• georgian flag
  • english flag

შემეცნება მივუსართოთ რწმენას


author
Мирза Бадиаури
A A       664

საკვანძო მუხლები: მათეს სახარება 13:19-23; მათეს სახარება 25:26; ლუკას სახარება 8:10-14; იაკობის წერილი 1:3; 2 პეტრეს წერილი 1:2; 2 პეტრეს წერილი 3:18; 1 იოანე 2:14; 1 იოანე 4:16; რომაელთა მიმართ 5:3; 1 კორინთელთა მიმართ 4:3-4; 1 კორინთელთა მიმართ 8:7; ეფესელთა მიმართ 1:17-18; ეფესელთა მიმართ 4:23; ეფესელთა მიმართ 5:17; ფილიპელთა მიმართ 1:9; კოლასელთა მიმართ 1:9; კოლასელთა მიმართ 3:10; 1 თესალონიკელთა მიმართ 4:1; ტიტეს მიმართ 1:6; ფილიმონის მიმართ 1:6; ებრაელთა მიმართ 8:11;

3.40.17.__

1. ვიცით, მოგვეცა სასუფევლის საიდუმლოთა ცოდნა ლუკ.8,10 იაკ.1, [3]; 1ინ.2,14; 4,16 რომ.5,3; 1კორ.8,7 ტიტ.1,1 ებრ.8,11

2. თუ ვინმეს აკლია სიბრძნე, სთხოვოს ღმერთს და მიეცემა იაკ.1,5 ეფ.1,17.18; 5,17 კოლ.1,9; 3,16

3. შემეცნებას მივუსართოთ რწმენა 2პეტ.1,[5.6]

4. თუ გვაქვს გულმოდგინება და ღბთის სიტყვები რჩება ჩვენში, მადლი გაგვიმრავლდება 2პეტ1,2; 3,18; 1კორ.8,7 ეფ.4,23 ფლპ.1,9 კოლ.3,10 ფილიმ.1,6

5. შევაგონოთ და ვასწავლოთ ერთმანეთს კოლ.3,16; 1თეს.4,1

6. რასაც ვისმენთ, დაე

- ნუ იქნება გზის პირას დათესილი, რათა არ მოგვტაცოს უკეთურმა მათ.13,19 ლუკ.8,12

- ქვიან ადგილას დათესილი, სიხარულით მიღებული და უფესვო, განსაცდელში ადვილად რომ ცდუნდება მათ.13,20.21 ლუკ.8,13

- ეკალ-ბარდებში დათესილი, ანუ სოფლის საზრუნავს ნუ მოვაშთობინებთ მათ.13,22 ლუკ.8,14

- იყოს ჩვენი გული პოხიერი ნიადაგი, შევიმეცნოთ და გამოვიღოთ ნაყოფი მათ.13,23 ლუკ.8,14; 2პეტ.1,[8]

7. ცოდნას ნუ დავივიწყებთ 2პეტ.1,9

8. ცოდნას ბოროტად ნუ გამოვიყენებთ მათ.25,26

9. თუ სახარება დაფარულია, წარწყმედილთათვისაა დაფარული 1კორ.4,3.4

ბიბლიის მუხლები

მათე 13
19. ყველას, ვინც ისმენს სასუფევლის სიტყვას, მაგრამ არ ესმის იგი, მიადგება უკეთური და მოსტაცებს გულში ჩათესილს: ეს არის თესლი, გზის პირას რომ დაითესა.
20. ხოლო ქვიან ადგილას დათესილი ის არის, ვინც ისმენს სიტყვას და მაშინვე სიხარულით იღებს მას.
21. მაგრამ ფესვი არა აქვს მასში, და ამიტომ უდღეურია; და როდესაც მოაწევს ჭირის დღე ან დევნა სიტყვის გამო, მყისვე ცდუნდება.
22. ხოლო ეკალ-ბარდებში დათესილი ის არის, ვინც ისმენს სიტყვას, მაგრამ სოფლის საზრუნავი და სიმდიდრის საცდური აშთობენ სიტყვას და უნაყოფოს ხდიან მას.
23. პოხიერ ნიადაგზე დათესილი კი ის არის, ვინც ისმენს და კიდეც შეიგნებს სიტყვას, და ამიტომაც გამოაქვს ნაყოფი; ერთი ასად, ერთი სამოცად თუ ერთი ოცდაათად.

