• georgian flag
  • english flag

ჩადენილი ცოდვა შობს სიკვდილს


author
Мирза Бадиаури
A A       744

საკვანძო მუხლები: დაბადება 3:17; დაბადება 5:5; გამოსვლა 19:12-13; რიცხვნი 26:65; მეორე რჯული 26:19-20; 3 მეფეთა 2:42; 3 მეფეთა 20:42; 4 მეფეთა 1:6; 4 მეფეთა 8:10; იობი 14:3; ფსალმუნები 48:9-10; ფსალმუნები 108:15-16; იგავნი სოლომონისა 10:27; იგავნი სოლომონისა 13:3; ესაია 26:14; ესაია 64:4; იერემია 9:20; ეზეკიელი 3:18; ეზეკიელი 18:4; ეზეკიელი 33:11; მათეს სახარება 16:26; ლუკას სახარება 15:24; იაკობის წერილი 1:15; რომაელთა მიმართ 1:32; რომაელთა მიმართ 5:12-15; რომაელთა მიმართ 6:16; რომაელთა მიმართ 7:-12; 1 კორინთელთა მიმართ 15:22; გალატელთა მიმართ 6:8; ეფესელთა მიმართ 2:1; კოლასელთა მიმართ 2:13; 1 ტიმოთეს მიმართ 5:6; ებრაელთა მიმართ 9:27;

3.51.1.__

დაბ.2,17,, 3,17.19.22,24,, 5,5.8.11.14.17 გამ.19.12.13 რიცხ.26,65 რჯ.29,19.20,, 3მფ.2,42,, 20,42,, 4მფ.1,6.16.. 8,10 იობ.14,3 ფს.48,9.10,, 108,15.16 იგ.10,27,, 13,3 ეს.26,14; 64,4 იერ.9,20 ეზ.3,18.20,, 18,4.13.20,, 33,11 მათ.16,26 იაკ.1,[15] რომ.1,32; 5,12.15; 6,21-23; 7,11 ებრ.9,27

- სულიერი სიკვდილი ცოდვის გამო ლუკ.15,24.32 რომ.5,12-15.21; 6,16.23; 7,10.11; 1კორ.15,22.56 გალ.6,8 ეფ.2,1.5 კოლ.2,13; 1ტიმ.5,6

ბიბლიის მუხლები

დაბადება 2
17. მხოლოდ კეთილის და ბოროტის შეცნობის ხის ნაყოფი არ შეჭამო, რადგან როგორც კი შეჭამ, მოკვდებით.

დაბადება 3
17. ადამს უთხრა: რაკი შენს დედაკაცს დაუჯერე და შეჭამე ხის ნაყოფი, რომლის ჭამა აკრძალული მქონდა შენთვის, მიწა დაიწყევლოს შენს გამო: ტანჯვით მიიღებდე მისგან საზრდოს მთელი სიცოცხლე.
19. პიროფლიანი ჭამდე პურს, ვიდრე მიწად მიიქცეოდე, რადგან მისგანა ხარ აღებული, რადგან მტვერი ხარ და მტვრადვე მიიქცევი.
22. თქვა უფალმა ღმერთმა: აჰა, გახდა ადამი როგორც ერთი ჩვენთაგანი, შემცნობელი კეთილისა და ბოროტისა. არ გაიწოდოს ახლა ხელი და არ მოწყვიტოს სიცოცხლის ხის ნაყოფიც, არ შეჭამოს და მარადიულად არ იცოცხლოს.
24. განდევნა ადამი, ედემს კი აღმოსავლეთით ქერუბიმები და ცეცხლოვანი, მბრუნავი მახვილი დაუყენა, რათა სიცოცხლის ხესთან მისასვლელი დაეცვათ.

დაბადება 5
5. სრული ხანი ადამისა, რაც იცოცხლა, იყო ცხრაას ოცდაათი წელი და მოკვდა.
8. სრული ხანი შეთისა იყო ცხრაას თორმეტი წელი, და მოკვდა.
11. სრული ხანი ენოშისა იყო ცხრაას ხუთი წელი, და მოკვდა.
14. სრული ხანი კაინანისა იყო ცხრაას ათი წელი, და მოკვდა.
17. სრული ხანი მაჰალალეელისა იყო რვაას ოთხმოდათხუთმეტი წელი, და მოკვდა.

