ქრისტეს აზროვნება, განვახლდეთ გონებით, ვესწრაფოდეთ მის სრულყოფილებას. ვკითხოთ თავს, რა გავაკეთეთ მისი ნების აღსასრულებლად, ვართ ნათელნი ქვეყნიერებისთვის? სულით უკუვაგდებდეთ ხორცის ყოველგვარ ცთუნებას, მოვაკვდინებდეთ ხორცს მასთან ერთად ჯვარზე, რათა მასთან ერთად ვიცოცხლოთ ქრისტეში შემოსილნი მათ.13,52,, 17,2 მარ.9,2.3 ინ.1,14,, 12,41 იაკ.1,22-25,, 1პეტ.1,23,, 2პეტ.1,5-9,, 1ინ.1,2.3 რომ.1,1-13,, 7,23,, 8,4,, 12,2,, 13,14,, 1კორ.13,12,, 2კორ.3,[18],, 4,6.7 გალ.5,24 ეფ.4,22-24 კოლ.1,12,, 3,10 ებრ.11,6

5. ხელახლად შობის შედეგები ინ.3,6 იაკ.1,18,, 1პეტ.1,23,, 2პეტ.1,4,, 2კორ.5,17 გალ.6,15

6. გარდავიქმნათ დიდებიდან დიდებად 2პეტ.1,3 რომ.8,17,, 12,2,, 15,7,, 2კორ.3,[18],, 4,6.7

7. ხელალად შობილნი თავიანთ წლოვანებას შობის დღიდან - ნათლობიდან ითვლიან -

__თემაზე წერდნენ__

***
- რაზომისა წლისაჲ ხარ?
ხოლო მან ჰრქვა:
- ათორმეტისაჲ.
და ჰრქვა:
- ვითარ მეტყვი მაგას, რამეთუ ხარ მოხუცებულად, სამეოცისა წლისაჲ ვარ, გარნა რაჲთაგან ღმერთსა სრულიად გაუსაკუთრე თავი ჩემი, ათორმეტი წელი არს. რამეთუ წინაჲს მკვდარი ვიყავ და ათორმეტით წლითგან ცოცხალ ვარ.
__უცნობი ავტორი - სიბრძნე ბალაჰვარისი__

***
რომელი ჩვენგანი გაბედავს მყრალ, ჭუჭყიან გუბეში ჩააგდოს ძვირფასი სამოსი?! ასევე, განა უნდა გაკადნიერდეთ თქვენც, ჰოი, ცოდვილო ადამიანებო, იმ გულში მიიღოთ მაცხოვრის უძვირფასესი სისხლი და ხორცი, რომელიც ცოდვებით აგივსიათ?!
__ნეტარი ავგუსტინე__

***
შობა მტკივნელი პროცესია, განსაკუთრებით თუ კაცი თავის თავს შობს, და თანაც მოწიფულობის ჟამს.
__სტანისლავ ეჟი ლეცი__

***
სული ნამგალსა ჰგავს, ჩაჟანგება იცის ადვილად. სულს ეკიდება შენი წარსული. ხანდახან სულიც ისევე უნდა გააფხავო, როგორც მახვილს აფხავებენ ქასურით, თორე ხორცმა ხანდახან ჟანგივით იცის, მოეკიდება ჩააჩლუნგებს სულსა.
__გოდერძი ჩოხელი__

ბიბლიის მუხლები

დაბადება 6
5. დაინახა უფალმა ღმერთმა, რომ იმატა ადამიანთა უკეთურებამ ამქვეყნად, რომ უკეთური იყო მუდამჟამს მათი ყოველი გულისთქმა.

ფსალმუნი 13
3. ყველამ უარყო, ერთაანად საძულველნი გახდნენ; არ არის მქნელი კეთილისა, ერთიც არ არის.

ესაია 1
5. სად რა დაგერტყმით კიდევ, ურჩობას რომ აგრძელებთ? მთელი თავი დასნეულებული გაქვთ, გული შეღონებული.
6. ტერფიდან თხემამდე საღი ადგილი აღარ შეგრჩათ: ყველგან ჭრილობა და წყლული, დაჩირქებული იარები, გამოურწყველი და შეუხვეველი, მალამოთი დაუამებელი.

