სული წმიდით ნათლობა არის სულის მოწმობა
Мирза Бадиаури |
A A 746 |
საკვანძო მუხლები: იოანეს სახარება 15:26; 1 იოანე 5:6-11; რომაელთა მიმართ 8:16; 2 კორინთელთა მიმართ 1:22; ეფესელთა მიმართ 1:13-14; ეფესელთა მიმართ 4:30; ებრაელთა მიმართ 6:4;
3.33.1 __
- ღმერთმა აღგვბეჭდა სულით ნათლობით და მოგვცა წინდი სული წმიდისა, რითაც ვიგემეთ ციური ნიჭი და ვეზიარეთ მის სულს 2კორ.1,22 ებრ.6,4
- ახლა ღვთის სული მოწმობს ჩვენში ქრისტეს შესახებ ინ.15,26,, 1ინ.3,24; 5,6.7
- რომ ქრისტეში გვაქვს საუკუნო სიცოცხლე 1ინ.5,8-11 ეფ.1,13
- რომ ღვთის შვილები ვართ, ვისაც ღვთის სული წარგვმართავს რომ.8,14-[16]
- რომ არა ვართ ხილულის მომლოდინენი (მსასოოვარნი), არამედ უხილავისა, რაშიც შეგვეწევა სული ღვთისა რომ.8,23-26 ეფ.1,14
- ახლა საჭიროა, ჩვენი სინდისი (სული) გვიმოწმებდეს, რომ ვცხოვრობთ საღმრთო სიწმიდითა და ღვთის მადლით 1ინ.5,8; 2კორ.1,12
- და უგვანი საქმეებით არ შევაჭირვებდეთ წმიდა სულს ღვთისას ეფ.4,30 ებრ.6,4
ბიბლიის მუხლები
იოანე 15
26. ხოლო როდესაც მოვა ნუგეშისმცემელი, რომელსაც მოგივლენთ მამის მიერ, - ჭეშმარიტების სული, რომელიც გამოდის მამისაგან, ის იმოწმებს ჩემთვის.
1იოანე 3
24. თუ ვიმარხავთ მის მცნებებს, ის ჩვენში რჩება, ჩვენ კი - მასში; ხოლო იმას, რომ ჩვენში რჩება, მის მიერვე მოცემული სულით შევიცნობთ.
1იოანე 5
6. ეს არის იესო ქრისტე, რომელიც მოვიდა წყლითა და სისხლით; არა მარტო წყლით, არამედ წყლითა და სისხლით; და ამას მოწმობს სული, რადგანაც სულია ჭეშმარიტება.
7. ვინაიდან სამნი მოწმობენ ზეცად: მამა, სიტყვა და სული წმიდა, ხოლო ეს სამი ერთია.
8. და სამნი მოწმობენ ქვეყნად: სული, წყალი და სისხლი, ხოლო ეს სამი ერთია.
9. თუ კაცთა მოწმობას ვიღებთ, ღვთის მოწმობა უმეტესია, რადგანაც ეს არის საღმრთო მოწმობა, რომლითაც ღმერთმა გვიმოწმა თავისი ძე.
10. ვისაც სწამს ძე ღვთისა, თავის თავშივე აქვს მოწმობა; ვისაც არა სწამს ღმერთი, ცრუდ სახავს მას, ვინაიდან არა სწამს მოწმობა, რომლითაც ღმერთმა გვიმოწმა თავისი ძე.
11. მოწმობა კი ის არის, რომ ღმერთმა მოგვცა საუკუნო სიცოცხლე, და ეს სიცოცხლე მის ძეშია.
რომაელთა 8
14. ვინაიდან ღვთის ძეა ყველა, ვისაც ღვთის სული წარმართავს.
15. რადგან მონობის სული როდი მიგიღიათ, რომ კვლავ გეშინოდეთ, არამედ მიიღეთ ძეობის სული, რომლითაც ვღაღადებთ: აბბა, მამაო!
16. სწორედ ეს სული ემოწმება ჩვენს სულს, რომ ღვთის შვილები ვართ.
23. და არა მარტო ის, არამედ ჩვენც, სულის პირველნაყოფის მქონენი, ასევე ვგმინავთ შინაგანად ღვთის ძეობისა და ჩვენი სხეულის ხსნის მოლოდინში.
24. რადგანაც ხსნილნი ვართ სასოებით, ხილული სასოება კი არ არის სასოება, ვინაიდან რა სასოება უნდა გქონდეს იმის მიმართ, რასაცა ხედავ?
25. ხოლო იმის მსასოოვარნი, რასაც ვერ ვხედავთ, მოთმინებით მოველით მას.
26. ასევე სულიც შეეწევა ჩვენს უძლურებას, ვინაიდან არ ვიცით, რისთვის ან როგორ ვილოცოთ, მაგრამ თვით სულია ჩვენი მეოხი უთქმელი ოხვრით.
2კორინთელთა 1
12. რადგანაც ჩვენი სიქადული ისაა, რასაც გვიმოწმებს ჩვენი სინიდისი, რომ სიწრფელითა და საღმრთო სიწმიდით, ხორციელი სიბრძნით კი არა, არამედ ღვთის მადლით ვცხოვრობდით ამ ქვეყნად, მით უმეტეს, თქვენს შორის.
22. რომელმაც ასევე აღვგბეჭდა და მოგვცა წინდი სულისა ჩვენს გულებში.
ეფესელთა 1
13. მასშივე მოისმინეთ თქვენც ჭეშმარიტების სიტყვა, თქვენი ხსნის სახარება, რაც იწამეთ და კიდევაც აღიბეჭდეთ აღთქმული წმიდა სულით,
14. რომელიც არის ჩვენი მემკვიდრეობის წინდი საბოლოო გამოხსნამდე, როცა დავიმკვიდრებთ ჩვენს წილხვედრს მისი დიდების საქებრად.
ეფესელთა 4
30. ნუ შეაჭირვებთ წმიდა სულს ღვთისას, რომლითაც აღიბეჭდეთ გამოხსნის დღისთვის.
ებრაელთა 6
4. რადგანაც შეუძლებელია, რომ ერთხელ უკვე განათლებულნი, რომელთაც იგემეს ციური ნიჭი და ეზიარნენ სულიწმიდას,
biblesimfony.jimdo.com
3.33.1