გამოსვლა 19
12. ირგვლივ საზღვარი შემოუწერე ხალხს და უთხარი: მოერიდეთ მთაზე ასვლას და ნუ მიეკარებით მის კალთებს; ვინც კი მთას მიეკარება, ვერ გადაურჩება სიკვდილს.
13. ხელი არავინ მიაკაროს მას, რადგან ჩაიქოლება იგი, ან შუბით განიგმირება; გინა პირუტყვი იყოს, გინა კაცი, არავინ გადარჩება ცოცხალი. როცა ბუკის ხმა გაისმება, მხოლოდ მაშინ შეეძლებათ მთაზე ასვლა.

რიცხვთა 26
65. რადგან ნათქვამი ჰქონდა მათთვის უფალს: უსათუოდ დაიხოცებიან უდაბნოში და ვერცერთი მათგანი ვერ გადარჩება, გარდა ქალებ იეფუნეს ძისა და იესო ნავეს ძისა.

მეორე რჯული 29
19. როცა მოისმენს ამ ფიცის სიტყვებს, დაიკვეხნის გულში: მშვიდობით ვიქნები, თუმცა ჩემს ნებაზე დავდივარო. რათა დარწყულებული მწყურვალთან ერთად დაიღუპოს.
20. არ ისურვებს უფალი მის პატიებას, რადგან მაშინ აღიგზნება უფლის რისხვა და შური იმ კაცზე, დაიბუდებს მასში მთელი ეს წყევლა, ამ წიგნში ჩაწერილი, და წაშლის მის სახსენებელს უფალი ცისქვეშეთიდან.

3მეფეთა 2
42. დაიბარა მეფემ შიმყი და უთხრა: რომ დაგაფიცე უფლის სახელით და გაგაფრთხილე, თუ გახვედი და სადმე წასულხარ, იცოდე, სიკვდილი არ აგცდება-მეთქი, შენ მიპასუხე: კეთილი, მესმისო.

3მეფეთა 20
42. უთხრა წინასწარმეტყველმა: ასე ამბობს უფალი: რაკი ხელიდან გაუშვი ჩემგან დარისხებული კაცი, იყოს შენი სიცოცხლე მისი სიცოცხლის წილ და შენი ხალხი მისი ხალხის წილ!

4მეფეთა 1
6. მიუგეს: კაცი შემოგვხვდა და გვითხრა: წადით, დაბრუნდით მეფესთან, რომელმაც გამოგგზავნათ და უთხარით: ასე ამბობს-თქო უფალი: ნუთუ აღარ არის ღმერიი ისრაელში, რომ ყეკრონის ღმერთთან, ბაალზებუბთან მიდიხართ სამკითხაოდ? ამიტომაც ვეღარ ადგები მაგ საწოლიდან, რომელზეც წევხარ, რადგან უნდა მოკვდე.
16. უთხრა მას: ასე ამბობს უფალი: რაკი ბაალზებუბთან, ყეკრონის ღმერთთან, გაგზავნე მოციქულები სამკითხაოდ, თითქოს არ ყოფილიყოს ისრაელში ღმერთი, რომ დაჰკითხოდი მის სიტყვას, ამიტომაც ვერ ადგები მაგ საწოლიდან, სადაც წევხარ, რადგან უსათუოდ მოკვდები.

4მეფეთა 8
10. უთხრა ელისემ: წადი და უთხარი: განიკურნები-თქო. მაგრამ გამომიცხადა უფალმა, რომ მაინც მოკვდება.

იობი 14
3. და მაინც თვალს აპყრობ მას და განსასჯელად მიგყავარ შენთან?

ფსალმუნი 48
9. ძვირია მათი სულის გამოხსნა და არ ეგების უკუნისამდე.
10. რომ ცოცხლად დარჩეს სამარადისოდ და არ იხილოს საფლავი.

