• georgian flag
  • english flag

ნიშანი ღმერთისგან სათხოვარზე


author
Мирза Бадиаури
A A       676

საკვანძო მუხლები: მსაჯული 6:17; 1 მეფეთა 14:10-12; 3 მეფეთა 13:3; 4 მეფეთა 20:8-11; 2 ნეშტთა 32:24; ესაია 7:11-12;

3.25.1.__

- თხოვნა, მიიღო ნიშანი, რომ ნამდვილად უფალი ან უფლის ანგელოზი გელაპარაკება მსაჯ.6,[17].20.21.36-40

- ნიშანი იმისთვის, რომ უფალმა მტერი ხელში ჩაუგდო ღვთის ხალხს 1მფ.14,10-12

- ნიშანი, სასწაული იმის ნიშნად, რომ აასრულებს უფალი თავის ნათქვამ სიტყვას 3მფ.13,3; 4მფ.20,8-11

- ნიშანი განკურნებით 2ნეშ.32,24

- უფალი უშვებს, რომ ვითხოვდეთ ნიშანს ეს.7,10.11

- შიში და სიფრთხილეც, რომ არ გამოსცადო უფალი ნიშნის მოთხოვნით ეს.7,10-12

- როდესაც პასუხი არ არის ღმერთისგან და კაცი თვითონ ადგენს ნიშანსა და სამართალს 1მფ.14,37-43

ბიბლიის მუხლები

მსაჯულთა 6
17. უთხრა გედეონმა: თუ მადლი ვპოვე შენს თვალში, ნიშანი რამ მომეცი, რომ შენ მელაპარაკები.
20. უთხრა უფლის ანგელოზმა: აიღე ხორცი და ხმიადები, მანდ, ქვაზე დააწყვე და ზედ წვენი გადაასხი. ასეც მოიქცა.
21. გაიშვირა უფლის ანგელოზმა კვერთხი, რომელიც ხელთ ეპყრა, და მისი წვერი ხორცსა და ხმიადებს შეახო, ავარდა ქვიდან ცეცხლი და შთანთქა ხორცი და ხმიადები. მერე თვალს მიეფარა უფლის ანგელოზი.
36. უთხრა გედეონმა ღმერთს: თუ ჩემი ხელით იხსნი ისრაელს, როგორც მეუბნებოდი,
37. მაშინ საწმისს გავშლი კალოზე: თუ ცვარი მხოლოდ საწმისზე იდება, მთელი მიწა კი მშრალი იქნება, ვირწმუნებ, რომ ჩემი ხელით იხსნი ისრაელს, როგორც მეუბნებოდი.
38. ასეც მოხდა: მეორე დღეს დილაადრიან ადგა, გაწურა საწმისი და მთელი თასი წყალი გამოადინა.
39. უთხრა გედეონმა უფალს: ნუ შემრისხავ, მინდა ამ ერთხელ კიდევ მოგმართო და ამ ერთხელ კიდევ ვსინჯო საწმისი. მხოლოდ საწმისი იყოს მშრალი, მთელ მიწაზე კი ცვარი იდოს.
40. ასეც მოახდინა იმ ღამით ღმერთმა: მხოლოდ საწმისი იყო მშრალი, მთელ მიწაზე კი ცვარი იდო.

1მეფეთა 14
10. თუ ასე გვეტყვიან: ჩვენთან ამოდითო, ავიდეთ რადგან ჩვენს ხელთ ჩაუგდია ისინი უფალს. ეს იქნება ჩვენთვის ნიშანი.
11. დაენახნენ ორივენი ფილისტიმელთა ყარაულს და იქვეს ფილისტიმელებმა: აჰა, ებრაელები გამოდიან ხერიდან, სადაც იმალებოდნენ.
12. გაეხმიანენ მოყარაულენი იონათანს და მის საჭურველთმტვირთველს და უთხრეს: მოდით ჩვენთან და გაგაგებინებთ ამბავს. უთხრა იონათანმა თავის საჭურველთმტვირთველს: მომყევი, რადგან ხელში ჩაუგდო ისინი უფალმა ისრაელს.
37. დაეკითხა საული ღმერთს: დავეცე ფილისტიმელებს თუ ჩაუგდებ მათ ისრაელის ხელში? პასუხი არ გაუცია იმ დღეს.
38. თქვა საულმა: აქ მოდით, ერის თავკაცებო, და გაარკვიეთ, რა ცოდვა იყო დღეს ჩადენილი.
39. რადგან, ვფიცავ უფალს, ისრაელის მხსნელს, თუ ჩემს ძეს იონათანს აწევს ცოდვა, სიკვდილი არ ასცდება. პასუხი არვის გაუცია ხალხიდან.
40. უთხრა მთელს ისრაელს: თქვენ ერთ მხარეს იყავით, ხოლო მე და ჩემი ძე იონათანი მეორე მხარეს ვიქნებით. მიუგო ხალხმა: როგორც გენებოს, ისე მოიქეცი.
41. უთხრა საულმა უფალს: ღმერთო ისრაელისა! აბა, ვინ არის უბრალო? დაკავდნენ იონათანი და საული, ხალხი კი გაშვებული იქნა.
42. თქვა საულმა: წილი გვიყარეო მე და ჩემს ძეს იონათანს. და დაკავდა იონათანი.
43. უთხრა საულმა იონათანს: გამომიტყდი, რა ჩაიდინე? გამოუტყდა იონათანი და უთხრა: ჩემი ჯოხის წვერიდან, ხელში რომ მეჭირა, ცოტაოდენი თაფლი ვიგემე. აჰა, მზადა ვარ სასიკვდილოდ.

3მეფეთა 13
3. ნიშანიც გაუცხადა იმავე დღეს, თქვა: აჰა, იმის ნიშანი, რომ უფლის ნაბრძანებია ეს სიტყვა: აჰა, დაიშლება სამსხვერპლო და გაიფანტება ნაცარი, ზედ რომ ყრია.

4მეფეთა 20
8. უთხრა ხიზკიამ ესაიას: რა იქნება იმის სასწაულად, რომ განმკურნავს უფალი, რომ ზეგ უფლის სახლში წავალ?
9. თქვა ესაიამ: ეს იყოს შენთვის სასწაულად უფლისგან, რომ აასრულებს უფალი თავის ნათქვამ სიტყვას. ათი საფეხურით წინ წავიდეს ჩრდილი თუ ათი საფეხურით დაბრუნდეს უკან?
10. თქვა ხიზკიამ: ადვილია ჩრდილისთვის ათი საფეხურით წინსვლა; არა, უკან დაბრუნდეს ჩრდილი ათი საფეხურით!
11. შესთხოვა უფალს ესაია წინასწარმეტყველმა და უკან დააბრუნა უფალმა ჩრდილი საფეხურებზე, რომლებზეც ჩამოდიოდა იგი, ახაზის საფეხურებზე, ათი საფეხურით.

2ნეშტთა 32
24. იმ დღეებში სასიკვდილოდ დასნეულდა იეხიზკიაჰუ და შეევედრა უფალს. ელაპარაკა უფალი და მისცა ნიშანი.

ესაია 7
10. კვლავ უთხრა უფალმა ახაზს:
11. მოსთხოვე უფალს, შენს ღმერთს, შენთვის ნიშანი დაბლა ქვესკნელიდან ან მაღლა ზესკნელიდან.
12. უთხრა ახაზმა: არ მოვთხოვ და არ გამოვცდი უფალს.

biblesimfony.jimdo.com
3.25.1