იერემია 13
23. თუ შეიცვლის ზანგი თავის კანს და ვეფხვი თავის აჭრელებულ ბეწვს? თქვენც, სიბოროტეს დაჩვეულნი, თუ შეძლებდით სიკეთის ქმნას?

იერემია 17
9. უნდოა ყველას გული და უკურნებელი, ვინ შეიცნობს მას?

ეზეკიელი 36
26. მოგცემთ ახალ გულს და ახალ სულს ჩაგიდგამთ შიგნით; ამოგაცლით ქვის გულს სხეულიდან და ხორცის გულს ჩაგიდგამთ.
27. ჩემს სულს ჩაგიდგამთ შიგნით და ისეთებს გაგხდით, რომ ჩემს წესებზე იაროთ და ჩემი სამართალი აღასრულოთ.

მათე 13
52. ხოლო იესომ უთხრა მათ: ამიტომ ყოველი მწიგნობარი, რომელიც ცათა სასუფევლის მოწაფე გახდა, მსგავსია სახლის პატრონისა, რომელსაც თავისი საუნჯიდან გამოაქვს ახალიცა და ძველიც.

მათე 17
2. და იცვალა მათ წინაშე ფერი, და გაბრწყინდა მისი სახე, როგორც მზე, და გათეთრდა მისი სამოსი, როგორც ნათელი.

მარკოზი 9
2. ექვსი დღის შემდეგ წაიყვანა იესომ პეტრე, იაკობი და იოანე, მარტო ისინი აიყვანა მაღაღ მთაზე და მათ წინაშე იცვალა ფერი.
3. სამოსი მისი გახდა მოელვარე და ისეთი სპეტაკი, როგორც ვერცერთი მრეცხავი ვერაფერს გაასპეტაკებს ამ ქვეყნად.

მარკოზი 10
37. მათ მიუგეს: მოგვეცი ნება, რათა შენს დიდებაში ერთი შენს მარჯვნივ და მეორე შენს მარცხნივ დავსხდეთ.

იოანე 1
13. და ვინც არა სისხლისაგან, არა ხორცის ნებისაგან, არა მამაკაცის ნებისაგან, არამედ ღმრთისაგან იშვნენ.
14. სიტყვა ხორცად იქცა და დაემკვიდრა ჩვენს შორის, მადლითა და ჭეშმარიტებით სავსე. და ვიხილეთ დიდება მისი, დიდება მხოლოდშობილისა მამის მიერ.

იოანე 2
23. იერუსალიმში, პასექის დღესასწაულზე ყოფნისას, ბევრმა იწამა მისი სახელი, ვინაიდან ხედავდნენ სასწაულებს, რომლებსაც ახდენდა იგი.
24. მაგრამ თვით იესოს კი არ სწამდა მათი, ვინაიდან კარგად იცნობდა ყველას.
25. და არ სჭირდებოდა ვისიმე მოწმობა ადამიანზე, ვინაიდან თვითონ იცოდა, რა იყო ადამიანში.

იოანე 3
5. მიუგო იესომ: ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები შენ: ვინც არ დაიბადება წყლისა და სულისაგან, ვერ შევა ღმრთის სასუფეველში.
6. ხორცის მიერ შობილი ხორცია და სულის მიერ შობილი - სული.
7. ნუ გიკვირს, რომ გითხარი: ხელახლა უნდა დაიბადოთ-მეთქი.
8. ქარი, სადაც სურს, ქრის, და გესმის მისი ხმა, მაგრამ არ იცი, საიდან მოდის ან საით მიდის; ასევეა სულის მიერ ყველა შობილიც.

იოანე 12
41. ესა თქვა ესაიამ, როცა იხილა მისი დიდება და იუბნა მისთვის.

