• georgian flag
  • english flag

ლოცვა


author
შალვა სხილაძე
A A       2709

საკვანძო მუხლები: 2 ნეშტთა 6:1; 3 მეფეთა 18:24-39; ესაია 36:1-22; მათეს სახარება 6:9-13; მათეს სახარება 11:25-27; მათეს სახარება 26:39-42; დანიელი 9:21-27; დანიელი 10:1-21; ლუკას სახარება 1:26-38; მათეს სახარება 11:24-25; იოანეს სახარება 16:23-24; მოციქულთა საქმეები 4:24-30; მოციქულთა საქმეები 22:6-10; მოციქულთა საქმეები 22:6-10; ლუკას სახარება 10:21-22; ლუკას სახარება 23:46;

{ძვირფასო მკითხველო ! თემა საკმაოდ მოცულობისაა, გულდასმით ბოლომდე წამკითხველს გთხოვთ უმორჩილესად, თქვენს კომენტარებში დაწერეთ, თემის დიდმნიშვნელოვანებაზე, სარგებელი რომ მეტი იყოს; ჩემ ლანძღვას, თუნდაც ქებას ნუ დაიწყებთ, მე ორივეს ერთნაირად მშვიდად შევხვდები}

_დედამიწაზე ნებისმიერი რელიგიის წარმომადგენელი, ეთაყვანება რა თავის ღმერთს, შესაბამისად ლოცულობს კიდეც მასთან. ინტერნეტის მეშვეობით შესაძლებელია მათი ნახვა თუ როგორ ლოცულობენ, ასევე ასწავლიან ლოცვებს კიდეც.

_საუკუნეები გადის, თაობები იცვლება და მამაპაპის ღმერთებთან მიდიან, მიაქვთ მსხვერპლები და ლოცულობენ მათთან. ისმება კითხვა, თუ ეს ღმერთები მათ ლოცვებს არ ისმენს, შესაბამისად თუ არც უსრულდებათ , რატომღა მიეახლებოდენ კვლავ და კვლავ? ანდა თუ უსრულდებათ თხოვნები, საკითხავი ისაა, ვინ უსრულებს სათხოვრებს? ხომ არ შედის ვინმეს ინტერესსში ეგრეთ წოდებულ ღმერთებს მიაჯაჭვოს ადამიანები და ერთმანეთს ეტრაბახებოდენ თავიანთი ღმერთებით. 3.მეფ.18:24-39. ეს.36. ეს.37.

რა არის ლოცვა?

ლოცვა არის, შენს შიგნით მოზღვავებული, სიხარულის, ანდა დარდის გადმოღვრა გულრწრფელად; საუბარი, თათბირი, შენ ღმერთთან. შეხვიდე მასში და ის შემოვიდეს შენში. თუ გიხარია და მიდიხარ ღმერთთან უნდა ადიდო და მადლობდე იმის გამო რაც გახარებს .

_ფს.117.ადიდეთ უფალი, ერნო ყოველნო, ქება უგალობეთ მას, ხალხნო ყოველნო! რადგან დიადია ჩვენს მიმართ წყალობა და ჭეშმატიტება უფლისა უკუნისამდეა. ადიდეთ უფალი.

_დან.2:23. ჩემი მამაპაპის ღმერთო,გმადლობ და გაქებ;შენ მომეცი სიბრძნე და ძალა,შენ გამომიმჟღამნე ის,რასაც გევედრებოდით; შენ გაგვიმჟღავნე მეფის ამბავი .

_თუ მწუხარე ხარ, მაშინ დარდიანმა, ტირილით ცრემლიანმა, უნდა გადმოღვარო სული.

_წარმატების და კეთილდღეობის დროს თუ იტირებდი, ანდა ზარალისა და უბედურების ჟამს თუ იმხიარულებდი, შეუფერებელი და არანორმალური იქნებოდა.

_იაკ.5:13. უჭირს რომელიმე თქვენგანს? ილოცოს. ულხინს? ფსალმუნი იგალობოს.

სწორედ იმ ღმერთთან ლოცულობ ვინც მომსმენია ლოცვების? მას უგალობებ?

_მრავალი ეგრეთ წოდებული ღმერთი არსებობს, საჭიროდ მივიჩნევ ქართული პანთეონიდან ღვთაებების სახელები მოგახსენოთ,

იბერიის სამეფოს კერპები.{ქართული მითოლოგია}

ბოჩი,არმაზი, გაცი,გაიმი,აინანა, დიანა, ზადენი,აფროდიტე, ბარბალე, ოჩოკოჩი, ოჩოპინტრე, მორიგე, ჰარალე, ტყაშმაფა, ადგილის დედა, ბედის მწერლები, ბერი-ბერა, ბერიკა, ბოსელი, გიორგი, დალი, თევდორე{ღვთაება} იახსარი, კვირია, კოპალა, ლაზარე, მამბერი, მზეთუნახავი, მინდვრის ბატონი, მიჭპა, პირქუში, როკაპი, ჯვარი, ღმერთი, ღვთისშვილნი,თერგვაული. ყველა ამ ღმერთებს სხვადასხვა ძალმოსილებას აწერდნენ და ლოცულობდენ მათთან. {რომელს რად აღიარებდენ შეგიძლიათ ნახოთ ვიკიპედიაში} ამათგან ერთის შესახებ დავწერ.

ღმერთი, რომლის სახელია= ღმერთი--ქართულ მითოლოგიაში

ცის უზენაესი ღვთაება, ღვთაებების მამა, სამყაროს მბრძანებელი,შემოქმედი და მსოფლიო წესრიგის{მორიგე ღმერთი} აგრეთვე ბუნებისა და ადამიანთა სიცოცხლის გამგებელი. ღმერთმა გამოჭედა ცა, შექმნა ხმელეთი და ზღვები, გაანათა ისინი ქალწული მზის-მზექალის შუქით, შექმნა დანარჩენი ღვთაებები-ხვთიშვილები. ღმერთი მეეცხრე ცაზე ცხოვრობს და ოქროს ტახტზე დაბრძანდება. იგი განაგებს სამყაროს და ადამიანთა საქმეებს და თავის ნება-სურვილს ხვთიშვილების მეშვეობით გამოთქვამს. ის ჭექა-ქუხილის და ციური ცეცხლის მფლობელი და მართლმსაჯულების ღვთაებაა. ღმერთი განსაზღვრავს ადამიანთა ბედს, აძლევს მათ მოსავალს, დღეგრძელობას, ნაყოფიერებას და იცავს მათ ყოველივე ცუდისგან. იგი ყველგან მყოფი და ყველაფრის მცოდნეა, ერთიანი, მაგრამ მრავალრიცხოვანი თავის ‘’ნაწილებში’’,რომელთა საშუალებით ნებისმიერი არსების სახით შეიძლება მოგვევლინოს. ღმერთს თან ახლავს თავისი ერთგული ძაღლები{ან მგლები} რომელსაც ის ადამიანთა საშველად ან დასასჯელად აგზავნის. ღმერთი წარმოდგენილია ოქროს პირით და საშინელი, ანთებული თვალებით. მისი წმინდა ცხოველი და სავარაუდო ზოომორფული წინასახე ბუღა ხარია. ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ -ღმერთი-ბიბლიურ, მამა- ღმერთთან გაიგივდა.

შუმერული მითოლოგია: ანუ, {ცისა და სამოთხის ღმერთი}ინანა, {სიყვარულისა და ნაყოფიერების ქალღმერთი} ენქი, { ოკიანის და ღვთაებრივი ძალების ღმერთი} ნანა,{მთვარის ღმერთი} უტუ, {მზის ღმერთი} ანუ+ენლინ+ენქი . ტრიადა.

ძველი ეგვიპტის მითოლოგია: პტა{ღმერთების მამა} ამონი{ნაყოფიერების ღმერთი} გები{დედამიწის ღმერთი} რა{მზის უზენაესი ღმერთი} ოსირისი{ქვესკნელისა და მიცვალებულთა უზენაესი ღმერთი} ოსირისი+ისიდა=+ჰოროსი ტრიადა.

