• georgian flag
  • english flag

სულის მოფენა ძველი აღთქმის ჟამს


author
Мирза Бадиаури
A A       675

საკვანძო მუხლები: 2 მეფეთა 23:2; ესაია 59:21; მიქა 3:8; ლუკას სახარება 1:15; რიცხვნი 11:17; რიცხვნი 24:2-4; მეორე რჯული 34:9; მსაჯული 3:10; 1 მეფეთა 10:5-6; 1 მეფეთა 11:6; 1 მეფეთა 19:20; 4 მეფეთა 2:15; 2 პეტრეს წერილი 1:21;

3.31.1.__
- მოსეზე და მისგან 70 უხუცესსა და იესო ნავეს ძეზე რიცხ,11,17.[25]-29 რჯლ.34,9

- ღვთის ხალხის შემხედვარე ბალაამზე რიცხ.24,2-4

- ღოთენიელზე, ისრაელის მსაჯულზე მსაჯ.3,10

- სამუელისა და ქადაგთა გუნდისგან საულზე და მის ხალხზე 1მფ.10,5.6.10; 11,6; 19,20.23.24

- დავითზე 2მფ.23,2

- ელიაზე და მისგან ელისეზე 4მფ.2,15

- ყველა წინასწარმეტყველზე, რადგან წინასწარმეტყველება არასოდეს კაცის ნებით არ წარმოთქმულა, არამედ სული წმიდის კარნახით ეს.59,21 მიქ.3,8; 2პეტ.1,21

- იოანე ნათლისმცემელზე და მის დედ-მამაზე ლუკ.1,15.41.67

ბიბლიის მუხლები

რიცხვთა 11
17. ჩამოვალ და იქ დაგელაპარაკები; ავიღებ ნაწილს სულისაგან, შენზე რომ არის, და მათაც მოვაფენ, რომ შენთან ერთად ზიდონ ამ ხალხის ტვირთი და მარტო შენ რომ არ ატარო.
25. ჩამოვიდა უფალი ღრუბელში და ელაპარაკა მას. აიღო ნაწილი სულისაგან, მოსეზე რომ იყო, და გაუნაწილა სამოცდაათ უხუცესს. როცა დაადგა მათ სული, ქადაგად დაეცნენ ყოველანი, ოღონდ მცირე ხნით.
26. ორი კაცი დარჩენილიყო ბანაკში, ერთს ერქვა ელდადი, მეორეს, - მედადი. მათაც დაადგრა სული (ისინი ჩაწერილთა შორის იყვნენ, მაგრამ არ გასულან კარავთან) და ისინიც დაეცნენ ქადაგად ბანაკში.
27. მოირბინა ერთმა ყმაწვილმა და შეატყობინა მოსეს, ელდადი და მედადი ქადაგად დაეცნენო ბანაკში.
28. მიუგო იესო ნავეს ძემ, მოსეს მსახურმა, თავისი გულუბრყვილობით, და თქვა: მოსე, ჩემო ბატონო! შეაწყვეტინე!
29. უთხრა მოსემ: ხომ არ გშურს ჩემ მაგიერ? ნეტავ მთელი უფლის ერი დაეცემოდეს ქადაგად! ნეტავ მათაც მოჰფენდეს უფალი თავის სულს!

რიცხვთა 24
2. გაიხედა ბალაამმა და დაინახა ისრაელი შტოებად დაწყობილი და ღვთის სული გადმოვიდა მასზე.
3. წარმოთქვა თავისი იგავი: ნათქვამი ბალაამისა, ბეყორის ძისა, ნათქვამი თვალღია კაცისა,
4. ნათქვამი ღვთის სიტყვათა გამგონისა, რომელიც ხედავს ხილვებს ყოვლადძლიერისგან; ეცემა, მაგრამ თვალები ღია აქვს.

მეორე რჯული 34
9. იესო ნავეს ძე ავსილი იყო სიბრძნის სულით, რადგან ხელი დაასხა მას მოსემ, და ემორჩილებოდნენ ისრაელიანები, როგორც უბრძანა მოსემ.

