• georgian flag
  • english flag

სულით აღვსების გამოვლინებებს ვერ უგებენ გარეშენი


author
Мирза Бадиаури
A A       643

საკვანძო მუხლები: 1 მეფეთა 1:14-15; 1 მეფეთა 10:11-12; 1 მეფეთა 19:24; 2 მეფეთა 6:20; მოციქულთა საქმეები 2:13-18; ეფესელთა მიმართ 5:18;

3.34.1.__

- ემოციურ გამოვლინებებს ვერ ხვდებიან 1მფ.1,14.15; 1მფ.10,11.12,, 19,24,, 2მფ.6,20

- დასცინიან საქ.2,[13]

- პასუხი დაცინვაზე საქ.2,14-18 ეფ.5,18

ბიბლიის მუხლები

1მეფეთა 1
14. უთხრა ელიმ: რამდენ ხანს უნდა იყო მთვრალი? გამოიფხიზლე ღვინისგან.
15. მიუგო ხანამ და უთხრა: არა, ჩემო ბატონო. ერთი დაჩაგრული ქალი ვარ. ღვინო და მაგარი სასმელი არ დამილევია. უფლის წინაშე ვღვრი ჩემს სულს.

1მეფეთა 10
11. ყველანი, ვინც მანამდე იცნობდნენ მას, ხედავდნენ ქადაგებთან ერთად გაქადაგებულს და ლაპარაკობდნენ ერთმანეთში: რა დაემართა კიშის ძეს? ნუთუ საულიც გაქადაგდა?
12. თქვა პასუხად ერთმა იქაურმა კაცმა: ვინ არის მათი მამა? ასე წარმოიშვა ანდაზა: ნუთუ საულიც გაქადაგდაო?

1მეფეთა 19
24. გაიძრო სამოსელი და წინასწარმეტყველებდა სამუელის წინაშე; შიშველი იწვა მთელ იმ დღეს და მთელ ღამეს. ამიტომაც ამბობენ: ''ნუთუ გაწინასწარმეტყველდაო საულიც?”

2მეფეთა 6
20. როცა დაბრუნდა დავითი თავისი სახლის დასალოცად, გამოეგება მელქოლა, საულის ასული, დავითს და უთხრა: როგორ განდიდდა დღეს ისრაელის მეფე, რომ გაშიშვლდა დღეს თავის მორჩილთა და მხევალთა თვალწინ, როგორც შიშვლდება ხოლმე ქარაფშუტა ვინმე.

საქმე 2
13. სხვები კი დაცინვით ამბობდნენ, მაჭრით გამტყვრალანო.
14. ხოლო პეტრე, დადგა თერთმეტთან ერთად, ხმა აიმაღლა და უთხრა მათ: კაცნო იუდეველნო და იერუსალიმის ყოველო მკვიდრო! ცნობილი იყო ეს თქვენთვის და ყური უგდეთ ჩემს სიტყვებს:
15. ესენი მთვრალები როდი არიან, როგორც თქვენ ფიქრობთ, ვინაიდან დღის მესამე საათია.
16. არამედ ეს ითქვა იოველ წინასწარმეტყველის მიერ:
17. „და იქნება უკანასკნელ დღეებში, ამბობს ღმერთი, მივაფენ ჩემი სულისაგან ყველა ხორცს, და იწინასწარმეტყველებენ თქვენი ძენი და თქვენი ასულნი, თქვენი ჭაბუკები იხილავენ ხილვას და თქვენი მხცოვანნი ნახავენ სიზმრებს,
18. ჩემს მონებსა და ჩემს მხევლებს იმ დღეებში მივაფენ ჩემი სულისაგან და იწინასწარმეტყველებენ.

ეფესელთა 5
18. ნუ დათვრებით ღვინით, საიდანაც წარმოსდგება აღვირახსნილობა, არამედ აღივსეთ სულით.

biblesimfony.jimdo.com
3.34.1