ბერძნული პანთეონი; ზევსი, {ზეცის მბრძანებელი} ჰერა,{ზეცის ქალღმერთი} ერმესი, ეფესტოსი, აფროდიტე, ათენა, აპოლონი, არტემიდა, დემეტრა,{ ნაყოფიერების ქალღმერთი} ჰესტია.{კერიის ქალღმერთი} პიანოსი,{მკურნალი ღმერთი}და სხვა მრავალი.

ვინაა ის ღმერთი ვისთანაც შენ ლოცულობ ?

ლოცვასა და ვედრებაში მადლიერებით აუწყეთ თქვენი სათხოვარი ღმერთს. ფილ.4:6.

კითხვა ისმება რომელ ღმერთს?

ლოცვაში ვამბობთ დიდება და ქება შენ ღმერთო, კითხვა რომელ ღმერთს აქებ და ადიდებ?

_ჩვენ, ქართულ მითოლოგიაში ყოფილა სახელდებით ‘’ღმერთი’’მას მიმართაავ? არა ხომ? _მამა ღმერთო ასე მიმართავ? ‘’პტა’’ არისო ღმერთების მამა. ეგვიპტური მითოლოგია. _მკურნალ ღმერთს მიმართავ? ბერძნები მკურნალ ღმერთად ‘’პიანოს’’ აღიარებდნენ. ყოვლისმპყრობელ ღმერთს? .........? ცისა და მიწის, ხილულისა და უხილავის გამჩენო ...........? მოწყალე ღმერთს......? ღმერთი რომელიც სიყვარულია?........?
ვინაა ის ვისაც შენ მიმართავ ?

_ავრაჰამის, იცხაკის, იაკუბის{იზრაელის} ღმერთო, ასე მიეახლები ღმერთს? ეს ბევრად უკეთესია წინარესთან შედარებით, ნამდვილად გამოყოფს ღმერთს ვისთანაც ლოცულობ.

მაგრამ მაინც ვინ არის იგი?

ბევრი სახელი აქვსო შემოქმედს, ყოვლისმპყრობელს, მარად ცოცხალს. კი.

-მაგრამ რომელი სახელი განასხვავებს მას სხვა ღმერთებისგან ?

-რომელი სახელით მოუხმობდენ მას მსვერპლშეწირვის დროს?

ლევიტელთა წიგნი.

_1.ნეშტ. 15: 26. ღვთის შეწევნით იყო, რომ გადააბრძანეს ლევიანებმა იაჰვეს{უფლის} აღთქმის კიდობანი და შვიდი ხარი და შვიდი ცხვარი შეწირეს.
{მსხვერპლი იწირება კონკრეტული ღმერთის ან კონკრეტული პირის სახელზე}

1.ნეშტ.16:1.მოაბრძანეს იაჰვეს {უფლის} კიდობანი და დაასვენეს შუაგულ კარავში, რომელიც მისთვის ქონდა დავითს გაშლილი,მერე კი აღსავლენი და სამადლობელი მსხვერპლი შესწირეს ღმერთს. სრულდასაწვავი და სამშვიდობო მსხვერპლები.

1,ნეშტ.16:8 ადიდეთ იაჰვე, მოუხმეთ მის სახელს, აუწყეთ ხალხებს საქმენი მისნი.

1.ნეშტ.16:10 დაიკვეხნეთ მისი წმინდა სახელით, გამხიარულდეს გული იაჰვეს მაძიებელთა.

1.ნეშტ.16:14.ის არის იაჰვე, ღმერთი ჩვენი, მთელ ქვეყნიერებაზეა სამართალი მისნი.

_ელია ქარმელის მთაზე. 3.მეფ.18:24-39. ახსენეთ თქვენი ღმერთის სახელი და მეც ვახსენებ იაჰვეს სახელს და ღმერთი, რომელიც ცეცხლით გაგვცემს პასუხს, ნამდვილად ღმერთი იქნება. მიუგო ხალხმა და უთხრა: კეთილი.

_3.მეფ.18:36. მსხვერპლშეწირვის დრომ რომ მოაწია, ახლოს მოდგა ელია წინასწარმეტყველი და თქვა. იაჰხვე, ღმერთო ავრაჰამისა,იცხაკისა, და იზრაელისა! გაცხადდეს დღევანდელ დღეს, რომ შენ ხარ ღმერთი იზრაელში, მე კი შენი მორჩილი ვარ,

_3. მეფ.18:37. ხმა გამეცი, იაჰვე , ხმა გამეცი, რათა გაიგოს ამ ხალხმა, რომ შენ ღმერთი ხარ, იაჰვე, და რომ შეგიძლია უკუმოაქციო მათი გულები.

_3.მეფ.18:38. ჩამოვარდა იაჰვეს ცეცხლი და შთანთქა აღსავლენი მსხვერპლი, შეშა, ქვები და მტვერი: ამოლოკა წყალიც, არხში რომ ესხა.

_3.მეფ.18:39. დაინახა ეს მთელმა ხალხმა, პირქვე დაემხო და შეჰყვირა: ღმერთია უფალი ! ღმერთია უფალი! რა გაიგო ხალხმა ვინაა ღმერთი? ბაალი თუ უფალი? უფალი ამ ადგილას არაფრის მთქმელია. ღმერთია იაჰვე ! ღმერთია იაჰვე.

_ლევ. 4:3. თუ ცხებულმა მღვდელმა შესცოდა და ხალხიც დანაშაულში გარია, შესწიროს იაჰვეს, ცოდვის გამოსასყიდელ მსხვერპლად საღი ხბო.

_ლევ.4:22 თუ თავკაცი ვინმე შესცოდავს იაჰვეს, თავისი ღვთის აკრძალულს რასმე ჩაიდენს უნებურად და დააშავებს. მერე მიხვდება თავის ცოდვას, რაც ჩაიდინა, მამალი, საღი თხა მიიყვანოს შესაწირად.

_მრავალი სახელიდან რომელია ის სახელი, რომელიც ამაოსა ზედა არ უნდა წარმოეთქვათ.

_გამ. 20:7. არ წარმოთქვა იაჰვეს, შენი ღმერთის სახელი ფუჭად, რადგან იაჰვე, დაუსჯელს არ დატოვებს მას, ვინც მის სახელს ფუჭად ახსენებს.

_ლევ.19:12. ჩემი სახელი ტყუილზე არ დაიფიცოთ :არ შებღალოთ თქვენი ღმერთის სახელი, მე ვარ იაჰვე.

_ამით შეშინებული იუდეველები სრულად აღარ გამოთქვამდენ თავიანთი ღმერთის სახელს, ტყვეობაში მრავალი წელი გაატარეს , სადაც ღმერთის სახელს საერთოდ აღარ ახსენებდნენ. ანდა ამბობდენ, ილ,- ელ, - ია სრულად სახელი დაახლოებით ასე ჟღეს, იაჰხვე, იაჰვე,იეჰოვა [აქცევინებს.= მე ვარ, რომელიც ვარ.=მყოფი} მოშიშმა ებრაელმა მწერლებმა სახელის მაგივრად დაწერეს ადონაი{უფალი} ებრაულად , ელოხიმ ადონაი {ელოხიმ იაჰვე} ქართულად {ღმერთი იაჰვე} წერილებში ვკითხულობთ ღმერთი უფალი, უფალი ასევე ბატონს ნიშნავს, რა გამოდის ღმერთი ბატონი. ვინაა ეს ღმერთი ბატონი? რომელთანაც ლოცულობ?

_იოვ.2:32. და იქნება: ყოველი,ვინც მოუხმობს იაჰვეს, სახელს,გადარჩება, რადგან სიონის მთაზე და იერუსალიმში იქნება ხსნა მათთვისაც, ვისაც იაჰვე მოუხმობს, როგორც ნათქვამი აქვს იაჰვეს. რომ.10: 13.

_ამდენად ღმერთის მოხმობა სახელით მნიშვნელოვანია. ღმერთო იაჰვე. მაშინ , მსხვერპლი დიდებისა და ქებისა სწორად იქნება მიმართული. ასევე იმათი ლოცვა, ვისაც საჭიროებები აქვთ სწორად იქნება მოტანილი ისრაელის წმიდასთან.

