• georgian flag
  • english flag

მიმბაძველნი ვიყვნეთ ქრისტესი


author
Мирза Бадиаури
A A       763

საკვანძო მუხლები: მათეს სახარება 10:25; მათეს სახარება 16:24; მარკოზის სახარება 10:29-30; იოანეს სახარება 8:12; იოანეს სახარება 10:4-5; იოანეს სახარება 13:14-15; მოციქულთა საქმეები 5:41; 1 პეტრეს წერილი 1:8; რომაელთა მიმართ 8:17; რომაელთა მიმართ 13:14; 1 კორინთელთა მიმართ 11:1; 2 კორინთელთა მიმართ 8:5; გალატელთა მიმართ 3:27; ეფესელთა მიმართ 5:1; ფილიპელთა მიმართ 1:29; ფილიპელთა მიმართ 3:10; 1 თესალონიკელთა მიმართ 1:6;

3.39.9.__

მათ.10,25; 1კორ.11,1 ეფ.5,1; 1თეს.1,[6]

- გავყვეთ უფალს, თავი ჩავაბაროთ მათ.16,24 მარ.10,29.30 ინ.8,12; 2კორ.8,5

- გვესმოდეს მისი ხმა ინ.10,4.5

- ავასრულოთ მისი მაგალითები ინ.13,13-15

- ვიყოთ ღირსნი საქ.5,41

- გვიყვარდეს, გვწამდეს, ვხარობდეთ მასში 1პეტ.1,8

- გავხდეთ მისი თანამემკვიდრენი რომ.8,17 ფლპ.1,29; 3,10

- შევიმოსოთ ქრისტეთი რომ.13,14 გალ.3,27

ბიბლიის მუხლები

მათე 10
25. საკმარისია მოწაფისათვის, იყოს ისეთი, როგორც მისი მოძღვარი, და მონისათვის - როგორც მისი მბრძანებელი. თუ სახლის პატრონს ბელზებულად უხმობენ, მით უმეტეს, სახლეულს მისას.

მათე 16
24. მაშინ უთხრა იესომ თავის მოწაფეებს: ვისაც სურს მე მომდიოს, განუდგეს თავის თავს, აიღოს თავისი ჯვარი, და გამომყვეს მე.

მარკოზი 10
29. იესომ პასუხად თქვა: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: არ არის კაცი, რომელმაც მიატოვოს სახლ-კარი, გინდა და-ძმები, გინდა დედ-მამა, გინდა ცოლ-შვილი, გინდა ადგილ-მამული ჩემი და სახარების გულისთვის,
30. და ახლავე, ამჟამად, ასმაგად არ მიიღოს სახლ-კარიც, და-ძმაც, დედ-მამაც, შვილებიც და ადგილ-მამულიც, ხოლო მომავალ საუკუნეში - საუკუნო სიცოცხლე.

იოანე 8
12. ხელახლა მიმართა იესომ და უთხრა მათ: მე ვარ ნათელი ქვეყნისა; ვინც გამომყვება, ბნელში კი არ ივლის, არამედ ექნება სიცოცხლის ნათელი.

იოანე 10
4. ხოლო როცა გამოიყვანს, წინ მიუძღვის თავის ცხვრებს, და ისინიც მისდევენ, ვინაიდან იცნობენ მის ხმას.
5. უცხოს კი არ მისდევენ, არამედ გაურბიან, რადგანაც ვერ იცნობენ უცხოს ხმას.

იოანე 13
13. თქვენ მე მოძღვარსა და უფალს მიწოდებთ, და სწორსაც ამბობთ, რადგანაც ვარ.
14. ხოლო თუ მე, მოძღვარმა და უფალმა, დაგბანეთ ფეხები, თქვენც ასევე უნდა ჰბანდეთ ფეხებს ერთმანეთს.
15. რადგან მაგალითი მოგეცით, რათა, როგორც მე მოგექეცით, თქვენც ასევე მოიქცეთ.