ფსალმუნი 108
15. იყვნენ ღმერთის თვალწინ მუდამ, და მოსპობს ქვეყნიერებიდან მათ სახსენებელს.
16. იმისათვის, რომ არ გაიხსენა წყალობის აღმოჩენა და დევნიდა ღარიბ-ღატაკს და გულდაჩაგრულს მოსაკლავად.

იგავნი 10
27. უფლის მოშიშება ახანგრძლივებს დღეებს, ხოლო ბოროტეულთა წლები შემოკლდება.

იგავნი 13
3. პირმარხული კაცი თავს გადაირჩენს, ბაგემორღვეულს კი დაღუპვა მოელის.

ესაია 26
14. მკვდრები არიან, არ გაცოცხლდებიან; აჩრდილები აღარ აღდგებიან, რადგან შენ დასაჯე და მოსპე ისინი. მათი სახსენებელი წარხოცე.

ესაია 64
4. შენ ეგებები მას, ვინც სიხარულით სჩადის სიმართლეს და ახსოვხართ თავის გზებზე. აჰა, მრისხანე, რადგან ცოდვა გვაქვს ჩადენილი, რა ხანია, და როგორღა გადავრჩებით?

იერემია 9
20. რადგან სარკმელებით შემოგვივიდა სიკვდილი, შემოდის დარბაზებში, რომ გაგვიწყვიტოს ბავშვები ქუჩებში და ჭაბუკები მოედნებზე.

ეზეკიელი 3
18. როცა ბოროტეულს ვეტყვი: სიკვდილით მოკვდები-მეთქი, შენ კი არ გააფრთხილებ მას და არაფერს ეტყვი ბოროტეულს ბოროტი გზიდან ჩამოსაშორებლად, რომ გადარჩეს, მოკვდება ბოროტეული თავის უკეთურებაში და მის სისხლს შენ მოგკითხავ.
20. როცა მართალი თავისი სიმართლისგან მიიქცევა და უკეთურებას ჩაიდენს, საბრხეს დავუდებ წინ და მოკვდება; თე შენ არ გააფრთხილებ მას, თავის ცოდვაში მოკვდება, არავინ გაიხსენებს მის სიკეთეს, რომელიც გაკეთებული აქვს, და მის სისხლს შენ მოგკითხავ.

ეზეკიელი 18
4. აჰა, ჩემია ყველა სული: როგორც მამის სული, ისე შვილის სული მე მეკუთვნის; ოღონდ ცოდვილი სული უნდა მოკვდეს
13. სარგებელში გასცემდეს და ვახშს იღებდეს და ცოცხლობდეს? არ უნდა ცოცხლობდეს! ყველა ამ სისაძაგლის ჩამდენი სიკვდილით უნდა მოკვდეს; მის თავზე უნდა იყოს მისი სისხლი.
20. ცოდვილი სული უნდა მოკვდეს, შვილი მამის დანაშაულის გამო არ უნდა დაისაჯოს. არც მამა შვილის დანაშაულის გამო არ უნდა დაისაჯოს; მართლის სიმართლე მასზე იქნება, ბოროტეულის სიბოროტე მასზე იქნება.

ეზეკიელი 33
11. უთხარი მათ: ცოცხალიმც ვარ, ამბობს უფალი ღმერთი! თუ მინდოდეს ბოროტეულის სიკვდილი, თუ ბოროტეულის მოქცევა თავისი გზიდან და მისი გადარჩენა არ მინდოდეს! მოიქეცით, მოიქეცით თქვენი გზიდან, ბოროტეულნო! რისთვის უნდა დაიხოცოთ, ისრაელის სახლო!

მათე 16
26. რას გამორჩება კაცი, თუ მოიგებს მთელს ქვეყანას და სულს კი წააგებს? ანდა რას მისცემს კაცი თავისი სულის სანაცვლოდ?

ლუკა 15
24. რადგან ეს ჩემი ძე მკვდარი იყო და გაცოცხლდა, დაკარგული იყო და გამოჩნდა. და დაიწყეს მხიარულება.
32. ამჯერად კი გვმართებს, ვიხაროთ და ვიმხიარულოთ, ვინაიდან ეს შენი ძმა მკვდარი იყო და გაცოცხლდა, და დაკარგული იყო და გამოჩნდა.