_ომის დროს მიმართავდნენ ცაბაოთ იაჰვე {სარდლობის იაჰვე}

_ასევე მისი ტიტულოვანი სახელებია: ყოვლისშემძლე, შემომქმედი,უფალი, ელიონი, აბ, ელ-როი, ქადოშ,ელშადაი და სხვა.ყველა მათგანს ,რა დატვირთვის მატარებელიც იყო, იყენებდნენ გარემოებებისა და შესაბამისად.

_იაჰვე სახელი ფიგურირებს მრავალი ადგილმდებარეობის დასახელებაში .

დაბ.22:14. ‘’იაჰვე-ირე’’. {იაჰვე-გამოაჩენს}

გამ.17;15’’ იაჰვე-ნისი’’ მსაჯ.6:24 ‘’იაჰვე-შალომ’’{იაჰვე მშვიდობაა} იაჰვე-რაფა=მკურნალი ღმერთი, იაჰვე-კადეშ=მე ვარ გამწმენდელი, იაჰვე- როჰი= მე ვარ შენი მწყემსი.

_ეს.41:4. ვინ ქნა და აღასრულა ესე? ვინც თავიდანვე უხმობს თაობებს! მე,იაჰვე, ვარ პირველი, და უკანასკნელ თაობასთანაც მე ვარ!

_ეს.42:8 მე ვარ იაჰვე, ეს არის ჩემი სახელი. ჩემს დიდებას სხვას არ მივცემ და ჩემს ხოტბას გამოკვეთილ კერპებს.

მამაკაცების სახელებში სადაც ელოხიმ იაჰვეს სახელი ფიგურირებს .

იეშაიაგუ{ისაია}=ხსნა იაჰვე. იოთამი=იაჰვე სრულყოფილია. იოველი=იაჰვეა ღმერთი. ციდკიაჰუ=იაჰვე ჭეშმარიტებაა. ელია=იაჰვე ღმერთი. იოშია= იაჰვე საყრდენია. მალახია=იაჰვეს წარმოგზავნილი. მიქა=იაჰვეს სადარი ვინაა. იეჰო-ადა, იეჰო-აკიმი იეჰო-აში, იეჰო-ახაზი, იეჰო-ნადაბი, იეჰო-ნათანი, იეჰო-შაფატი,იერემიაჰუ, ეშაიაჰუ.

_იეჰოშუა{იესო}იეჰოვა-ოშუა ხსნა იაჰვესგანაა.={იაჰვე იხსნის} იაჰვეს ცხებული მესია. იეშუა.
ღმერთს, რომ მივეახლოთ გვჭირდება თუარა შუამდგომელი? კი.

ერთად შეკრებილ საღმრთო წიგნებს, ბერძნულად ეწოდება ბიბლიონ. ბიბლიიდან ვიგებთ, რომელია ის შემომქმედი, ყოვლისმოყრობელი ღმერთი, და მასთან ჩვენი შუამდგომელი.

_შემოქმედი ხილულისა და უხილავისა,ზეციურისა და მიწიერისა,მამაკაცისა და დედაკაცის ადამისა და ხავასი, ღმერთი. ავრაჰაამისა, იცხაკისა, იაკუბისა, იეჰოშუასი მამა და ღმერთი . ელოჰიმ ადონაი{იაჰვე} ისაა ერთადერთი ლოცვების მომსმენი, ავრაჰამი და მისი შთამომავლობა უშუალოდ ელაპარაკებოდნენ. ამჟამად კი ჩვენ მასთან უნდა წარვდგეთ მის მიერ მოწონებული და ერთგული შვილის და ჩვენი მეფის და მღვდელის სახელით. ეს სახელია! ებრაულად, იეჰოშუა ჰა მაშიახი.{იეშუა მესია ცხებული} ბერძნულად ისუს ხრისტოს. სხვა სახელი არ არსებობს ჩვენთვის ყოვლისმპყრობელ იაჰვესთან რომ წარვდგეთ.

_1 ტიმ. 2:5. რადგანაც ერთია ღმერთი და ერთია შუამავალი ღმერთსა და ადამიამებს შორის: კაცი ცხებული იეჰოშუა.

_არიან ადამიანები რომლებიც ლოცულობენ იეჰოშუა მესიის მიერ გამოსყიდულ ადამიანებთან წმინდანებთან.

მაგალითად: ვთხოვოთ წმინდა მარიამს მან კი ღმერთს შეგვავედროს. კიდევ წმინდა გიორგის, წმინდა ნიკოლოზს,ნინოს, ბარბარეს, გაბრიელს,თამარს,ელენეს სხვა მრავალნი,
კიდევ გარდაცვლილ ახლობლებს მიმართავენ და იმედოვნებენ ,რომ უშუამდგომლებენ. დალოცავენ იქედან.
ამ დროს იგნორირებულია ჩვენთვის მსხვერპლად შეწირული მესია, იეჰოშუა{იესო}

_საქ.2:36.მაშ, მტკიცედ იცოდეს იზრაელის მთელმა სახლმა, რომ ღმერთმა უფლად და ქრისტედ შექმნა ეს იეჰოშუა, რომელიც თქვენ ჯვარს აცვით.

ყოვლისმპყრობელ ღმერთთან ლოცვისათვის, არის საჭირო რაიმე დამხმარე ატრიბუტიკა?

მრავლად არსებობენ ისეთი რელიგიები და მათი მასწავლებლები , რომლებიც თავიანთ თანამორწმუნეებს და მრევლს ასწავლიან მოაწყონ ოთახი{თუ ოთახის საშუალება არ არის სახლში ერთი კუთხე} სადაც თავიანთი ღმერთის თვალსაჩინო ატრიბუტიკებით გააწყობენ რათა მათთან მივიდნენ და ილოცონ. რაც თითქოს უადვილებს ღმერთის წარმოსახვას და მასთან მოკრძალებით მიახლებაში.

რელიგიები და მათი მიმდევრები როგორ აწყობენ ოთახებს ან კუთხეს ? ზოგი ქანდაკებებით, ზოგი ხატებით, ცის მნათობთა გამოსახულებით, მზე ,მთვარე, ვარსკვლავები, ცხოველთა,ფრინველთა, ქვეწარმავალთა, და ზღვის ბინადართა ამულეტებით,სიმბოლიკებით, ჯვარი, თევზი,სანთელი, ზეთი, საკმეველი, ექვს-ქიმიანი ვარსკვლავი, ნახევარმთვარე და ვარსკვლავი, წმინდანთა ნაწილები, სხვა მრავალი .

სწორად ლოცულობ? ვისთან?

ზოგი ქრისტიანისაგან მოისმენ, ის ლოცულობს სულიწმინდასთან , უძღვნის ქებას და თხოვს შეწევნას, გამარჯვებას, ამას ამართლებს იმით რომ სულიწმინდა ხომ სამების , მესამე ჰიპოსტასიო, ესეიგი ღმერთიაო?
ასე მლოცველი სწორად ლოცულოობს?
ბიბლიაში თუ გვაქვს ამის მაგალითი? ვინ ილოცა სულიწმიდასთან? მე ვერ ვნახულობ. მე აი რას ვნახულობ:

_ფს.50:13. ნუ უკუმაგდებ შენგან და შენს წმიდა სულს ნუ წამართმევ.{ფს.51: 11}

_ლუკ.11:13. თუ თქვენ, ბოროტებმა იცით თქვენი შვილებისთვის კეთილ მიცემათა მიცემა, მითუმეტეს ზეციერი მამა მისცემს სულიწმიდას იმათ, ვინც სთხოვს.

_იოან.14:26.ხოლო ნუგეშისმცემელი , სულიწმიდა, რომელსაც ჩემი სახელით მოავლენს მამა, გასწავლით და გაგახსენებთ ყველაფერს, რაც თქვენთვის მითქვამს.

_1თეს.4:8. ამიტომ უგულველმყოფელი ამისა, არ უგულებელყოფს ადამიანს, არამედ ღმერთს, რომელიც გაძლევთ თქვენ თავის სულიწმიდას.

_იუდ.1:20. ხოლო თქვენ, საყვარელნო, აღაშენეთ თქვენი თავი უწმინდეს რწმენაზე, ილოცეთ სულიწმიდით.

