გულში გქონდეს ღვთის სიტყვები
Мирза Бадиаури |
A A 825 |
საკვანძო მუხლები: მეორე რჯული 6:6; მეორე რჯული 11:18; მეორე რჯული 30:14; მეორე რჯული 32:46; იესო ნავეს ძე 1:8; ფსალმუნები 1:2; ფსალმუნები 36:31; ფსალმუნები 39:8; ფსალმუნები 118:11; იგავნი სოლომონისა 2:10-11; იგავნი სოლომონისა 3:1-3; ქებათა-ქება სოლომონისა 8:6; ესაია 48:16; ესაია 51:7; ლუკას სახარება 2:51; ლუკას სახარება 8:15; 2 იოანე 1:2; 2 კორინთელთა მიმართ 3:3; კოლასელთა მიმართ 3:16;
3.40.3.__
- სულში ჩაიდევი, ყელზე, ხელზე, თითებზე შეიბი ნიშნად, მკერდზე, გულის ფიცარზე დაიწერე როგორც ბეჭედი რჯლ.6,[6]; 11,18 იგავ.3, 1-3; 7,3 ქებ.8,6 ლუკ.2,51; 2კორ.3,3
- გული დაუდე თითოეულ სიტყვას, დღედაღამ ფიქრობდე, ახლოს გქონდეს, ბაგეზე იყოს, აასრულე, იყავ პოხიერი ნიადაგი მისგან ნაყოფის გამოსაღებად რჯლ.30,14; 32,46 იესნ.1,8 ფს.1,2; 39,8; 118,97 ლუკ.8,15 კოლ.3,16
- თუ ღვთის სიტყვები შენს გულშია, არ დაგისხლტება ნაბიჯები, გონიერება დაგიცავს შეცოდებისგან ფს.36,31; 118,11 იგავ.2,10.11
- იდღეგრძელებ იგავ.3,1.2 ეს.48,18
- არ შეგეშინდება კაცთაგან შეურაცხებისა ეს.51,7
- ღმერთმა და მისმა სულმა სიტყვა მოავლინა ჩვენს გულში საუკუნოდ ეს.48,16; 2ინ.1,2
ბიბლიის მუხლები
მეორე რჯული 6
6. გულში გქონდეს ეს სიტყვები, რომლებიც დღეს გამოგიცხადე.
მეორე რჯული 11
18. გულში და სულში ჩაიდევით ეს ჩემი სიტყვები, ხელზე შეიბით ნიშნად და შუბლზე დაიბეჭდეთ სამახსოვროდ.
მეორე რჯული 30
14. რადგან ძალზე ახლოს არის შენთან ეს სიტყვა, შენს ბაგეზეა, შენს გულშია იგი და შეასრულე!
მეორე რჯული 32
46. და უთხრა მათ: გული დაუდევით თითოეულ სიტყვას, რომელსაც ჩაგაგონებთ დღეს, უანდერძეთ თქვენს შვილებს, რომ დაიცვან და შეასრულონ ამ რჯულის თითოეული სიტყვა.
იესო ნავეს ძე 1
8. ნუ გაქრება რჯულის ეს წიგნი შენი ბაგეებიდან, დღითა და ღამით ფიქრობდე მასზე, რომ ყველაფერი შეასრულო, რაც იქ წერია. რადგან მაშინ წარგემართება გზა და მაშინ გექნება წარმატება.
ფსალმუნი 1
2. არამედ უფლის რჯულშია მისი მისწრაფება და მის რჯულზე ფიქრობს იგი დღედაღამ.
ფსალმუნი 36
31. რჯული მისი ღმერთისა მის გულშია, არ დაუსხლტება ნაბიჯები.
ფსალმუნი 39
8. მაშინ ვთქვი: აი, მოვედი; წიგნის გრაგნილში წერია ჩემზე.
ფსალმუნი118
11. გულში ჩავიმარხე შენი სიტყვები, რათა არ შევცოდო.
97. რარიგად მიყვარს რჯული შენი, ის არის ჩემი საფიქრალი დღენიადაგ
იგავნი 2
10. თუ სიბრძნე შევიდა შენს გულში და ცოდნა ეტკბო შენს სულს,
11. გონიერება დაგიფარავს და შეგნება დაგიცავს,
იგავნი 3
1. შვილო, ჩემი რჯული არ დაივიწყო, ჩვმი მცნებები დაიმარხოს შენმა გულმა,
2. დღეგრძელობას, სიცოცხლის წლებს და ჯანმრთელობას შეგძენენ.
3. მადლმა და სიმტკიცემ არ მიგატოვოს; ყელზე მიიბი, გულის ფიცარზე დაიწერე.
ქება 8
6. დამდევდი, როგორც ბეჭედი შენს მკერდზე, როგორც ბეჭედი შენს მკლავზე; რადგან ძლიერია სიკვდილივით სიყვარული, სასტიკია ჯოჯოხეთივით შური; არმური მისი ცეცხლის არმურია, უფლის ალი.
ესაია 48
16. მომიახლოვდით, ისმინეთ ეს: საიდუმლოდ არც თავიდანვე მილაპარაკნია; რაც რომ ეს მოხდა, მე იქა ვარ. ახლა კი უფალმა ღმერთმა და მისმა სულმა მომავლინა.
18. ნეტავ ყურადგეღო ჩემი მცნებები! მაშინ მდინარესავით იქნებოდა შენი სიმრთელე და ზღვის ტალღებივით - შენი სიმართლე.
ესაია 51
. მისმინეთ, სიმართლის მცოდნენო, ხალხო, ვისაც გულში გაქვთ ჩემი რჯული. ნუ გეშინიათ კაცთაგან შეურაცხებისა და მათი ლანძღვა-გინება ნუ შეგაკრთობთ;
ლუკა 2
51. წაჰყვა მათ და მივიდა ნაზარეთს: და იყო მათი მორჩილი; დედამისი კი გულში იმარხავდა ყველა ამ სიტყვას.
ლუკა 8
15. პოხიერ ნიადაგზე დაცვენილნი კი ისინი არიან, რომლებიც ისმენენ სიტყვას, კეთილსა და სუფთა გულში იმარხავენ მას და ნაყოფიც გამოაქვთ მოთმინებით.
2იოანე 1
2. ჭეშმარიტების გულისთვის, რომელიც მკვიდრობს ჩვენში და ჩვენშივე იქნება უკუნისამდე.
2კორინთელთა 3
3. თქვენ ცხადყოფთ, რომ ქრისტეს წერილი ხართ, ჩვენი მეშვეობით შეთხზული და მელნით კი არა, ცოცხალი ღვთის სულით დაწერილი, არა ქვიფილაზე, არამედ ხორციელი გულის ფიცარზე.
კოლასელთა 3
16. დაე, ქრისტეს სიტყვა მთელი სიბრძნითა და სიუხვით დაემკვიდროს თქვენში; ფსალმუნებით, საგალობლებითა და სულიერი შესხმით ასწავლეთ და შეაგონეთ ერთმანეთს; მადლიერებით უგალობეთ უფალს თქვენს გულებში.
biblesimfony.jimdo.com
3.40.3