იაკობი 1
15. ხოლო შემდეგ გულისთქმა ჩასახავს და შობს ცოდვას, ჩადენილი ცოდვა კი სიკვდილსა შობს.

რომაელთა 1
32. რომელთაც იციან ღვთის სამართალი, რომ ამნაირ საქმეთა ჩამდენნი სიკვდილის ღირსნი არიან, მაგრამ არამცთუ თვითონ სჩადიან, არამედ ჩამდენთაც თანაუგრძნობენ.

რომაელთა 5
12 ამიტომ, როგორც ერთი ადამიანის მიერ ცოდვა შემოვიდა სოფელში, ხოლო ცოდვის მიერ - სიკვდილი, ასევე სიკვდილი გადავიდა ყველა ადამიანში, რადგან ყველამ შესცოდა.
13 ვინაიდან რჯულამდეც იყო ცოდვა სოფელში, მაგრამ, თუ რჯული არ არის, ცოდვა არ შეირაცხება.
14 მაგრამ სიკვდილი მეფობდა ადამიდან მოსემდე მათზეც, რომელთაც არ შეუცოდავთ, როგორც შესცოდა ადამმა, რომელიც მომავლის სახეა.
15 მაგრამ მადლი არაა დანაშაულივით, რადგან თუ ერთის დანაშაულით მრავალი გაწყდა, მით უმეტეს, ბევრად ჭარბობს მრავალთა მიმართ ღვთის მადლი და ნიჭი ერთი კაცის, იესო ქრისტეს, მადლით.
21 რათა, როგორც ცოდვა მეფობდა სიკვდილით, ასევე მადლს ემეფა სიმართლის მეოხებით საუკუნო სიცოცხლისათვის ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს მიერ.

რომაელთა 6
16. ნუთუ არ იცით, რომ ვისაც თავს მისცემთ მორჩილებისთვის, მისი მონები ხართ, ვისაც ჰმორჩილებთ: ან ცოდვის მონები სიკვდილისათვის, ან მორჩილების მონები სიმართლისათვის.
23. ვინაიდან ცოდვის საზღაური არის სიკვდილი, ხოლო ღვთის მადლი - საუკუნო სიცოცხლე, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მიერ.

რომაელთა 7
10. მე კი მოვკვდი და, ამრიგად, სასიცოცხლოდ მოცემული მცნება სასიკვდილოდ მექცა.
11. რადგანაც ცოდვამ, მცნებისგან რომ მიიღო საბაბი, მაცდუნა და მის მიერ მომკლა.

1კორინთელთა 15
22. და როგორც ადამში კვდებიან ყველანი, ისე ქრისტეში იცოცხლებს ყველა.
56. ხოლო სიკვდილის ნესტარი ცოდვაა, ცოდვის ძალა კი - რჯული.

გალატელთა 6
8. ვინც ხორცისთვის თესავს, ხორცისგან მოიმკის ხრწნილებას, ხოლო ვინც სულისთვის თესავს, სულისგან მოიმკის საუკუნო სიცოცხლეს.

ეფესელთა 2
1. და აღგადგინათ თქვენც, მკვდრად ქცეულნი თქვენი ბრალეულობით და ცოდვებით,
5. ბრალეულობით მკვდარნი ქრისტესთან ერთად გაგვაცოცხლა (მადლით ხართ გამოხსნილნი),

კოლასელთა 2
13. და თქვენც, ცოდვებითა და თქვენი წინადაუცვეთელობით მკვდრები, მასთან ერთად გაგაცოცხლათ ცოდვათა მოტევებით.

1ტიმოთე 5
6. განცხრომის მოყვარე კი - ცოცხლადვე მკვდარია.

ებრაელთა 9
27. და როგორც ადმიანებს ერთხელ უწერიათ სიკვდილი, მერე კი განკითხვა,

biblesimfony.jimdo.com
3.51.1