_ამ მუხლებიდან ცხადია ღმერთი იძლევა სულიწმიდას. დავითმა შენს წმიდა სულს ნუ წამართმეო.
იუდამ კი გვასწავლა. ილოცეთო სულიწმიდით, და არა სულიწმიდასთან ილოცეთო.

ესეიგი სულიწმიდით უნდა ვილოცოთ ვისთან? მამა ღმერთთან იაჰვესთან.

ზოგი ლოცულობს მხოლოდ იეჰოშუასთან {იესო ქრისტესთან} ასე ასწავლა მესიამ და ჭეშმარიტების მასწავლებელმა ლოცვაა?

_მათ.6:9-13. მამაო ჩვენო. რომელი ხარ ცათა შინა წმინდა იყოს სახელი შენი, მოვიდეს სუფევა შენი იყოს ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგეცა ქვეყანასა ზედა ......

_როგორ ლოცულობდა თვითონ იეჰოშუა ცხებული მესია?

-ლუკ.6:12.იმ დღეებში მთაზე სალოცავად ავიდა,ღამე ღმერთთან ლოცვაში გაატარა, დილა რომ გათენდა მოიხმო მოწაფეები და თორმეტი ამოირჩია. მამა ღმერთთან ლოცვის შემდეგ იღებს გადაწყვეტილებას ვინ უნდა ამოარჩიოს მოციქულებად.

_ლუკ.10:21, 22. იმ დროს სულში გაიხარა იეჰოშუამ{იესომ} და თქვა: გადიდებ შენ ,მამაო, უფალო ცისა და ქვეყნისაო, რადგან დაუფარე ეს ბრძენთ და გონიერთ და ჩვილებს განუცხადე. ჰეი, მამაო, ვინაიდან ასე იყო მოსაწონი შენს წინაშე, ყოველივე ჩემი მამის მიერ გადმომეცა, ხოლო არავინ იცის ვინ არის მამა, გარდა ძისა. და არავინ იცის ვინ არის ძე გარდა მამისა, და იმისა, ვისაც ძემ უნდა განუცხადოს. მათ.11:25-27.

_იოან. 17:1-26.ასე იუბნა იეჰოშუამ {იესომ} და ზეცად აღაპყრო თვალნი და თქვა: მამაო, მოვიდა ჟამი; განადიდე შენი ძე, რათა შენმა ძემაც განგადიდოს შენ. რაკი მიეცი ხელმწიფება ყველა ხორციელზე, რათა ყველაფერს, რაც მიეცი, მისცეს საუკუნო სიცოცხლე, ხოლო ეს არის საუკუნო სიცოცხლე, რათა გიცნობდენ შენ ერთს, ჭეშმარიტ ღმერთს, და ვინც შენ მოავლინე იეჰოშუა ჰა მაშიახი {იესო ქრისტე} მე განგადიდე შენ დედამიწაზე; აღვასრულე საქმე, რომელიც მომეცი აღსასრულებლად. ახლა კი შენ განმადიდე, მამაო, იმავე დიდებით, რომელიც შენთან მქონდა ქვეყნის შექმნამდე. გამოვუცხადე შენი სახელი ადამიანებს, რომლებიც მომეცი მე ქვეყნიერებისგან; შენი იყვნენ და მე მომეცი ისინი და დაიცვეს შენი სიტყვა. ახლა შეიცნეს, რომ ყველაფერი, რაც მე მომეცი, შენგან არის. რადგან სიტყვები, რომელებიც მომეცი, მათ მივეცი, ხოლო მათ მიიღეს და სცნეს ჭეშმარიტად,რომ შენგან გამოვედი, და ირწმუნეს, რომ შენ მომავლინე. მათთვის გევედრები; ქვეყნიერებისთვის კი არ გევედრები, არამედ მათთვის, ვინაიდან შენნი არიან. და ყველაფერი ჩემი შენია, შენი კი ჩემი. და მე ვიდიდე მათში. და მე უკვე აღარ ვარ ქვეყნად, მაგრამ ისინი არიან ქვეყნად, ხოლო მე შენთან მოვდივარ, წმიდა მამაო; დაიცავი ისინი შენი სახელით, რომელნიც მომეცი, რათა იყვნენ ერთი, როგორც ჩვენ. როცა მათთან ვიყავი ქვეყნად, ვიცავდი მათ შენი სახელით; ისინი ვინც მომეცი, მე დავიფარე, და არც ერთი მათგანი არ დამიღუპავს, გარდა დაღუპვის ძისა, რათა აღსრულდეს წერილი. ახლა კი შენთან მოვდივარ, და ამას ვამბობ ქვეყნად, რათა ჰქონდეთ მათ ჩემი სიხარული სრულად. მე მივეცი მათ შენი სიტყვები, და ქვეყანამ მოიძულა ისინი, ვინაიდან ამ ქვეყნისაგან არ არიან, როგორც მე არა ვარ ამქვეყნიური. არ გევედრები, რომ აიტაცო ისინი ამ ქვეყნისაგან, არამედ რათა ბოროტისაგან დაიფარო ისინი. ამ ქვეყნისაგან არ არიან, როგორც მე არა ვარ ამქვეყნიერი. წმიდა-ყავ ისინი ჭეშმარიტებით, ვინაიდან ჭეშმარიტია შენი სიტყვა. როგორც შენ მომავლინე ამ ქვეყნად, ისე მე მივავლინე ისინი ქვეყნად. და მე მათთვის წმიდა-ვყოფ ჩემ თავს, რათა ისინიც წმიდა იყვნენ ჭეშმარიტებით. არა მარტო მათთვის გევედრები, არამედ ყველასათვის, ვისაც ვწამვარ მათივე სიტყვით. რათა ყველანი ერთი იყვნენ, როგორც შენ,მამაო,ჩემში და მე შენში; რათა ისინიც ერთი იყვნენ ჩვენში; და ირწმუნოს ქვეყანამ,რომ შენ მომავლინე. და დიდება, რომელიც შენ მომეცი, მე მივეცი მათ, რათა ერთი იყვნენ, როგორც ჩვენ ვართ ერთ. მე მათში, და შენ ჩემში, რათა სრულნი იყვნენ ერთობით, და შეიცნოს ქვეყანამ, რომ შენ მომავლინე, და შეიყვარე ისინი, როგორც შემიყვარე მე. მამაო, მსურს,რომ სადაც მე ვიქნები, იქვე იყვნენ ისინიც, რომელნიც მომეცი, რათა ხედავდნენ ჩემს დიდებას, რომელიც მომეცი, ვინაიდან შემიყვარე ქვეყნის შექმნამდე. მამაო მართალო! ქვეყანამ ვერ გიცნო შენ, ხოლო მე გიცანი შენ, და მათაც სცნეს, რომ შენ მომავლინე. და მე ვაუწყე მათ შენი სახელი, და კვლავაც ვაუწყებ, რათა სიყვარული, რომლითაც შემიყვარე, მათში იყოს, და ვიყო მე მათში.

_ლუკ.22:41-44.თვითონ გაშორდა მათ ქვის სასროლ მანძილზე, მუხლი მოიყარა და ლოცულობდა. ამბობდა: მამაო! თუ გსურს ამაცდინე ეს სასმისი, მაგრამ ჩემი ნება კი არა, შენი იყოს. ეჩვენა მას ციდან ანგელოზი და ამხნევებდა. ამ ტანჯვაში მყოფი უფრო გულმოდგინედ ლოცულობდა. მისი ოფლი სისხლის წვეთებივით გახდა და ეპკურებოდა მიწას. მათ.26:39, 42. მარკ.14:35,36.

_ლუკ.23: 46. იეჰოშუამ{იესომ} დიდი ხმით შესძახა და თქვა: მამაო ,შენს ხელთ ჩამიბარებია ჩემი სული.

_იეჰოშუას მოწაფეები, მოციქულების და წმიდა კრებულის ლოცვა.

