ერიდეთ ბუზღუნს და დრტვინვას - ურჩობის სიტყვებიც აღსრულებადია
![]() Мирза Бадиаури |
A A 745 |
საკვანძო მუხლები: გამოსვლა 16:7-9; რიცხვნი 14:27-29; რიცხვნი 16:11; რიცხვნი 21:7; 1 მეფეთა 8:7; ესაია 32:6; ესაია 37:28; მათეს სახარება 9:4; მათეს სახარება 10:40; ლუკას სახარება 10:16; იოანეს სახარება 6:41-43; იოანეს სახარება 13:20; რომაელთა მიმართ 13:2; 1 კორინთელთა მიმართ 10:10; 1 თესალონიკელთა მიმართ 4:8;
3.21.1.__
- ღმერთმა შეისმინა ისრაელიანთა ჩივილი და აღასრულა როგორც სათხოვარი გამ.16,2.3.[7-9].12 რიცხ.14,27-29
- კაცზე კი არ დრტვინავთ, არამედ ღმერთზე რიცხ.16,11; 21,7; 1მფ.8,7 ეს.32,6 მათ.10,40 ლუკ.10,16 ინ.6,41-43; 13,20 რომ.13,2; 1თეს.4,8
- ღმერთმა იცის გულში ვინც ეწინააღმდეგება ეს.37,28 მათ.9,4
- დრტვინვის გამო ზოგი დაიღუპა რიცხ.14,28.29; 1კორ.10,10
ბიბლიის მუხლები
გამოსვლა 16
2. შესჩივლა ისრაელიანთა მთელმა საზოგადოებამ მოსეს და აარონს უდაბნოში.
3. უთხრეს ისრაელიანებმა: ნეტავ უფლის ხელით გავმწყდარიყავით ეგვიპტის ქვეყანაში, როცა ხორცით სავსე ქვაბებს ვუსხედით და გაძღომამდე ვჭამდით პურს! მოგვიყვანე ამ უდაბნოში, რომ შიმშილით ამოგვწყვიტო მთელი კრებული!
7. გათენდება და იხილავთ უფლის დიდებას. ისმინა მან თქვენი ჩივილი უფლისადმი. ჩვენ ვინა ვართ, ჩვენ რომ შემოგვჩივით?
8. თქვა მოსემ: საღამოხანს ხორცს მოგცემთ საჭმელად და დილით პურს გაძღომამდე, რადგან ისმინა უფალმა თქვენი ჩივილი, რომ ჩიოდით. ჩვენ ვინა ვართ? ჩვენ კი არა, უფალს შესჩიოდით.
9. უთხრა მოსემ აარონს: უთხარი ისრაელიანთა მთელს საზოგადოებას: წარუდექით უფალს, რადგან ისმინა მან თქვენი ჩივილი.
12. ვისმინე ისრაელიანთა ჩივილი. ასე უთხარი მათ: საღამოხანს ჭამეთ ხორცი და დილით დაძეხით პურით, და მიხვდებით, რომ მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი.
რიცხვთა 14
27. როდემდის უნდა მებუზღუნებოდეს ეს ბოროტი საზოგადოება? მესმის მე ისრაელიანთა ბუზღუნი, რომ მებუზღუნებიან.
28. უთხარი მათ: ცოცხალი ვარ მე, ამბობს უფალი! როგორც ამბობდით ჩემს გასაგონად, ისე მოგექცევით.
29. ამ უდაბნოში ეყრება თქვენი გვამები, ყველასი, ვინც აღრიცხული ხართ, ოცი წლიდან მოყოლებული, ვინც მებუზღუნებოდით.
რიცხვთა 16
11 ამიტომ შენ და მთელი შენი დასი შეკრებილხართ უფლის წინააღმდეგ. ვინ არის აარონი, რომ დრტვინავთ მასზე?”
რიცხვთა 21
7. მივიდა ხალხი მოსესთან და თქვეს: ვცოდეთ, რომ გისაყვედურეთ უფალს და შენ. ილოცე უფლისდმი, რომ მოგცილდეს გველი. ილოცა მოსემ ხალხისათვის.
1მეფეთა 8
7. უთხრა უფალმა სამუელს: შეისმინე ხალხის ყოველი სიტყვა, რასაც გეტყვის, რადგან შენ კი არ უარგყვეს, არამედ მე უარმყვეს თავიანთ მეფედ.
ესაია 32
6. რადგან უგვანი უგვანად ლაპარაკობს და მისი გული ბოროტს იზრახავს, რათა უკეთურება ჩაიდინოს და უფალზე მრუდედ ილაპარაკოს, ცარიელზე დატოვოს მშიერი და მწყურვალს სასმელი წაართვას.
ესაია 37
28. ვიცი შენი ჯდომა, შენი გამოსვლა და შესვლა, შენი სიცოფე ჩემ წინააღმდეგ.
მათე 9
4. ხოლო იესო მიხვდა მათ ზრუნვას და თქვა: რატომ იზრახავთ ბოროტს თქვენს გულში?
მათე 10
40. ვინც თქვენ შეგიწყნარებთ, მე შემიწყნარებს; ხოლო ვინც მე შემიწყნარებს, შეიწყნარებს ჩემს მომავლინებელს.
ლუკა 10
16. თქვენი მსმენელი მე მისმენს და თქვენი უარმყოფელი მე უარმყოფს; ხოლო ვინც მე უარმყოფს, უარყოფს ჩემს მომავლინებელს.
იოანე 6
41. ხოლო იუდეველები დრტვინავდნენ მის გამო, რადგანაც თქვა: მე ვარ პური, რომელიც ჩამოველ ზეცით;
42. და ამბობდნენ: განა ეს არ არის იესო, იოსების ძე, ვის დედმამასაც ჩვენ ვიცნობთ? როგორღა ამბობს, ზეცით ჩამოვედიო?
43. მიუგო იესომ და უთხრა მათ: ნუ დრტვინავთ ერთმანეთს შორის.
იოანე 13
20. ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვინც შეიწყნარებს ჩემს მიერ მოვლინებულს, მე შემიწყნარებს, ხოლო ვინც მე შემიწყნარებს, შეიწყნარებს ჩემს მომავლინებელს.
რომაელთა 13
2. ამიტომ, ვინც ეწინააღმდეგება ხელმწიფებას, ღვთის განჩინებას ეწინააღმდეგება; ხოლო წინააღმდგომნი თავიანთ თავზე თვითონვე მოიწევენ სასჯელს.
1კორინთელთა 10
10. ნურც დრტვინავთ, როგორც დრტვინავდა ზოგიერთი მათგანი, და შეიმუსრნენ მმუსვრელის მიერ.
1თესალონიკელთა 4
8. ასე რომ, ურჩი კაცს კი არ ეურჩება, არამედ ღმერთს, რომელმაც მოგცათ თავისი სული წმიდა.
biblesimfony.jimdo.com
3.21.1