• georgian flag
  • english flag

სატანას მიეცეს ხორცით სატანჯველად, რათა სული ხსნილ იქნეს უფლის დღეს


author
Мирза Бадиаури
A A       808

საკვანძო მუხლები: ფსალმუნები 108:5-7; 1 იოანე 5:16; იუდა 1:22-23; 1 კორინთელთა მიმართ 5:5-13; 1 კორინთელთა მიმართ 11:32; 2 კორინთელთა მიმართ 2:6-11; 2 კორინთელთა მიმართ 10:5-6; 2 კორინთელთა მიმართ 13:10; გალატელთა მიმართ 6:1; 2 თესალონიკელთა მიმართ 3:14-15; 1 ტიმოთეს მიმართ 1:19-20;

4.22.1.__

1) შევეცადოთ:
- თუ ვინმემ რაიმე ცოდვაში ჩაიდგა ფეხი, შეაგონეთ მას თვინიერების სულით გალ.6,1
- თუ ვინმე არ შეისმენს წერილის სიტყვებს, დაიხსომეთ და ნუღარ გაიკარებთ, რათა შერცხვენილ იქნეს, მაგრამ მტრად ნუ მიიჩნევთ, არამედ ძმასავით დაარიგეთ 2თეს.3,14.15
- კარგია თუ ვინმე მოაქცევს ჭეშმარიტებისგან განდგომილს იაკ.5,19.20
- ზოგიერთ მეჭველს ვწყალობდეთ იუდ.1,22
- ზოგიერთი ცეცხლს გამოვტაცოთ და ვიხსნათ იუდ.1,23

2) გამოვიჩინოთ სიფრთხილე:
- მივუტევოთ ყველასგან დაგმობილს [თუკი მოინანია], ვანუგეშოთ და ჩვენი სიყვარული დავუდასტუროთ, რათა არ ვიძლიოთ სატანის მიერ 2კორ.2,6-11

3) მაგრამ ...
- მომაკვდინებელი ცოდვით შემცოდეზე ნუ ილოცებთ 1ინ.5,16
- ზოგის მიმართ შიშნარევი სიბრალული გქონდეთ. გძულდეთ ხორცისგან შებღალული თვით სამოსელიც იუდ.1,23
- მოიკვეთე უკეთური, გადაეცი სატანას ხორცით სატანჯველად, რათა სული ხსნილ იქნეს უფლის დღეს ფს.108,5-7; 1კორ.5,1-[5]-13; 1ტიმ.1,19.20
- ვამხობთ ყოველგვარ ზრახვას და ქედმაღლობას ღვთის შემეცნების წინააღმდეგ აღძრულს. შურს ვიძიებთ ღმერთისგან ასაშენებლად და არა დასაქცევად მოცემული ძალაუფლებით 2კორ.10,5.6; 13,10

4) ხოლო ჩვენს მიერ განკითხულნი, თუკი შეისმენენ ...
- უფლის მიერ განისწავლებიან, რათა ქვეყანასთან ერთად არ განისაჯონ 1კორ.11,32
- ყველაფერი შესაძლებელია, თუკი განსაცდელს გავუმკლავდებით უფლისადმი მინდობითა და რწმენით - ღმერთისგან ქებული მართალი იობიც გადაეცა სატანას, და ვიცით თუ რაოდენი სიმტკიცე გამოავლინა და იქნა კურთხეული იობ.2,6.

ბიბლიის მუხლები

იობი 2
6. უთხრა უფალმა სატანას: აჰა, შენს ხელთ იყოს, ოღონდ მის სიცოცხლეს გაუფრთხილდი.

ფსალმუნი 108
5. მომაგეს ბოროტი კეთილის წილ და სიძულვილი - ჩემი სიყვარულის წილ.
6. დააყენე მის მიმართ ბოროტი და ეშმაკი დადგეს მის მარჯვნივ.
7. განკითხვის დროს გამოვიდეს მტყუანი და მისი ლოცვა ცოდვად შეირაცხოს.

1იოანე 5
16. თუ ვინმე ხედავს, რომ მისი ძმა სცოდავს, მაგრამ ეს არ არის ცოდვა, რომელსაც სიკვდილი მოსდევს, ილოცოს და ღმერთი მისცემს სიცოცხლეს არამომაკვდინებელი ცოდვით შემცოდეს; არის მომაკვდინებელი ცოდვაც; მასზე როდი ვამბობ, ილოცოს-მეთქი.

იუდა 1
22. ზოგიერთ მეჭველს სწყალობდეთ.
23. ზოგიერთი ცეცხლს გამოსტაცეთ და იხსენით: ზოგის მიმართაც შიშნარევი სიბრალული გქონდეთ. გძულდეთ ხორცისაგან შებღალული თვით სამოსელიც.

