ბიბლიის თარგმანების შესახებ
Мирза Бадиаури |
A A 992 |
საკვანძო მუხლები: ესაია 45:18; დაბადება 19:26; დაბადება 7:10; დაბადება 2:7; დაბადება 1:2;
1.1.24__
გთავაზობთ მხოლოდ რამდენიმე პასაჟს ისტორიიდან
- ალექსანდრიის ნახევარი მოსახლეობა ებრაელები იყვნენ და ლაპარაკობდნენ ბერძნულად. მათ სინაგოგებში ითარგმნა ჩვ.წ.ა-მდე მესამე ს-ში ბიბლია სახელწოდებით სეპტუაგინტა, რაც ისტორიაში პირველი ნათარგნი ბიბლია იყო.
- მთარგმნელები არ ითვალისწინებენ, რომ ებრაულში არ არის ზმნა ′იყო′ და რომ დაბ.1,2 -ში გამოყენებულია სიტყვა ′ხაიახ′ - ′იქცა′, ისევე როგორც დაბ.2,7; 7,10; 19,26. ის, რომ მიწა არ შეიქმნა ცარიელად და უდაბურად, ჩანს ეს.45,18. ის იქცა უდაბურად ანუ ასეთი არ იყო.
- წარმართული აზროვნებისა და გამოთქმების პრობლემა ბიბლიის
თარგმნისას
ეხება რა ძველი ქართული ლიტერატურის მთარგმნელობით მეთოდს კ. კეკელიძე მრავალ საგულისხმო დაკვირვებას და მოსაზრებას გვიზიარებს. (კ. კეკელიძე. ეტიუდები. ტ.1)
მისი აზრით: „ქართველებმა ახალი რელიგიური სისტემა ძველ წარმართულ სარწმუნოებაზე დაამყნეს... ბიბლიური წიგნების მთარგმნელნი იძულებული ხდებოდნენ შეეგუებიათ თავიანთი თარგმანი წარმართული აზროვნებისთვის, რამდენადაც კი ეს მოსახერხებელი იყო, და გამოეყენებინათ მარაგი წარმართული საკრალური ენისა.“
ამის გამო, „ახალი იდეები, ახალი აზრები, ახალი ფილოსოფიურ-რელიგიური და მორალური შეხედულებანი ხშირად გადმოიცემიან ამ თარგმანში ისეთი სიტყვებითა და ტერმინებით, რომელნიც უშუალოდ წარმართული წყაროდან მოდიანო.“
შემდგომი დროის რედაქციების მიზანი იყო ძველი თარგმანები განეტვირთათ წარმართული აზროვნებისა და გამოთქმების გადმონაშთებისგან: „პროცესი ბიბლიური წიგნების სწორებისა, რომელსაც ადგილი აქვს საუკუნეთა განმავლობაში, მიზნად ისახავდა ქართული ტექსტის ბერძნულ დედანთან დაახლოებას, პირველყოვლისა იმ მიზნით, რათა ქართული თარგმანიდან განდევნილი ყოფილიყო წარმართული ელემენტები.“
მაგრამ ეს გიორგი მთაწმინდელსა და ეფრემ მცირესაც კი ვერ მოუხერხებიათ. ეფრემ მცირეს უთქვამს: ზეპირად ვიცოდი ძველი თარგმანები და ძალაუნებურად მეპარებოდა ჩემს თარგმანებში ძველი სიტყვები და წინადადებებიო.
__გიორგი შატბერაშვილი__
biblesimfony.jimdo.com
1.1.24