იაკობი 1
18. მან ინება და დაგვბადა ჩვენ ჭეშმარიტების სიტყვით, რათა ვყოფილიყავით როგორც პირველნაყოფი მის მიერ შექმნილთა შორის.
22. მაშ, იყავით სიტყვის აღმსრულებელნი და არა მხოლოდ მსმენელნი თავის მოსატყუებლად.
23. რადგან ვინც სიტყვას ისმენს და არ ასრულებს, იმ კაცსა ჰგავს, თავის ბუნებრივ სახეს რომ უმზერს სარკეში.
24. დაინახავს თავის თავს, წავა და მყისვე ავიწყდება, როგორია მისი იერი.
25. მაგრამ ვინც გულმოდგინედ აკვირდება თავისუფლების სრულყოფილ რჯულს და კიდევაც მკვიდრდება მასში, არა როგორც გულმავიწყი მსმენელი, არამედ საქმის აღმსრულებელი, ნეტარია თავისი მოქმედებით.

1პეტრე 1
23. როგორც ხრწნადი კი არა, არამედ უხრწნელი თესლის - ღვთის ცოცხალი და წარუვალი სიტყვის მიერ ხელახლა შობილთ.
24. ვინაიდან ყოველი ხორცი ბალახსა ჰგავს და ყოველი დიდება კაცისა - მინდვრის ყვავილს; გახმა ბალახი და დასცვივდა მისი ყვავილიც.

2პეტრე 1
3. რაკიღა მისმა საღვთო ძალამ მოგვანიჭა ყველაფერი, რაც ცხოვრებისა და ღვთისმოსაობისთვის გვჭირდება, მისი შემეცნების მეოხებით, ვინც თავისი დიდებისა და სათნოებისაკენ გვიხმო,
4. რომელთაგანაც გვებოძა დიადი და ფასდაუდებელი აღთქმანი, რათა ამ ქვეყნად გულისთქმის ხრწნილებისაგან განრიდებულნი საღმრთო ბუნების თანაზიარნი გახდეთ.
5. ამიტომ თქვენც გულმოდგინედ ეცადეთ, რომ თქვენს რწმენას სათნოებაც ზედ მიუსართოთ, სათნოებას კი - შემეცნება,
6. შემეცნებას - თავშეკავება, თავშეკავებას - მოთმინება, ხოლო მოთმინებას - ღვთისმოსაობა,
7. ღვთისმოსაობას - ძმათმოყვარეობა, ძმათმოყვარეობას კი - სიყვარული.
8. თუ ყოველივე ეს თქვენშია და მრავლდება, უქმად და უნაყოფოდ არ დარჩებით ჩვენი უფლის იესო ქრისტეს შემეცნებისას.
9. ხოლო ვის სულშიც ეს არ არის, თვალდავსილია ან ბეცი, რადგანაც დაივიწყა, რომ უკვე განწმენდილია თავისი უწინდელი ცოდვებისაგან.

1იოანე 1
2. (რადგან სიცოცხლე ცხად იქმნა, რაც ვიხილეთ და ვმოწმობთ, და გაუწყებთ საუკუნო სიცოცხლეს, რომელიც იყო მამასთან და გამოგვეცხადა ჩვენ).
3. რაც ვისმინეთ და ვიხილეთ, იმას გაუწყებთ, რათა თქვენც ეზიაროთ ჩვენთან ერთად, ხოლო ჩვენ ვეზიარებით მამას და ძეს მისას - იესო ქრისტეს.