1კორინთელთა 5
1. როგორც ამბობენ, დაწყებულა თქვენში მრუშობა და თანაც ისეთი მრუშობა, რომლის მსგავსი არ სმენიათ თვითონ წარმართთაც, რომ ვიღაცას მამის ცოლი თურმე ცოლად ჰყავს.
2. თქვენ კი ქედმაღლობთ, ნაცვლად იმისა, რომ გეგლოვათ და მოგეკვეთათ ამნაირი საქმის ჩამდენი.
3. ხოლო მე - თუმცა შორსა ვარ ხორცით, მაგრამ თქვენთან ვარ სულით, - უკვე მსჯავრი დავდე, როგორც თქვენს შორის მყოფმა, ამ უკეთურების მოქმედს.
4. ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელით, როცა თქვენთან იქნება ჩემი სული, უფალ იესოს ძალით, -
5. სატანას მიეცეს ხორცით სატანჯველად, რათა სული ხსნილ იქნეს უფალ იესოს დღეს.
6. საგმობია თქვენი სიქადული. ნუთუ არ იცით, რომ მცირეოდენი საფუარი მთელ ცომს აფუებს?
7. მაშ, გაწმინდეთ ძველი საფუარი, რათა იყოთ ახალი ცომი, ვინაიდან უფუარნი ხართ; რაკიღა ჩვენი პასექი, ქრისტე, ჩვენთვის დაიკლა.=2.3.18.1.
8. ასე რომ, ვიდღესასწაულოთ არა ძველი საფუარით, არა უკეთურებისა და უწმინდურობის საფუარით, არამედ სიწმიდისა და ჭეშმარიტების უფუარი პურით.
9. აკი მოგწერეთ წერილში: არ შეერიოთ-მეთქი მემრუშეთ,
10. და არა მარტო ამ წუთისოფლის მემრუშეთ, ანდა ანგართ, მტაცებელთა თუ კერპთმსახურთ, თორემ ამ ქვეყნით გასვლა მოგიწევთ-მეთქი.
11. ისიც მოგწერეთ, არ შერეოდით იმათაც, ვინც, ასე ვთქვათ, ძმად იწოდება, მაგრამ კვლავინდებურად მემრუშეა ანდა ანგარი, კერპთმსახური თუ მაგინებელი, მემთვრალე თუ მტაცებელი და პურიც კი არ გეჭამათ მასთან.
12. ვინაიდან რად განვიკითხო გარეშენი? განა თქვენ შინაურებს არ განიკითხავთ?
13. გარეშენი კი ღვთის მიერ განიკითხებიან. მაშ, მოიკვეთეთ უკეთური.

1კორინთელთა 11
32. განკითხულნი კი უფლის მიერ განვისწავლებით, რათა ქვეყანასთან ერთად არ განვისაჯოთ.

2კორინთელთა 2
6. მის სასჯელად ისიცა კმარა, რომ დაიგმო მრავალთა მიერ.
7. ასე რომ, პირიქით, გმართებთ უმალ მიუტევოთ და ანუგეშოთ, რათა მეტისმეტ მწუხარებას არ მიეცეს.
8. ამიტომაც შეგაგონებთ, თქვენი სიყვარული დაუდასტუროთ.
9. მეც სწორედ ამიტომ მოგწერეთ, რომ გამომეცადეთ, რამდენად მორჩილნი ხართ ყველაფერში.
10. ხოლო ვისაც რას მიუტევებთ, ასევე მეც; რადგან ვისაც რა მივუტევე, თქვენი გულისთვის მივუტევე ქრისტეს წინაშე.
11. რათა არ ვიძლიოთ სატანის მიერ, ვინაიდან ჩვენთვის ცნობილია მისი ზრახვანი.

2კორინთელთა 10
5. მისი წყალობით ვამხობთ ყოველგვარ ზრახვას და, ქედმაღლობას, ღვთის შემეცნების წინააღმდეგ აღძრულს, და მისითვე ვატყვევებთ ყოეელგვარ აზრსაც, რათა დაემორჩილოს ქრისტეს.
6. ასე რომ, მზადა ვართ შური ვიძიოთ ყოველგვარ ურჩობაზე, როცა აღსრულდება თქვენი მორჩილება.

2კორინთელთა 13
10. შორიდანაც მიტომ გწერთ ამას, რომ მანდ მოსვლისას მთელი სიმკაცრით არ მოვიქცე, თანახმად იმ ხელმწიფებისა, რომელიც დასაქცევად კი არა, ასაშენებლად მომცა უფალმა.

გალატელთა 6
1. ძმანო, თუ კაცმა რაიმე ცოდვაში ჩაიდგა ფეხი, თქვენ, ვინცა ხართ სულიერნი, შეაგონეთ მას თვინიერების სულით; დაუკვირდი შენსავე თავს, რათა თავადაც არ ჩავარდე განსაცდელში.

2თესალონიკელთა 3
14. ხოლო თუ ვინმე არ შეისმენს ამ ჩვენი წერილის სიტყვებს, დაიხსომეთ და ნუღარ გაიკარებთ, რათა შერცხვენილ იქნეს.
15. მაგრამ მტრად კი ნუ მიიჩნევთ, არამედ ძმასავით დაარიგეთ.

1ტიმოთე 1
19. გქონდეს რწმენა და წრფელი სინიდისი, რაც უარყო ზოგიერთმა და მარცხი იწვნია რწმენაში, როგორც ხომალდმა - ზღვაში.
20. მათ შორის ჰიმენეოსმა და აღექსანდრემ, რომელნიც გადავეცი სატანას, რათა თავი ანებონ გმობას.

biblesimfony.jimdo.com
4.22.1