• georgian flag
  • english flag

როგორი მარხვა არ არის სათნო ღმერთისთვის


author
Мирза Бадиаури
A A       643

საკვანძო მუხლები: იგავნი სოლომონისა 21:27; იგავნი სოლომონისა 28:9; ესაია 58:3-4; იერემია 14:12; დანიელი 10:3; იოველი 2:13; მიქა 3:4; ზაქარია 7:5-6; მალაქია 3:14; მათეს სახარება 6:16-18; ლუკას სახარება 18:12; ლუკას სახარება 20:47; იოანეს სახარება 18:28;

3.39.2.__

- როდესაც მარხვისას სიამეს ეძებენ ეს.58,[3] დან.10,3 ზაქ.7,5.6 მალ.3,14 ინ.18,28

- ცოდვაში მყოფის, პირმოთნის იგავ.21,27; 28,9 ეს.58,]3] იერ.14,11.12 იოვ.2,13 მიქ.3,4 ლუკ.20,47

- მოდავის, მოკამათის ეს.58,[4] მალ.3,14

- მარხულობის ღვაწლის მკვეხარის მათ.6,16-18 ლუკ.18,12

ბიბლიის მუხლები

იგავნი 21
27. ბოროტეულთა მსხვერპლი სიბილწეა, მით უფრო, როცა მზაკვრობით სწირავენ.

იგავნი 28
9. ვინც რჯულის მოსმენას ყურს არიდებს, მისი ლოცვაც კი სიბილწეა.

ესაია 58
3. რისთვის ვმარხულობთ, თუკი არ გვხედავ? რისთვის ვიტანჯავთ თავს, თუკი არ გვამჩნევ? აჰა, მარხვის დროს სიამეს ეძებთ და ყოველგვარ ჟინს იკლავთ.
4. აჰა, მარხულობთ, რომ იდავოთ და იშუღლოთ, და ბოროტად ურტყათ მუშტები, არ მარხულობთ როგორც დღეს, რათა ცას მისწვდეს თქვენი ხმა.

იერემია 14
11. მითხრა უფალმა: ნუ ილოცებ ამ ხალხისთვის მის სასიკეთოდ.
12. შეუდგებიან მარხვას, მაგრამ მე არ მოვისმენ მათ ვედრებას. მომიტანენ აღსავლენს და შესაწირავს, მაინც არ შევიტკბობ მათ, რადგან მახვილით, შიმშილით და შავი ჭირით ვაპირებ მათ ამოწყვეტას.

დანიელი 10
3. გემრიელი პური არ მიჭამია, ხორცი და ღვინო პირში არ ჩამიშვია და ნელსაცხებელი არ მიმიკარებია, ვიდრე სამი კვირა არ გასრულდა.

იოველი 2
13. გულები დაიგლიჯეთ და არა სამოსელი, დაუბრუნდით უფალს, თქვენს ღმერთს; მოწყალე და შემბრალებელია იგი, სულგრძელი და მრავალმადლიანი, და ნანობს ბოროტის ქმნას.

მიქა 3
4. მაშინ შეჰღაღადებენ უფალს, ის კი ხმას არ სცემს მათ; თავის სახეს უმალავს ამ დროს, როცა ბოროტებას სჩადიან.

ზაქარია 7
5. უთხარი ქვეყნის მთელ ხალხს და მღვდლებს: როცა მარხულობდით და გლოვობდით მეხუთე და მეშვიდე თვეში ამ სამოცდაათი წლის მანძილზე, განა ჩემთვის მარხულობდით?
6. როცა ჭამთ და როცა სვამთ, განა თქვენთვის არა ჭამთ და თქვენთვის არა სვამთ?

მალაქია 3
14. თქვენ ამბობთ: ფუჭია ღვთის მორჩილება, რას გვარგებსო მისი სამსახური და მწუხარედ სიარული ცაბაოთ უფლის წინაშე?

მათე 6
16. და როდესაც მარხულობთ, ნუ იქნებით მწუხარენი, თვალთმაქცთა მსგავსად, თავ-პირი რომ ჩამოსტირით, რათა მმარხველებად ეჩვენონ ხალხს. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: უკვე მიიღეს თავიანთი საზღაური.
17. ხოლო შენ, როდესაც მარხულობ, თავს იცხე და დაიბანე პირი შენი.
18. რათა ხალხს კი არ ეჩვენო მმარხველად, არამედ დაფარულში მყოფ მამას შენსას; და მამა შენი, რომელიც ხედავს დაფარულს, მოგაგებს შენ ცხადად.

ლუკა 18
12. ორჯერ ვმარხულობ კვირაში, და ვიხდი მეათედს იმისას, რასაც ვიხვეჭ.

ლუკა 20
47. რომლებიც ნთქამენ ქვრივთა სახლებს და თანაც პირმოთნედ ლოცულობენ დიდხანს. მით უფრთ მძიმე იქნება მათი სასჯელი.

იოანე 18
28. ხოლო კაიაფასაგან პრეტორიუმში წაიყვანეს იესო. განთიადი იყო, და თვითონ არ შესულან პრეტორიუმში. ვაითუ შევიბილწოთო, - რათა შესძლებოდათ პასექის ჭამა.

__თემაზე წერდნენ__

***
ის, ვინც ლოცულობს და მარხულობს, მაგრამ ძვირის მხმობელია, იმ კაცს წააგავს, ვინც ზღვაზე თესავს და იმედი აქვს რომ მოიმკის.
__წმ.ისააკ ასური__

***
ვინც ხორცს არ ჭამს და სხვა საჭმელს გადამეტებულად მიიღებს, ღვინოს უზომოდ სვამს და ხორცს აპოხებს, უსარგებლოა მისი მარხვა.
__წმ.მაქსიმე აღმსარებელი__

biblesimfony.jimdo.com
3.39.2