რომაელთა 1
1. პავლე, იესო ქრისტეს მონა, მოციქულად ხმობილი და ღვთის სახარებისათვის რჩეული,
2. სახარებისა, რომელიც წინასწარ აღგვითქვა თავის წინასწარმეტყველთა მიერ წმიდა წერილში,
3. და რომელიც ეხება მის ძეს, დავითის თესლისაგან ხორციელად შობილს,
4. ძალით, სიწმიდის სულითა და მკვდრეთით აღდგომით ღვთის ძედ განჩინებულს, უფალს ჩვენსას იესო ქრისტეს,
5. ვისი მეოხებითაც მივიღეთ მადლი და მოციქულობა, რათა მისი სახელით სარწმუნოებას დავუმორჩილოთ ყოველი ხალხი,
6. რომელთა შორის ხართ თქვენც, იესო ქრისტეს მიერ ხმობილნი;
7. ყველას, ვინცა ხართ რომში, ღვთის საყვარელთ და წმიდა ხმობილთ: მადლი და მშვიდობა თქვენდა მამა ღმერთისა და უფალ იესო ქრისტესაგან.
8. უპირველესად, ყოველი თქვენგანისათვის ვმადლობ ღმერთს ჩემსას იესო ქრისტეს მეოხებით, რადგანაც თქვენი რწმენა ეხარება მთელ ქვეყანას.
9. მოწმედ მყავს ღმერთი, რომელსაც ვემსახურები ჩემი სულით მისი ძის სახარებაში, რომ გამუდმებით გიგონებთ; 10. დღენიადაგ ვევედრები ჩემს ლოცვებში, იქნებ როგორმე შემეწიოს ღვთის ნება, რომ თქვენთან მოვიდე.
11. რადგანაც გულით მწადია თქვენი ნახვა, რათა გიწილადოთ სულიერი ნიჭი თქვენს განსამტკიცებლად,
12. ანუ, რაც იგივეა, ჩემს სანუგეშებლად, თქვენი და ჩემი საერთო რწმენით.
13. მინდა იცოდეთ, ძმებო, რომ მრავალჯერ დავაპირე თქვენთან მოსვლა (მაგრამ აქამდე ვერ მოვახერხე), რათა თქვენშიაც მქონოდა ნაყოფი, როგორც სხვა ხალხთა შორის.

რომაელთა 3
9. მერედა, რა? გვაქვს კი რაიმე უპირატესობა? არავითარი. ვინაიდან უკვე დავამტკიცე, რომ ყველანი, იუდეველებიცა და ბერძნებიც, ცოდვის ქვეშა ვართ.
10. როგორც დაწერილია: არავინაა მართალი.
11. არავინაა გამგები: არავინ ეძებს ღმერთს.
12. ყველა გზას ასცდა; ერთიანად უმაქნისნი გახდნენ; არ არის სიკეთის მქმნელი, არ არის არავინ.
13. პირაშკმული სამარეა მათი ყელი; ენით ზაკვას იტყვიან; ასპიტთა გესლი სცხიათ ბაგეზე.
14. პირი წყევლითა და სიმწრით აქვთ სავსე.
15. ფეხმარდნი არიან სისხლის საღვრელად.
16. ნგრევა და ვარამია მათ გზაზე.
17. ვერ უცვნიათ მშვიდობის გზა.
18. ღვთის შიში არ არის მათ თვალწინ.
19. მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ რასაც რჯული ამბობს, რჯულის ქვეშევრდომთათვის ამბობს, რათა შეიკრას ყოველი პირი და მთელი ქვეყანა დაექვემდებაროს ღმერთის სამართალს.

რომაელთა 7
23. მაგრამ ჩემს ასოებში სხვა რჯულსა ვხედავ, რომელიც ეურჩება ჩემი გონების რჯულს, და ცოდვის იმ რჯულის ტყვედ მაქცევს, რომელიც არის ჩემს ასოებში.

რომაელთა 8
4. და, ამრიგად, რჯულის სიმართლე აღსრულებულიყო ჩვენში, რომელნიც ხორციელად კი არ ვცხოვრობთ, არამედ - სულიერად.
7. იმიტომ, რომ ხორცის ზრახვა ღვთის მტრობაა, ვინაიდან არ ემორჩილება და ვერც დაემორჩილება ღვთის რჯულს.
17. ხოლო თუ შვილები ვართ, მემკვიდრენიცა ვართ, ღვთის მემკვიდრენი და ქრისტეს თანამემკვიდრენი, თუკი მასთან ერთად ვევნებით, რათა მასთან ერთად ვიდიდოთ.

რომაელთა 12
2. ნუ ემსგავსებით ამ ქვეყანას, არამედ გარდაიქმენით თქვენი გონების განახლებით, რათა შეიცნოთ, რა არის ნება ღვთისა, კეთილი, სათნო და სრული.