მათე 25
26. ხოლო პატრონმა მიუგო და უთხრა მას: უკეთურო და მცონარა მონავ! იცოდი, რომ მოვიმკი, სადაც არ დამითესავს, და ვკრებ, სადაც არ დამიბნევია.

ლუკა 8
10. ხოლო მან თქვა: თქვენ მოგეცათ ღმრთის სასუფევლის საიდუმლოთა ცოდნა, ხოლო დანარჩენთ იგავებით ეთქმის, რათა მხედველნი ვერას ხედავდნენ, და მსმენელთ არა ესმოდეთ რა.
11. აი, რას ნიშნავს ეს იგავი: თესლი სიტყვაა ღმრთისა;
12. გზის პირას დაცვენილი მარცვლები მსმენელები არიან, ხოლო შემდეგ მოდის ეშმაკი და იტაცებს სიტყვას მათი გულიდან, რათა არ იწამონ და არა ცხონდნენ;
13. კლდეზე დაცვენილი მარცვლები ისინი არიან, რომლებიც სიტყვის მოსმენისთანავე სიხარულით იღებენ მას, მაგრამ ფესვი არა აქვთ და ამიტომაც დროებით სწამთ, ხოლო განსაცდელის ჟამს განდგებიან;
14. ეკალ-ბარდებში ჩაცვენილი მარცვლები ისინი არიან, რომლებიც ისმენენ სიტყვას, მაგრამ მიდიან და ზრუნვით, სიმდიდრისა და ამქვეყნიური განცხრომის სურვილით მომშთვარნი, უნაყოფონი რჩებიან.

იაკობი 1
3. რაკიღა იცით, რომ გამოცდა თქვენი რწმენისა დასაბამს აძლევს მოთმინებას;
5. ხოლო თუ რომელიმე თქვენგანს აკლია სიბრძნე, დაე, სთხოვოს ღმერთს, ყოვლის უხვად და უშურველად გამცემს, და მიეცემა.

2პეტრე 1
2. მადლი და მშვიდობა გიმრავლოთ ღვთისა და ჩვენი უფლის იესოს შემეცნების წყალობით.
5. ამიტომ თქვენც გულმოდგინედ ეცადეთ, რომ თქვენს რწმენას სათნოებაც ზედ მიუსართოთ, სათნოებას კი - შემეცნება,
6. შემეცნებას - თავშეკავება, თავშეკავებას - მოთმინება, ხოლო მოთმინებას - ღვთისმოსაობა,
8. თუ ყოველივე ეს თქვენშია და მრავლდება, უქმად და უნაყოფოდ არ დარჩებით ჩვენი უფლის იესო ქრისტეს შემეცნებისას.
9. ხოლო ვის სულშიც ეს არ არის, თვალდავსილია ან ბეცი, რადგანაც დაივიწყა, რომ უკვე განწმენდილია თავისი უწინდელი ცოდვებისაგან.

2პეტრე 3
18. არამედ იზარდეთ ჩვენი უფლისა და მაცხოვრის იესო ქრისტეს მადლითა და შემეცნებით. დიდება მას აწ და მარადის. ამინ.

1იოანე 2
14. ეს მოგწერეთ, ყრმანო, რადგანაც შეიცანით მამა. ეს მოგწერეთ, მამანო, რადგანაც შეიცანით დასაბამიდან მყოფი. ეს მოგწერეთ, ჭაბუკნო, რადგანაც ძლიერნი ხართ, ღვთის სიტყვა მკვიდრობს თქვენში და სძლიეთ ბოროტი.

1იოანე 4
16. ჩვენ შევიცნეთ და ვიწამეთ სიყვარული, რომელიც აქვს ღმერთს ჩვენდამი. ღმერთი სიყვარულია და სიყვარულის მკვიდრი ღმერთში მკვიდრობს, ღმერთი კი - მასში.

