• georgian flag
  • english flag

მორჩილება სულის დამდაბლებით, დაძაბუნებით, მარხვით ისწავლება


author
Мирза Бадиаури
A A       611

საკვანძო მუხლები: ლევიანნი 16:29; რიცხვნი 29:7; მეორე რჯული 32:36; ფსალმუნები 34:13; დანიელი 10:12; მალაქია 3:14; მათეს სახარება 4:2; მოციქულთა საქმეები 10:30-31;

3.35.1.__

ლევ.16,29 რიცხ.29,7 რჯ.32,36; ფს.34,13 დან.10,[12] მალ.3,14 მათ.4,2 საქ.10,30.31

ბიბლიის მუხლები

ლევიტელთა 16
29. იყოს თქვენთვის სამარადისო წესად: მეშვიდე თვეს, თვის მეათე დღეს დაიმდაბლეთ თავი, არაფერი საქმე აკეთოთ, არც მკვიდრმა და არც მდგმურმა, თქვენთან რომ მდგმურობს.

რიცხვთა 29
7. ამ მეშვიდე თვის ათში წმიდა წვეულება გქონდეთ. დაიოკეთ თქვენი თავი, არაფერი საქმე არ აკეთოთ.

მეორე რჯული 32
36. როცა თავისი ერის განკითხვას დააპირებს უფალი, შეიწყალებს თავის მორჩილთ, რადგან დაინახავს, რომ მიხდილი აქვთ ღონე, რომ აღარ დარჩა არც ყმა, არც აზატი.

ფსალმუნი 34
13. ხოლო მე მათი სნეულების ჟამს ძაძებს ვიცვამდი, ჩემს სულს მარხვით ვაძაბუნებდი და ჩემი ლოცვა ჩემთან ბრუნდებოდა.

დანიელი 10
12. მითხრა: ნუ გეშინია, დანიელ! რადგან პირველივე დღიდან, რაც შენი გული გონიერებასა და შენი ღმერთის წინაშე მორჩილებას მიეცი, შესმენილია შენი სიტყვები და მეც შენი სიტყვების გამო მოვედი.

მალაქია 3
14. თქვენ ამბობთ: ფუჭია ღვთის მორჩილება, რას გვარგებსო მისი სამსახური და მწუხარედ სიარული ცაბაოთ უფლის წინაშე?

მათე 4
2. და იმარხულა ორმოცი დღე და ორმოცი ღამე და ბოლოს მოშივდა

საქმე 10
30 კორნელიოსმა თქვა: “ოთხი დღის წინ, ამ საათამდე, ვმარხულობდი, მეცხრე საათზე ჩემს სახლში ვლოცულობდი. და აჰა, ჩემს წინაშე დადგა კაცი ელვარე სამოსით.
31 თქვა: ‘კორნელიოს, შესმენილია შენი ლოცვა და შენი მოწყალებანი მოხსენებულია ღვთის წინაშე.

biblesimfony.jimdo.com
3.35.1