_საქ.4:24-30.ღმერთო, შემოქმედო ცისა და მიწისა, ზღვისა და ყველაფრისა, რაც მასშია; ჩვენი მამის, შენი მსახურის დავითის ბაგე ალაპარაკე სულიწმინდით: რად შფოთავენ წარმართნი და ხალხები განიზრახავენ ამაოებას? აღდგნენ მეფენი ქვეყნისა და მთავრები ერთად შეიკრიბნენ იაჰვესა{უფლისა} და მისი ცხებულის წინააღმდეგ. ვინაიდან ჭეშმარიტად შეიკრიბნენ ამ ქალაქში შენი წმიდა მსახურის, შენი ცხებულის, იეჰოშუას {იესოს} წინააღმდეგ ჰეროდე და პონტოელი პილატე წარმართებთან და იზრაელის ხალხთან ერთად.რომ მოემოქმედათ ის, რისი მოხდენაც წინასწარ განსაზღვრა შენმა ხელმა და შენმა ზრახვამ. ახლა კი დაინახე იაჰვე, მათი მუქარა და მიეცი შენს მონებს ძალა მთელი გაბედულებით ილაპარაკონ შენი სიტყვა. როცა გაიწვდი შენს ხელს განსაკურნებლად, ნიშნებისა და სასწაულების მოსახდენად შენი წმინდა მსახურის იეჰოშუას სახელით.

_იაჰვესაგან წარმოგზავნილ ძესთან, იეჰოშუასთან, ანდა ანგელოზებთან [წარგზავნილი] შეხვედრა და საუბარი არ არის ლოცვა, სულიწმინდით ავსებულ პიროვნებასთან კითხვა-პასუხიც არ არის ლოცვა.

_დან.9:21-27. დანიელი ლოცულობდა, ... მასთან წარგზავნილი იქნა გაბრიელი და ელაპარაკა. რომ უკეთ გაეგო და ჩაწვდომოდა ყველაფერს....

_დან.10. 1-21. დანიელ პატივცემულო კაცო. წარმოგზავნილი ვარ ახლა შენთან.

_ლუკ.1:11-20. ზაქარიას იაჰვეს ანგელოზი ეჩვენა საკმევლის სამსხვერპლოს მარჯვნივ. ზაქარია შიშმა მოიცვა, ანგელოზმა უთხრა, ნუ გეშინია ზაქარია, შესმენილია შენი ვედრება, შენი ცოლი ელისაბედი ვაჟს გაგიჩენს. ......

_ლუკ.1:26-38. ღმერთმა ანგელოზი გაბრიელი გაგზავნა გალილეის ქალაქ ნაზარეთში ქალწულთან, რომელიც დანიშნული იყო იოსებზე დავითის სახლიდან. ქალწულს მარიამი ერქვა.ანგელოზი მივიდა მასთან და უთხრა: გიხაროდეს, მადლით მოსილო შენთანაა იაჰვე ამ სიტყვებმა შეაშფოთა და დაფიქრდა, რას უნდა ნიშნავდესო ეს მისალმება. ანგელოზმა უთხრა მას: ნუ გეშინია, მარიამ, ღვთის კეთილგანწყობა პოვე. აი დაორსულდები და გაგიჩნდება ვაჟი, რომელსაც სახელად იეჰოშუას დაარქმევ! დიდი იქნება ის და უზენაესის ძედ იწოდება; და მიესცემს მას იაჰვე ღმერთი მისი მამის, დავითის ტახტს. უკუნისამდე იმეფებს იაკობის სახლზე და არ ექნება დასასრული მის მეფობას. ჰკითხა მარიამმა ანგელოზს: როგორ მოხდება ეს, როცა მამაკაცი არ ვიცი? მიუგო ანგელოზმა პასუხად: სულიწმინდა გადმოვა შენზე და უზენაესის ძალა დაგრჩდილავს; ამიტომ იწოდება ღმერთის ძედ წმიდად შობილი. აჰა შენს ნათესავს ელისაბედსაც ჩაესახა ვაჟი სიბერეში, მეექვსე თვეშია უკვე, ბერწად შერაცხული. ვინაიდან ღმერთთან არცერთი მისი ნათქვამი არ იქნება შეუძლებელი.
მაშინ თქვა მარიამმა: იაჰვეს მხევალი ვარ: იყოს შენი სიტყვისამებრ. გაშორდა მას ანგელოზი.

_იოან.20:11-17. მარიამი კი იდგა სამარხის გარეთ და ტიროდა, მომტირალი დაიხარა,რომ სამარხში შეეხედა და თეთრებში მსხდომი ორი ანგელოზი დაინახა; ერთი თავით,ხოლო მეორე-ფერხთით იმ ადგილას, სადაც იეჰოშუას ცხედარი ესვენა.
უთხრეს:დედაკაცო, რატომ სტირი?
მიუგო: ჩემი უფალი წაიღეს და არ ვიცი, სად დაასვენეს. ეს რომ თქვა, უკან შებრუნდა და იქვე მდგომი იეჰოშუა დაინახა მაგრამ ვერ იცნო, რომ იეჰოშუა იყო.
ჰკითხა იეჰოშუამ: დედაკაცო, რატომ ტირი ვის ეძებ?
მარიამს მებაღე ეგონა და უთხრა: ბატონო,თუ შენ წაიღე, მითხარი, სად დაასვენე და მე წამოვიღებ.
უთხრა იესომ: მარიამ!
შებრუნდა და ებრაულად თქვა: რაბუნი! როგორც უწოდებდენ მოძღვარს.
ეუბნება მას იეჰოშუა: არ შემეხო, ვინაიდან ჯერ არ ავსულვარ მამასთან, წადი და ჩემს ძმებს უთხარი:მე ავდივარ მამაჩემთან და მამათქვენთან,ჩემს ღმერთთან და თქვენს ღმერთთან.

_იოან.20:19- 29. იეჰოშუა შედის კარჩაკეტილ სახლში მოწაფეების მოსანახულებლად. მან ისაუბრა მათთან ....

_საქ.1:10,11. როცა ისინი ცაში ამავალ იეჰოშუას უყურებდენ, მათ გვერდით დადგა თეთრებში შემოსილლი ორი კაცი,რომლებმაც უთხრეს: გალილეველო კაცებო,რატომ დგახართ და შეჰყურებთ ცას? ეს იეჰოშუა, რომელიც თქვენგან ცაში იქნა აყვანილი, ისევე მოვა, როგორც ცაში ამავალი იხილეთ.

_საქ.22:6-10. შუადღისას უეცრად ძლიერმი სინათლე მომეფინა ციდან, მიწაზე დავეცი და გავიგონე ხმა: შაულ, შაულ, რატომ მდევნი?
ვკითხე: ვინა ხარ უფალო?
მან მითხრა: მე ვარ იეჰოშუა ნაზარეველი,რომელსაც შენ დევნი.---
მაშინ ვკითხე: როგორ მოვიქცე, უფალო? უფალმა მომიგო: ადექი,წადი დამასკოში და იქ გეუწყება ყველაფერი,რის გაკეთებაც გევალება.

_მათ.6:5-8. როცა ლოცულობთ, ნუ იქნებით, როგორც თვალთმაქცნი, რომელთაც უყვართ სინაგოგებში და ქუჩის კუთხეებში დგომა და ლოცვა, რათა ხალხს თავი მოაჩვენონ. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მათ უკვე მიიღეს თავიანთი საზღაური. შენ კი როცა ლოცულობ, შედი შენს ოთახში, ჩაიკეტე კარი და ილოცე დაფარულში მყოფი შენი მამისადმი; და შენი მამა, რომელიც დაფარულში ხედავს, მოგიზღავს შენ. ხოლო ლოცვის დროს ნუ ილაპარაკებთ ზედმეტს, როგორც წარმართები, ვინაიდან მათ გონიათ, თავიანთი მრავალსიტყვაობის გამო შესმენილ იქნებიან. ნუ მიბაძავთ მათ ვინაიდან თქვენმა მამამ იცის, რა გიჭირთ თქვენ, ვიდრე სთხოვდეთ.