რომაელთა 5
3 და არა მარტო ამით, არამედ გასაჭირითაც ვიქადით, რადგან ვიცით, რომ გასაჭირი შეიქმს მოთმინებას,

1კორინთელთა 4
3. პირადად ჩემთვის სულერთია, თქვენ განმსჯით თუ კაცთა მსჯავრნი. მე თვითონაც არ განვსჯი ჩემს თავს.
4. რადგანაც არაფერი მაქვს სინიდისის საქენჯნი, მაგრამ ამით როდი ვიმართლებ თავს, რადგანაც უფალია ჩემი განმკითხველი.

1კორინთელთა 8
7. მაგრამ ყველას როდი აქვს ცოდნა, რადგანაც ზოგიერთნი, ჩვეულებისამებრ, აქამდე ჭამენ კერპთათვის შენაწირს, და მათი უძლური სინიდისი იბღალება.

ეფესელთა 1
17. რათა მოგცეთ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს ღმერთმა დიდების მამამ, სიბრძნისა და გამოცხადების სული მის შესაცნობად;
18. და გაანათლოს თქვენი გონების თვალი, რათა შეიცნოთ, რა არის მისი ხმობის იმედი და როგორია მისი დიადი მემკვიდრეობის სიმდიდრე წმიდათა შორის,

ეფესელთა 4
23. განახლებულიყავით თქვენი გონების სულით

ეფესელთა 5
17. ასე რომ, ნუ იქნებით უგუნურნი, არამედ შეიცანით, რა არის ნება ღვთისა.

ფილიპელთა 1
9. და ვლოცულობ, რომ თქვენი სიყვარული სულ უფრო იზრდებოდეს შემეცნებასა და ყოველგვარ შეგრძნებაში,

კოლასელთა1
9. ამიტომ ჩვენც, იმ დღის შემდეგ, რაც ეს გავიგეთ, გამუდმებით ვლოცულობთ თქვენთვის და შევთხოვთ ღმერთს, რომ აღივსოთ მისი ნების შემეცნებით, მთელი სიბრძნითა და სულიერი წვდომის უნარით

კოლასელთა 3
10. და შეიმოსეთ ახალი, რომელიც განახლდება შემეცნებით მისი შემოქმედის ხატად,
16. დაე, ქრისტეს სიტყვა მთელი სიბრძნითა და სიუხვით დაემკვიდროს თქვენში; ფსალმუნებით, საგალობლებითა და სულიერი შესხმით ასწავლეთ და შეაგონეთ ერთმანეთს; მადლიერებით უგალობეთ უფალს თქვენს გულებში.

1თესალონიკელთა 4
1. ამასთანავე, ძმანო, გთხოვთ და შეგაგონებთ უფალ იესოში, რომ ჩვენი სწავლა - როგორ იქცეოდეთ ღვთის საამებლად, აღასრულოთ მთელი სავსებით.

ტიტე 1
1. პავლე, ღვთის მონა და იესო ქრისტეს მოციქული ღვთის რჩეულთა რწმენითა და ჭეშმარიტების შემეცნებით, ღვთისმოსაობის შესაბამისად,

ფილიმონი 1
6. რათა ზიარება შენი რწმენისა შეეწიოს ყოველივე კეთილის შემეცნებას, რაც არის ჩვენში ქრისტესათვის.

ებრაელთა 8
11. აღარავინ ასწავლის თვისტომს და აღარ ეტყვის თავის ძმას: იცან უფალი, რადგანაც ყოველი მათგანისთვის, დიდიან-პატარიანად, ცნობილი ვიქნები.

__თემაზე წერდნენ__

***
თუკი გსურს ღვთისმეტყველი შეიქმნა და ღირსი იყო ღმრთაებისა, აღასრულე საღვთო მცნებები და ნუ ეურჩები უფლის ნებას, რამეთუ კეთილმსახურების საქმეებსაც მიჰყავხარ ჭეშმარიტი შემეცნებისკენ.
__წმ.გრიგოლ ღვთისმეტყველი__

biblesimfony.jimdo.com
3.40.17