ვარჯიში ღვთისმოსაობაში
Мирза Бадиаури |
A A 654 |
საკვანძო მუხლები: მოციქულთა საქმეები 24:16; 2 პეტრეს წერილი 1:5-8; 1 ტიმოთეს მიმართ 2:10; 1 ტიმოთეს მიმართ 4:7-8; 1 ტიმოთეს მიმართ 6:11; 2 ტიმოთეს მიმართ 3:12; ებრაელთა მიმართ 5:14;
3.40.24.__
საქ.24,16,, 2პეტ..1,5-8,, 1ტიმ.2,10,, 4,[7].8,, 6,11,, 2ტიმ.3,12 ებრ.5,14
ბიბლიის მუხლები
საქმე 24
16. ამიტომ თავადაც ვიღვწი, რომ ყოველთვის უმწიკვლო სინიდისი მქონდეს ღვთისა და კაცთა წინაშე.
2პეტრე 1
5. ამიტომ თქვენც გულმოდგინედ ეცადეთ, რომ თქვენს რწმენას სათნოებაც ზედ მიუსართოთ, სათნოებას კი - შემეცნება,
6. შემეცნებას - თავშეკავება, თავშეკავებას - მოთმინება, ხოლო მოთმინებას - ღვთისმოსაობა,
7. ღვთისმოსაობას - ძმათმოყვარეობა, ძმათმოყვარეობას კი - სიყვარული.
8. თუ ყოველივე ეს თქვენშია და მრავლდება, უქმად და უნაყოფოდ არ დარჩებით ჩვენი უფლის იესო ქრისტეს შემეცნებისას.
1ტიმოთე 2
10. არამედ კეთილი საქმით, როგორც შეშვენის ქალებს, რომლებმაც ღვთისმოსაობას მიუძღვნეს თავი.
1ტიმოთე 4
7. ხოლო უწმინდურთა და დედაბერთა ზღაპრებს ერიდე და ღვთისმოსაობაში გაიწაფე თავი.
8. ვინაიდან სხეულის წვრთნა ცოტა რამეში თუ წაგადგება, ღვთისმოსაობა კი ყოველმხრივ სასარგებლოა, რაკიღა აწინდელი სიცოცხლის აღთქმაცა აქვს და მერმისისაც.
1ტიმოთე 6
11. შენ კი, ღვთის კაცო, ერიდე ამას და მისდიე რწმენას, სიყვარულს, მოთმინებას, თვინიერებას;
2ტიმოთე 3
12. ვისაც სურს ღვთისმოსაობით ცხოვრობდეს ქრისტე იესოში, ჩემსავით დევნილი იქნება.
ებრაელთა 5
14. უხეში საჭმელი კი მოწიფულთათვისაა განკუთვნილი, რომელთა გრძნობებიც საკმაოდ გაწვრთნილია ჩვევით, რათა კეთილისა და ბოროტის გარჩევა შესძლონ.
biblesimfony.jimdo.com
3.40.24