_ რას იტყოდა ჩვენი დროის მლოცველებზე? რომლებიც საფრენ აპარატებში სხდებიან და მაღლიდან აკურთხებენ და იქ შესრულებულ ლოცვებს ანიჭებენ უპირატესობას. ასევე, მთებზე, გორებზე, მაღლობებზე , ავიდეთ და იქედან ვილოცოთო. კიდევ ის რომ გახმოვანების ტექნიკას როცა იყენებენ მიკროფონიდან ჯერ ხმამაღლა ისმის , მაგრამ ამ დროს ემოციით და ყვირილით ჩაძახილი ლოცვა უფრო მისაღები იქნება იმ ღმერთისთვის ვინც თირკმელებს იკვლეევს? მანამ იცის სანამ ბაგეები იტყვის. იეჰოშუამ როგორ გვასწავლა? შედით ოთახში, მიიხურე კარები და დაფარულში ილოცე შენს ღმერთთანო. განმარტოვდე გამოყო შენი თავი ყველაფრისაგან და ერთი ერთზე ესაუბრო ყოვლისმპყრობელს. მას ხომ დიდი სურვილი აქვს ითათბიროს თავის შვილთან, მოგისმინოს და მოუსმინო. თუმცა ხშირად იმასაც ნახავ ოთახში კი შევიდა მაგრამ მისი ხმამაღალი ლოცვა არა მარტო სახლში არამედ ქუჩის მეორე მხარესაც კი ისმის. ჩვენ გრძნობებს ვიკმაყოფილებთ ემოციური და ხმამაღალი ხანგრძლივი ლოცვით, დაულაგებელი აზრების მრავალგზის დატრიალებით, ასე ვლინდება რამდენად ურწმუნოა და უგნური. თუ გეცოდინებოდა ვის ელაპარაკები სინამდვილეში, რიდი, კრძალვა და შიში დაგავალდებულებდა, აზრები დაგელაგებინა და მშვიდად და წყნარად მოგეთხრო შენი შემოქმედისადმი. ვიფიქროთ ამაზე.
როგორ ვემზადებით როდესაც ამაქვეყნის დიდებულებთან,მთავრებთან გვიწევს აუდიენცია?

_ზოგიერთ პროტესტანტულ სამლოცველო სახლებში რომ შეხვალ და მათ ლოცვას მოისმენ, იტყვი რა აყვირებთ და ვის ეჩხუბებიანო. თან დადიან სცენის ერთი ნაპირიდან მეორე ნაპირამდე. მრავალი დროის მანძილზე გაურკვეველი სიტყვები და აზრები . სულიწმინდით სხვადასხვა ენებით ლაპარაკი. ვინმემ რომ ხმამაღლა ლოცვა დაიწყოს სხვები არ ჩუმდებიან, რომ მოისმინონ ლოცვის შინაარსი და თუ ღმერთის ნების თანახმად ილოცა, ამინით დაეთანხმოს. შეკრების ადგილზე რომელიმე რიგითმა ძმამ ანდა დამ ლოცვა რომ წარმოთქვას და თავისი სათხოვრით წარდგეს დიდი იშვიათობა შეიქნა. { ასე ხომ დათქმული სტანდარტული დრო არ გვეყოფაო.}
დაწერენ თავიანთ სათხოვრებს გადაცემენ მსახურებს, რამოდენიმეს წაიკითხავენ და იტყვიან მოდი მოვიტანოთ ღმერთთან აქ რაც ამ წერილებში წერია . რამდენი წელია რამდენ ადგილზედაც ვიყავი არცერთხელ არ ყოფილა რომ მსახურს ეთქვას ამ წერილის დამწერმა თვითონ ილოცოს და ჩვენ ამენს ვიტყვითო. რომც თქვას დიდი ალბათობით წერილის ავტორი ვერ ილოცებს. იმიტომ რომ ამაში ახლებიდან აღარავინ ვარჯიშობს. მინდობილი არიან ხუცესებზე და წინამძღოლ მსახურებზე. ესენიც იფერებენ და ყველას სათქმელს ღმერთს ეუბნებიან. შეუსრულეო: ესეც აკურთხეო, ესეც განკურნეო, ამას სამუშაო გამოუჩინეო, ამას ოჯახი შეაქმნევინეო, ეს უშვილოა შვილი მიეციო, ამას პროცენტიანი ვალები აქ და ამისგან გაანთავისუფლეო. ამის ურწმუნო ოჯახის წევრები ყველა რწმენაში მოაქციეო. წვიმას ითხოვენ და იწვიმოსო. სტიქიური უბედურება არ მოხდესო, ომები ნუ იქნებაო, მრავალი ამგვარი . არსად ისმის ღმერთო იაჰვე თუ შენი ნება იქნება. ან იყოს ნება შენი.ან თუ ვიცოცხლებთ. ისინი ვინც ამ ყველაფერს ლოცულობს და ყველას დიდებულად უგვარებენ საქმეებს; ხან მამა ღმერთს ავალდებულებს გააკეთოს, ხანაც იესო ქრისტეს და ხანაც სულიწმიდას. ვინ გამოდის ბატონი? ვინაა მოსამსახურე მონა?

_ამის მოსურნე საზოგადოება და მათი წინამძღოლები კიდევ იტყვიან წარმატების და კეთილდღეობის სახარებას არ ვქადაგებთო. არადა უნდა ვეძიებდეთ უპირველეს ყოვლისა იაჰვეს სამეფოს და მის სიმართლეს. რაც შესაძლებელია მხოლოდ იეჰოშუა ცხებული მესიის {იესო ქრისტეს} სწავლებით და მისი წინამძღოლობით. ...მრევლის მიერ დაწერილ წერილებში თუ როდესმე დაუწერიათ და მოგისმენიათ ამაყი ვარ და მიშველეთო, ამპარტავანი ვარ და დამეხმარეთო, ცილისმწამებელი ვარო. ჭორებს ვავრცელებო, მშობლებს პატივს არ ვცემო, მძულს ადამიანებიო. ზარმაცი ვარო. უწმინდური ფიქრები და საქმეები მაქო. დიდიხანია ბიბლიას არ ვკითხულობო. თუ გაგიგონიათ ვინმეს ასეთი თხოვნა: წმიდებო! ძლიერებო! დამეხმარეთ რომ გავხდე ღმერთისთვის მოსაწონი შვილი? ანდა რომ გავხდე სულიწმიდის ტაძარი? ღმერთისთვის გამოსადეგარი ჭურჭელი? მასწავლეთ როგორ დავიმკვიდრო ადგილი ყოვლისმპყრობელის სამეფოში? მქონდეს რწმენა და შესაბამისი საქმეები?

21-ე საუკუნის ქრისტიანების დიდი უმრავლესობა ახალ გზებს და ახალ ფორმებს იგონებენ.
მუსიკის თანხლებით ლოცვის წარმოთქმა, ჩვეულებრივ ამბავად იქცა . რა ? საკრავი ინსტრუმენტით თუ ფონი შეგიქმნეს უფრო მოგისმენს ღმერთიი? ანდა რა თანამორწმუნენი ისმენენ უფრო კარგად მუსიკის ხმაურში შენს ლოცვას ? ამინი რომ შეგნებით თქვაან? უფრო დიდი უბედურება ის არის, როცა, ინსტრუმენტზე დამკვრელი ისეთ მუსიკას აჟღერებს რომელიც წარმართულია, ქვეყნიურია. ასევე ფერადი პროჟექტორებით განათების ფონზე ქადაგება და ლოცვა { სანთლებს როცა აანთებენ თუ მაშინ ისმენს ღმერთი ლოცვას , ფერადი პროჟექტორით განათება ხომ ჯობია} არც არასოდეს არ მოგვისმენია და არც წაგვიკითხავს მლოცველი მამაკაცები როგორ ტოვებდენ ხმაურიან გარემოს, და გადიოდნენ სალოცავად სენაკებში , თავიანთ კელიებში.
წინა საუკუნეში როცა მორწმუნეები ოჯახებში იკრიბებოდენ,ისე ქადაგებდნენ, გალობდენ და ლოცულობდენ,რომ კედლის მეორე მხარეს მეზობელს საყვედური არ უნდა ეთქვა მაწუხებენო.
იეჰოშუა მესია {იესო ქრისტე} მათ შორის იყო და მამა ღმერთიც ხედავდა მათ და უსმენდა.