საქმე 5
41. ხოლო ისინი გამოვიდნენ სინედრიონიდან და უხაროდათ, რომ იესოს სახელისათვის შეურაცხყოფის ღირსნი შეიქნენ.

1პეტრე 1
8. რომელიც არ გინახავთ და გიყვართ, ვერც ახლა ხედავთ, მაგრამ გწამთ და ენით უთქმელი და დიდი სიხარულით ხარობთ,

რომაელთა 8
17. ხოლო თუ შვილები ვართ, მემკვიდრენიცა ვართ, ღვთის მემკვიდრენი და ქრისტეს თანამემკვიდრენი, თუკი მასთან ერთად ვევნებით, რათა მასთან ერთად ვიდიდოთ.

რომაელთა 13
14. არამედ შეიმოსეთ უფალი ქრისტე, და ხორცზე ზრუნვას ნუ აქცევთ ავხორცობად.

1კორინთელთა 11
1. მე მომბაძეთ, როგორც მე ვბაძავ ქრისტეს.

2კორინთელთა 8
5. და არა მარტო ის, რისი იმედიც გვქონდა, არამედ თავიანთი თავი მისცეს ჯერ უფალს და მერე ჩვენც, ღვთის ნებით.

გალატელთა 3
27. ვინაიდან ყველანი, ვინც ქრისტეში მოინათლეთ, ქრისტეთივე შეიმოსენით.

ეფესელთა 5
1. მაშ, მიბაძეთ ღმერთს, როგორც საყვარელმა შვილებმა.

ფილიპელთა 1
29. რადგანაც ქრისტეს გულისთვის მარტო რწმენა კი არ მოგეცაით, არამედ ვნებაც მისთვის,

ფილიპელთა 3
10. რათა შევიცნო ისიც, მისი აღდგომის ძალაც და თანაზიარობაც მისი ვნებებისა, ვემსგავსო მის სიკვდილს

1თესალონიკელთა 1
6. ჩვენი და უფლის მიმბაძველნი რომ გახდით, რადგანაც ჭირმრავლობაში შეიწყნარეთ სიტყვა სული წმიდის სიხარულით.

biblesimfony.jimdo.com
3.40.9
------------------------------------------
P.S. დროებითი მინაწერი თემაზე
მკითხველებისთვის, რომელთაც სურთ შეიტყონ, თუ რას წარმოადგენს თემატური პარალელები
და მათთვის, ვინც მიხვედრილია მათ მნიშვნელობას და სურვილი გაუჩნდათ თვითონაც შეადგინონ მსგავსი თემატური პარალელები

მაშ ასე: პირველ რიგში ხაზს გავუსვამ, რომ ეს თემატური პარალელი განეკუთვნება 1თესალონიკელთა მიმართ 1 თავის მეექვსე მუხლს, სადაც აშკარადაა საუბარი უფლისადმი მიმბაძველობაზე. ამიტომ ეს მუხლი, რადგან უკვე დამუშავებული მაქვს ჩასმულია კვადრატულ ფრჩხილებში [6]. სამომავლოდ შეიძლება სხვა აქ მოყვანილი მუხლებითაც დამუშავდეს და განივრცოს ეს თემა.

მუხლის შერჩევის შემდეგ მოვიძიე ბიბლიის სხვადასხვა გამოცემებში ამ მუხლისადმი კუთვნილი პარალელები საიდანაც ამოვარჩიე ისინი რომლებიც უშუალოდ შეესაბამებოდნენ ამ თემას.

მუხლების შერჩევისას აღმოჩნდა, რომ მათ შორის იყო ისეთებიც, რომლებშიც სიტყვა „მიბაძვა“ არ იყო ნახსენები, მაგრამ სულმა მიჩვენა, რომ განსხვავებული ნიუანსური კუთხით წარმოაჩენდნენ იმას, რაც ჩვენ, ქრისტიანებს გვევალება ვაკეთოთ უფლისადმი მისაბაძად.

მაძიებელი და-ძმები დამიკავშირდით facebook/Мирза Бадиаури