მსაჯულთა 3
10. უფლის სული იყო მასზე და გახდა იგი ისრაელის მსაჯული. გავიდა სალაშქროდ და ხელში ჩაუგდო უფალმა ქუშან-რიშთაიმი, არამის მეფე. სძლია მისმა ხელმა ქუშან-რიშთაიმს.

1მეფეთა 10
5. შემდგომ ამისა ღვთის ბორცვზე ახვალ, სადაც ფილისტიმელთა სადარაჯოებია. ქალაქში შესვლისას შეხვდები გორაკიდან ჩამომავალ ქადაგთა გუნდს, რომელთაც წინ მიუძღვებიან ქნარით, დაფდაფით, სტვირითა და ებნით. თავად კი ქადაგებენ.
6. ღვთის სული გადმოვა შენზე და მათთან ერთად აქადაგდები, სხვა კაცად გარდაიქმნები.
10. ავიდნენ გორაკზე და, აჰა, მოდის მისკენ ქადაგთა გუნდი. გადმოვიდა მასზე ღვთის სული და ისიც მათთან ერთად აქადაგდა.

1მეფეთა 11
6. ამ სიტყვების გაგონებისას ღვთის სული გადმოვიდა საულზე და ძლიერ განრისხდა იგი.

1მეფეთა 19
20. და გაგზავნა საულმა შიკრიკნი დავითის შესაპყრობად. ნახეს: წინასწარმეტყველთა გუნდი წინასწარმეტყველებს, წინამძღვრად კი სამუელი უდგათ; და გადმოვიდა ღვთის სული საულის ხალხზე და აწინასწარმეტყველდნენ ისინიც.
23. წავიდა რამას ნაიოთისაკენ და მასზეც გადმოვიდა ღვთის სული და ისიც გაწინასწარმეტყველდა გზაში, ვიდრე მივიდოდა რამას ნაიოთში.
24. გაიძრო სამოსელი და წინასწარმეტყველებდა სამუელის წინაშე; შიშველი იწვა მთელ იმ დღეს და მთელ ღამეს. ამიტომაც ამბობენ: ''ნუთუ გაწინასწარმეტყველდაო საულიც?”

2მეფეთა 23
2. უფლის სული მეტყველებს ჩემით და ენაზე მაქვს მისი სიტყვა.

4მეფეთა 2
15. შორიდან დაინახეს იგი იერიხონში მყოფმა წინასწარმეტყველებმა და თქვეს: ელიას სული გადმოვიდა ელისეზე. მიეგებნენ და მიწამდე თაყვანისცეს.

ესაია 59
21. აჰა, ეს არის ჩემი აღთქმა მათთვის, ამბობს უფალი: ჩემი სული, რომელიც შენზეა, და ჩემი სიტყვები, რომლებიც ჩავდევი შენს ბაგეებში, არ მოსცილდება შენს ბაგეებს, შენი ნაშიერის ბაგეებს, შენი ნაშიერის ნაშიერის ბაგეებს, ამბობს უფალი ამიერიდან და უკუნისამდე.

მიქა 3
8. მე კი ავსილი ვარ ძალით, უფლის სულით, სიმართლითა და სიმტკიცით, რომ გამოვუცხადო იაკობს მისი დანაშაული და ისრაელს მისი ცოდვა.

ლუკა 1
15. ვინაიდან დიდი იქნება უფლის წინაშე, ღვინოსა და სიკერას არ დალევს, და სულით წმიდით აღივსება დედის საშოშივე.
41. როგორც კი გაიგონა ელისაბედმა მარიამის მოკითხვა, ყრმა შეიძრა მის მუცელში, და აღივსო სულით წმიდით ელისაბედი.
67. ხოლო ზაქარია, მამამისი, აღივსო სულით წმიდით, წინასწარმეტყველებდა და ამბობდა:

2პეტრე 1
21. რადგანაც წინასწარმეტყველება არასოდეს კაცის ნებით არ წარმოთქმულა, არამედ სული წმიდის კარნახით წარმოსთქვამდნენ მას ღვთის წმიდა კაცნი.

biblesimfony.jimdo.com
3.31.1