ცოდვილის ლოცვა. ასე უწოდეს ლოცვის ტექსტს რომელსაც წარმოთქვამენ, უხუცესები, ეფისკოფოსები, პასტორები, მწყენსები და მქადაგებლები. და იმეორებენ შემდეგ ცოდვილები. მომნანიე ცოდვილმა პიროვნებამ შეგნებით და შემეცნებით არც იცის , მონანიება შემობრუნებას რომ ნიშნავს. უკუღმართი გზიდან,არასწორი ცხოვრების წესიდან. ვიწრო და წმინდა გზით რომ უნდა იაროს, ზეციერი მამისკენ.
იქვე იმედს უჩენენ და ანუგეშებენ ამ წარმოთქმული ლოცვით გადარჩენილები ხართო. არადა უმეტეს შემთხვევაში ტრაფარეტულად და გაუცნობიერებლად ხდება ამგვარი ლოცვა.
ამ დროს ყველაფერზე უფრო სავალალო ის არის რომ , წმიდა ეფისკოფოსი, მწყემსი და მქადაგებელი ,იძახის ცოდვილი ვარო, მაპატიეო და ჩამონათვალს აკეთებს, ........ ყოველ ნათქვამ სიტყვაზე პასუხს აგებენ. დაუწერონ ქაღალდზე მაინც და თვითონ წაიკითხონ. თუმცა ესეც დიდი ფიქციაა. პირვლად რომ მოისმინა პიროვნებამ რაღაც თემა რომელიც არ იყო ისეთი რომ ადამიანმა იეჰოშუა მესიის ღვაწლი გაიგოს და მის წარმომგზავნელს მადლობა შეწიროს. რა იქნება კითხვაზე თუ დადებითად გიპასუხებენ!
გწამს იესო ქრისტეე? კი. გწამს რომ მკვდრეთით აღდგაა?კი. {არადა მამამ აღადგინა საქ.2:32 ეს იესო აღადგინა ღმერთმა, რისი მოწმენიც ჩვენ ყველანი ვართ. საქ.3: 15. 2:24. 5:30. საქ.17:31} აღიარებ ბაგეებით ? ყველა კითხვაზე დადებითი პასუხია კი. თუკი ეს ყველაფერი ასე წამდა კი ყოფილა კარგად მისი მდგომარეობა, შენ რა კეთილი უწყება უქადაგე?

_გამოცხ.19:4.დაემხნენ ოცდაოთხი უხუცესი და ოთხი ცხოველი და თაყვანი სცეს ტახტზე მჯომ ღმერთს და ამბობდენ: ამინ! ალილუია.{ ჰალილუ-იაჰ წარმოითქმის მხოლოდდა მხოლოდ ერთადერთი ყოვლისშემძლე უზენაესი ელოჰიმ იაჰვეს მიმართ. როცა ებრაელი ამბობს ჰალელუ-იაჰ ის ამბობს:დიდება, ქება, პატივი და თაყვანისცემა იაჰს}

_2ტიმ.3:16. მთელი წერილი ღვთივსულიერია და სასარგებლოა, სასწავლებლად, სამხილებლად, გამოსასწორებლად და დასარიგებლად სიმართლეში.

_არ ლოცულობდი სწორად? ისწავლე, მიიღე მხილება, და გამოასწორე.

ვნახოთ ბიბლიაში ლოცვის მაგალითები .

_დაბ.24:12-14.{აბრაჰამის მსახურის ლოცვა} იაჰვე,ჩემი ბატონის, ავრაჰამის ღმერთო! შემეწიე დღეს და უყავი წყალობა ჩემს ბატონს, ავრაჰამს. აჰა,ვდგავარ ჭასთან და საცაა ქალაქის მკვიდრთა ასულნი გამოვლენ წყლის ამოსაღებად თუ მოხდა და ყმაწვილქალმა, რომელსაც ვეტყვი,პირი წაუქციე შენს კოკას, წყალს დავლევ მეთქი თუ მეტყვის,შენც დალიე და აქლემებსაც დაგირწყულებო, სწორედ ის იქნება შენი მორჩილისთვის, ისაკისთვის რომ გყავს დანიშნული. მივხვდები,რომ მადლი უყავი ჩემს ბატონს. 15-25 . _დაბ. 24:26-27. მუხლი მოიყარა კაცმა და თაყვანი სცა იაჰვეს. თქვა: კურთხეულ იყოს იაჰვე, ჩემი პატრონის, ავრაჰამის ღმერთი, რომელმაც არ მოაკლო წყალობა და სიყვარული ჩემს პატრონს. პირდაპირ მომიყვანა იაჰვემ ჩემი პატრონის ნათესავების სახლს.

_დაბ.32:9-12. იაკუბის ლოცვა-ვედრება; ჩემი მამის ავრაჰამის ღმერთო! ჩემი მამის, იცხაკის, ღმერთო! იაჰვე, კი მითხარი, შენს ქვეყანაში, შენს სამშობლოში, დაბრუნდი და სიკეთეს გიყოფო. ღირსი არავარ ყველა იმ სიკეთისა და წყალობისა, შენს მორჩილს რომ უყავი; მე ხომ ჯოხის ამარამ გადავლახე ეს იორდანე, ახლა კი ორ ბანაკად ვდგავარ. მიხსენი ესავისგან, ჩემი ძმისგან, რადგან მეშინია მისი, არ დამეცეს და დედაწულიანად არ ამომწყვიტოს. აკი მითხარი: სიკეთეს გიყოფ, ზღვის ქვიშასავით აურაცხელს გავხდიო შენს შთამომავლობას!

_ 2, რჯ.9:25-29{მოსეს ლოცვა} დავემხე იაჰვეს წინაშე და ასე ვიყავი ორმოცი დღე და ორმოცი ღამე,რადგან თქვა იაჰვემ, გავანადგურებ ამ ხალხს. ვილოცე იაჰვესადმი და ვთქვი: იაჰვე ღმერთო! ნუ დაღუპავ შენს ხალხს და შენს სამკვიდროს, რომელიც გამოისყიდე შენი სიდიადით და ძლიერი ხელით გამოიყვანე ეგვიპტიდან. გაიხსენე შენი მსახურები- ავრაჰამი, იცხაკი და იაკუბი. ნუ შეხედავ ამ ხალხის სიჯიუტეს, მის უკეთურებასა და ცოდვას. რომ არ თქვას ქვეყანამ, საიდანაც გამოგვიყვანე: ვერ შეძლო იაჰვემ მათიო შეყვანა იმ ქვეყანაში, რომელშიც აღუთქვა მათ, მათდამი სიძულვილის გამო გაიყვანა, უდაბნოში რომ დაეხოცაო! შენი ხალხი და სამკვიდროა იგი, რომელიც შენი დიადი ძალითა და შემართული მკლავით გამოიყვანე.

_ მსაჯ..13:8. ილოცა მანოახმა იაჰვეს წინაშე და თქვა: გევედრები, იაჰვე! ღვთის კაცი რომელიც მოავლინე, კვლავ მოვიდეს და გვასწავლოს, რა უყოთ შობილ ყრმას

_ფს.12: როდემდე დამივიწყებ იაჰვე, სამუდამოდ? როდემდე დაფარავ შენს სახეს ჩემგან? როდემდე ვატარო ტანჯვა სულში და მქონდეს ყოველდღიური ნაღველი გულში? როდემდე აღზევდება მტერი ჩემზე? მომხედე, მიპასუხე, იაჰვე, ღმერთო ჩემო! სინათლე მოჰფინე ჩემს თვალებს, რომ არ დავიძინო სიკვდილით. თორემ იტყვის ჩემი მოწინააღმდეგე: დავძლიე იგი. გაიხარებენ ჩემი მტრები, თუ წავბორძიკდი. მე კი შენი წყალობის იმედი მაქვს, შენმიერი ხსნით იხარებს ჩემი გული; ვუგალობებ იაჰვეს, ჩემს კეთილისმყოფელს.{დავითის ლოცვა} ფს.9:13-15.

შოლომონ {შლომო} მეფის ლოცვა, ტაძრის კურთხევისას. 2ნეშტ. 6:

3მეფ.17:1ელიას ლოცვა.

