ჩვენთან არს ღმერთი, დავუთმოთ ადგილი უფალს ჩვენს გულში
![]() Мирза Бадиаури |
A A 942 |
საკვანძო მუხლები: დაბადება 39:2-3; იესო ნავეს ძე 1:5; ესაია 8:8-10; ესაია 41:10; მათეს სახარება 1:23; მათეს სახარება 18:20; მათეს სახარება 28:20; მარკოზის სახარება 16:20; იოანეს სახარება 14:18-23; იოანეს სახარება 20:19; მოციქულთა საქმეები 18:10; 1 იოანე 3:24; 1 კორინთელთა მიმართ 3:16; კოლასელთა მიმართ 1:29; 1 თესალონიკელთა მიმართ 1:1; 2 ტიმოთეს მიმართ 4:17; გამოცხადება 21:3;
3.40.1.__
დაბ.39,2.3.21 გამ.3,12 იესნ.1,5 ეს.8,8.10; 41,10 მათ.1,23; 18,[20]; 28,[20] მარ.16,20 ინ.14,18-21.23; 20,19.26; საქ.18,10; 1ინ.3,24; 1კორ,3,16; კოლ.1,29; 1თეს.1,1; 2ტიმ..4,17 გმცხ.21,3
ბიბლიის მუხლები
დაბადება 39
2. უფალი იყო იოსებთან და ყველაფერში ხელი ჰქონდა მომართული. ცხოვრობდა იგი თავისი ეგვიპტელი ბატონის სახლში.
3. დაინახა მისმა ბატონმა, რომ უფალი იყო მასთან და რომ ყველა საქმეში ხელს უმართავდა უფალი.
21. უფალი იყო იოსებთან და მოიღო მასზე წყალობა: მადლი აპოვნინა საპყრობილის უფროსის თვალში.
გამოსვლა 3
12. უთხრა: მე ვიქნები შენთან. ეს გქონდეს იმის ნიშნად, რომ ჩემი გაგზავნილი ხარ: როცა ეგვიპტიდან გამოიყვან ჩემს ერს, თაყვანი ეცით ღმერთს ამ მთაზე.
იესო ნავეს ძე 1
5. ვერვინ დაგიდგება წინ მთელი შენი სიცოცხლე. როგორც მოსესთან ვიყავი, ასევე შენთან ვიქნები, არ გამოგეცლები და არ მიგატოვებ.
ესაია 8
8. შეაღწევს იუდაში, დატბორავს და ანიაღვრდება, კისრამდე ასწვდება; ფრთებს გაშლის და აავსებს შენი ქვეყნის მთა-ბარს, ემანუელ!
10. ქმენით თათბირი, გაცუდდება! თქვით სიტყვა, არ შესრულდება, რადგან ჩვენთან არის ღმერთი (ემანუელი)
ესაია 41
10. ნუ გეშინია, რადგან შენთანა ვარ მე; ნუ დაფრთხები, რადგან შენი ღმერთი ვარ მე; გაგამხნევებ და შეგეწევი ჩემი მხსნელი მარჯვენით-მეთქი.
მათე 1
23. აჰა, ქალწული მუცლად იღებს, და შობს ძეს, და უწოდებენ მას სახელად ემმანუელს, რაც თარგმანით ნიშნავს: ჩვენთან არს ღმერთი.
მათე 18
20. რადგან სადაც ორი თუ სამი შეიყრება ჩემი სახელით, მეც იქვე ვარ, მათ შორის.
მათე 28
20. ასწავლეთ მათ დაიცვან ყველაფერი, რაც გამცნეთ; და, აჰა, მე თქვენთანა ვარ დღემუდამ ვიღრე ქვეყნის დასასრულამდე. ამინ.
მარკოზი 16
20. ხოლო ისინი წავიდნენ და ქადაგებდნენ ყველგან უფლის შეწევნით, რომელიც განამტკიცებდა სიტყვას მათი თანმხლები სასწაულებით, ამინ.
იოანე 14
18. არ დაგტოვებთ ობლად; მოვალ თქვენთან.
19. ცოტაც და, ქვეყანა ვეღარ მიხილავს, თქვენ კი მიხილავთ. ვინაიდან ცოცხალი ვარ და თქვენც იცოცხლებთ.
20. იმ დღეს შეიცნობთ, რომ მე მამაში ვარ, თქვენ კი - ჩემში, ხოლო მე - თქვენში.
21. ვისაც აქვს ჩემი მცნებანი და იცავს მათ, მას ვუყვარვარ, ხოლო ვისაც მე ვუყვარვარ, შეიყვარებს მას მამაჩემი; მეც შევიყვარებ და ჩემს თავს გამოვუცხადებ მას.
23. მიუგო იესომ და უთხრა მას: ვისაც ვუყვარვარ, დაიცავს ჩემს სიტყვას, და მამაჩემი შეიყვარებს მას: ჩვენც მივალთ და მასთან დავივანებთ.
იოანე 20
19. ხოლო კვირის იმავე დღეს, საღამოხანს, როცა სახლის კარი, სადაც იყვნენ მოწაფეები, იუდეველთა შიშით დახშული იყო, მოვიდა იესო, შუაში დადგა და უთხრა მათ: მშვიდობა თქვენდა!
26. რვა დღის შემდეგ კვლავ სახლში იყვნენ მისი მოწაფეები, და თომაც მათთან ერთად; შევიდა იესო, თუმცა კარი დახშული იყო, მათ შორის დადგა და თქვა: მშვიდობა თქვენდა!
საქმე 18
10. ვინაიდან მე შენთანა ვარ და ხელსაც ვერავინ გახლებს, რადგანაც ბევრი ხალხი მყავს ამ ქალაქში.
1იოანე 3
24. თუ ვიმარხავთ მის მცნებებს, ის ჩვენში რჩება, ჩვენ კი - მასში; ხოლო იმას, რომ ჩვენში რჩება, მის მიერვე მოცემული სულით შევიცნობთ.
1კორინთელთა 3
16. ნუთუ არ იცით, რომ ღვთის ტაძარი ხართ, და სული ღვთისა მკვიდრობს თქვენში?
კოლასელთა 1
29. რისთვისაც ვშრომობ და ვიღწვი მისი ძალით, ძლევამოსილად რომ მოქმედებს ჩემში.
1თესალონიკელთა 1
1. პავლე, სილვანუსი და ტიმოთე - თესალონიკელთა ეკლესიას მამა ღმერთსა და უფალ იესო ქრისტეში: მადლი თქვენდა და მშვიდობა ჩვენი მამა ღმერთისა და უფალი იესო ქრისტესაგან.
2ტიმოთე 4
17. მაგრამ უფალი დამიდგა გვერდით და განმამტკიცა, რათა ჩემი მეშვეობით აღსრულებულიყო ქადაგება და ესმინა ყველა წარმართს; ასე დავაღწიე თავი ლომის ხახას.
გამოცხადება 21
3. და მომესმა მგრგვინავი ხმა ტახტით, რომელმაც თქვა: აჰა, კარავი ღვთისა კაცთა შორის, რომელიც დაემკვიდრება მათში, და თვით ღმერთი იქნება მათთან.
biblesimfony.jimdo.com
3.40.1