• georgian flag
  • english flag

საკუთარ და სხვათა ცოდვების გამო მონანიებით მარხვა


author
Мирза Бадиаури
A A       639

საკვანძო მუხლები: ნეემია 9:1-3; ეზრა 10:6; მეორე რჯული 9:18; 2 მეფეთა 12:16; ეზრა 9:3-6; იოველი 1:13; იონა 3:6-9;

3.36.1.__

რჯლ.9,[18]; 2მფ.12,16 ეზრ.9,3-6; 10,6; ნეემ.9,1-3; 2ეზრ.9,2 იოველ.1,13 იონ.3,6-9

ბიბლიის მუხლები

მეორე რჯული 9
18. დავემხე უფლის წინაშე, როგორც უწინ, და ასე ვიყავი ორმოცი დღე და ორმოცი ღამე, უსმელ-უჭმელი, ყველა თქვენი ცოდვის გამო, რომლითაც სცოდავდით, ბოროტებას რომ სჩადიოდით უფლის თვალში და აჯავრებდით მას.

2მეფეთა 12
16. ევედრებოდა დავითი ღმერთს ყმაწვილის გამო, მარხულობდა დავითი და მიწაზე ათევდა ღამეს.

ეზრა 9
3. ამ ამბის გაგონებისას შემოვიგლიჯე სამოსელი და მოსასხამი, თმას და წვერს ვიგლეჯდი და დამწუხრებული ვიჯექი.
4. თავი მოიყარეს ჩემთან ყველამ, ვისაც ეშინოდა ისრაელის ღმერთის განაჩენისა, გადანასახლები ხალხის დანაშაულის გამო. მე კი დამწუხრებული ვიჯექი მწუხრის მსხვერპლშეწირვამდე.
5. ხოლო მწუხრის მსხვერპლშეწირვისას ავდექი ჩემი მარხულობიდან და სამოსელშემოგლეჯილი დავეცი მუხლებზე, და ხელი აღვაპყრე უფლის, ჩემი ღმერთის მიმართ,
6. ვთქვი: ღმერთო ჩემო! მრცხვენია და ვერ ვბედავ სახის აღმართვას, ღმერთო, შენს მიმართ, რადგან ჩვენი უზნეობანი თავზე გადაგვდის და ჩვენი დანაშაული ცას მიწვდა.

ეზრა 10
6. ადგა ეზრა ღვთის სახლის წინიდან, წავიდა იოხანან ელიაშიბის ძის სადგომისკენ და შევიდა იქ. პური არ უჭამია, არც წყალი დაულევია, რადგან მწუხარებდა გადანასახლები ხალხის დანაშაულის გამო.

ნეემია 9
1. ამავე თვის ოცდამეოთხე დღეს შეიკრიბნენ ისრაელიანები - მარხულნი, ჯვალოთი შემოსილნი და თავზე მტვერდაყრილნი. 2. გამოეყო ისრაელის მოდგმა ყველა სხვა უცხო გვარ-ტომს. ადგენენ და აღიარეს თავიანთი ცოდვები და მამა-პაპის უკეთურებები.
3. იდგნენ თავ-თავიანთ ადგილას, დღის მეოთხედში და უფლის, თავიანთი ღმერთის რჯულის წიგნს კითხულობდნენ, მეორე მეოთხედში კი აღსარებას ამბობდნენ და თაყვანს სცემდნენ უფალს, თავიანთ ღმერთს

2ეზრა 9
2. იქ მყოფს არც პური უჭამია და არც წყალი უსვამს, გოდებდა ერის დიდი ურჯულოების გამო.

იოველი 1
13. შემოირტყით ჯვალო და იგლოვეთ, მღვდლებო! ივალალეთ, სამსხვერპლოს მსახურნო! წადით, ჯვალოში გაათიეთ ღამე, ჩემი ღვთის მსახურნო! რადგან შეწყდა თქვენი ღვთის სახლში შესაწირავი და საღვრელი.

იონა 3
6. შეიტყო ეს ამბავი ნინევის მეფემ, ტახტიდან ჩამოვიდა, შემოიძარცვა სამოსელი; ჯვალო ჩაიცვა და ნაცარზე დაჯდა.
7. გამოაცხადებინა ნინევეში მეფისა და მისი კარისკაცების ბრძანება: არც კაცმა, არც პირუტყვმა, ძროხამ თუ ცხვარმა, არ ჭამოს, არ მოძოვოს, არც წყალი დალიოს.
8. ჯვალო ატაროს კაცმაც და პირუტყვმაც, მთელი ძალით შეჰღაღადონ ღმერთს, დააგდონ ბოროტების გზა და ყველა ავი საქმე, რაშიც კი ხელი აქვთ გარეული.
9. ვინძლო კიდევ შეინანოს ღმერთმა, დაუცხრეს რისხვა და აღარ დავიღუპოთ.

biblesimfony.jimdo.com
3.36.1