_4მეფ.6:17. ასე ილოცა ელისემ: იაჰვე,გთხოვ აუხილო თვალები,რომ დაინახოს აუხილა იაჰვემ ჭაბუკს თვალები და ხედავს. _4მეფ. 6: 18. დაეშვვნენ მისკენ არამელნი და ილოცა ელისემ იაჰვეს წინაშე: გთხოვ სიბრმავით დალახვრე ეს წარმართნი, და დააბრმავა ისინი ელისეს სიტყვისამებრ.
_დაბ.4.6: 20 სამარიაში რომ მივიდნენ, თქვა ელისემ: იაჰვე აუხილე თვალი,რათა დაინახონ. აუხილა მათ თვალი და დაინახეს:აჰა შუა სამარიაში არიან.

_4მეფ.19:15-20.ილოცა ხიზკიაჰუმ იაჰვეს წინაშე და თქვა!; იაჰვე, ღმერთო იზრაელისა, ქერუბიმებზე მჯდომო! შენ ხარ დედამიწის და ყველა სამეფოს ერთადერთი ღმერთი! შენ შექმენი ცა და მიწა. ყური მომაპყარ, იაჰვე, და ისმინე; თვალი გაახილე, იაჰვე, და დაინახე; ისიმინე სანხერიბის სიტყვები, ცოცხალი ღმერთის სალანძღავად რომ გამოუგზავნია კაცები. მართალია, იაჰვე , ააოხრეს აშურის მეფეებმა ხალხები და მათი ქვეყნები. ცეცხლს მისცეს მათი ღმერთები, რადგან ღმერთები კი არა, არამედ ხისგან და ქვისგან ადამიანის ხელით გამოთლილი ქმნილებანი იყვნენ და მოსპეს ისინი. ახლა, გევედრები, რომ გვიხსნა, იაჰვე, ღმერთო ჩვენო, მისი ხელიდან; გაიგოს დედამიწის ყველა სამეფომ, რომ შენ იაჰვე, ერთადერთი ღმერთი ხარ! _შეუთვალა ესაია ამოცის ძემ ხიზკიაჰუს: ასე ამბობს იაჰვე,იზრაელის ღმერთი: შევისმინე რასაც მევედრებოდი აშურის მეფის, სანხერიბის წინააღმდეგ.

_4მეფ.20:1-7.სასიკვდილოდ დასნეულდა ხიზკიაჰუ; მივიდა მასთან ესაია წინასწარმეტყველი, ძე ამოსია, და უთხრა: ასე ამბობს იაჰვე ანდერძი დაუტოვე შენს სახლს, რადგან მოკვდები, ვერ იცოცხლებ.

_გადაბრუნდა კედლისკენ ხიზკიაჰუ და ასე ილოცა იაჰვესადმი: იაჰვე! ახლა გაიხსენე, როგორ ერთგულად და მთელი გულით დავდიოდი და კეთილად ვიქცეოდი შენ წინაშე, მწარედ ატირდა ხიზკიაჰუ.

_ჯერ შუა ეზოდან არ გასულიყო ესაია, რომ იაჰვეს სიტყვა გამოეცხადა: დაბრუნდი და უთხარი ხიზკიაჰუს,ჩემი ხალხის მთავარს, ასე ამბობსთქო იაჰვე, დავითის, მამაშენის ღმერთი: ვისმინე შენი ლოცვა ,ვიხილე შენი ცრემლები. აჰა, განგკურნავ და ახვალ იაჰვეს ტაძარში მესამე დღეს. თხუთმეტ წელსლიწადს შევმატებ შენს დღეებს, გიხსნის აშურის მეფის ხელისგაან შენ და ამ ქალაქს ;დავიცავ ამ ქალაქს ჩემთვის და ჩემი მსახურის დავითისათვის.

თქვა ესაიამ: აიღეთ ლეღვის ჩირი. აიღეს, წყლულზე დაადეს და განიკურნა იგი.

იეჰოშუა ცხებულის სწავლება, ვისთან ვილოცოთ და ვისი სახელით.

_იოან.14:13,14. რასაც ითხოვთ ჩემი სახელით, გავაკეთებ, რათა განდიდდეს მამა ძეში. თუ რამეს ითხოვთ ჩემი სახელით, გავაკეთებ.

_იოან.16:23,24. იმ დღეს არაფერს მკითხავთ, ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: რასაც სთხოვთ მამას, ჩემი სახელით მოგცემთ თქვენ. აქამდე არაფერი გითხოვიათ ჩემი სახელით.ითხოვეთ და მიიღებთ, რათა თქვენი სიხარული სრულყოფილი იყოს.

_მარ.11:24,25.ამიტომ გეუბნებით: ყველაფერს, რასაც ლოცვაში ითხოვთ, გწამდეთ, რომ მიიღებთ და მოგეცემათ. როცა დგახართ და ლოცულობთ, მიუტევეთ, თუ რაიმე გაქვს ვინმეს წინააღმდეგ, რათა თქვენმა მამამაც ზეცაში მოგიტეოთ თქვენი შეცოდებანი.

ლოცვების მომსმენი ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთი არის იაჰვე . იოვ.2:32.

იაჰვე ღმერთთან ლოცულობდნენ : ავრაჰამი, იცხაკი, იაკუბი, იოსები, მოშე, აჰარონი, ყველა მღვდელმთავრი: მეფე დავითი, მეფე სოლომონი, მეფე ხიზკია. წინასწარმეტყველები:ესაია, ეზეკიელი, დანიელი, ელია, ელისე, და ყველა სხვა. _უზენაესის შვილი და კაცობრიობის მხსნელი, იეჰოშუა ცხებული მესია, ლოცულობდა; ელოჰიმ იაჰვესთან. ლუკ. 6:12. ლუკ.10:21-22. ლუკ.23:46. იოან. 17:1-26.

_მოწაფეები,მოციქულები ლოცულობდნენ მეფისა და მღვდლის იეჰოშუას სახელით უზენაეს, ყოვლისმპყრობელ იაჰვე ღმერთთან. საქ.4:24-30.

_კოლ.1:3. ყოველთვის, როცა თქვენთვის ვლოცულობთ, ვმადლობთ ღმერთს, ჩვენი უფლის, იეჰოშუა ცხებულის {იესო ქრისტეს} მამას.

_უპირველეს ყოვლისა მადლობდეთ იაჰვეს: პირმშოს წარმოგზავნისთვის, იეჰოშუა ცხებული მესისათვის, შეწყალებისთვის, მადლისთვის,დახსნისთვის, კურთხევებისთვის. _მხოლოდ ამის შმდეგ ვთხოვთ, ყოფით საჭიროებებს; რწმენით, მოწიწებით, მშვიდად, მოკლედ, გააზრებულად. მისი ნებისამებრ. მარკ.11:24,25.იოან.16:23,24.

_ლოცვა :ვედრება: შეიძლება წარმოთქვა; მუხლ მოყრილმა, ასევე დამხობილმა, ფეხზე მდგომმა, ხელებ აპყრობილმა, ზეცისკენ თვალებ მიპყრობილმა, მწოლიარემ, იმისდამიხედვით რა განწყობა და რა საჭიროებისთვის ლოცულობ.

თაყვანისცემა: დამხობილმა, მუხლმოყრილმა, ქედმოხრილმა, გულმოდრეკილმა.

_იუდ.1:25. ერთადერთ ღმერთს, ჩვენ მხსნელს, ჩვენი უფლის იეჰოშუა ცხებულის მეშვეობით, დიდება, სიდიადე, ძლევამოსილება და ძალაუფლება მარადიულად- წარსულში, ახლაც და მომავალშიც ამინ.

_1თეს.1:1. შავლე, სილვანუსი და ტიმოთე კრებულს {ეკლესიას} მამა ღმერთსა და უფალ იეჰოშუა ცხებულში: მადლი თქვენდა და მშვიდობა ჩვენი მამა ღმერთისა და უფალი იეჰოშუა ცხებულისაგან.

_დიდება და ქება მარად ცოცხალს, ყოვლისმპყრობელ უზენაეს, ლოცვების მომსმენ, ღმერთს იაჰვეს. იეჰოშუა ცხებულში, წმიდათა საკრებულოში. აწდა მარადის. ამინ. ჰალელუ-იაჰ