• georgian flag
  • english flag

მარხვა ერთი დღით, საღამომდის


author
Мирза Бадиаури
A A       594

საკვანძო მუხლები: იესო ნავეს ძე 7:6; მსაჯული 20:26; მსაჯული 21:2; 1 მეფეთა 7:6; 2 მეფეთა 1:12; 2 მეფეთა 3:35; ეზრა 9:4-5;

3.37.1.__

იესნ.7,6 მსაჯ.20,23.[26]; 21,2; 1მფ.7,6; 2მფ.1,12; 3,35 ეზრ.9,4.5

ბიბლიის მუხლები

იესო ნავეს ძე 7
6. შემოიხია იესომ სამოსელი, პირქვე დაემხო მიწაზე უფლის კიდობნის წინ და ასე იყვნენ საღამომდე ის და ისრაელის უხუცესობა; თავზე მტვერი დაიყარეს.

მსაჯულთა 20
23. წავიდნენ ისრაელიანები, საღამომდე ტიროდნენ უფლის წინაშე და ეკითხებოდნენ უფალს: ისევ გავიდე ჩემს ძმასთან, ბენიამინთან საბრძოლველად? უფალმა უთხრა: გაილაშქრეთ მასზე.
26. გაემართა მაშინ მთელი ისრაელიანობა, მთელი ერი, მივიდა ბეთლემში და შესტიროდა უფალს, იჯდა და საღამომდე მარხულობდა, აღსავლენ და სამადლობელ მსხვერპლს სწირავდა უფალს.

მსაჯულთა 21
2. მივიდა ხალხი ბეთელში, საღამომდე ისხდნენ იქ ღვთის წინაშე, მაღალი ხმით მოთქვამდნენ და მწარედ ტიროდნენ.

1მეფეთა 7
6. შეიკრიბნენ მიცფაში; ამოჰქონდათ წყალი და უღვრიდნენ უფალს და მარხულობდნენ იმ დღეს. თქვეს იქ: შევცოდეთ უფალს. განსაჯა სამუელმა ისრაელიანები მიცფაში.

2მეფეთა 1
12. მოთქვამდნენ და ტიროდნენ, საღამომდე მარხულობდნენ, როგორც საულისა და მისი ვაჟის, იონათანის გამო, ასევე უფლის ერისა და ისრაელის სახლის გამო, მახვილისგან რომ დაეცნენ.

2მეფეთა 3
35. ჯერ კიდევ დღე იყო, რომ მოდიოდა ხალხი და პურს სთავაზობდნენ დავითს. იფიცებიადა დავითი და ამბობდა: ასე და ასე მიყოს ღმერთმა და უარესი მომისართოს, თუ მზის ჩასვლამდე ვიგემო პური ან სხვა რამე.

ეზრა 9
4. თავი მოიყარეს ჩემთან ყველამ, ვისაც ეშინოდა ისრაელის ღმერთის განაჩენისა, გადანასახლები ხალხის დანაშაულის გამო. მე კი დამწუხრებული ვიჯექი მწუხრის მსხვერპლშეწირვამდე.
5. ხოლო მწუხრის მსხვერპლშეწირვისას ავდექი ჩემი მარხულობიდან და სამოსელშემოგლეჯილი დავეცი მუხლებზე, და ხელი აღვაპყრე უფლის, ჩემი ღმერთის მიმართ,

biblesimfony.jimdo.com
3.37.1