რომაელთა 13
14. არამედ შეიმოსეთ უფალი ქრისტე, და ხორცზე ზრუნვას ნუ აქცევთ ავხორცობად.

რომაელთა 15
7. მაშ, შეიწყნარეთ ერთმანეთი, როგორც ქრისტემ შეგიწყნარათ ღვთის სადიდებლად.

1კორინთელთა 13
12. რადგანაც ახლა ბუნდოვნად ვხედავთ, როგორც სარკეში, მაშინ კი პირისპირ ვიხილავთ; ახლა ნაწილობრივ ვიცი, ხოლო მაშინ შევიცნობ, როგორც თავად შევიმეცნები.

2კორინთელთა 3
18. ჩვენ კი, დაუბურავი სახით რომ ვჭვრეტთ უფლის დიდებას, როგორც სარკეში, იმავე სახედ გარდავისახებით დიდებიდან დიდებაში, როგორც უფლის სულისგან.

2კორინთელთა 4
6. რადგანაც ღმერთმა, რომელმაც ბრძანა ბნელიდან ნათლის გამობრწყინება, გაანათლა ჩვენი გულები, რათა გავებრწყინებინეთ ღმერთის დიდების შემეცნებით, რომლითაც სხივოსნობს იესოს სახე.
7. ხოლო ეს საუნჯე ჩვენ თიხის ჭურჭლებით დაგვაქვს, რათა ამ ძალის სიდიადე ღვთისაგან იყოს და არა ჩვენგან.

2კორინთელთა 5
17. ამრიგად, ვინც ქრისტეშია, ახალი ქმნილებაა. ძველმა განვლო და, აჰა, ყოველივე არის ახალი.

გალატელთა 5
24. ხოლო მათ, ვინც არიან ქრისტესნი, ჯვარს აცვეს ხორცი მისი სურვილებით და ვნებებითურთ.

ეფესელთა 2
4. მაგრამ წყალობით მდიდარმა ღმერთმა, თავისი უშრეტი სიყვარულით რომ შეგვიყვარა,
5. ბრალეულობით მკვდარნი ქრისტესთან ერთად გაგვაცოცხლა (მადლით ხართ გამოხსნილნი),
6. მასთან ერთად აღგვადგინა და მასთანვე დაგვსხა ზეცას ქრისტე იესოში,
12. ამ დროს ქრისტეს გარეშე იყავით, ისრაელის მოქალაქეობას მოკლებულნი, აღთქმის მცნებათათვის უცნონი, სასომიხდილნი და ამქვეყნად უღმრთოდ შთენილნი.

ეფესელთა 4
22. განშორებოდით მაცდურ გულისთქმათაგან გახრწნილი ძველი კაცის უწინდელ ყოფას,
23. განახლებულიყავით თქვენი გონების სულით
24. და შეგემოსათ ახალი კაცი, ღვთის მსგავსად შექმნილი სამართლიანობითა და ჭეშმარიტების სიწმინდით.

ეფესელთა 5
26. რათა სიწმიდით შეემოსა, მას შემდეგ, რაც გაწმინდა წყლის საბანელით და სიტყვით,

კოლასელთა 1
12. სიხარულით ჰმადლობდეთ ღმერთსა და მამას, რომელმაც იმის ღირსნი გვყო, რომ წმიდათა ხვედრს ვზიარებოდით ნათელში;

კოლასელთა 3
10. და შეიმოსეთ ახალი, რომელიც განახლდება შემეცნებით მისი შემოქმედის ხატად,

ტიტე 3
5. მან გვიხსნა არა ჩვენს მიერ აღსრულებულ კეთილ საქმეთა გამო, არამედ თავისი წყალობით, ხელახლა შობის განბანითა და სული წმიდის მიერ განახლებით,

ებრაელთა 11
6. რწმენის გარეშე კი შეუძლებელია ესათნოვო ღმერთს, რადგან ვინც მას უახლოვდება, უნდა სწამდეს, რომ ღმერთი არსებობს და სანაცვლოს მიაგებს მის მაძიებელთ.

biblesimfony.jimdo.com
3.40.21