• georgian flag
  • english flag

დაიცავი გული შენი - სიცოცხლისთვის


author
Мирза Бадиаури
A A       703

საკვანძო მუხლები: ფსალმუნები 18:15; ფსალმუნები 138:23-24; იგავნი სოლომონისა 3:21-22; იგავნი სოლომონისა 4:23; იგავნი სოლომონისა 22:5; იგავნი სოლომონისა 23:19; მათეს სახარება 12:35; მათეს სახარება 15:19; მარკოზის სახარება 7:21; იაკობის წერილი 1:14; ებრაელთა მიმართ 12:15;

(იყავი ფრთხილი შენს აზრებში)

3.40.7.__

ფს.18,15,, 138,23.24 იგავ.3,21.22,, 4,[23],, 22,5,, 23,19,, მათ.12,35,, 15,19 მარ.7,21 იაკ.1,14 ებრ.12,15

ბიბლიის მუხლები

ფსალმუნი 18
15. დაე, იყოს შენთვის სასურველი სიტყვანი ჩემი პირისა და ზრახვანი ჩემი გულისა, უფალო, ბურჯო და დამხსნელო ჩემო.

ფსალმუნი 138
23. გამომცადე, უფალო, და შეიცან გული ჩემი; შემამოწმე და შეიცან აზრები ჩემი.
24. ნახე, სახიფათო გზაზე ხომ არ ვდგავარ, და წამიძეღი მარადიულ გზაზე.

იგავნი 3
21. შვილო, ნუ მოიშორებ თვალიდან, არ დაკარგო განსჯის უნარი.
22. ეს სიცოცხლე იქნება შენი სულისთვის და მშვენება შენი ყელისთვის.

იგავნი 4
23. შეინახე გული ყოველ შესანახავზე მეტად, რადგან მასშია სიცოცხლის წყარო.

იგავნი 22
5. უკუღმართის გზაზე ეკლები და ხაფანგებია, ხოლო ვინც თავის სულს უფრთხილდება, შორს უვლის მას.

იგავნი 23
19. მისმინე, შვილო, და ბრძენი იყავი; და გზაზე დააყენე შენი გული.

მათე 12
35. კეთილ კაცს კეთილი საუნჯისგან გამოაქვს კეთილი, და ბოროტ კაცს ბოროტი საუნჯისგან გამოაქვს ბოროტი.

მათე 15
19. ვინაიდან გულიდან გამოვლენ: უკეთური ზრახვანი, კაცისკვლანი, მრუშობანი, სიძვანი, პარვანი, ცილისწამებანი, გმობანი;

მარკოზი 7
21. ვინაიდან შიგნიდან, კაცის გულიდან გამოვლენ: ბოროტი ზრახვანი, მრუშობანი, პარვანი, კაცისკვლანი,

იაკობი 1
14. არამედ ყველა საკუთარი გულისთქმით ცდუნდება და წარიტაცება.

ებრაელთა 12
15. ფრთხილად იყავით, რომ არავინ მოაკლდეს ღვთის მადლს და არ იბარტყოს რომელიმე ფესვმა სიმწრისა, რათა არ შეაურვოს და შებილწოს ბევრი თქვენგანი.

biblesimfony.jimdo.com
3.40.7